Jump to content
×
×
  • Create New...

ზოდიაქოს ნიშნები


Recommended Posts

  • ფორუმელი

21 (20) მაისი – 21 ივნისი

897780962_.thumb.jpg.cc30866f2342ebf7d903a7c6593565a1.jpg

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ტყუპები ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ტყუპებში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია ტყუპების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მზე ტყუპების ნიშანში შედის 20 მაისს და ამ ნიშანს ტოვებს 22 ივნისს, ეს შესანიშნავი კანონზომიერებაა. პლანეტების ინგრესიის* გამოთვლა უნდა მოხდეს ეფემერიდების ცხრილით, კუროსა და ტყუპის ზღვარზე დაბადება არც ისე სასიამოვნოა, რადგანაც ასე ადამიანი ორ ნიშანს შორის ნაწილებად იხლიჩება: ფეხები კუროში, ხოლო ხელებით ტყუპის ნიშანი ექაჩება. მაგრამ ორ ნიშანს შორის ზღვარზე მუდამ ყველაზე ამოუცნობი, იდუმალი ბუნების ადამიანები იბადებიან, რომლებიც ახერხებენ საკუთარ თავში შეათავსონ ერთიც და მეორეც. და თუ ჟურნალში “მეცნიერება და რელიგია” წაიკითხავთ პუბლიკაციებს იოსებ სტალინზე, მაშინ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ადამიანს, რომელიც დაბადებულია ორი ნიშნის ზღვარზე.

თუ ადამიანი დაიბადა ტყუპების ნიშნის ქვეშ, მაშინ მისი პიროვნების სტრუქტურა გაფორმებული იქნება ჰაერის სტიქიის პირველადი გამოვლინებით. ტყუპები _ ეს პირველი ჰაერის ნიშანია. ჰაერი აქ პირველყოფილია, ჯერ კიდევ არაა გაჩერებული, მერყეობს, ცვალებადია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აყალიბებს ტყუპის არქეტიპს, არის პლანეტა მერკურის ვიბრაცია. ჰაერის სტიქია ტყუპებში _ ეს უპირველესად, შეუჩერებელი მისწრაფებაა კომუნიკაციისკენ, სხვა ადამიანებთან კავშირისკენ, ინფორმაციასთან მუშაობისკენ. ტყუპებს, როგორც პური, ისე სჭირდება ინფორმაცია. როცა ისინი გრძნობენ ინფორმაციის დეფიციტს, იწყებენ მოწყენას, კარგავენ სახეს და ეძებენ ახალ ინფორმაციულ წყაროს და სანამ არ იპოვიან, თავს როგორც თევზი ხმელეთზე, ისე გრძნობენ. ასე რომ, ტყუპების კომუნიკაბელურობა წარმოადგენს ამ ადამიანების მთავარ არქეტიპულ ნიშანს. მათთვის თვისობრივია მისწრაფება კავშირის დამყარებისკენ, ინფორმაციის მიღებისკენ, რათა შემდეგ, მიღებული ინფორმაცია გაავრცელონ. მერკურისგან ტყუპებს მიღებული აქვთ გონების უდიდესი მოძრაობა და “ჰაერში” ნებისმიერი ინფორმაციის (მასალის) დაჭერის უნარი, რაც ბრწყინვალედ ერწყმის ამ ნიშანში ჰაერის სტიქიის გამოვლინებას. ტყუპებს შორის იპოვით მარტოხელა ადამიანებს, ინტროვენტებს, რომლებიც ჩაღრმავებულნი არიან საკუთარ თავში.

ეს _ არათანმიმდევრული ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან მოძრაობაში, ახალი ნაცნობობის ძიებაში და ყველა დონის კავშირებში. თუ ვისაუბრებთ ადამიანის სახებასთან დაკავშირებით, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ტყუპია, მერკურიანელია. სიამოვნებით კავდებიან პედაგოგიკით; თუ მიიღეს ინფორმაცია, ეს ნიშნავს, რომ ვალდებულნი არიან გასცენ იგი. ჟურნალისტებს შორის ძალიან ბევრი ტყუპის ნიშნითაა. საერთოდ, ჟურნალისტიკა იმყოფება ამ ნიშნის მმართველობის ქვეშ. თუ გსურთ წარმოიდგინოთ ტიპიური ტყუპი, მაშინ გაეცანით ადამიანებს, რომლებიც ტიპიური ჟურნალისტები არიან. მხატვრული სიტყვის ოსტატებს შორის იყო კონალ დოილი. ტყუპებისთვის დამახასიათებელია ბრწყინვალება და მწერლის წიგნეში ბევრი სიმსუბუქე და დახვეწილობაა, მისი წიგნები ადვილად იკითხება. ტყუპები იყო ა. პუშკინი. როგორი ღვთაებრივი სიმსუბუქეა მის თითოეულ ლექსში! ეს მოდის ტყუპების არქეტიპის არსის სიღრმეებიდან. ტყუპებისთვის დამახასიათებელია მისწრაფება _ საკუთარი თავის მიმართ გამოიწვიონ ყურადღება, მაგრამ არა ისე, როგორც ეს გამოკვეთილია, მაგალითად, ვერძის ნიშნისთვის. ვერძი ბოლომდე იტანჯება ყურადღების უკმარისობის გამო. ტყუპები კი ისწრაფვის ყურადღების მიქცევისკენ მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს საჭირო ინფორმაცია ანდა გასცეს ის. ეს რაღაც მენტალურ-ინტელექტუალური მოუსვენრობაა. ამიტომ ტყუპები იმყოფებიან მუდმივ ურთიერთობაში. ისინი ბრწყინვალე კომერსანტები, კომივოიაჟორები, რეკლამის სპეციალისტები არიან.

ტყუპისეული არქეტიპის ნეგატური გამოვლინება _ ლაქლაქი (დაბალი დონის ტყუპებს  გამოშტერებამდე საუბარი შეუძლია), მიდრეკილება ჭორებისკენ, მოუსვენრობისკენ. მათ იმდენად დიდი ინფორმაციული და საკონტაქტო არხი აქვთ, რომ სხვადასხვა მიმართულებით დარბიან და მენტალურ და ინტელექტუალურ დონეზე ცდილობენ მოუხელთებელის მოხელთებას. ტყუპების ასევე სერიოზულ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ზედაპირულობა, რამდენადაც თავს დამტყდარი მთელი ინფორმაციის ათვისების უნარი არ აქვთ. ტიპიური ერუდიტი _ ეს ტყუპია, იცის ბევრი, მაგრამ არა – სიღრმისეულად და საფუძვლიანად. ხანდახან ტყუპების კამპანიაში ადამიანს სიმყუდროვის უკმარისობის განცდა ეუფლება, რადგან ასეთ ერუდიტებთან ურთიერთობისას, შესაძლებელია, ადამიანს  არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდეს.

ტყუპები სიყვარულში საკუთარ თავს საკმაოდ უცნაურად ავლენენ. ხშირად  აქვთ ბევრი ოჯახი (ბევრი ცოლი ანდა ქმარი ჰყავთ) და, უფრო ხშირად, ქორწინების გაფორმებაზე არ ზრუნავენ. მეტწილად, ინტერესს მენტალური დონით ავლენენ: უბრალოდ,   ადამიანთან ურთიერთობა სურთ. სამწუხაროდ, ქალებში ეს ხშირად მახინჯი სახით ვლინდება _ სურთ ურთიერთობა ადამიანთან, ხოლო ეს უკანასკნელი თუ არაფრით ინტერესდება, მაშინ  სხვადასხვა ქალურ ეშმაკობებზე წასვლა უწევთ, _ ძალიან ახლო ურთიერთობაში შესვლამდეც კი.

ტყუპ-მამაკაცებში მრავალი ტიპიური დონ ჟუანია, მათ აინტერესებთ ყველა ქალთან ურთიერთობა, იმის გაგება, თუ როგორი არიან ისინი, რას ფიქრობენ და რაც უფრო მეტად ეცნობიან, მით უფრო ამაღლებულად აფასებენ საკუთარ თავებს; ვულგარულ ვარიანტში, ეს სექსუალური აგრესორია, რომელიც ადგენს კატალოგს და ყველას აჩვენებს მას.

თუ ვისაუბრებთ ტყუპების ქვეშ მყოფ ქვეყნებზე  _ ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიოში არაა უფრო მოძრავი, უფრო კომუნიკაბელური, მეგობრული და კონტაქტებისთვის მსუბუქად განწყობილი ხალხი, ვიდრე ამერიკელებია. სხვა მაგალითია _ რუმინეთი, სადაც ადვილად და სწრაფად კეთდება ყველაფერი.

* ინგრესია  _ ლათ;  ingressio – შესვლა

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ტყუპები.

მმართველი მერკური.

ხელმძღვანელი ტყუპები.

