Jump to content
×
×
  • Create New...

სომხეთის პოლიტიკა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ზოგადი ინფო პირველი პოსტისთვის ნეტიდან: 

სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.

მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).

 

ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.

 

მოსახლეობა: 3,326 მლნ (2003), მათ შორის 95,7 % სომეხი; 1,7 % ქურთ-იეზიდები, 1,6 % რუსი, ასევე ბერძნები და ასურელები, 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.

სახელმწიფო ენა: სომხური ენა, სხვა ენები - რუსული (2 %).

რელიგია: ქრისტიანობა: უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას (93 %), სომხურ-კათოლიკური მრევლი შეადგენს 5 %-ს.

დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).

დიდი ქალაქები: ვანაძორი (147 ათასი), გიუმრი (125 ათასი), ვაღარშაპატი (66 ათასი), რაზდანი (61 ათასი).

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის საგარეო პოლიტიკა ორსახოვანია. ქვეყანა ცდილობს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა, როგორც ირანსა და რუსეთთან, ასევე აშშ-სთან და ევროპასთან[1]. ამასთანავე სომხების გენოციდისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ აზერბაიჯანთან და თურქეთთან. სომხეთი 40-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის: გაერო, ევროპის საბჭო, დსთ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის, ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ფრანკოფონია, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება და მიუმხრობლობის მოძრაობა.

 

სომეხთა გენოციდი აღიარებულია რიგი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა: არგენტინა, ავსტრია, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიბანი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი[2], შვეიცარია, ურუგვაი, ვატიკანი, ვენესუელა, ახალი სამხრეთ უელსი ავსტრალიაში და უელსი დიდ ბრიტანეთში. 2007 წლის 30 იანვარს აშშ-ს კონგრესში მიიღეს რეზოლუცია 106, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უნდა გამოეყენებინა ტერმინი გენოციდი 1915-1918 წლის მოვლენებთან მიმართებაში. 24 აპრილის გამოსვლაში ბუშმა ეს ტერმინი არ გამოიყენა. საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ს შემდეგმა პრეზიდენტმაც გამოთქვა სურვილი ეღიარებინათ სომეხთა გენოციდი, თუმცა ეს ტერმინი არც ბარაკ ობამას გამოუყენებია არჩევის შემდეგ.

 

ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა. 1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში. ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94 %-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა.

მიმდინარე კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როცა სომეხმა მოსახლეობა მთიან ყარაბაღში აუჯანყდა აზებაიჯანულ ხელისუფლებას და სომხეთისა და მთიანი-ყარაბაღის უზენაესმა საბჭომ მოითხოვა, ავტონომიური რესპუბლიკა გამოყოფოდა აზერბაიჯანს და შეერთებოდა სომხეთს. საბჭოთა ხელოსუფლების მიერ მიღებულმა ზომებმა მშვიდობის შესანარჩუნებლად შედეგი არ გამოიღო, მთიან ყარაბაღში ომი გაჩაღდა[3][4][5], ორ მეზობელ ერს შორის კი ეთნიკური დაპირისპირებები დაიწყო. რეგიონი დღესაც სადავო ტერიტორის სტატუსს ატარებს.

=

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ნიკოლ ფაშინიანი, საპროტესტო აქცია, სიახლეები, სომხეთი

სომხეთში გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც ოპოზიციამ „მოღალატედ“ გამოაცხადა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

28 დეკემბრის დილიდან პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანმა მოაწყო მორიგი საპროტესტო აქცია პრემიერის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, თანაც დეპუტატებთან სიტყვიერი კამათი ჩხუბშიც კი გადაიზარდა.

ნიკოლ ფაშინიანი, საპროტესტო აქცია, სიახლეები, სომხეთი

პარლამენტის შენობასთან თავმოყრილია პოლიციის გაძლიერებული ძალები, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ეროვნული კრების შესასვლელს, სადაც რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს.

