Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

მოკლედ რომ ჩამოვთვალო დღეს პლანეტის "კონსერვატიული" ბანაკი

1. ამერიკულბრიტანული ელიტების ნაწილი.

2. ებრაული ელიტების ნაწილი (სიონისტები)

3. არაბული ელიტები თითქმის სრულიად.

4. ჩინეთი (დღევანდელი კონფიგურაციით)

5. სამხრეთ კორეა იაპონია

 

ეს ვფიქრობ რომ ცოტა არაა.

Share on other sites

  • ფორუმელი

ბრაუნთან ვასაძის კონტაქტები ახალი არაა. რაც მაგ  ანტილგბტ ქსელში გაწევრიანდა, ეკონტაქტება, ადრეც იყო ჩამოსული, აქაც ქონდათ კონფერენცია https://youtu.be/TtOPXU4FePA

ფალავანდიშვილს ტყუილად კი არ შევადარე. ბრაუნის მთელი ცხოვრებისეული მისია გეების დევნა/შევიწროვებაა. ბოლო 22 წელია ოფიციალურად მაგითია დაკავებული.

დავგუგლე და ბრაუნსა და ტრამპს შორის სერიოზული კვეთა არაა. ზოგადად ტრამპს ეგ თემატიკა ძაან ადარდებდეს არ მგონია, კონიუნქტურა როგორც მოითხოვდა, ისე აქნევდა თავს.  

რამდენი ჯგუფიც არ უნდა იყოს, ბოლოს ორად იყოფიან ხოლმე და ახლა კონსერვატორები რომ ტრამპს უფრო დაუჭერდნენ მხარს ვიდრე, ჰილარის რა არის ამაში გასაკვირი. 

500 კონგრესმენიდან ვიღაცას ყველა შეიძლება იცნობდეს, თარხან მოურავი და ნათელაშვილი რუბიოს და ტედ კრუზსაც შეხვდნენ ადრე, მარა რა ხეირი. 

=

აეხა ლევანას ჩავიყვან და ტრამპს გავაცნობ რა სასტავზეა გათვლილი არ ვიცი :დ

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Eric said:

1. ამერიკულბრიტანული ელიტების ნაწილი.

2. ებრაული ელიტების ნაწილი (სიონისტები)

3. არაბული ელიტები თითქმის სრულიად.

4. ჩინეთი (დღევანდელი კონფიგურაციით)

5. სამხრეთ კორეა იაპონია

1. ნათელაშვილმა რომ თქვა ნოღაიდელზე, - დაღლილი ვირიაო, ესენიც ეგრე არიან რაა ...

2. პირველი რიგებში ნამდვილად არ არიან

3. ამათზე ხომ საერთოდ ჯოხია გასაწკეპლად აღმართული

4. თავად ამბობდით 90 დღეო და დამიდეთო საიდან კორონაო (თუ ეს ნაღდია , ე.ი. მიჩმორდებიან)

5. ამათზე არ ვიცი 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Eric said:

ეს ფრიად საინტერესო თემაა გამოვიდოდა, პრინციპში.

 

13 minutes წინ, Eric said:

გლობალური ტრენდი დიახ გასაგებია, მაგრამ მეორე მხარე არ ზის გულხელდაკრეფილი სენიორეს.

საკმაოდ სერიოზული ხალხია , საკმაოდ.

მართლა კონსერვატიული არის თუ არა კი ეს სლიზერინ გრიფინდორის მსგავსად რა აზრი აქვს?

 

 

 

5 minutes წინ, Eric said:

მოკლედ რომ ჩამოვთვალო დღეს პლანეტის "კონსერვატიული" ბანაკი

1. ამერიკულბრიტანული ელიტების ნაწილი.

2. ებრაული ელიტების ნაწილი (სიონისტები)

3. არაბული ელიტები თითქმის სრულიად.

4. ჩინეთი (დღევანდელი კონფიგურაციით)

5. სამხრეთ კორეა იაპონია

 

ეს ვფიქრობ რომ ცოტა არაა.

ხოდა განვავრცოთ. დავუშვათ, მოვიდა ვასაძე და მისი მოკავშირეები ოპოზიციაში არიან. მერე რას შვრება, დინების წინააღმდეგ მიდის თუ ელოდება როდის დაბრუნდებიან გლობალურად ვლასტში?

ჩვენნაირი ქვეყნის ლიდერს რამდენად აქვს უფლება რამე მკვეთრად იდეოლოგიურ  ჯგუფს წარმოადგენდეს?

 

ბრაიან ბრაუნისნაირი ტიპის ერთადერთი ინტერესი ისაა რომ საქართველოშიც არ მოხდეს ლგბტ ქორწინება. რეალურად ჩვენ რაც შეიძლება გვაინტერესებდეს - ანტიკორუფციული პოლიტიკა, ქვეყნის სუვერენიტეტი, გეოპოლიტიკა, შავიზღვის რეგიონის უსაფრთხოება ვვვუუააფფშეეე არ აინტერესებს მაგას. ყველას ჩამოართმევს ხელს, ვინც გეიებს დაწყევლის. 