ადამიანი ტყუპები

ტყუპების დაბალი ოქტავა წარმოდგენილია ლაქლალად და ჭორიკნად, რომელიც ახორციელებს უაზრო, არასაჭირო ონფორმაციის გადაცემას ანგარებიანი მიზნებით. ჭორიკანასთვის დამახასიათებელია სიუჟეტის გადაჭარბებული სივიწროვე, სადაც გათვალისწინებულია 3-4 ხისტი სქემა; მათი საზღვრების იქით გასვლა აკრძალულია საზოგაოდებრივი აზრით, რომელსაც საკუთრივ, ტყუპებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რამეთუ ტყუპები ცხოვრობენ მენტალური ფორმების წრეში, საკუთარ და შექმნილ განსხვავებულ ჯგუფებში და სიტყვებში, სადაც ისინი ტრიალებენ და თამაშობენ მნიშვნელოვან დამაკავშირებელ როლს. ამ საკუთარი როლის სპეციფიკური ძალით, ტყუპებს ძალიან ადვილად შეუძლიათ ინტუიციურად განსაზღვრონ ამა თუ იმ აზრის ანდა მოცემული სოციალური წრის შეტყობინების შესაფერისობა ანდა შეუფერეობლობა, და ამდენადვე რთულია მისი ჭეშმარიტების განსაზღვრა, ანუ, სინამდვილესთან შესაბამისობა. ამიტომ, ძალიან ხშირად, ტყუპები პირველს მეორედ ასაღებენ (მიამიტური ვარიანტი) ანდა შუამავალი ფუნქციებით ცნობიერად ზღუდავენ საკუთარ როლს, ცდილობენ, არასდროს ჩაუღრმავდნენ მოვლენების არსს. ტიპიური პოზიტიური მაგალითი _ ბრწყინვალე მენეჯერი ინჟინრული განათლების გარეშე საწარმოო დაწესებულებაში.

ტყუპების ნიშნის უფრო ღრმა დამუშავება იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას ის მენტალური ფორმები, რომელიც რეალობის მოდელირებას ახდენს, ანუ, ის, რაც მათემატიკაში იწოდება სტრუქტურებად. უფრო მაღალი დონის ტყუპები დადის ამ სტრუქტურების ოპერირების უნარამდე, ანუ მენტალური კონსტრუქციების ენების შექმნამდე (ფორმალური ენები);

აბსტრაქტულობის მიხედვით უკიდურესობის მაგალითებად შეიძლება გამოგვადგეს მათემატიკა, პროგრამირების ენა და მონაცემთა ბაზების ავტომატიზაცია, ხოლო რკინიგიზის მატარებლების განრიგად და კართოტეკის ნიშნად _ ნებისმიერი რამ. ამიტომ ტყუპებს ბუნებრივი ენების ათვისების უდიდესი უნარი აქვთ, მაგრამ ეს _   როგორც ინფორმაციის გადაცემის საშუალება, ისე განიხილება; ენის “სიმსუქნე”, სტილისტური შეფერილობები, ჩვეულებრივ, ან დაიგნორებულია, ანდა ცუდად გამოსდით. ტყუპები ადვილად სწავლობენ საგასაღებო სიტყვების ნაკრებს და ნებისმიერი ჟარგონის ფორმებს, მაგრამ მათი ინტონაცია ძალიან რთულად გამოსდით; სამაგიეროდ, ცნობების ეს ნაკრები და ერუდიცია ფაქტების ნებისმიერ სფეროში (ანუ ინფორმაცია, რომელიც ყველას მიერ აღიქმება ერთნაირად), სხვა ნებისმიერ ნიშანთან მიმართებში, მათ შეუდარებელს ხდის. ტყუპებს (ქმნის ზონა!) ძალიან უძნელდებათ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება. ისინი ექვემდებარებიან იმ ინფორმაციულ ნაკადს, რომელიც მათზე გადის; სხვა სიტყვებით, ისინი ფიქრობენ ზუსტად იმდენს, რამდენსაც საუბრობენ, და ჯერათ იმის, რაც ესმით და განსაკუთრებით, რასაც კითხულობენ. შემდეგ ისინი წაიკითხავენ ისეთ რამეს, რაც წინანდელთან წინააღმდეგობაში მოდის და  ახლა ამას იჯერებენ  _ მაგრამ ეს ნაკლებად ადარდებთ: საკუთარი ბუნების წინააღმდეგობრიობას ადვილად ეთანხმებიან _ ისინი არ უფიქრდებიან ამას, ამისთვის არ სცალიათ.

თუ ტყუპები თქვენთან კამათობენ (ეს კი მათ უყვართ), მაშინ ადვილად (განსაკუთრებით, თუ თქვენ ვერძის, ლომის ანდა კირჩხიბის ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული) წარგკვეთენ სასოს. პირველი, მათი ერუდიცია და კარგად მოქნილი ენა დაგთრგუნავენ; მეორე, ისინი თქვენ არ გისმენენ, პასუხობენ ფორმის მიხედვით და არა თქმულის არსის მიხედვით; და მესამე, რაც ყველაზე საშინელებაა, საერთოდ არ გამოთქვამენ საკუთარ აზრს (რომელიც არც აქვთ), არამედ ამბობენ იმ აზრს, რომელიც განსაზღვრულია სოციალური წრის მიერ ანდა საერთოდ აღებულია საიდანღაც. ამიტომ იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა თქვენ წარმოუდგენელი ძალისხმევით გამოგდით ტყუპების გადარწმუნება, მათ ეს საერთოდ არ სწყინთ, რამაც, ხანდახან, შესაძლებელია, გაცოფებამდე მიგიყვანონ.

ტყუპების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ  ნებისმიერი რამის წარმოდგენა (მოდელირების მენტალურად მოხდენა), მათ შორის ემოციებისაც კი. ენერგეტიკული არხები, და ჩაკრებიც კი, მენტალურად მოდელირდება, მაგრამ ეს მაინც არაა ნამდვილი არხები და ცრუ ჩაკრებია, ხოლო ტყუპები ამას ივიწყებენ (ხანდახან კი არც კი ეჭვობენ). მეორე მხრივ, საკმარისად ფაქიზი და დიფერენცირებული მოდელი, _  თუმცა-ღა ,მკვდარი ელემენტებისგან შემდგარი (ვთქვათ, მათემატიკური წერტილები), _ იწყებს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას, ხანდახან რაღაცით ორიგინალს ჰგავს და მაშინ ეს ტყუპებისთვის უდიდესი წარმატებაა; საჭიროა ისწავლონ მხოლოდ მოდელირების ფაქიზი დონეები და საკუთარი მოდელების გამოყენების ზუსტად განსაზღვრული საზღვრები, ანუ ჩარჩოები, რომელთა გარეშეც ისინი არ ასახავენ რეალობას, ეს კი, მათ უჩვეულოდ ურთულდებათ, რამეთუ მათთვის სინამდვილე აღიქმება ზუსტად ამ გასაგები მენტალური მოდელების (სქემების) მეშვეობით, ხოლო ზუსტი მოდელი და თან მათ მიერ აშენებული _ ეს უკვე ზუსტად აბსოლუტია!

ფსიქოლოგიური  მიმართულებით ტყუპები (და მერწყული) _ ყველაზე ცივი ნიშანია ზოდიაქოში, ამავდროს, ტყუპებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან დაკვირვებულები და მზრუნველებიც კი, მაგრამ იმ ნიუანსების სისტემის ჩარჩოებში (აუცილებელია კონკრეტული), რომელიც იციან (ანუ პრინციპში, მათ შეუძლიათ შეამჩნიონ ყველაფერი, რაც შეიძლება აღიწეროს ზუსტი სიტყვებით: “ტუჩების დაშვებული კიდეები”, მაგრამ არა _ “სახის პირქუში გამომეტყველება”). მხოლოდ ერთია, ზოგიერთი სახის სიცივის გამოვლინება არ უნდა აგვერიოს სულიერების უქონლობაში, რომელიც ადამიანს (ტიპიურ ტყუპებს), ზოგადად რომ ითქვას, იმაზე ცუდი (დაბალი) არ აქვს, ვიდრე – სხვა ადამიანთა მოდგმას; უბრალოდ, ტყუპები სამყაროს აღიქვამენ  და  საკუთარ თავს ძლიერი მენტალური ფილტრის მეშვეობით გამოხატავენ. ტყუპები, შემგუებლობის მხრივ (მორგების მხრივ), უფრო უნარიანია,  ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშანი, _ გარდა (ისიც, შესაძლებელია) თევზისა (მოძრავი ჯვარი). მათ შეუძლიათ ნებისმიერთან და ნებისმიერ რამეზე საუბარი და აუცილებელი ინფორმაციის გადასაცემად შესაძლებლობას ყოველთვის იპოვიან; მაგრამ აქ, ასევე, დაფარულია მათი აქილევსის ქუსლი _ ისინი  წვრილმანებზე იხარჯებიან. ხანდახან მსხვილ პრობლემებს თავს ვერ აღწევენ  და, ამ დროს, ამ პრობლემებს ათ პატარა სიდიდედ “ახურდავებენ”.

მაღალი ოქტავის ტყუპი _ ეს ის ადამიანია, რომელიც დაკავებულია ფილოსოფიით და სიტყვის ჭეშმარიტი აზრით, ერთდროულად ეგზისტენციალური და კონსტრუქციულით, რომლის მოდელიც საკმაოდ დიდი ფრაგმენტების სამყაროში მდებარეობს, თან ფაქიზიცაა და თან ხილულიცაა, ხოლო ენა, რომელზეც შექმნილია _ ცოცხალია.

