Jump to content
×
×
  • Create New...

ელენე ხოშტარია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ცირკი გრძელდება მეგობრებო :D

ჯერ სად ვართ :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

არ მიმაჩნია რომ ეს პირი წარმოადგენს რამე ღირებულს პოლიტიკურ რუკაზე. ლიდერობის მოსურნე პოლიტიკოსს რაღაც გაიდლაინი უნდა ჰქონდეს რომლის ირგვლივაც შეკრებს მომხრეებს. სამწუხაროდ საქართველოში ასეთი გაიდლაინები ხოშტარიებს კი არა იმ პარტიებს არ აქვთ ვისაც ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველთა არმია ყავს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკურად ვერ გავიზარდეთ, ვერ გახდა ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური სისტემა ზრდასრული და სერიოზული. ისევ ყველაფერი რაღაც საშუალოა უბნის შპანასა და სექტას შორის.

« המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים »
« Dulce Et Decorum Est Pro Patria Mori »
« თუ ჩვენ ომის მოგება გვინდა, მაშინ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა. ჩვენ ან უნდა მოვიგოთ ან მოვკვდეთ » © ისრაელ ტალი
« რამდენი ომი მოიგეთ ბოლო 200 წლის მანძილზე? »

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, t-90 said:

ცირკი გრძელდება მეგობრებო :D

ცირკი აღარ ქვია , ყლეობა ქვია  პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით , რო შეაჯვან და იქ შექმნან კომიტეტი და  1% მაინც დაუმტკიცონ ქოცებს ხო იქნებიან  დამაჯერებლები მარა არა  ,  ყლეები არიან და  ამტკიცებენ .

ხალხის რომელმაც ოპოებს მივეცით ხმა  ეს მალაპარაკებს  თორე  გასდღვნიათ პატრონი სუყველა პარტიას .

12 საათის წინ, t-90 said:

ჯერ სად ვართ :D

++++  შენ ეგათქვი  ჩაიაროს ახალმა წლებმა  მოილხინონ სირებმა  მერე ნახე რეები ქნან  :) 

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

  • ფორუმელი

უგუ მიტისკა თარგამაძემ  რა საქციელი იყო ქართველი ამომრჩევლით მანიპულირება თუ ამდენი ხნით ადრე იცოდით რომ ელენე წასვლას გეგმავდაო და უგუმ გააპრავა - საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყო, არაფერი დაშავებულა ამითო :love:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ელენე ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა, დროა დააარსა

xos_6045d5ad401bb.jpg

ფოტო: კადრი ვიდეოდან

1,184წაკითხვა2კომენტარი337გაზიარება
   
 

ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა, დროა დაარსა. ამის შესახებ ინფორმაცია მან On.ge-ს დაუდასტურა.

"ეს არის პოლიტიკური მოძრაობა და ის რაც დავდე, ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იქნება, იუთუბ არხი, სადაც გევქნება ხოლმე რეგულარულად მხილება, ადამიანის ჯგუფების პრობლემების წინ წამოწევა. თუმცა ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, ხოლო დანარჩენებზე, გუნდზე და სხვა პლატფორმებზე, სადღაც მარტის ბოლოს გავაკეთებ პრეზენტაციას", — თქვა მან.

მანამდე ხოშტარიამ ვიდეო მიმართვა იუთუბ არხზე გამოქვეყნა და განაცხადა, რომ ახალი მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება ამხილონ "კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოძალადეები, გამყალბებლები, ნეპოტიზმი, რუსეთთან კავშირები" და აჩვენონ ხელისუფლებას, რომ არსებულ უსამართლობას ხალხი არ შეეგუება.

"თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები, თქვენი ოჯახის, სოფლის, რაიონის მოსახლეობა უსამართლობისგან. ამაში თქვენ არ იქნებით მარტო. ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო", — განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო 28 დეკემბერს დატოვა. მან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი თავისუფლებით, სითამამითა და დამოუკიდებლობით, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
 
ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა - ინტერვიუ
46 წუთის წინ

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „დროა“, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში, მარტის ბოლოს გაიმართება.

