Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ნაცების ინტერესშია ეგ, მაგრამ ეგენი დანარჩენებთან შედარებით ჭკვიანები არიან. ბოლოს შევლენ. მანამდე ვინც შევა იმათ დაბრალდება ყველაფერი მათ შორის ნაცებისგანაც :დ 

 

როგორც ეხლა იმ პროვინციელს ბრალდება ისე. შედეგად რას ვიღებთ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.

Share on other sites

  • ფორუმელი

ეი რა გამოდის რომ მერის არჩევნების მეორე ტურში არჩევანი კალაძესა და კალაძეს შორის გვქონდა? ვუაფშე ელისაშვილის დეკლარაცია დაიდოს, მისი სიდედრისიც :mad:

3 minutes წინ, Seth said:

ნაცების ინტერესშია ეგ, მაგრამ ეგენი დანარჩენებთან შედარებით ჭკვიანები არიან. ბოლოს შევლენ. მანამდე ვინც შევა იმათ დაბრალდება ყველაფერი მათ შორის ნაცებისგანაც :დ 

 

გაზაფხულამდე შევლენ? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@mulan

 

დრო ს ვერ გეტყვით ნამდვილად, თუმცა შევლენ. ამის სანაცვლოდ რა დაიდება ამაზე მიდის ეხლა გნიასი იმჰო. ჯერჯერობით მხოლოდ კოდექსი. ეს უტიფარი პროვინციელი :დ იტყუება როდესაც ამბობს რომ 4 საკითხზეა წინსვლა. ეს დაადასტურა საელჩოს განცხადებამაც.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

@mulan

 

დრო ს ვერ გეტყვით ნამდვილად, თუმცა შევლენ. ამის სანაცვლოდ რა დაიდება ამაზე მიდის ეხლა გნიასი იმჰო. ჯერჯერობით მხოლოდ კოდექსი. ეს უტიფარი პროვინციელი :დ იტყუება როდესაც ამბობს რომ 4 საკითხზეა წინსვლა. ეს დაადასტურა საელჩოს განცხადებამაც.

პროვინციელი მანდ ბევრია და კონკრეტულად ვის გულისხმობ?  მედიამაც 4 საკითხზე მიდის საუბარიო, რაღაც გამომრჩა აშკარად...

თვითმმართველობის არჩევნების მერე შეიძლება შევიდნენ მანამდე არ იქნება ლოგიკური, თუ  გაზაფხულზე სოც აფეთქება არ მიიღეს და ამით ხელი არ გამოკრეს ვადამდელს რა თქმა უნდა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@mulan

1 minute წინ, mulan said:

პროვინციელი

უტიფარ პროვინციელს მე ბატ. ალეკოს ვეძახი გუშინდელი დღიდან :დ 

 

2 minutes წინ, mulan said:

მედიამაც 4 საკითხზე მიდის საუბარიო

საუბარი მიდის, შეთანხმებააა ერთზე და ამ დროს უტიფარი გაჰყვირის ხელს არ აწერენო :დ 

3 minutes წინ, mulan said:

თვითმმართველობის არჩევნების მერე შეიძლება შევიდნენ

იმჰო მანამდე შევლენ.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
27 minutes წინ, Seth said:

უტიფარ პროვინციელს მე ბატ. ალეკოს ვეძახი გუშინდელი დღიდან :დ 

 

სულ ვიცოდი რომ ნაბიჭვარი იყო! 

თავისი ეწ გულწრფელობით და იმიჯით მანიპულირებს, იცის საზოგადოება იკერება ამით. აი ზუსტად მაგ წერტილში უნდა წაარტყან და აუყირავონ იმიჯი. მოკლედ მისი სიდედრის დეკლარაცია და ქონება მინდა ვნახო :xoxma:

27 minutes წინ, Seth said:

იმჰო მანამდე შევლენ.

ანუ გაზაფხულზე. ვნახოთ ვნახოთ

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ჰუბერტ ქნირში: ყველა პარტიამ თვითონ, ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, მანდატებს გამოიყენებს თუ არა, და დიპლომატებს კი არ აქვთ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და მედიასაშუალებას

imedi /  09 დეკემბერი 2020, 20:43 / სანდო წყარო

 თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს და მგონია, რომ ამ ხმამაღალ თავდასხმებს დიპლომატებზე ზუსტად ეს საფუძველი აქვს. აქ საქმე გვაქვს დაპირისპირებასთან ოპოზიციის შიგნით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ზოგი პოლიტიკოსი და პარტია აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს და გამოხატავენ შეთანხმების მიღწევის ინტერესს, სხვებს კი ეს არ მოსწონთ.

„ამიტომ მათ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ესაუბრებიან და დიპლომატების შუამდგომლობას იყენებენ, უკან ახევინებენ და მათ დისკრედიტაციას ეწევიან. ნათელია, რომ ყველა პარტიამ, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, თვითონ, ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, ამ მანდატებს გამოიყენებს თუ არა, და დიპლომატებს კი არ აქვთ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ ზოგიერთ პოლიტიკოსს და ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ცდილობენ, სხვა პარტიების გადაწყვეტილებეზე გავლენა იქონიონ. ახალმა საარჩევნო კანონმდებლობამ საშუალება გააჩინა, რომ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი და მე მგონია, რომ მრავალფეროვანი ოპოზიცია ქართული პოლიტიკისათვის, ქართული დემოკრატიისათვის კარგი იქნება და ამიტომ კარგი იქნება, რომ ყველა პარტიამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ზეგავლენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 
 
 

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

 

თბილისი, 11/12/2020 - 08:09, UNIQUE ID: 201211_1

ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.

დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოსკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.

ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.

ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა.

 

საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება საქართველოს შესახებ (2020 წლის 12 დეკემბერი) [fr

გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს.

საქართველომ, გერმანიისა და საფრანგეთის ახლო პარტნიორმა, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი დამოკრატიული განვითარება განიცადა. მან განამტკიცა კავშირები ნატოსთან და ევროკავშირთან და სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მძლავრი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და პლურალიზმის კარგი ფუნქციონირება ძლიერი დემოკრატიის აუცილებელი საფუძვლებია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელსაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია წლის დასაწყისში, საარჩევნო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით, რომელსაც ეს რეფორმა სთავაზობდათ. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე - შესანიშნავი.

თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში. საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს. ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმკიცების მიზნით.

იმ დროს, როცა საქართველო მთელი რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია. აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ახლახან გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში, კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარის მიერ, რუსეთის ჩათვლით, ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობისკენ.

გამოქვეყნებულია 12/12/2020

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

15 საათის წინ, Seth said:

ნაცების ინტერესშია ეგ, მაგრამ ეგენი დანარჩენებთან შედარებით ჭკვიანები არიან. ბოლოს შევლენ. მანამდე ვინც შევა იმათ დაბრალდება ყველაფერი მათ შორის ნაცებისგანაც :დ 

 

როგორც ეხლა იმ პროვინციელს ბრალდება ისე. შედეგად რას ვიღებთ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.

ზოგადად შესვლა რატომაა ნაცების ინტერესში? სპყ @Seth

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share