მერკურის, როგორც ტყუპების მმართველის, გავლენა გამოიხატება მათი გონების უიშვიათეს მოძრაობაში და ინფორმაციის ყველა მიმართულებით გადაცემის სიმსუბუქეში (მერკური _ ღმერთების ელჩი ოლიმპოზე); ტყუპებისთვის, სასწორებისგან განსხვავებით, უცხოა კასტურობა და ელიტარულობა. ამავდროს, მერკური მათ მობილიზების და სწორი მენტალური ფორმის მიღმა უფრო ღრმად ჩახედვის საშუალებას არ აძლევთ, რომლის მიღმაც მინიშნებაა არსსზე. მეორე მხრივ, ტყუპების რეალობაში ჩაღრმავების დონე განისაზღვრება არა მხოლოდ მენტალური კონსტრუქციების სიფაქიზით და სირთულით, არამედ, უშუალოდ მისი შეგრძნებადი შემადგენელი ელემენტების დონით, რაც სრულიად უცხოა მერკურისთვის, რომელიც კურიერს უფრო გვახსნებს, ვიდრე ყურადღებიან დედას.

იუპიტერის ტყვეობა ტყუპებში გამოიხატება  მათი ინფორმაციული არხების სიუხვით და ქაოტურობით. ტყუპები მთელი ძალებით ცდილობენ მოუხელთებელის მოხელთებას, ხოლო უკიდურს შემთხვევაში, მის ყველა მხრიდან გააზრებას; ტყუპებისთვის არაა უცხო აღფრთოვანება: “რა ჭკვიანია, რამდენი რამ იცის!”, და ძალიან უჭირთ იმის გაგება, რომ ჭეშმარიტი ცოდნა არის, პირველ რიგში, უნარი; მეორე მხრივ, განვითარებული ტყუპები იუპიტერისგან იღებენ საგნებზე ფართო ხედვას და ერთი მთლიანი წერტილიდან ხედვის უნარს, ანუ ფილოსოფიურ მიმართულებას, რომელსაც შეუძლია მათი მენტალური დომხალიდან სინთეზის გაკეთება.

მერკურის მმართველობისა და იუპიტერის ტყვეობის შეთანხება, ტყუპებს უნიკალურ ბრწყინვალებას აძლევს, რომლის გამოც, ხანდახან, თვალების მოჭუტვაც კი საჭირო ხდება.

ტყუპების სიტუაციას ხშირად თან სდევს საშინელი მოუსვენრობა და ხმაური, როცა ყველა ერთდრულად ლაპარაკობს და ერთმანეთის ცუდად ესმით, რის გამოც  უფრო ხმამაღლა ყვირილს ცდილობენ, რაც, რატომღაც, არ აუმჯობესებს სმენადობას.

ეს ცუდი ლექციაა, რომელზეც ლექტორი (რომელსაც არ აქვს ძალა, გამოიწვიოს აუდიტორიის ენთუზიაზმი) ცდილობს აუდიტორიას თუნდაც მხოლოდ   განსაზღვრული ინფორმაცია მიაწოდოს.

ტყუპების სიტუაციის უფრო კონსტრუქციული ვარიანტი _

ეს სწავლულების, მეცნიერების ჯგუფია, რომელიც  იმ მოდელის აგებას ცდილობს, რომელიც აღწერს ემპირიულ მასალას. ეს, ასევე, ყოვლად შესაძლებელი წყნარი სიცივეა მომავალზე, “ნეოემოციონალურ” გეგმებზე მსჯელობით, რომლის დროსაც ხდება პროგნოზირება და ვარიანტების შერჩევა და ა.შ. და, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო კომბინაციური თამაშებია: შაში, “მიმციობანა”, “ბატებო, ბატებო” და ა.შ. როცა თქვენ ეუბნებით მოსაუბრეს: “აბა, დაფიქრდი” ანდა “შეგიძლია წარმოიდგინო?”, თქვენ სთავაზობთ, მოახდინოს ტყუპების აქტივიზაცია. ტყუპები _ ეს მთელი თანამედროვე დასავლეთ ცივილიზაციის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია.

მზით ტყუპების ბუნებრივი თანამდებობა _ ეს უფროსის მოადგილე ორგანიზაციულ სამუშაოში; უფროსის ადგილის დონე განისაზღვრება ტყუპების ევოლუციის დონის თანაფარდობით.

თუ უფრო სერიოზულად ვიტყვით, მაშინ მზე ნიშნის პრობლემას ხისტად, მკაცრად აყენებს და ტყუპები საკუთარ ბედს განსაზღვრავენ შემდეგი ალტერნატივების ჩარჩოებში: ან ისინი აცნობიერებენ მათკენ მომავალ სიტუაციებს და (ნაწილობრივ) მათი მეშვეობით ინფორმაციულ-მენტალურ არხებს და სწავლობენ მათ მართვას, ანდა მისი სრული ძალაუფლების ქვეშ ექცევიან. უნდა ითქვას, რომ ტყუპისეული არხის გაცნობიერება მნიშვნელოვნად რთულია, ვიდრე, მაგალითად, ვერძისეული, რამდენადაც აზრი უფრო ფაქიზი და ფრინავია, ვიდრე ენერგია. აქ სირთულე იმაშია, რომ მენტალურ სიტუაციებში მოხდეს განსაზღვრული კანონზომიერებების დაჭერა და ზოგიერთი შეხედულების წერტილიდან _ (საუკეთესოა სულიერ-მორალური წერტილიდან, აქ ადამიანს ეხმარება დატყვევებული იუპიტერი და ხელს უშლის აჩქარებულ და კონკრეტულ მერკურს, რომლისგანაც, ხანდახან, ყურადღების გადატანაა საჭირო) _ ინფორმაციული არხების დახარისხება და იმის გაგება-გაცნობიერება, თუ რა სურს ბედს უშუალოდ ამ ადამიანისგან: ზუსტად რომელ არხებშია საჭირო უკეთესად ორინტირება (ანდა რომელშია შესაძლებელი უფრო უარესის გამოვლინება) და რაში (და როგორ) უნდა მოხდეს წესრიგის დამყარება. ზოგიერთი აზრით, ტყუპების ამოცანა არსობრივად რთულია, – ვიდრე საშუალო ვერძის ანდა კუროსი, – რამდენადაც აზრი უფრო ფაქიზი მატერიაა, ვიდრე ენერგია და მყარი ფორმა. გარდა ამისა, ტყუპებს მენტალური მოდელებით დაკმაყოფილების გზით უწევთ წესრიგის დამყარება და მართვა, რომელიც ყოველთვის უხეშია, ანუ არაადეკვატურია, მაგრამ, სამაგიეროდ, ხილულია და  ხელების მოქნილობაში და დამჯერი ინსტრუმენტის სახითაა წარმოდგენილი. აქ საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ იარაღი (სამუშაო ინსტრუმენტი) შესაძლებელია ძალიან მოქნილი და ძალიან თვინიერი აღმოჩნდეს, წამიერად მოექცეს ტყუპების ყურადღების ცენტრში და ისინი ამ დროს ივიწყებენ სამყაროს, _ რომელსაც უნდა ემსახურონ, _ და ეცემიან სადღესასწაულო განცხრომებს და უკვე უიმედოდ ქაოტურ ონფორმაციულ არხებს, რომელიც, საბოლოოდ, დუმდება.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

მზე ტყუპებში აღნიშნავს სულიერებას, აზრებისა და ქმედებების სისწრაფეს, პირობითობის არარსებობას. ხასიათი მოუხელთებელი, შემგუებელი (მომრგები), ცნობისმოყვარეობა – ტემპერამენტით სავსე; გამაღიზიანებლები და ზედაპირულები არიან, რადგანაც ის, რასაც ისინი აღიქვამენ, ვერ ასწრებს გადამუშავებას. ძალიან კომუნიკაბელურნი არიან, აინტერესებთ ყველაფერი, სწრაფად ახდენენ ორიენტირებას, ბევრს კითხულობენ და ახალი შთაბეჭდილებებისთვის მუდამ მზად არიან, ენების ათვისების  უნარი აქვთ. მათ ორატორული უნარებიც აქვთ, საუბარი უყვართ, მაგრამ მოსმენა არ შეუძლიათ, აღიქვამენ მხოლოდ არსს, ხოლო დანარჩენს ყურს მიღმა ატარებენ.

ისინი არ იწყენენ, მათ უბრალოდ ამის დრო არ აქვთ. არ უყვართ მარტოობა, აქედან გამომდინარე,  მრავალი კონტაქტი აქვთ. ადვილად ეცნობიან ყველაზე განსხვავებულ ადამიანებს, ყოველთვის  რაიმე სათქმელი აქვთ, თუმცა, მათი ისტორიები სინამდვილეს მხოლოდ სანახევროდ შეესაბამება. თუ შეცდნენ, ამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოძვრებიან. საკუთარ თავებს შეუცვლელებად თვლიან, შეუძლიათ საათობით დაკავდნენ საზოგადოებაში, იქ, სადაც ისინი ჩდებიან, _ ბოლო ეღება სიწყნარეს. როცა ჩდება ნამდვილი პრობლემები, გაფანტულები ხდებიან.