მოპროტესტეები დეპუტატებსს ხვდებოდნენ შეძახილებით „სირცხვილი!“, მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატის, ანდრანიკ კოჩარიანის მანქანას კი კვერცხები დაუშინეს და მას მოღალატე უწოდეს.

კოჩარიანმა ერთ-ერთ მონაწილეს დაუყვირა: „მოღალატე დედაშენია, ლაწირაკო“, – და პასუხად გინება მიიღო.

ნიკოლ ფაშინიანი, საპროტესტო აქცია, სიახლეები, სომხეთი

ინციდენტი შეემთხვა სხვა პროსახელისუფლებო დეპუტატს, სისაკ გაბრიელიანსაც.

აქციის მონაწილეებმა მის ავტომობილს გზა გადაუკეტეს და პარლამენტის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ ჩხუბი დაიწყო.

ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი მანქანიდან გადმოვიდა და ოპოზიციონერებს მივარდა.

ფაშინიანის გამოსვლა

წინა დღით, ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუ მისცა სომხეთის საზოგადოებრივ ტელეარხს. მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა კომენტარი გაუკეთა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ლიდერი, რომელმაც ომში წააგო, არჩევნების არ უნდა მართავდეს.

ლაპარაკია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის 2021 წელს გამართვის წინადადებითაც ფაშინიანი გამოდის. გასულ კვირას მან ამ საკითხის განსახილველად საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალები მიიწვია.

„მე პასუხისმგებლობას არასოდეს გავექცევი, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე აუცილებლად და შესაძლებლად მიმაჩნია ამ ომის შესახებ მთელი სიმართლის გამჟღავნება. ხომ არსებობს ათობით მტკიცებულება იმისა, თუ როგორ გამოჰქონდათ ადამიანებს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებს, ქუჩის ფარნები ჯერ კიდევ სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტებიდან და როგორ ამბობდნენ, ამათი შეგროვება და თან წამოღებაა საჭიროო. ასეთ ადამიანებს შორის არიან ისინი, ვინც ოპოზიციასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი სიტყვებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სომხეთის ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწევს ხალხის წინაშე გამოსვლა და ამ ფაქტებზე განმარტებების გაკეთება.

აი, პრემიერის ინტერვიუს სხვა თეზისები:

  • სატრანსპორტო დერეფანსა და რეგიონში გზების განბლოკვა, რომლებიც ჩართულია სამმხრივ განცხადებაში, რომლის თანახმადაც შეწყდა ყარაბაღში საომარი მოქმედებები, კიდევ გულდასმით განიხილება და დაზუსტდება.
  • თუ აზერბაიჯანი მიიღებს გადაადგილების შესაძლებლობას სომხურ სოფელ მეგრის გავლით, მაშინ სომხეთმაც უნდა მიიღოს ანალოგიური გასასვლელი ნახიჭევანის გავლით.
  • თუ ვინმე თავს დაესხმება სომხეთის სამხრეთ რეგიონ სიუნიქს, მიიღებს არა მარტო სომხეთის არმიის, არამედ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთისა და სამხედრო ბლოკის, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პასუხსაც, რომლის წევრიცაა სომხეთი.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სომხეთი, ახალი ამბები სომხეთი, ინფლაცია, ფასების ზრდა, ეკონომიკის მინისტრი,

სომხეთში, მკვეთრად გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ფასები მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, პურსა და შაქარზე ჯერ კიდევ საახალწლო დღესასწაულების დადგომამდე გაიზარდა 30-40 პროცენტით. ამ რიცხვების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის“ თავმჯდომარემ, კარენ ჩილინგარიანმა განაცხადა.

თუმცა, მისი განცხადებისთანავე, ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა, რომელიც ფასების ზრდის საკითხზე მთავრობის სხდომაზე გამოდიოდა სიტყვით, აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლქვეშაა და ქვეყანაში ინფლაცია 2.5 პროცენტს არ აჭარბებს.



