Jump to content
×
×
  • Create New...

ჩემი კულინარიული მავნებლობები


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ამ თემაში დავწეროთ ჩვენი კულინარიული მავნებლობების შესახებ ის რაც ერთი შეხედვით უცხო და სხვებისთვის მიუღებელი შეიძლება იყოს მაგრამ ჩვენ გვევასება ვტესტავთ და აშ :heart-1139-450467:

 

ფოფო მოდი! 

 

მე ზამთრული ნაყინი გავაკეთე.

 

არაჟანს+ცაცხვის თაფლი + დარიჩინი  =ნაყინს 

გაუყინავად საკაიფო დარიჩინიანი იოგურტია, გაყინული ნაყინი დარიჩინით :starstuck-450416:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მე არაჟანი და მურაბა 

 

 

ყურძნის მურაბა პირველად მოვამზადე. ეს ყოფილა სიტკბო. არაჟანთან ერთად კი ღმერთების საკვებია :D

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, marguerite said:

მე არაჟანი და მურაბა 

 

 

ყურძნის მურაბა პირველად მოვამზადე. ეს ყოფილა სიტკბო. არაჟანთან ერთად კი ღმერთების საკვებია :D

ყურძნის მურაბა როგორ?  ანუ ერთჯერადად აკეთებ ხოლმე როცა გინდა გამოიღებ მაცივრიდან და ეგრე თუ სეზონზე აკეთებ ხუფავ და მერე სუსნაობ? რომელი ყურძნისგან აკეთებ? 

არაჟანი ყველაფერს უხდება :user: 

 

 

 

Share on other sites

ყურძენი ალბათ უწიპწიპო, ჰო? ცოტათი ჩაჭრა დასჭირდება ყოველ მარცვალს ალბათ.  საინტერესო იდეეა, მეც უნდა ვცადო.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@mulan @iaiameri

ადესა და კიდევ რაღაც შავი ყურძენი იყო

მხოლოდ ცალ-ცალკე გავაკეთე.

ასეთი გემრიელი და არომატული მურაბა იშვიათად გამისინჯავს. წიპწებზე კი გავწამდი, სულ ვაცალე, თუმც მცირე შერჩა

 

image1.jpeg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, marguerite said:

@mulan @iaiameri

ადესა და კიდევ რაღაც შავი ყურძენი იყო

მხოლოდ ცალ-ცალკე გავაკეთე.

ასეთი გემრიელი და არომატული მურაბა იშვიათად გამისინჯავს. წიპწებზე კი გავწამდი, სულ ვაცალე, თუმც მცირე შერჩა

 

image1.jpeg

ვაა და დააბლენდერე? როგორ გააცალე? აუ მეც მიინდაააა

ჰე მოყევი!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიან ადვილი მოსამზადებელია.

პირველ რიგში მტევნებს გავაცალე მარცვლები.

1კგ ნაყოფს დავასხი 200მლ წყალი, 1კგ შაქარი დ დავდგი მოსადუღებლად, იქვე დავუდექი და რომ ადუღდა 15-20 წთ ვადუღე, პარალელურად ამ წიპწებს ვაცლიდი რაც ზემოთ ამოდიოდა(ერთი ამან დამღალა). შემდეგ გავაცივე და ისევ ანალოგიური გავიმეორე. 3-ჯერ ან 4-ჯერ მოგიწევს. არ დამიბლენდერებია, თავისით მიიღო ჟელეს კონსისტენცია. ღირს ცდად :fig:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
58 minutes წინ, marguerite said:

ძალიან ადვილი მოსამზადებელია.

პირველ რიგში მტევნებს გავაცალე მარცვლები.

1კგ ნაყოფს დავასხი 200მლ წყალი, 1კგ შაქარი დ დავდგი მოსადუღებლად, იქვე დავუდექი და რომ ადუღდა 15-20 წთ ვადუღე, პარალელურად ამ წიპწებს ვაცლიდი რაც ზემოთ ამოდიოდა(ერთი ამან დამღალა). შემდეგ გავაცივე და ისევ ანალოგიური გავიმეორე. 3-ჯერ ან 4-ჯერ მოგიწევს. არ დამიბლენდერებია, თავისით მიიღო ჟელეს კონსისტენცია. ღირს ცდად :fig:

მოიცა დუღილში წიპწები თავისით ამოდიან ზემოთ? 

მამენტ ამ წიპწების გაცლის მერე რომ დააბლენდერო ხელის ბლენდერით უფრო სქელ მასას მიიღებს ხო? სოუსის კონსისტენციის რომ იყოს? ახლა თითქმის ეგეთია ხო? და ედუღებინა ისე მერე ერთიანად გადაგეწურა რატო იტანჯე თავი? ქაფი მოიყენა ალბათ სტანდარტულად ხო? 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share