წესრიგი _ მათი ძლიერი თვისება არაა, ისინი მუდმივად ეძებენ საკუთარ ნივთებს, რომლებიც ყველაზე საჭირო წუთებში სადღაცას ეკარგებათ. სხვების მიბაძვისკენ ძალიან დიდი მიდრეკილება აქვთ, – კარგი პაროდისტები არიან, სხვებში სწრაფად ამოიცნობენ სისუსტეებსა და სასაცილო მხარეებს და ამას ცხოვრებაში იყენებენ. ძალიან თანამედროვენი არიან, ანუ  ყველაფერში და ყველგან მოდას მისდევენ. უყვართ ჭორაობა. თუმცა, ამავდროს, შეუძლიათ მხარდაჭერა და საკუთარი დახმარების შეთავაზება მათთვის, ვინც ცხოვრებაში ჩაიკარგა. მონდომებულნი არიან, მაგრამ საქმე ბოლომდე ყოველთვის არ მიჰყავთ, რადგანაც საქმის დროს უკვე სხვა იდეა იტაცებთ. ძალიან უყვართ მოგზაურობა, ამასთანავე, უყვართ, რომ ყველაფერი ერთბაშად იყოს _ მთაც, ზღვაც, ტყეც და არა რომელიმე ერთ-ერთი. უკეთესია ისეთი პროფესია შეარჩიონ, რომელიც დაკავშირებულია შუამავლობასთან, სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შეკრებასთან და გადაცემასთან, სხვადასხვა გამოგონებების, ნიჭისა და იდეების (როგორც საკუთარი, ასევე სხვების) ძიებასთან და ჩანერგვასთან, ისინი კარგი თარჯიმნები, კომენტატორები, კომერსანტები არიან. ძალიან მოსიყვარულენი, განსაკუთრებით, თუ მათი პარტნიორები სერიოზულები ანდა იდუმალები არიან. სიყვარულს ადვილად უხსნიან, მათვის არაფრად ღირს “კი”-ს თქმა, სწრაფად ქორწინდებიან _ ხშირად ცერემონიის და/ან საქორწინო მოგზაურობის გამო, და, ასევე, ადვილად და სწრაფად განქორწინდებიან, მიდრეკილნი არიან გვერდითი ურთიერთობებისკენ, იმიტომ, რომ ეძებენ იდეალურ პარტნიორს და ძალიან ცნობისმოყვარენიც არიან. მათი სიყვარული რთულია, რადგანაც თავად სიყვარულის ნაკლებუნარიანნი არიან, მაგრამ სურთ იყვნენ საყვარლები. ქორწინებაში თამაშობენ აქტიურ როლს, უყვართ სტუმრების მიღება და თავადაც სიამოვნებით დადიან სტუმრად. თანაცხოვრებისთვის უკეთესია, თუ პარტნიორთან საერთო სამუშაო ანდა საერთო ინტერესები ექნებათ. შეიძლება ცხოვრებაში უსიამოვნებები  წარმოიშვას გაფანტულობის, ზედაპირულობის შედეგად. უწესრიგობა – ფულში, დიდ გასავალს მოაქვს დიდი დარტყმები. იშვიათად ჰყავთ ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები. საჭიროა ცნობიერად გაწვრთნას კონცენტრაცია, ისწავლოს ენაზე კბილის დაჭერა. მუდმივად დაძაბული ყურადღების მდგომარებაში ყოფნა სულიერ და ფიზიკურ სიწყნარეს არ იძლევა.

მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავის დისციპლინა, ისწავლონ პირობითობის დაფასება, რადგანაც ესენი სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის შესატანია (პაია). თუ ისწავლიან საკუთარი ნაკლის გადალახვას, მაშინ ბრწყინვალე შესაძლებლობები  მაღალ მიზნებამდე მიიყვანნენ. საკუთარ თავში თავდაუჯერებლობა, _ აქედან მოდის ნევრასტიულობა. მიდრეკილება ფილტვების, ბრონქების, სასუნთქი და ნერვიული სისტემების დაავადებებისკენ.

მრავალ ურთიერთობაში ისინი მუდმივად ბავშვები არიან. მათი ინტელექტი აღმქმელია, ნებისმიერი ცვლილებების მიმართ მგძნობიარენი არიან, მოქნილები, სავსენი ცნობისმოყვარეობით, თამაშით. მუდამ ისწრაფვიან სიახლისკენ და, ნაწილობრივ, უბრალოდ არ შეუძლიათ რაიმეზე ყურადღების დიდხანს შენარჩუნება. ადამიანი, მზით ტყუპებში, სწრაფად იჭერს იდეას, მაგრამ როგორც კი პირველსაწყის ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს,  რაიმე სხვაზე გადადის. მისთვის აუცილებელია ხშირი ცვლილებები, მრავალსახეობა, ახალი სიტუაციები, ახალ ადამიანებთან შეხვედრები.

ინტერესების სიუხვე ხელს უშლის გაიგოს, რაშია მისი ნამდვილი ნიჭი და ნამდვილად რით უნდა დაკავდეს. არ იღებს თვითშეზღუდვისა და რაიმე ერთზე კონცენტრაციის მოხდენის აზრს. მისი ცნობისმყვარეობა და მოუსვენრობა მრავალ, სხვადასხვა, ახალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აგდებს და სურს, ქვეყანაზე ყველაფერი გამოსცადოს.

ერთი და იგივეს თავიდან კეთება (თუნდაც აკეთებდეს წარმატებულად), კარგია, _ მაგრამ მისთვის მძიმე და რუტინული საქმეა.

მნიშვნელოვანი დოზით ის “თავით ცხოვრობს”: კითხულობს, აკვირდება, ფიქრობს, “ისრუტავს” იდეებს, მას არ შეუძლია ცხოვრება ინტელექტუალური სტიმულების გარეშე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, თუ მოუწევს არჩევანის გაკეთება კარგ წიგნს ანდა ფილმსა და კარგ სადილს შორის, უფრო მეტად ის პირველს აირჩევს. ასეთ ადამიანს შემოქმედებითი გონება აქვს და ხშირად ცხოვრობს საკუთარი ინტელექტის სიმახვილის ხარჯზე.

კომუნიკაბელური, კომპანიონი ადამიანი, ადამიანებთან ურთიერთქმედების ძლიერ განვითარებული მოთხოვნილებით, უყვარს ხუმრობა, სიტყვებით თამაში. ნამდვილი ალღო აქვს, იდეების საინტერესოდ, ზუსტ ფორმებში გადმოცემის ნიჭი აქვს _ ანუ ის, რასაც ეწოდება მწერლის, ლექტორის, ორატორის ნიჭი.

საკმაოდ მსუბუქი გამჭრიახი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ ხშირად არ ჰყოფნის სერიოზულობა. თუმცა-ღა, ძალიან საჭიროებს ემოციონალურ პასუხისგებლობას, ემოცინალურ გაცემას, ძალიან უჭირს ამის განხორციელება, რადგანაც, ნაწილობრივ, არ სურს საკუთარ თავზე რაიმე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი პირადი თავისუფლების შეზღუდვა, შესაძლებლობაა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდეს, ერთი საქმიდან მეორეზე გადახტეს.

მის ცხოვრებაში ბედნიერება დაკავშირებულია საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოყენებასთან, სიტყვებთან მოქცევის ნიჭთან. ამ ადამიანის ინტელექტი არაა მიდრეკილი ცალმხრივობისკენ. ჩვეულებრივ, მას შეუძლია შესთავაზოს ახალი, ნათელი, ზუსტი მიდგომა, არასტანდარტული გადაწყვეტილება, კვლევითი მიმართულება. მისი ნაკლი _ მუდმივობისა და დაჟინებულობის უქონლობა. ამასთანავე, მიდრეკილია, არ შეამჩნიოს ანდა დააიგნოროს ემოციონალური პრობლემები და სხვა ადამიანების გრძნობები.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

ტყუპები _ დადებითი, “ჰაეროვანი” ნიშანია, რომელიც იმართება გონიერი მერკურით, რომელიც ასევე, ხანდახან შეყვარებულების სიმბოლიზებასაც ახდენს. ბუნებრივია, რომ ვისაც მზე ტყუპების ნიშანში აქვს, არის შემოქმედებითი, მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ფლობს ლიტერატურის ანდა ურთიერთობის შესაძლებლობებს. მათ  ხელების მეშვეობით დახვეწილად მუშაობა შეუძლიათ, უყვართ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. ეს ადამიანები კომუნიკაბელურნი, მეგობრულები და ზრდილობიანები არიან. ჩვეულებრივ, ისინი აჩქარებულები, ექსპრესიულები და აღგზნებულები არიან; მაგრამ, რადგანაც ტყუპები _ ორმაგი ნიშანია, განწყობა მერყეობას ექვემდებარება. ისინი კარგად მუშაობენ იქ, სადაც აუცილებელია ადამიანებს შორის ურთიერთქმედება. შეიძლება მათ  გადაჭარბებული ენთუზიაზმი დაეუფლოთ, რომელიც, შესაძლებელია, გადაქანცვის მიზეზი გახდეს, ხანდახან კი,  ნერვიული აშლილობისგან იტანჯებიან. მათ სურთ, რომ ყველაფრის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, ისინი საინტერსო მოსაუბრენი არიან, მაგრამ ხანდახან  სხვების საქმეებში ერევიან. დიდად აფასებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად არიან გათვითცნობიერებულნი. უყვართ კითხვა და წერა, ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.