„დროა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ რაც ხდება და არ შევეგუებით“, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია თავის ვიდეომიმართვაში. „დროას“ გეგმებისა და მიზნების შესახებ მას რადიო თავისუფლებამ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

პირველ რიგში პოლიტიკური მოძრაობის სახელით დავიწყოთ. რატომ „დროა“? რისი თქმა გსურდათ „დროას“ დარქმევით?

ძალიან ბევრ მოვლენას უკავშირდება. ცვლილებების დროა პირველ რიგში, პლიუს არის შეუგუებლობის, დაუმორჩილებლობის, დრო. ეს რაღაცნაირად მიუთითებს მოქმედების აუცილებლობაზე იმისთვის, რომ შეიცვალოს სიტუაცია.

„დროა“ არის პოლიტიკური მოძრაობა. რატომ აფუძნებთ სწორედ პოლიტიკურ მოძრაობას და არა პარტიას?

ზოგადად ასეთი წარმოდგენა მაქვს მე, რომ პარტია უნდა აღმოცენდეს მუშაობის შედეგად. რაღაცა კონკრეტული მუშაობის, მათ შორის რეგიონებში მუშაობის შედეგად უნდა გამოიკვეთონ ის ლიდერები, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მერე უნდათ ელექტორალური პარტიული პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული საქმეებით. სხვადასხვა მიმართულებები გვექნება და ამ მუშაობის პროცესში უკვე გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც უშუალოდ ელექტორალური ამბიცია და ინტერესიც აქვთ. ეს პლატფორმა და არა პარტია იძლევა საშუალებას, რომ ვითანამშრომლოთ საქმის კეთებაში ბევრ ისეთ ორგანიზაციასთან, რომელსაც პარტიული პოლიტიკა არ უნდა.

 

ვინ გაერთიანდა პოლიტიკურ მოძრაობაში და არიან თუ არა მათ შორის ცნობილი სახეები?

პრეზენტაცია იქნება მარტის ბოლოს და გუნდს იქ წარვადგენთ. ამიტომ წინასწარ ესე ვერ ვიტყვი. ერთ-ერთი, ვინც დაწერა თავად უკვე არის თამაზ ახობაძე. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არიან ცნობილი სახეებიც, უცნობი სახეებიც, პოლიტიკაში მყოფებიც და პოლიტიკაში აქამდე არმყოფებიც. რეგიონებშიც არის ძალიან საინტერესო, ძალიან აქტიური და დასაფასებელი ხალხი.

რაც შეეხება საქმიანობას? რა მიმართულებით იმუშავეს „დროა“ და რა იქნება მისი პრიორიტეტები?

ზოგადად რომ გითხრათ, სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს. პირველია ბრძოლა და მხილება, განსაკუთრებით რეგიონებში, არა მარტო ცენტრში, თავგასული ჩინოვნიკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შესაბამისად ეს არის ცოტა გამოძიებაც, გამოკვლევა, უსამართლობის მხილება, ამის წინააღმდეგ ხმის ამოღება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების მოტივირება, რომ მოქმედებას აქვს აზრი.

მეორე მიმართულება და მნიშვნელოვანი არის იმ ინტერესების წამოწევა, რაც პოლიტიკურ განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ხშირად იკარგება, ქრება. ანუ შშმ ჯგუფები იქნება, ქალთა ჯგუფები იქნება თუ მეწარმეები რეგიონებში, რომლებსაც ბევრი საინტერესო იდეა და უამრავი პრობლემა აქვთ. ინტერესთა ჯგუფების და სხვადასხვა რეგიონის პრობლემების წამოწევა მინდა რომ მოხდეს.

და მესამე მიმართულება არის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება. უბრალოდ ბრძოლა არ არის საკმარისი, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გადაჭრის გზები არსებობს ყველა იმ პრობლემის, რაც მათ აწუხებთ. და ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ძალაუფლებაში უნდა მოვიდეს, უნდა ჰქონდეს ხედვა, როგორ იჭრება ეს პრობლემები. ეს სამი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც კიდევ უფრო დეტალურად გუნდთან ერთად კონკრეტული პლატფორმების აღწერით წარმოვადგენთ მარტის ბოლოს.