რას ამბობს მინისტრი

მინისტრის თქმით, სომხეთში უფრო ნაკლებია ინფლაცია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში:

„რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, თურქეთში, ირანსა და საქართველოში ინფლაცია გაცილებით მაღალია. ჩვენთან, ცენტრალური ბანკის წყალობით, საკმაოდ მსუბუქი მდგომარეობაა. ახლა, თუკი კონკრეტულ საქონელზე გაზრდილ ფასზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ პროდუქტზე ფასის მატება კომპენსირდება მეორეზე ფასის შემცირებით.

ამასთან, ფასები ზოგიერთ საქონელზე საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად გაიზარდა და სომხეთს არ შეუძლია შეიმუშავოს საკუთარი პოლიტიკა ფასების შესამცირებლად“. 

მინისტრის თქმით, 2020 წელს, ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების სფეროებში:

„ამ სამ სფეროში, დაახლოებით, 20%-იანი ვარდნა შეინიშნება“.

საერთო მაჩვენებლებით, ქვეყანაში, 2020 წელს, 8.5%-იანი ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი. ოფიციალური რეალური ციფრი იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.

ამავდროულად, მინისტრმა უკვე განაცხადა თავისი ამბიციური მიზნის შესახებ – 2021 წელს „ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს“.

რას ამბობს ექსპერტი

პურზე, ფქვილსა და სხვა საქონელზე ფასების მატებას „მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი იმით ხსნის, რომ ეს პროდუქტი გაძვირდა რუსეთში, საიდანაც ისინი სომხეთში შემოდის.

„ფქვილზე ფასის მატების ფონზე, სამეურნეო სუბიექტებმა პურზე ფასების შენარჩუნების მიზნით, ის, დაახლოებით, 30 გრამით შეამცირეს“, – განაცხადა კარენ ჩილინგარიანმა.

მისი თქმით, ფასების ზრდის მეორე მიზეზი, ეროვნული ვალუტის, დრამის დევალვაციაა.

ექსპერტმა ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთიდან საქონლის შემოტანის აკრძალვაზე, რომელიც სომხეთში, 2021 წლის დასაწყისიდან მოქმედებს. ემბარგო გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა, ყარაბაღის მეორე ომის დროს და საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერით ახსნა.

გარდა ამისა, ივარაუდეს, რომ ეს ნაბიჯი დაიცავდა ადგილობრივ მწარმოებლებს. მანამდე, თურქეთიდან იმპორტის მოცულობა, დაახლოებით, 250-270 მილიონ დოლარს შეადგენდა წელიწადში.

მაგრამ, ჯერჯერობით, ექსპერტის განცხადებით, თურქული პროდუქცია შეიცვლება რუსული, ჩინური ან ირანული ანალოგით:

„საყოფაცხოვრებო ქიმიის იმპორტი ძირითადად თურქეთიდან ხდებოდა, ახლა – ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ფასების ზრდა ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება“.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სომხეთი, ქულების სისტემა, საგზაო მოძრაობა სომხეთში, ერევნის წითელი ხაზები, ახალი ამბები სომხეთი,

სომხეთში, ახლა მძღოლები უფრო მკაცრად დაისჯებიან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. შესაბამისი საკანონმდებლო შესწორებები პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო.

ახლა წესების დამრღვევებს მსხვილი ჯარიმები ემუქრებათ, რომელიც რამდენჯერმე აღემატება ძველს. მაგალითად, მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილებისთვის ახლა საჭირო იქნება არა 25 ათასი დრამის (დაახლოებით, 50$) გადახდა, არამედ 8-ჯერ მეტის. არაფხიზელ მდგომარებაში გადაადგილება კი დაისჯება 150 000 დრამით (დაახლოებით, 300$), რაც თითქმის 5-ჯერ მეტია აქამდე არსებულ ჯარიმაზე.