ადამიანებმა, მზით ტყუპებში, ბევრი იციან, ფლობენ ენებს. ისინი მორცხვები არიან, სიტუაციაზე მორგება-შეგუებისკენ აქვთ მიდრეკილება. შეუძლიათ ფულის გამომუშავება და კარგად ახერხებენ ფულის განკარგვას. იციან ძვირფასეულობების ფასი და სექსუალურ საკითხებში დახვეწილები არიან. მათი ნახვა თუ გსურთ, მაშინ შეგიძლიათ ისინი იპოვოთ იმ დროს, როცა იმ საქმით არიან დაკავებულნი, რომელიც  ფაქტებითა და ციფრებით ოპერირებასთანაა დაკავშირებული. ისინი მოხერხებულნი, კარგად განათლებულნი და სკეპტიკოსები არიან, მათგან შესანიშნავი კრიტოკოსები გამოდიან.ასტროლოგიის, მედიცინის და სხვა მეცნიერებების ინტერესი აქვთ. საკუთარ საქმეში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში დიდსულოვნები და თავაზიანები არიან. ისინი მერკურმა დააჯილდოვა ისეთი თვისებებით, როგორიცაა: მრავალრიცხოვანი შესაძლებლობები, სწრაფად მოქმედება, გონიერება და კარგი მახსოვრობა.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

22 მაისი – 21 ივნისი

ტყუპები _ ორმაგი ნიშანია, რომელიც ორი ძმის სიმბოლიზებას ახდენს, კასტორისა და პოლუქსისას, ერთი დედის (ლედას) შვილებისა, მაგრამ სხვადასხვა მამებისგან: მოკვდავი ტანდარეოსი და უკვდავი ზევსისა. ლეგენდის მიხედვით, როცა კასტორი დაიღუპა, ტყუპისცალი შეევედრა ზევს ნება დაერთო მისთვის საკუთარი უკვადავება გაეყო და მას შემდეგ ისინი განუყოფელნი გახდნენ, ერთად ატარებდნენ ერთ დღეს -ოლიმპზე, მეორე დღეს კი – მოკვდავთა სამეფოში.

ლეგენდისა და ასტროლოგიის შესაბამისად, ანსხვავებენ ორი ტიპის ადამიან – “ტყუპებს”; გვხდებიან შერეული ტიპაჟებიც, რომელშიც სხვადასხვა დროს სჭარბობს ხან სულიერი, ხან მატერიალური საწყისი.

უკვდავი პოლუქსი დაფრინავეს ემპირიებში. მასში სჭარბობს ხელოვნება, გონება, ინტელექტი. ემოციები და ვნებები მკვეთრად შეზღუდულია ინტელექტით. ფიზიკური ცხოვრების მიმართ ნაკლები ინტერესი ვლინდება. ქორწინებაში მნიშვნელოვანია სულიერი კონტაქტი, ვიდრე სექსუალური.

დამახასიათებელია აპეტიტის (მადის) უქონლობა.

მოკვდავი კასტორი: განწყობის ადამიანია, უყვარს მგზავრობა, გართობა, საერთოდ _ გარეგნული, ყოველდღიური ცხოვრება.

ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებული _ მოუსვენარი, დაუდეგარი, საქმიანობის წყურვილით სავსე. მას მუდმივად უჩდება ახალი იდეები, გეგმები, მუდმივად სადღაც უწევს წასვლა, სადღაც დარეკვა, საკუთარ ჩანაფიქრებზე ვინმესთან საუბარი _ სხვაგვარად იწყენს და შეიძლება  დეპრესიაში ჩავარდეს.

ადამიანი ნერვიული, ურთიერთობაში _ თავისუფალი, “მსუბუქი”, მუდმივად რაიმე მოუხელთებლის დევნაშია, კავდება თანმიმდევრულად და საფუძვლიანად მხოლოდ იმით, რაც მას აინტერესებს.

ასეთ ადამიანს, ზოგადად, აინტერესებს პოლიტიკა; ის კარგად მსჯელობს პოლიტიკურ და, საერთოდ, აბსტრაქტულ საკითხებზე, მაგრამ პრაქტიკული კუთხით იშვიათად აღწევს წარმატებებს: ხან საკუთარ ძალისხმევას მიმართავს უპერსპექტივო მიმართულებით, ხან კი, ერთდროულად ორ კურდღელს დასდევს.

სიამოვნებით ერთვება სხვადასხვა სპეკულაციებში; მოკლედ, მისთვის ეს _ გონების თამაშია და არა ფულის შოვნის საშუალება (რაც მას იშვიათად გამოსდის).

წარმატებას აღწევს იმ საქმეში, რომელიც ითხოვს გადაადგილებას და გონების მოძრაობას (ჟურნალისტები, თარჯიმნები); ჩვეულებრივ, ათანხმებენ რამდენიმე სახის ასეთ საქმიანობას.

ტყუპების ნიშანში სატურნის მდებარეობისას_ აკურატული, მკაცრი მოხელე (ბუჰღალტერი, კადრების მუშაკი); თუ ტყუპების ნიშანში რამდენიმე პლანეტაა ანდა  ძლიერი მერკურია _ ეს თვისებები ძლიერდება.

ტყუპები, ჩვეულებრივ, ქალაქის მკვიდრია, კონტაქტური ადამიანია, მაგრამ – სტრესული: მისი მუდმივი საქმიანობა ეხმარება რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში, მაგრამ ძლიერ თრგუნავს გარშემომყოფებს.

ტყუპები ფიზიკურად ამტანები, მაგრამ ემოციონალურად ლაბილურები არიან: როგორც მოწყენა, ასევე გადაღლილობა მკვეთრად აუარესებს მათ ფიზიკურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევებში კარგი მაჩვენებელია იოგა, დიდი ტენისი, ფეხით გასეირნება ანდა ველოსიპედი. აბსოლუტურად აუცილებელია სრულფასოვანი ძილი. ყავა და სხვა დოპინგები უკუმაჩვენებელია. ღამით კარგია მიიღოს რამდენიმე წვეთი ვალერიანი. ძილის წინ ასევე კარგია სეირნობა. საერთოდ, სეირნობა, მითუმეტეს ხანმოკლე მოგზაურობა, სასარგებლოა, რადგან ტყუპებს მედიკამეტებზე და თერაპიებზე ხშირად არაპროგნოზირებადი რეაქცია აქვთ. ასევე სასარგებლოა ჰომეოპატიური და ნატურალური ფოსფორი, ბალახებიდან _ ბეგქონდარა.

წყარო: astroblogi.com

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, iaiameri said:

ეს მზე და მთვარე და ვარსკვლავები საერთოდ არ ვიცი. ძაან გარე გარე დავდიოდი ამ თემისგან. გავნათლდე უნდა ესე იგი ჯერ, რომ გავიგო.

აი შენი პირველი პოსტი ქალწულებში ნახე. წაიკითხე. მაგით დაიწყე :jo::fofo:

Share on other sites

1 minute წინ, ჭრიჭინა said:

აი შენი პირველი პოსტი ქალწულებში ნახე. წაიკითხე. მაგით დაიწყე :jo::fofo:

წავიკითხე. ძაან დეტალირებული ვყოფილვარ. არ მეგონა ამდენი რამე თუ არ შემეძლო.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

627594777_.jpg.f2c2982b7eed20fffbf6acaab748e662.jpg

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ სასწორი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე სასწორში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია სასწორების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

სასწორები _ ეს სტაბილურობის ზონის მესამე, საკუთარ გამოვლინებაში ჰაერის სტიქიის ნიშანია. მთავარი მმართველები _ ქირონი და ვენერა. სასწორი _ ეს ჰაერის სტიქიის მეორე დონეა, რომელიც აქ უფრო სტაბილურია, ვიდრე ტყუპებში.

ადამიანს, მზით სასწორში, ჩვეულებრივ, მისწრაფება აქვს სტაბილურობისკენ, კომფორტისკენ, წონასწორობისკენ. მისთვის დამახასიათებელია სილამაზისკენ (ყველა მისი ფორმებისკენ) სწრაფვა. სასწორი _  ზოდიაქოს ყველა ნიშნებიდან ყველაზე დიდი ესთეტია, არ ითმენს კონფლიქტებს, კამათებს და შეჯახებებს და მუდამ ისწრაფვის და ცდილობს მათ მოშორებას. მისი კრედოა _ მოწოდება: “მეგობრებო, მოდით ვიცხოვროთ მეგობრულად!” მას, როგორც წესი, წარმატება აქვს იმ საქმეებში, რომელშიც საჭიროა კარგი გემოვნება, არტისტულობა, განვითარება და მდიდარი წარმოსახვა, ამიტომ სასწორებს შორის ვპოულობთ მრავალ ცნობილ მხატვარს, პოეტსა თუ მწერალს. სასწორები იყვნენ: ბატტო, ბუჟე, რემბო, სენ-სანი, ი. ბუნინი.

