Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

ონლაინ, Instance said:

ტაუ უკვე სრულწლოვნებს ეხებოდა, თუ რამე არასწორად მახსოვს?

კი სრულწლოვნებს, მაგრამ ტაუ -ში და სუვოროვში ერთად (მაშინდელ) უფრო ნაკლებს სწავლობდი ვიდრე ეხლა. შენ რა, რუსები )

 

2 minutes წინ, Instance said:

პიონერული ორგანიზაციებიც რეგიონული უჯრედების მიერ იყო დაფუძნებული, მაგრამ პიონერულ ორგანიზაციებს არ გამოუწვევიათ სეპარატიზმი, ხომ ასეა?

არც ეგ კადეტთა კორპუსები გამოიწვევენ სეპარატიზმს )))

სეპარატიზმის გამოწვევა არცერთ თუნდაც საუკეთესო სამხედრო სკოლას არ შეუძლია

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

ნუთუ ვერ შეძლო ამ კარგმა რესურსმა პოლიტორგანიზება?

დიახ ამის ტვინი არც ერთ პოსტსაბჭოთა საშუალო ფენას არ ეყო.

1 minute წინ, Seth said:

უორგანიზაციო აქტიურობა ეს რომელია, სხვანაირად რომ "დეპუტატი/მინისტრი გავხდე მაყუთი მოვხსნა და ბებიამისის პენსია შევჭამო" ქვია თუ სხვაა რამე?

არა რატომ?

მაგალითად გადატრიალების მერეც გამსახურდიას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა მოსახლეობის ფართო მასებში ვიდრე მის მოწინაამღდეგეებს. თუმცა ეს ძალა ვერ დაორგანიზდა ხელისუფლებაში მოსული კრიმინალების საპირისპიროდ. ცოტა საეჭვოა რომ მაგალითად 92 წლის თებერვალში ვინც ისევ გამსახურდიას უჭერდა მხარს აუცილებლად დეპუტატობის ამბიცია ჰქონდა.

ვერც სხვა რომელიმე პოსტ საბჭოთა ქვეყანაში დაორგანიზდა მასა და იქაც კრიმიანლური კლეპტოკრატიები დამყარდა, მაგრამ იქ უკეთესი კრიმინალები აღმოჩნდნენ ჩვენებისგან განსხვავებით

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
16 minutes წინ, Eric said:

არც ეგ კადეტთა კორპუსები გამოიწვევენ სეპარატიზმს )))

საკითხში არ ვერევი რადგან შესაბამის ცოდნას არ ვფლობ სენიორ, მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო - ყველა სეპარატისტული მოძრაობა გამოწვეული იყო პიონერების მიერ :yeah: ნუ ყოფილი, მაგრამ მაინც პიონერის.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

საკითხში არ ვერევი რადგან შესაბამის ცოდნას არ ვფლობ სენიორ, მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო - ყველა სეპარატიტული მოძრაობა გამოწვეული იყო პიონერების მიერ

აქ სსრკ-დან რესპუბლიკების სეპარატიზმს გულისხმობთ თუ რესპუბლიკებიდან ავტონომიების სეპარატიზმს?

თუ მხოლოდ მეორეს მაშინ გეთანხმებით.

აქ რადგანაც მოსკოვიდან ახალი სეპარაციის ტალღაზე ვდაუბრობდით, მხოლოდ პირველი ვიგულისხმეთ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, Instance said:

თუმცა ეს ძალა ვერ დაორგანიზდა ხელისუფლებაში მოსული კრიმინალების საპირისპიროდ.

რატომ? ძალიან კარგად დაორგანიზდა ვინმე ქობალიას ფრთის ქვეშ... თუ მეშლება რამე? მეორე დაორგანიზებაც მახსოვს რუსთავში ტალახაძის და თბილისში კანსტანტინოვიჩის ჰამბავში. 

მერეც მახსოვს სმკ-ს დაორგანიზება. მშვენიერი ორგანიზებულება იყო, შესაშური. ამის საპირისპიროდ იენი აზერბაიჯანი და ჰაიასტანში აღარ მახსოვს რა ერქვა ისინიც დაორგანიზდნენ :დ თუმცა რატომღაც სხვადასხვა შედეგები დავდეთ ამ დაორგანიზებულებმა :დ 

9 minutes წინ, Instance said:

გადატრიალების მერეც გამსახურდიას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა მოსახლეობის ფართო მასებში ვიდრე მის მოწინაამღდეგეებს.

ეს ჩვეულებრივი და მორიგი ქართული მითია. კარგი ადამიანური რესურსის მიერ შექმნილი :დ

5 minutes წინ, Instance said:

აქ სსრკ-დან რესპუბლიკების სეპარატიზმს გულისხმობთ თუ რესპუბლიკებიდან ავტონომიების სეპარატიზმს?

სეპარატიზმს სახელი და გვარი არ აქვს, სეპარატიზმი სეპარატიზმია სენიორ.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

სეპარატიზმს სახელი და გავრი არ აქვს, სეპარატიზმი სეპარატიზმია სენიორ.

მაგრამ მეორე შემთხვევა საკავშირო ცენტრის წახალისებული იყო და პირველი არა.

3 minutes წინ, Seth said:

ეს ჩვუელებრივი და მორიგი ქართული მითია. კარგი ადამიანური რესურსის მიერ შექმნილი :დ

ეს რომ ასე იყოს მიტინგების დახვრეტის საჭიროება არ დადგებოდა.

4 minutes წინ, Seth said:

ძალიან კარგად დაორგანიზდა ვინმე ქობალიას ფრთის ქვეშ... თუ მეშლება რამე? მეორე დაორგანიზებაც მახსოვს რუსთავში ტალახაძის და თბილისში კანსტანტინოვიჩის ჰამბავში. 

ორივე ორგაბიზებული ძალა მარგინალური ფენებისგან + ემირატელი კრიმინალებისგან შედგებოდა

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Instance said:

ეს რომ ასე იყოს მიტინგების დახვრეტის საჭიროება არ დადგებოდა.

რა თქმა უნდა. დახვრეტას ხომ აზრი დაეკარგებოდა?

1 minute წინ, Instance said:

ორივე ორგაბიზებული ძალა მარგინალური ფენებისგან + ემირატელი კრიმინალებისგან შედგებოდა

აჰ, სულ მარგინალები და ემირატი. ჩვენი ფუმფულა და ნებიერა კარგი ადამიანური რესურსი აქაც რა თქმა უნდა არაფერ შუაში იყო. ბაბუს 100%-იც სულ მაგათ გარეშე შეაგროვეს ამ კრიმინალებმა :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Seth said:

ამის საპირისპიროდ იენი აზერბაიჯანი და ჰაიასტანში აღარ მახსოვს რა ერქვა ისინიც დაორგანიზდნენ :დ თუმცა რატომღაც სხვადასხვა შედეგები დავდეთ ამ დაორგანიზებულებმა :დ 

ვერც ერთ რესპუბლიკაში საშუალო ფენამ მნიშვნელოვანი კონტროლი პოლიტიკურ პროცესებზე ვერ მოიპოვა. სამივეგან შეიქმნა კლეპტოკრატიული რეჟიმები რომელიც მცირე ორგანიზებული უმცირესობის ინტერესებს გამოხატავდა.

სომხეთში და საქართველოში საშუალო ფენას ჰქონდა მცდელობები მიეღო პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი და ეს ვერ შეძლო, აზერბაიჯანში არც უცდიათ

Edited by Instance
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share