ყველა ახალი წესის შესახებ, რომელიც საჭესთან მყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ.



ქულების დაკარგვა

საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებს ემუქრებათ არა მხოლოდ ჯარიმები, არამედ ქულების დაკარგვაც.

2020 წლის იანვრიდან, ქვეყანაში, სქემის – „სამართალდარღვევა – ჯარიმა“ ნაცვლად, მოქმედებს სხვა სისტემა – „სამართალდარღვევა – ჯარიმა + საჯარიმო ქულები“.

საქმე ისაა, რომ მართვის მოწმობასთან ერთად, სომხეთში, ყველა მძღოლი იღებს მთელი წლისთვის 9 ქულას და მას ყველაზე უხეში დარღვევებისთვის ქულები აკლდება.

ერთი წლის განმავლობაში, 9 ქულის დაკარგვის შემთხვევაში, მძღოლი დაკარგავს მართვის მოწმობას ნახევარი წლით. ამის შემდეგ, ის კვლავ მიიღებს 9 ქულას, მაგრამ მათი ისევ დაკარგვის შემთხვევაში, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა უკვე ერთი წლით და მისი აღდგენისთვის საჭირო იქნება გამოცდის ახლიდან ჩაბარება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილის.

ახალი წესებით, მართვის დროს სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, მძღოლი დაკარგავს 0.5 ქულას და გადაიხდის ჯარიმას 7 ათასი დრამის (13$) ოდენობით. არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში კი, დიდ ჯარიმასთან ერთად, მას გამოექვითება 4 ქულა ანუ წლის დასაწყისში მიცემულის თითქმის ნახევარი. ასეთივე დაქვითვა ემუქრება მძღოლს სიჩქარის ლიმიტის 50 კმ/ს-ით გადაჭარბების შემთხვევაში.

„წითელი ხაზები“ გზებზე

პარლამენტის გადაწყვეტით, სომხეთის დედაქალაქში, 12-დან 10 ადმინისტრაციულ ცენტრში, ახლა აღარ იმოქმედებს ფასიანი „წითელი ხაზები“ ავტომობილების პარკირებისთვის.

ასეთ „წითელ ხაზებში“ პირველი 15 წუთი გაჩერებისთვის თანხის გადახდა საჭირო არ არის. თუმცა, შემდგომი ერთი საათით პარკირება მძღოლს 100 დრამი (19 ცენტი) დაუჯდება. გადაუხდელი პარკირების საფასურისთვის ჯარიმა შეადგენს 5000 დრამს (დაახლოებით, 10$).

მთელი პრობლემა იმაშია, რომ მძღოლებს, რომლებმაც არ გადაიხადეს, მაგრამ ავტომობილი „წითელ ხაზებში“ დააყენეს, აჯარიმებდნენ მობილური კამერების ფოტოსურათების საფუძველზე. თუმცა, ამ ფოტოსურათებს არ შეეძლოთ დაედასტურებინათ, რომ ავტომობილი 15 წუთზე დიდხანს იყო გაჩერებული. და ყველა მძღოლი, რომელსაც გადახდა არ სურდა, სწორედ ასე ამტკიცებდა.

ახლა მძღოლის დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი იქნება ვიდეო, რომელიც 15 წუთზე დიდხანს პარკირების ფაქტს დაადასტურებს.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა კანონდამრღვევი მძღოლების კიდევ უფრო მკაცრად დაჯარიმების გადაწყვეტილებას. ზოგიერთებს გაუხარდათ, რადგან იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს გზებზე სიტუაციის გაუმჯობესებას, სხვებმა კი პარლამენტი მძღოლების ხარჯზე „ცხოვრების მოწყობის“ სურვილში დაადანაშაულეს.

აი, ზოგიერთი კომენტარი:

„დიდი ხანია, დროა! იქნებ, მოსალოდნელმა მაღალმა ჯარიმებმა მაინც მოიყვანოს გონს ჩვენი მძღოლები, რომლებიც რისკავენ საკუთარ და ჩვენს სიცოცხლეს“.