სასწორი ყოველთვის ისწრაფვის ცხოვრებაში აირჩიოს გარკვეული, განსაზღვრული წრე და ელიტა. ხოლო სხვადასხვა შეხედულებების შეჯახებისას, თუ ამ შეხედულებების გაწონასწორება და გათანაბრება არ უხერხდება, უფრო გონივრულის მხარეს იკავებს, ხოლო უარეს შემთხვევაში _ გამარჯვებულის მხარეს. ამიტომ ცხოვრებაში ძალიან ადვილად შეუძლია იმ ადამიანების ღალატი და გაცემა, რომლებთანაც ურთიერთობდნენ. აღსანიშნავია, რომ გამცემლებს (მოღალატეებს) შორის ყველაზე მეტი პროცენტი სასწორებს ეკუთვნით. სასწორებს შორის ასევე მრავალი კურტიზანი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, მაგრამ ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ეს რიგები შეივსო ქალი-კირჩხიბების რაოდენობით. სასწორებს შორის სამხედროები ნაკლებია, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, როგორებიცაა, მაგალითად, ადმირალი ნელსონი, გენერალი ეიზენჰაუერი.

ის ბრწყინვალედ იცნობს კანონებს, გრძნობს მათ და ცდილობს დაიცვას. სასწორებს შორის იუსტიციის მრავალი მუშაკია: პროკურორები და ადვოკატები (მაგალითად: ფ. პლევანკო). მაღალი დონის სასწორი _ ეს ნიჭიერი დიპლომატია, სასწორებში დიპლომატიურობა ქირონიდან მომდინარეობს.

მისთვის სტაბილურობის განსახიერებას წარმოადგენს ჰარმონია, ამიტომაც ყველაფერში ეძებს მას. სასწორების ქვეყანა _ ინგლისი, ამიტომაც ამ ნიშანს მჭიდროდ და ინტიმურად აკავშირებენ ინგლისელ ერთან.

სასწორებს შორის მრავალი პოლიტიკოსია, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა, ხოლო ცუდ შემთხვევაში _ ორი მხარის ერთმანეთზე წაკიდება, რათა ამ დაპირისპირებიდან რაიმე სარგებელი მიიღონ.  “რკინის ლედი” _ მარგარეტ ტეტჩერი, ვილსონი და რიჩარდ III _ ასევე სასწორები იყვნენ.

კიდევ ერთხელ ხაზი ესმება იმას, რომ დაბალი დონის სასწორი _ ეს გამცემი და მოღალატეა. სასწორებში გამოვლინების სპექტრი საერთოდ ძალიან ფართეა, სასწორები იყვნენ: ესენინი, ლერმონტოვი და პავლე I.

მისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს საკუთარ თავში ხელოვნების საწყისის ჩამოყალიბება. საკუთარი შინაგანი ენერგიის და უნარის – არ იყოს ცივი _ ფაქიზი გამოყენებაა. საქმე იმაშია, რომ სასწორებს შეუძლიათ იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშნებიდან ყველაზე ცივი ნიშანი, რამეთუ ერთადერთია, რომელიც წარმოდგენილია უსულო ბუნებით _ მეტალის ცივი სასწორის სახით.

მისი კარმული ამოცანა _ იყოს ფაქიზი, “სააფთიაქო” სასწორი. მან არანაირ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ “სასწორის ღერძი დაჟანგდეს”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებს სიტუაციის გაწონასწორებას, არადა, აუცილებლად სჭირდება სიტუაციაში ფაქიზად ჩართვა. მხოლოდ მისი არსის გაანალიზებით შესძლებს სიტუაციაში ჩართვას და ადამიანების დახმარებას, რათა მიაღწიონ ჰარმონიას.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

სასწორი.

მმართველი ვენერა.

პასუხისმგებლობიანი სასწორი

ქმნადობის ზონიდან, მისი გაფორმების აქცენტის ზონაში ფუნქციის კავშირიდან (რომელიც ტყუპებისთვისაა დამახასიათებელი) გადასვლისას, აქცენტი გადადის სტრუქტურის ფუნქციებზე, რაზეც მუდმივადაა მიმართული სასწორების ყურადღება. სტრუქტურა არის ელემენტებს შორის კავშირების ერთობლიობა, რომლის წყალობითაც ისინი (ელემენტები) ქაოტური ნაკრებიდან ხარისხობრივად ახალ ობიექტად _ ერთ მთლიანობად იქცევიან. ამიტომაც სასწორებისთვის (ტყუპებისგან განსხვავებით), სულაც არ არის სულერთი ელემენტების ბუნება, რამდენადაც სხვადასხვა წარმოშობის ელემენტების შეკავშირება ერთ მთლიანობაში სხვადასხვანაირადაა საჭირო. უფრო მეტიც, სასწორებმა თვალყური უნდა მიადევნონ სხვადასხვა კავშირების იმ რაოდენობასა და ურთიერთქმედებას, რომლებიც ქმნიან სტრუქტურას.

სასწორები _ გადაჭარბებულად რთულია ამ ნიშნის გაგება და აღწერა. ისინი სავსენი არიან წინააღმდეგობრიობებით და, ამავდროს, მიუწვდომელი სახით აბალანსებენ არა მხოლოდ ამას, არამედ, თავად დრამატულ შინაგან სიტუაციებსაც.

ერთის მხრივ, სასწორი _ კარდინალური მამაკაცური ნიშანია, თამამი, გადაწყვეტილების მიმღები და აქტიური, ხოლო მეორე მხრივ _ იმართება ქალური პლანეტა ვენერათი.

ერთის მხრივ, ისინი მიეკუთვნებიან ცივი ჰაერის სტიქიას, მეორეს მხრივ _ ანსახიერებენ ეგზისტენციალური (და არამც და არამც მენტალური) წონასწორობის, სილამაზისა და ჰარმონიის პრინციპს, რომელიც საერთოდ ჩაუწვდომელია გონებისთვის.

სასწორი _ ერთადერთი უსულო ნიშანია ზოდიაქოში (დანარჩენი ნიშნები _ ადამიანებისა და ცხოველების სიმბოლოებით აღინიშნება), და ისინი ახდენენ უშუალო უპიროვნო აბსოლუტის სიმბოლიზებას. ჰარმონიისა და წონასწორობის მთავარი პრინციპი, რომელიც ადამიანისთვის თანდათანობით, მაგრამ მისი ევოლუციური განვითარებისა და ცნობიერების გაფართოების ზომით, იხსნება. სასწორი ახდენს არა სტატიკური, არამედ დინამიკური წონასწორობის სიმბოლიზებას: ველოსიპედისტს რთულ ვირაჟზე*, ადიაბატას** აირის გაფართოებისას, ეკოლოგიურ პროცესებს ახალი სახეობის დაღუპვის ანდა დაბადებისას. სასწორებს, როგორც გაფორმებულ ჰაერს, მიცემული აქვთ არა მენტალური, როგორც ტყუპებს, არამედ უფრო მეტად მაღალი, სამყაროს წონასწორულ-სტრუქტურულ-მთლიანი აღქმელობა. მაღალი დონის სასწორები ხედავენ ობიექტსაც, მის შემადგენელ ელემენტებსაც, მათ შორის კავშირებსაც _ როგორც განსაზღვრული აუცილებელი და გამაწონასწორებელი სტრუქტურისა, _ და სამყაროსგან განცალკევებულ ობიექტსაც და, იმავდროულად, მასთან (სამყაროსთან) მის კავშირსაც. ჰარმონიის რაციონალური სახით წვდომა ადამიანისთვის არაა მოცემული, მაგრამ სასწორები ადამიანს უთითებენ ერთ-ერთ იმ გზაზე, რომლითაც ჰარმონიის წვდომაა შესაძლებელი: ობიექტის შინაგანი წონასწორობის ძიების მეშვეობით, რომელიც განიხილება როგორც სისტემა _ ელემენტებს შორის ურთიერთობის რთულ სისტემასთან.