მარა დავუშვათ, რომ სერიოზულადაა საქმე. ანტიგოლბალისტური ჯგუფები რამდენად შედის ჩვენს ინტერესში?

 

 
Share on other sites

1 minute წინ, kvipriane said:

1. ნათელაშვილმა რომ თქვა ნოღაიდელზე, - დაღლილი ვირიაო, ესენიც ეგრე არიან რაა ...

შეცდომას ვუშვებთ სენიორ, თუ პიტერ ტილლს ვუწოდებთ დაღლილ ვირს (მაგალითად)

 

2 minutes წინ, kvipriane said:

პირველი რიგებში ნამდვილად არ არიან

გააჩნია სენიორ, გააჩნია.

 

3 minutes წინ, kvipriane said:

ამათზე ხომ საერთოდ ჯოხია გასაწკეპლად აღმართული

ჰოდა რამდენ მილიარდს ჩამოვლენ რომ არ გაიწკეპლნონ? ))

 

3 minutes წინ, kvipriane said:

თავად ამბობდით 90 დღეო და დამიდეთო საიდან კორონაო (თუ ეს ნაღდია , ე.ი. მიჩმორდებიან)

10 ტრილიონით აპირებს გლობალლიბერალური საამყარო მის დასჯას და ესეც რამდენს ჩამოვა რომ არ გადაიხადოს?

 

ამიტომ არაათქო ესე ადვილად საქმე.

 

Share on other sites

1 minute წინ, Moor said:

დავუშვათ, მოვიდა ვასაძე და მისი მოკავშირეები ოპოზიციაში არიან. მერე რას შვრება, დინების წინააღმდეგ მიდის თუ ელოდება როდის დაბრუნდებიან გლობალურად ვლასტში?

უნგრეთში კონსერვატორები არიან სენიორ

მერედა რა?

Share on other sites

  • ფორუმელი

ზოგადად ე.წ. კონსერვატიული ნიშა გურჯისტანში დიდი ხანია მარგინალიზებულია პოლიტიკურ დონეზე. ეს პროცესი ჯერ კიდევ ბრუციანმა დაიწყო თავის დროზე და ახლა წარმატებით ხორციელდება. ვინ არიან აქ? შალიკო - 0 ; ირმები - 0 და დანარჩენი ყველა - 0.

საქმე იმაშია რომ გურჯისტანში რაც პოლიტიკურ დონეზე ხდება, მაინცდმაინც არაა აუცილებელი საზოგადოების დონეზეც ხდებოდეს :დ :დ ამიტომ კონსერვატიული ნიშის დაკავებამ შესაძლოა რეალური ხმები წამოიღოს ქვემოდან. თუმცა როგორც წინა თემაში დავთვალეთ ეს სადღაც 7%-მდე ადის (თუ სწორად მახსოვს). არადა სერიოზული როლის სათამაშოდ რაინდს სადღაც მინიმუმ 18% სჭირდება. აქვე ისისც უნდა დავამატოთ რომ მასთან დიდი ალბათობით ვერავინ და არავინ ითანამშრომლებს სტრატეგიულად, ამიტომ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოს.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
8 minutes წინ, Moor said:

 

 

ბრაიან ბრაუნისნაირი ტიპის ერთადერთი ინტერესი ისაა რომ საქართველოშიც არ მოხდეს ლგბტ ქორწინება.

არა მგონია ესეთი ფორმულირება სწორი :)

 

სულ ჰკიდია გეები და ტრანსები, ყველაფერი ბანაკებს შორის დაპირისპირებაზე დგას იმჰო.

 

ტრამპს ალბათ ბიბლია ცხოვრებაში არ წაუკითხავს, მარა დაატარებდა აქეთ იქეთ.

საქმეს ასე სჭირდება.

Quote

რეალურად ჩვენ რაც შეიძლება გვაინტერესებდეს - ანტიკორუფციული პოლიტიკა, ქვეყნის სუვერენიტეტი, გეოპოლიტიკა, შავიზღვის რეგიონის უსაფრთხოება ვვვუუააფფშეეე არ აინტერესებს მაგას. ყველას ჩამოართმევს ხელს, ვინც გეიებს დაწყევლის. 

 

ანტიკორუფცია, დასავლური ღირებულები, ნატოს სტანდარტები, გეები და ა.შ.

ამ სიტყვები წონა დაკარგა, შირმაა. 

ჩვენ გვინდა ბევრი ფული და ბევრი იარღი საწყის ეტაპზე.

მოკლედ გავაგრძელოთ დაკვირვება, გამოჩნდება თან მალე სრული სურათი.

Edited by Chigurh
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share