„უმჯობესი იქნებოდა, ამ გამკაცრების ნაცვლად, საგზაო პოლიციას დაეწყო ნორმალურად მუშაობა!“.

„ქვეყანაში ყველა პრობლემა გადაჭრილია, მხოლოდ საჭესთან მყოფი მძღოლების პრობლემა დარჩა…“.

„ასეთი გადაწყვეტილება წინა მთავრობის დროს რომ მიეღოთ, ყველა ერთხმად იყვირებდა, რომ ხალხის გაძარცვა სურთ. თუმცა, ასეც არის“.

„ერევნის გზებზე მოძრაობას არაფერი უშველის – არც ჯარიმები, არც ქულები. ყველას უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა და იძულებული გახადო, ახლიდან, პატიოსნად ჩააბაროს გამოცდა!“.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

თათულ აკოფიანი, სომხურ საზოგადოებაში გამჯდარი მოსაზრებები, სტერეოტიპები, მარცხი ყარაბაღის ომში, ანალიტიკა, მოსაზრება, ახალი ამბები სომხეთი,

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სომხურ საზოგადოებაში ვითარების ანალიზის ეტაპი დადგა. ჟურნალისტები და ექსპერტები სხვადასხვა ვერსიას აყენებენ, ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვებს – რა მოხდა და რატომ?

Tatul_Hakobyan-1024x683.jpg

ანალიტიკოსი, ყარაბაღის კონფლიქტის საკითხების ექსპერტი, თათულ აკოფიანი

მიიჩნევს, რომ 44-დღიანმა ომმა გამოააშკარავა სომხურ საზოგადოებაში გამჯდარი ხუთი მითი. ის ამბობს, რომ სწორედ ოფიციალურ დონეზე მათმა პროპაგანდამ მოადუნა საზოგადოების სიფხიზლე.

პირველი მითი, რომელმაც მარცხი გამოიწვია – სტატუს-კვოს სამუდამოდ შენარჩუნების შესაძლებლობა:

„სტატუს-კვოს შესახებ მითმა პირველი დარტყმა 2016 წლის ესკალაციის დროს მიიღო. ჩანდა, რომ აზერბაიჯანი ცდილობდა შეემოწმებინა წინა ხაზის სიმყარე. განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია, ხელში ჩაიგდო რამდენიმე ასეული ჰექტარი ტერიტორია და, დაახლოებით, ორი ათეული საყრდენი პოზიცია, მაგრამ გაარკვიეს, რომ სომხური დაცვის ხაზი მიუდგომელი არ იყო.



2020 წლის სექტემბერში, ომის პირველივე დღეებში, აზერბაიჯანულმა მხარემ მოახერხა გარღვევა ჰორადიზის მიმართულებით. თუკი ხუდაფერინის წყალსაცავამდე სომხური ძალები, მართალია, დიდი დანაკარგებით, მაგრამ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდნენ, წყალსაცავიდან მეღრის საზღვრამდე მოწინააღმდეგემ 50 კილომეტრი რამდენიმე საათში ისე გაიარა, რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრია“.

მეორე მითი – სომხური არმიის დაუმარცხებლობის შესახებ:

„მსოფლიოში არ ყოფილა და არ არის დაუმარცხებელი არმიები. მითი სომხური არმიის დაუმარცხებლობის შესახებ გაჩნდა 1991-1994 წლების ომში გამარჯვების შემდეგ. მაშინ გაიმარჯვა არა რეგულარულმა არმიამ, არამედ მოხალისეობრივი მოძრაობის ტალღაზე შექმნილმა მრავალი დაჯგუფების სამხედრო გაერთიანებამ.

