Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

 

Screenshot-2021-07-18-at-15.54.29-e16266

 

 

ჩვენმა ფალავანმა იყოჩაღა ბოკუჩავასთან

მანდატურის მოვალეობა შეითავსა ძმამ

ნუ, აქ შემიძლია გავუგო :დ

დრო და მომენტი მსგავსია :boli:

იანკებია სანერვიულო.

არაფერს აღარ ატარებენ :wtf:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Freeman said:

- დიდი ხანია ბოკუჩავა ევასება, ის არ იკარებს და დრო იხელთა;

თინასთან ბოდიშიო ასე რომ ეს ვარიანტი გამოდის

:lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Instance said:

თინასთან ბოდიშიო ასე რომ ეს ვარიანტი გამოდის

:lool:

ანუ ხელი წავატანეო?

:lool:

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites


"მდუმარედ ვიდექი, ლექსო ლაშქარავას ფოტო მეჭირა. ჯერ ვინმე ლევან მგალობლიშვილი მეცა, რომლისგან პარლამენტში ერთი სიტყვა არ გამიგია წარმოთქმული და კუჭავასკენ რომ წავედი ამ ფაქტზე მისი ყურადღების მისაპყრობად, პაპუაშვილი მომაფრინდა."

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
53 minutes წინ, t-90 said:
9 საათის წინ, Instance said:

თინასთან ბოდიშიო ასე რომ ეს ვარიანტი გამოდის

:lool:  

ანუ ხელი წავატანეო?

:lool: 

აკოცააა ???? :lool:

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

https://www.interpressnews.ge/ka/article/666400-sharl-misheli-kmaqopili-var-radgan-shetanxmebis-qvela-xelmomceri-ertguli-rcheba-shesruldes-qvela-is-sakitxi-romelic-am-shetanxmebashi-iqo-asaxuli

 

ულენშპიგელი კმაყოფილია (ჰე, ჰე) ენტონი უკმაყოფილოა (ჰე, ჰე)

ჰოდა რა გამომდინარეობს ახლა აქედან? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

ჰოდა რა გამომდინარეობს ახლა აქედან? :დ

არაფერი. კარგია, რომ ხელმოწერა არ გაგიწვევიათო :დ ცუდად აწყობილი ნიუსია

=

 

შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

  •  19.07.2021 13:07
43442454.PNG

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

„დღეს ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვედრას ევროკავშირთა ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფოების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება.

ჩემი მთავარი მესიჯი, გზავნილი ყველა პოლიტიკურ პარტიისადმი საქართველოში არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისათვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს. ქვეყნის ინტერესებიდან და მოსახლეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

 

შარლ მიშელი: კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული

  •  19.07.2021 14:07
h_54829387-800x450.jpg

,,მე განვსაზღვრე და ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში დღეს, რომ მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზით იმყოფება.

მისივე თქმით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის.

„პატივისცემა მრავალფეროვენებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

 

 

შარლ მიშელი: მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა

  •  19.07.2021 13:07
1126de22-f43b-45d8-a6aa-e3f798e46eaa_640

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა. ამის შესახებ მან ბათუმში, ოპოზიციასთან და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

„მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ, ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share