უკვე შეიძლება თუ არა „დროას“ პოლიტიკურ პარტნიორებზე საუბარი?

ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც პოლიტიკური ერთობა ძაან მნიშვნელოვანია. იგივე ზურა ჯაფარიძესთან ერთად გვქონია კონკრეტული ინიციატივა, ლელოსთან, ვაშაძესთან, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, თვითმმართველობის განვითარებაზე. ამიტომ კონკრეტული იდეების გარშემო ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, თუმცა გასაგებია, რომ უკვე წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული კოალიციური კონფიგურაცია შესაძლოა იყოს გარდაუვალი იმიტომ, რომ ჩვენ კოალიციების ეპოქაში უნდა შევიდეთ საბოლოო ჯამში. ამიტომ რა თქმა უნდა, გარკვეული კოალიციური ფიქრი იმაზე, რომ კოალიცია აუცილებელი იქნება არის, თუმცა ეხლა რა კონფიგურაციის იქნება ეს კოალიცია, ნაადრევი მგონია.

როგორ ფიქრობთ, რითი იქნება განსხვავებული „დროა“ პოლიტიკურ სპექტრში?

მე შემიძლია გითხრათ, ზოგადად რატომ გადავწყვიტე პოლიტიკური პლატფორმის შექმნა. მე მიმაჩნია, რომ კავშირი ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პროცესს შორის, პოლიტიკოსებს შორის უნდა გაძლიერდეს, მეორე მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის, ახალი განსხვავებული ფორმების შეთავაზება და მესამე უნდა იყოს ღია პლატფორმა, სადაც მრავალფეროვანმა ადამიანებმა თავიანთი სივრცე უნდა იგრძნონ. შეიძლება არ უნდოდეს პარტიაში, მაგრამ ბევრი კეთილი და სწორი საქმის გაკეთება შეეძლოს და ეს სივრცეც უნდა იყოს ჩემი აზრით პოლიტიკაში. რა გამოგვივა, ამას საზოგადოება შეაფასებს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპული საქართველოს ყოფილმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც პარტია 2020 წლის დეკემბერში დატოვა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააარსა, რომლის მიზანიც, „კორუმპირებულ ჩინოვნიკების, მოძალადეების, გამყალბებლების, ქურდების, კლანის წევრების, ნეპოტიზმის, რუსეთთან კავშირებისა და ყველანაირი უსამართლობის“ მხილებაა.

7 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ხოშტარიამ თქვა, რომ ჩვენ „ნაწილ-ნაწილ ვკარგავთ“ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია და სუსი პოლიტიკური დავალებების შესრულებით არის დაკავებული. მან მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ყველაზე დიდი ბოროტება უიმედობაა“, – განაცხადა ხოშტარიამ და დაამატა, რომ „სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კორუფცია, გაჭირვება, უპერსპექტივობა და ოკუპაცია, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ბედისწერაა“. აღნიშნა რა, რომ ეს ასე არ არის, მანვე განმარტა, რომ არსებული რეალობა ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრულობითა და მკაფიო გეგმით უნდა შეიცვალოს.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ახალი მოძრაობა ბევრ ისეთ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს, რომელსაც „პარტიული პოლიტიკა არ უნდა“.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 3.79% აიღო და მიღებული ხმების რაოდენობით ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. ამავე არჩევნებში იგი ვაკის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს, სადაც პირველ ტურში ხმების 35.55% მიიღო. ხოშტარიამ სხვა ოპოზიციონერი კანდიდატების მსგავსად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ელენე ხოშტარია პარლამენტში ევროპული საქართველოს პარტიული სიით მაინც მოხვდა, თუმცა პარტია ოპოზიციის საერთო ბოიკოტს შეუერთდა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

2016-2020 წლებში ელენე ხოშტარია პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი 2017 წელს ევროპული საქართველოს სახელით დედაქალაქის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა, სადაც ხმების 7.11%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელენე ხოშტარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის წამყვან პოზიციაზე იყო. მან პარტია 2017 წლის იანვარში დატოვა და სხვა თანაგუნდელებთან ერთად, ევროპული საქართველო დააარსა.

უფრო ადრე, 2007-2012 წლებში ხოშტარია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share