ამ გამარჯვების მიღწევა მოხერხდა რიგი გარემოებების გამო, მათ შორის, სომეხი მოხალისეებისა და ყარაბაღელი გლეხების უშიშარი ბრძოლის, მაგრამ ასევე, იმ წლებში, აზერბაიჯანში გამეფებული შიდაპოლიტიკური ქაოსისა და ხელისუფლებისთვის ბრძოლის დამსახურებით.

վերլուծաբան Թաթուլ Հակոբյան, հայկական հասարակությունում կարծրացած տեսակետներ, կարծրատիպեր, պարտություն Արցախյան պատերազմում, վերլուծություն, կարծիք, նորություններ Հայաստան,ყარაბაღის მეორე ომში მონაწილე წვევამდელი ჯარისკაცები

თუკი, თუნდაც დავუშვებთ, რომ სომხური არმია მართლაც დაუმარცხებელია, უნდა გავითვალისწინოთ რიგი ობიექტური ფაქტორები:

  • შეუძლებელი იყო აზერბაიჯანისა და მისი მხარდამჭერი თურქეთისა და ჯიჰადისტური ფორმირებების დამარცხება, რადგან, ფაქტობრივად, მე-20 საუკუნის არმია, 21-ე საუკუნის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა;
  • სამმილიონიანი სომხეთი და მთიანი ყარაბაღი იბრძოდნენ 10-მილიონიანი აზერბაიჯანისა და მისი მხარდამჭერი 80-მილიონიანი თურქეთის წინააღმდეგ.

სომხურმა მხარემ მარცხი განიცადა, რადგან მხარეთა ძალები არათანაბარი იყო. აზერბაიჯანმა თურქეთის, დაქირავებული ტერორისტებისა და ისრაელური დრონების დახმარებით, თავდასხმის პირველივე დღეებში მოახერხა უპირატესობის მოპოვება და იმ მომენტამდე შენარჩუნება, როდესაც რუსეთის შუამავლობით, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა.

სომხური მხარე ჩამორჩებოდა აზერბაიჯანს შეიარაღებით, ცოცხალი ძალით, მომზადებითა და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობით. ეს არის მწარე სიმართლე, თუმცა, გარკვეულმა წრეებმა უკვე დაიწყეს ტკბილი სიცრუის გავრცელება, დამნაშავეებისა და მოღალატეების ძიება.

ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ, არამედ ჩუმად და ღირსეულად იღებენ დამარცხებას, აანალიზებენ და დასკვნებს აკეთებენ“.

վերլուծաբան Թաթուլ Հակոբյան, հայկական հասարակությունում կարծրացած տեսակետներ, կարծրատիպեր, պարտություն Արցախյան պատերազմում, վերլուծություն, կարծիք, նորություններ Հայաստան,მთიან ყარაბაღში, თავშესაფარში

მესამე მითის ფორმულირება მოხდა სომხეთის ახალ სამხედრო დოქტრინაში – „ახალი ომი – ახალი ტერიტორიები“:

„ეს ამპარტავნული განცხადება მოხმარებაში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა შემოიტანა.

სანგრებში მყოფი სომეხი ჯარისკაცები, მოხალისეები და რეზერვისტები დასცინოდნენ ტონოიანს, ამბობდნენ, რომ საბოლოოდ ის მართალი გამოდგა, უბრალოდ საჭირო იყო ქვეყნების დასახელებების შეცვლა. ახალ ომში აზერბაიჯანმა ახალი ტერიტორიები მოიპოვა – 8 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი“.

վերլուծաբան Թաթուլ Հակոբյան, հայկական հասարակությունում կարծրացած տեսակետներ, կարծրատիպեր, պարտություն Արցախյան պատերազմում, վերլուծություն, կարծիք, նորություններ Հայաստան,დავიდ ტონიანი მთიან ყარაბაღში, ომის დღეებში

მეოთხე მითი ეხებოდა სომხური მხარის წარმოდგენებს მოწინააღმდეგის გეგმების შესახებ – „აზერბაიჯანი ომს არ დაიწყებს“:

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მითი გარკვეულწილად შესუსტდა 2016 წლის აპრილის ომის შემდეგ, ის აგრძელებდა არსებობას და ყურადღების მოდუნებას.