ადამიანი სასწორი

წარმოადგენს რა ჰაერის სტიქიას გაფორმების ზონაში, სასწორი კარგად აცნობიერებს საკუთარ სტიქიას და დაწვრილმანებას არ იწყებს. განსხვავებით ტყუპებისგან, სასწორი არ გაეცნობა ნებისმიერს და არ გადასცემს ინფორმაციას, სანამ არ განსაზღვრავს მასთან საკუთარ ურთიერთობას. სასწორებისთვის დამახასიათებელია რამდენადმე განმაკერძოებელი, ცივი სილამაზე და ესთეტიკურ-გამაწონასწორებელი გამოხედვა; ყველა საკითხისადმი მიდგომა _ განსაკუთრებით სოციალურთან _ ტყუპებში უფრო მეტად დემოკრატიულია. სასწორების ნათელი მაგალითია _ საზოგადოების ყველაზე მაღალი წრეებიდან ესთეტ-ინტელიგენტი, მომხრე კონცეფციისა “ხელოვნება ხელოვნებისთვის” და შეხედულების წერტილიდან, რომ: ყოველი სპეციალური ფენა იყენებს (და აწარმოებს) საკუთარ კულტურას _ სხვებისთვის შეუვალსა და არასაჭიროს. რა თქმა უნდა, რჩება რა ჰაერის სტიქიის კარდინალურ ნიშნად, სასწორი (თუ მოისურვებს და საჭიროდ ჩათვლის) ადვილად შეძლებს უცხო სოციალურ ფენაში გადასვლას და ბრწყინვალედ აღიქვამს ყველაფერს, რაც იქ ხდება, მაგრამ თავადაც და გარემოცვაც მთელი დროის მანძილზე შეიგრძნობენ სასწორის უცხოტომელობას. სასწორისთვის ზედმეტადაა დამახასიათებელი ინტელექტუალური და ესთეტიკური სნობიზმი (ღრმა ეგოს საფუძველი აქვს _ აბსოლუტთან სიახლოვე, _ მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ სასწორი ამას ზუსტად ასეთი სახით ჩამოაყალიბებს), რომელიც საკუთარი ზედაპირულობის შეგრძნებისგან დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ სასწორს მოცემული არ აქვს ცხოვრების ის უშუალო (არსობრივი) შეგრძნება, რომელიც აქვთ ქალურ ნიშნებს (განსაკუთრებით კი მიწის ნიშნებს); სასწორები გათვლილები არიან გამონაკლის ფაქიზ, დახვეწილ სამყაროს აღქმაზე და თუ ამ ფაქიზ, დახვეწილ აღქმელობას არ ავლენენ, მაშინ საკუთარ თავებს ხისტებად, მოწყვლადებად, მეორადებად და არაორიგინალურებად გრძნობენ. იქ, სადაც სქელკანა კურომ დიდი ხანია უკვე (მისთვის არსობრივი) გაიგო, სასწორები კიდევ დიდი ხნით საჭიროებენ განწყობას, ორჭოფობენ, უყურებენ და სხვადასხვა მხრიდან აფასებენ, სანამ მოცემული სიტუაციის (რომელიც საშუალო დონის კუროსთვის შეიძლება სრულიად მიუწვდომელი იყოს) განსაზღვრულ, ფაქიზ ჰარმონიას არ შეიგრძნობენ და საკუთარ თავდაჯერებულობას მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობენ. თუ ეს მაინც არ მოხდება, სასწორები იძულებულნი არიან საკუთარი შეფასებისას რაიმეზე მოახდინონ ორიენტირება (უფრო ხშირად ეს მათი სოციალური ფენის საზოგადოებრივი ქვეცნობიერია, რომელიც მათთვის საკმაოდ ავტორიტეტული პირის სახით არის გამოხატული) და მეორადი სასწორები ხდებიან, რომელთა პირადი გრძნობა _ სილამაზისა, სამართლიანობისა და ჰარმონიისა, _ შეცვლილია საზოგადოებრივით.

სასწორები _ ყველაზე უფრო ფაქიზი და დახვეწილი მოწყობილობაა ზოდიაქოს ყველა ნიშნიდან და ვალდებულნი არიან საკუთარ თავებს ექსპლუატირება მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში გაუწიონ; სხვანაირად რომ ითქვას, გირები არ უნდა იყოს ძალიან მძიმე, რათა არ გადაწონონ ისარი, ხოლო ხანდახან სასურველია მინის თავსახურიც (სარქველიც) კი. ეს პირობები, პირველ რიგში, ეხება იმ სოციალურ ფენას, რომელშიც სასწორია: თუ ის უცხოტომელია, შეიძლება სასწორი დაიმსხვრეს (მწყობრიდან გამოვიდეს). სამაგიეროდ, თუ სასწორი თავის ადგილზეა, საზოგადოებაში მთავარი ავტორიტეტი, მოსამართლე და მოდის კანონდებელი ხდება.

სასწორი _ წონასწორობისა და სიბრძნის ნიშანია: მათი მთავარი კარმული დანიშნულება იმაშია, რომ ყველა სიტუაციაში, რომელშიც მოხვდებიან, შეიტანონ სილამაზე და ჰარმონია; მხოლოდ ერთია, ეს სიტყვები სწორად უნდა იქნეს გაგებული. პირველ რიგში, ყოველი სიტუაცია, თავისი მაღალი შეხედულების წერტილიდან, უკვე ჰარმონიულია, მაგრამ ეს, ჩვეულებრივ, იმ მონაწილეებისთვის მიუღწეველია, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. მეორე რიგში, ყოველ სიტუაციას აქვს ზოგიერთი, შინაგანი შინაარსი და შინაგანი ლოგიკური განვითარება, რომელიც სასწორებმა მანამ უნდა გაიგონ, სანამ მათში ამუშავდება წონასწორობისა და ჰარმონიის გრძნობა. ზუსტად სიტუაციის ეს შინაგანი შინაარსი უნდა იყოს აღქმული ფაქიზი სასწორების მიერ, რის შემდეგ ისინი დაინახავენ მის ჭეშმარიტ (მონაწილეთა დონეზე) დისჰარმონიას, მის ფაქიზად დაბალანსებასა და ჰარმონიზაციას.

სასწორების ზემოქმედების ჩვეულებრივი გზა _ გონებრივი საქმიანობის ანდა სტრუქტურის გარდაქმნის მეშვეობით მიემართება.

ერთი შეხედვით ძალიან უცნაურად ჩანს, რომ სასწორი ეს მამაკაცური და ამავდროს კარდინალური ნიშანია. სასწორში ეს თვისებები იმაში ვლინდება, რომ მიდრეკილია (და უნდა იყოს კიდეც) ინიციატივის მუდმივად გამოვლენისკენ და აქტიურად უნდა მოახდინოს ზემოქმედება  ყველა იმ სიტუციაზე, რომელშიც აღმოჩდება; აქ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მანამდე, სანამ ზემოქმედებას მოახდენს, სიტუაციაში უნდა ჩაერთვას და ყველაფერი დეტალურად შეაფასოს და აწონოს.

ვენერას მმართველობა სასწორებს  ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევთ, აღიქვან სოციუმი და ესთეტიკურად შეაფასონ რეალობა. სასწორები ესთეტიკურ კრიტერიუმებს იღებენ უშუალოდ იმ ეგრეგორიდან, რომელსაც ემსახურებიან; საშუალო განვითარების სასწორები საკუთარ თავში ანსახიერებენ საკუთარი წრის ესთეტიკას. ესთეტიკა სასწორებისთვის ნიშნავს შეუდარებლად მეტს, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის, ის მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მათ ეთიკას, ანუ სასწორები თვლიან კარგ და სწორად იმას, რაც ლამაზად ეჩვენებათ, და ცუდად და უზნეოდ იმას, რაც სიმახინჯედ წარმოუდგენიათ. ვენერა, გარკვეული დოზით, ახდენს სასწორების სიცივის კომპენსირებას მათი ყურადღებისა და ლამაზად გამოხატვის უნარით (ხოლო ხშირად ლამაზი გარეგნობითაც კი); საშუალო ოქტავის ტიპიური სასწორები წარმოდგენილნი არიან დახვეწილი-ლამაზი და გარეგნული ბრწყინვალე აღზრდა-ზრდილობიანობით, ხოლო მოდური სალონის დიასახლისისთვის _ შინაგანი სიცივითა და გულრილობით, რომლისთვისაც ზოგიერთი ადამიანი იმ დოზით ფასობს, რომლითაც ეს ადამიანი მისი -დიასახლისის – სახლის სამკაულად მოიაზრება (მაგრამ ამ სიდიდეს, მიუხედავად მოდის ნახტომებისა, ძალიან ზუსტად იცნობს). ვენერას მმართველობა სასწორებს, ასევე, აძლევს დიდ რეალურ ძალაუფლებას, რომელიც ხშირად სათანადოდ არ ფასდება _ ძალაუფლება სილამაზისა და წონასწორობისა, რომელიც იკავებს სტრუქტურას. რთულია უარის თქმა, როცა რაიმეს გთხოვთ ლამაზი ადამიანი (ქალი ან კაცი), მაგრამ უფრო რთულია წახვიდე საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ, რომელიც გამოხატულია, თითქოს–და, არც ისე თავს მოხვეული სიტყვებით: “რა არა სასიამოვნოა, ასე არ იქცევიან”. ეს გამოხატულებები ახდენენ განსაზღვრული სტატიკური მდგომარეობის სიმბოლიზებას, მისი შექმნის (ეგრეგორის გაფორმება)  პროცესში მოცემული საზოგადოების ანდა სოციალური წრის მხრიდან რთულად მიღწეულსა და ძალიან მყარს _ აქ სასწორის წონასწორობა საჭიროა წარმოვიდგინოთ არა მერყევი სააფთიაქო პინების სახით, არამედ  ღრმა ფოსოში (ღმულში) მოთავსებული ბურთულის წერტილიდან: პატარა ბიძგის შემთხვევაშიც კი ის იმ წამსვე ბრუნდება უკან _ თავის საწყის პოზიციაში. როცა სასწორები განწყობილნი არიან ამ წონასწრობაზე, უკვე სხვა ადამიანები ხდებიან: უხეშები, მძლავრები და მძიმეები, მაგრამ, ამავდროს, საკმარისად ფაქიზად ადევნებენ თვალყურს საზოგადოებისთვის არსობრივ მომენტებს _ და მხოლოდ მათ. ასეთი სამართლიანობის მანქანა, და ცენზურაც კი, ფხიზლად ადევნებს თვალყურს მწუხარებასა და ბედნიერებას პოეტების ლირიულ ლექსებში, რომელიც ცოცხლობს მოცემული საზოგადოების აყვავების ეპოქაში.

