Jump to content
×
×
  • Create New...

ჩემი კულინარიული მავნებლობები

Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
22 minutes წინ, mulan said:

მოიცა დუღილში წიპწები თავისით ამოდიან ზემოთ? 

მამენტ ამ წიპწების გაცლის მერე რომ დააბლენდერო ხელის ბლენდერით უფრო სქელ მასას მიიღებს ხო? სოუსის კონსისტენციის რომ იყოს? ახლა თითქმის ეგეთია ხო? და ედუღებინა ისე მერე ერთიანად გადაგეწურა რატო იტანჯე თავი? ქაფი მოიყენა ალბათ სტანდარტულად ხო? 

ნაყოფებიც რომ მინდოდა, რა ვქნა :fig:  სტანდარტულად მურაბასავით. რაც მე მურაბებზე ოხუნჯობები შემემთხვა. მანდარინის ვცადე და კოშმარი გამომივიდა. წინა წელსაც დავუშვი შეცდომა, კომშის მურაბას ლიმონის წვენი ხომ უნდა ცოტა და მე სამმაგი დოზა გავუკეთე, სულ გათხელდა :classic_biggrin: როგორ პეროგებს აცხობ ხოლმე? რამე კარგი რეცეპტი ხომ არ გაქვს?

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, marguerite said:

მანდარინის მურაბა არ გამისინჯავს არასდროს, გემრიელია? თუ გემოს არ ინარჩუნებს პროსტა ტკბილი მასა არ მმეწონება...და მაგ ხილის მურაბები უცებ რომ მოამზადო ხოლმე? ნაკლები შაქარი დაჭირდება ის პორცია რომ გააკეთო რაც უცებ გინდა შეიჭამოს? 

გოგო რა ვიცი, ჩემი რეცეპტები იცი როგორია? იმპროვიზაცია, მაქვს რაღაც მზა შაბლონი და ხელით და თვალით ვზომავ ყველაფერს, არასდროს ვიყენებ სასწორს და სარწყავს, 3 კვერცხით არაჟნით ან მაწვნით ცოტა შაქრით და ფქვილით გამაფხვიერებლით  ზეთით ან კარაქით, გააჩნია ნუ მოკლედ ვანილი კლასიკაა და დანარჩენები გემოვნებით გააჩნია რა ხილის ხასიათზე ვარ და რა სურნელები მინდა იგრძნობოდეს :givi: მე სტანდარტული მიდგომები არ მაქვს კულინარიისადმი და ფაქტობრივად იდენტურად არასდროს არაფერს ვაკეთებ. აუ ცვეტაევას პეროგი უნდა გასინჯო, თუ გინდა გიპოვი რეცეპტს და დაგიდებ, მინიმუმ ასწლიანი მაინცაა ეს რეცეპტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, mulan said:

სააღდგომოდ რომ ვამზადებ ხოლმე ხაჭოს პასკას, იმისთვის ვყიდულობ სულ მარკეტში მანდარინის მურაბას და მეგონა, მეც ასეთი გამომივიდოდა :classic_biggrin: სულ გადავყარე, აი რაღაცნაირად დარბილდა და თხელკანა კი ავარჩიე, მაგრამ მაინც კოშმარულად საშინელება იყო. კიდევ რაც საშინლად მახსოვს ეს იყო გოგრის კრემსუპი. მას აქეთ აღარც კი გამისინჯავს :classic_biggrin:  დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი რამეები გამოგივა, კულინარია ხოლმ ხელოვნებაა და მასე რომ უდგები. კიკი მინდა, მიპოვე როცა არ დაგეზარება , გადავდებ თავს და ერთს გემრიელად ჩავგემრიელდები მაგითიც :fig:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

ახლა გავაკეთე ტირამისუ.

ჯერ ჩავაფინე თხლად დაჭრილი ბანანი, მერე ატმის კომპოტის წვენში)) ამოვლებული ორცხობილები, მერე თხლად დაჭრილი ნესვი, მერე ისევ ორცხობილები, მერე კრემის მასა, კვერცხ/მასკარპონე და ბოლოს მოვაყარე ქოქოსის ფანტელი.

მავნებლობაა, აბა რააა.

ვნახოთ რა გამოვა, საბოლოო ჯამში))

21 minutes წინ, Windmühle said:

ბროკოლი+ლობიოს მარცლები+ნიგოზი = სიყვარულს

დღეს ჩემი საუზმე/სადილი  შედგებოდა, ბროკოლი/კიტრი/თევზისგან პლიუს გოგრის ზეთი.

Share on other sites

  • ფორუმელი

ერთხელ აღმოსავლური ხურმის ან კოროლიოკის მარმელადი (ასე ეწერა იმ წიგნში) გავაკეთე და მარმელადის ნაცვლად საზიზღარი შესახედაობის სქელი ხილფაფასავით რაღაც გამოვიდა :up:

მარა მე არ მომწონებია, და აღარც მეორედ მიცდია კარალიოკის, მერე ისევ კომშისას ვაკეთებდი-ხოლმე, რაც ძაან კარგი გამომდიოდა, გამჭვირვალე და ბუნებრივად ვარდისფერი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ერთხელ აღმოსავლური ხურმის ან კოროლიოკის მარმელადი (ასე ეწერა იმ წიგნში) გავაკეთე და მარმელადის ნაცვლად საზიზღარი შესახედაობის სქელი ხილფაფასავით რაღაც გამოვიდა :up:

მარა მე არ მომწონებია, და აღარც მეორედ მიცდია კარალიოკის, მერე ისევ კომშისას ვაკეთებდი-ხოლმე, რაც ძაან კარგი გამომდიოდა, გამჭვირვალე და ბუნებრივად ვარდისფერი

ბავშვობის მერე არც მიჭამია. არც მახსოვს როგორია. 

კომშის როგორ კეთდება?

დღეს კვერცხი შევწვი დარიჩინით. გემრიელი იყო. მუსკატზე ნაკლებად არ უხდება :lol:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share