რეალურად, ომი გარდაუვალი იყო – საჭირო იყო ამის გაცნობიერება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც არ გაკეთდა. უფრო მეტიც, ამ კატასტროფული ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუკი 1997 წლის შემოდგომაზე წავიდოდით ეტაპობრივ გადაწყვეტაზე, რა დროსაც გვექნებოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა და მთელი ლაჩინის რაიონი ანუ არცახი 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიით – ხმისა და ვეტოს უფლებით.

ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე ახლა გვაქვს. მაშინ, ჩვენ გამარჯვებულები ვიქნებოდით და პირობებს ვუკარნახებდით, დღეს კი თავი დავხარეთ და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის წინაშეც დაგვაყენეს და მივიღეთ აზერბაიჯანის ყველა ან ფაქტობრივად ყველა პირობა.

თავიდან აცილება შეიძლებოდა, 1998 წელს, ვაზგენ სარგსიანს (იმ დროს სომხეთის თავდაცვის მინისტრს), რობერტ კოჩარიანს (სომხეთის პრემიერ-მინისტრს), სერჟ სარგსიანსა (სომხეთის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს) და სამველ ბაბაიანს (მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ხელმძღვანელს) არცახის გადარჩენის მოტივით სამთავრობო გადატრიალება რომ არ მოეწყოთ და სომხეთის ხელმძღვანელობა არ ჩაეგდოთ ხელში.

ეს შესაძლებელი იქნებოდა ახლაც, ნიკოლ ფაშინიანს, სომხურ დიპლომატიასა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯანსაღად რომ შეეფასებინათ საკუთარი ძალები“.

վերլուծաբան Թաթուլ Հակոբյան, հայկական հասարակությունում կարծրացած տեսակետներ, կարծրատիպեր, պարտություն Արցախյան պատերազմում, վերլուծություն, կարծիք, նորություններ Հայաստան,ომიდან დაბრუნებული მოხალისეები სომხეთის ოპოზიციის მიტინგში მონაწილეობენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ

მეხუთე მითი ეკონომიკას უკავშირდება: სომხეთს შეუძლია განვითარდეს დახურული საზღვრებით – ყველანაირი დათმობის გარეშე:

„ამ მითს მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ ცალკეული პირები, არამედ პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც ამაზე საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილსაც აგებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“.

დასკვნა:

ამ სამამულო ომში იყო უამრავი გმირული საქციელი და უსაზღვრო პატრიოტიზმის გამოვლინება – როგორც 18 წლის ჯარისკაცების, ისე რეზერვისტებისა და ოფიცრების მხრიდან, მაგრამ სომხურმა მხარემ მარცხი განიცადა.

44 დღის განმავლობაში, სომხურმა მხარემ დაკარგა ფუზული, ჯაბრაილი, ზანგილანი, გუბადლი, ლაჩინის ნაწილი და ასევე, ჰადრუთი და შუშა – ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.

კიდევ სამი რაიონი – აღდამი, ქალბაჯარი და ლაჩინი – აზერბაიჯანმა მიიღო დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერეს ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა. ადამიანური დანაკარგები განუზომელია. ეს არის ეროვნული ტრაგედია, კატასტროფა.

უფრო მეტიც, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, ეს მეორე უდიდესი მარცხია – 1920 წლის სომხეთ-თურქეთის ომის დროს, ყარსის დაკარგვის შემდეგ. მაშინ, სომხეთის ხელისუფლებამ – სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტუნის“ სახით, სამშობლოს, დაახლოებით, 30 ათასი კვადრატული კოლომეტრი დაკარგა. ძალიან მალე გასაბჭოება მოხდა და სომხეთმა დამოუკიდებლობა დაკარგა.

დღეს, მთიანმა ყარაბაღმა და სომხეთმა, სადაც ხელისუფლებაში „ჩემი ნაბიჯი“ იმყოფებოდა ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, დაახლოებით, 8 ათასი კვადრატული კილომეტრი დაკარგა, რომელიც სომეხმა ხალხმა 1991-1994 წლების 1000-დღიანი ომისა და 6 000 ადამიანის დაკარგვის შედეგად მოიპოვა.

ჩვენ არასწორად შევაფასეთ საკუთარი ძალები. ჩვენ ვხელმძღვანელობდით არა იმ შესაძლებლობებით, რომელიც გვაქვს, არამედ საკუთარი სურვილებით – და მორიგი კატასტროფა მივიღეთ“.

վերլուծաբան Թաթուլ Հակոբյան, հայկական հասարակությունում կարծրացած տեսակետներ, կարծրատիպեր, պարտություն Արցախյան պատերազմում, վերլուծություն, կարծիք, նորություններ Հայաստան,ფოტო ომის მონაწილის, ტიგრან ბაგიშჯანიანის გვერდიდან

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ყარაბაღი, არცახი, მთიანი ყარაბაღი, რუსი მშვიდობისმყოფელები, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახალი ამბები ყარაბაღი, ახალი ამბები სომხეთი,

მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის განახლებული წესები წარმოადგინა. როგორც უწყების პრესსამსახური იტყობინება, შესვლის წესები ომისშემდგომი ვითარების გამო, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეიცვალა.


ყარაბაღის დაუმთავრებელი ომი: ფსიქოლოგიური პრობლემების ეტაპი

ყარაბაღი: რა ელისახალდაძველდევნილებს


ყარაბაღში, მასშტაბური სამხედრო ესკალაცია 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. ის 44 დღეს გაგრძელდა და „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელწოდება მიიღო. საბრძოლო მოქმედებები სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადებით შეწყდა.

ახლა, ყველა უცხოელმა მოქალაქემ, რომელსაც მთიან ყარაბაღში შესვლა სურს, თავდაპირველად უნდა მიმართოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ნებართვა მიიღოს. ამასთან ერთად, ეს პროცედურა ვრცელდება როგორც იმ მოქალაქეებზე, რომლებისთვისაც აუცილებელია ვიზა, ისე უვიზო ქვეყნების მოქალაქეებზე.

ინფორმაცია ტერიტორიაზე შესვლის განაცხადის შესახებ, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ასევე მიეწოდება რუს მშვიდობისმყოფელებს – უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას, შესვლის სერტიფიკატს კი მათ ერევანში, არცახის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობაში გადასცემენ. ამის შემდეგ, ისინი არცახში გამგზავრებას შეძლებენ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შესვლის ნებართვა 3-4 სამუშაო დღეში გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუკი განცხადების გადახედვის პროცესი უფრო მეტ დროს მოითხოვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამის შესახებ წინასწარ შეატყობინებენ.

პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მექანიზმი დანერგვის პროცესშია, მაგრამ ბოლო დღეებში, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, ახალი წესების მიხედვით უკვე შევიდნენ რიგი უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყარაბაღის მეორე ომამდე, უცხოელებს შესვლის ნებართვას ადგილზე, მთიანი ყარაბაღის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ აძლევდნენ.

განცხადება ახალი წესების თაობაზე მოჰყვა სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში იმ დაყრილი ხმების აქტიურ განხილვას, რომ ომის შემდეგ, მთიან ყარაბაღში უცხოელების შესასვლელად აზერბაიჯანის ნებართვა იქნება საჭირო.

ყარაბაღი, არცახი, მთიანი ყარაბაღი, რუსი მშვიდობისმყოფელები, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახალი ამბები ყარაბაღი, ახალი ამბები სომხეთი,ქალაქი სტეპანაკერტი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share