განვითარებული სასწორების ძალაუფლება იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეუძლიათ დააბალანსონ ყველაზე რთული, დაძაბული და წინააღმდეგობრივი სიტუაცია, სარგებლობენ ამ სიტუაციის ძალიან ღრმა და ზუსტი აღქმით (რის გამოც, ვენერასთან ვალში არიან) და მსუბუქი ზემოქმედებით _ შესრულებული ვენერასეული ზღვარით და ძალდაუტანებლობით; ზუსტად შესრულებულ ვენერასეულ ღიმილს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უფრო სწორხაზოვნად მოაზროვნე პლანეტებსა და ნიშნებს ჰგონიათ.

მარსის ტყვეობა ვენერას აძლევს შინაგან ენერგიასა და აქტიურობას, მაგრამ ერთდროულად აყენებს ამ მისწრაფებების ადეკვატური გამოხატვის პრობლემას. სირთულე იმაშია, რომ მარსი სასწორს აძლევს ძალიან გამძაფრებულ სამართლიანობის გრძნობას, რომელიც უსამართლობისას  დაუყოვნებლივ გამოხატვას ითხოვს; მხოლოდ იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და შეიქმნას ჰარმონია, საჭიროა სიტუაცია თავიდან ძალიან ფაქიზად შეიგრძნოს (რაც ყოველთვის დროსა და ძალებს ითხოვს), და მხოლოდ ამის შემდეგ ეძიოს ადეკვატური და ხშირად საკმაოდ დელიკატური გავლენის საშუალებები; და ისიც და ესეც, ძალიან რთულად გამოსდის მოუთმენელ და სწორხაზოვან მარსს. ამიტომ, ცუდი დამუშავებისას, სასწორები იძენენ მოუქნელობას და აგრესიულობას, იმის მაგივრად, რომ აღადგინონ წონასწორობა, მას უხეშად არღვევენ და, გარკვეული დროის შემდეგ, არეკვლის კანონით იღებენ უკუგებით დარტყმას, რის გამოც უფრო მეტად დისჰარმონიული სიტუაცია წარმოიშობა, ვიდრე საწყისი იყო. ამავდროს საჭიროა გვახსოვდეს, რომ სასწორი _ ჰაერის ნიშანია და აქ მარსიანული სიუხეშე და აგრესია უფრო მეტად მენტალურ-კომუნიკაციურ ხასიათს დებს; სასწორები არ დაიწყებენ მუშტების გამოყენებას, ხოლო მათი ლანძღვა რამდენადმე აბსტრაქტული იქნება.

კულმინაციაში მყოფი სატურნი განვითარებული სასწორის ღერძის სიმბოლიზებას ახდენს, რომელიც მას კონკრეტულ სიტუაციებში, ჰარმონიის მიღწევის პრობლემების გადასაწყვეტად ერთდროულად  სიმყარეს და სიბრძნეს აძლევს. სატურნი ზუსტად ახდენს ძალიან ჰაეროვანი სასწორის მატერიალიზებას, აბრუნებს რა უფრო პრაქტიკული შეხედულებისკენ და იდეალურ–მენტალურ სფეროებში მათ ორჭოფობას ზომებში ამცირებს, რისკენაც, საკუთარ მაღალ ოქტავაში, მიდრეკილება აქვთ.

დაუმუშავებელ სასწორებს შეუძლიათ გამოიწვიონ ძალიან ძლიერი გაღიზიანება, კონკრეტული პრობლების გადაწყვეტისას მიდიან ენ–რაოდენობის სხვადასხვა შეხედულების წერტილიდან განხივლის გზით, რომელიც არანაირად არაა დაკავშირებული საქმის არსთან. დამუშავებული სატურნი სასწორებს აძლევს მეფე სოლომონის სიბრძნეს და მის მეთოდებს საჩივრების გადაწყვეტისას (ხანდახან ძალიან ბრძნულსაც კი მარსის საზიანოდ, რომელიც, სატურნის გამოვლინებისას, შესაძლებელია, საბოლოო ტყვეობაში მოექცეს); მხოლოდ მაღალი ოქტავის სასწორებისთვისაა მისაღწევი ამ პლანეტების პრინციპების სრული შეთანხმებული განვითარება; ეს – ჭეშმარიტი დიპლომატები, იურისტები და კანონმდებელ-პრაქტიკოსები, ფაქიზად შეიგრძნობენ საკუთარ ერს და ერის შესაძლებლობას მოახდინოს კანონის, სასამართლოების და ციხეების სისტემების ინტერპრეტაცია.

მზის ვარდნა დაბალი ოქტავის სასწორებს აძლევს (სწორ) უკიდურეს დაურწმუნებლობას საკუთარ თავში და ძლიერ ორიენტაციას საკუთარი წრის საზოგადოებრივ შეხედულებებზე, პირადი ნება სუსტია, მაგრამ ადვილად განეწყობა კოლექტივზე და, ხანდახან, ძნელია ადამიანის გადართვა და გადარწმუნება, ხოლო მთავარი _ ეს უაზრო საქმიანობაა, რამდენადაც დაბალი დონის სასწორს საკუთარი პირადი აზრი და ნება მაინც არ აქვს. მხოლოდ დამუშავებისას (მოცემულ შემთხვევაში ეს რთულია) სასწორები იწყებენ გაგებას, რომ პირადი ნების სისუსტე მათთვის უბრალოდ აუცილებლობაა (და შედარებითი სიმსუბუქეა) საკუთარ კარმულ ეგრეგორზე (და არა სიტუაციაზე ანდა სოციალურ ფენაზე, როგორც დაბალ და საშუალო დონის სასწორებს აქვთ) ზუსტად განწყობისთვის, რომელიც (რამდენადაც შესაძლებელია) ზუსტად ეტყვის _ მოცემულ სიტუაციაში რა და როგორ არის საჭირო რომ გაკეთდეს და სად არის თავისუფალი ნების საზღვრები. აქ ისევე, როგორც ვერძში, სიმბოლური მზის დამუშავება ნიშნავს: პირადი ნების გაცნობიერებას როგორც წმინდა ყურადღების შესაძლებლობას, ხოლო თავისუფლებისა _ როგორც ამ ყურადღების მიმართულების თავისუფალი არჩევანი; მზის ვარდნა ამ ამოცანას სასწორისთვის უფრო ადვილს ხდის, ვიდრე ვერძისთვის, სადაც მზე კულმინაციაშია.

სასწორების სიტუაცებს ხშირად აქვს ხარისხობრივი სიტყვა “სამართლიანობა” ანდა მისი ძიების ხასიათი. ეს ხშირად სასამართლო, ოჯახური თათბირი ანდა ძიების შედეგების ანალიზია. სასწორის სიტუაციებისთვის დამახასიათებელია ემოციებიდან ყურადღების გადატანა, მრავალმხრივი განხილვა, არჩევანისა და შეფასების სხვადასხვა სახის კრიტერიუმები. სასწორის სიტუაციების ესთეტიკური ვარიანტი _ მაგალითად, მხატვრის მდგომარეობა, რომელიც ხვეწს სურათს, წონასწორობის ძიების გზებით, მასზე დადებული ფორმებისა და ფერების მეშვეობით. სასწორის სიტუაცია რეალობაში ძალიან ხშირად წარმოიშობა, მაგრამ საკუთარი სიფაქიზის ძალით, მონაწილეების მიერ, მეტწილად არ ცნობიერდება  და მისი გადაწყვეტა ესთეტიკის და ჰარმონიის შეხედულების წერტილიდან საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ რთულად ყალიბდება და ამიტომ იშვიათად ცნობიერდება. ამავდროს მოცულობითი მაჩვენებლებით სიტუაციის შეფასების (ვთქვათ, ერთი თვის განმავლობაში ბანაკში მყოფი მოზარდის წონაში მატების საშუალო მაჩვენებელის) შესაძლებლობა იშვიათია, მაგრამ გამოთვლადია ცნობიერებისთვის და ამიტომ ფარავს მომდევნო გზას; ის უფრო მეტად ეკუთვნის მერკურსა და ქალწულს.

დაბალი ოქტავის სასწორის სიტუაცია წარმოდგენილია სასამართლოს მიკერძოებულობით ტოტალიტარულ სახელმწიფოში; მისი მაღალი ოქტავა ადამიანის ცნობიერებისთვის ფაქტიურად მიუწვდომელია, რამდენადაც კარმის კანონს ეხება, რის გამოვლინებასაც ვხედავთ მხოლოდ არასრულყოფილ მოდელებზე. აქ საჭიროა გვახსოვდეს, რომ უმაღლესი სამართლიანობა და უმაღლესი სასამართლო ხორციელდება მუდმივად, მაგრამ იმისთვის, რომ დავინახოთ, საჭიროა ფართო ცნობიერების ქონა და სამყაროზე ეგოისტური და პირადი შეხედულებებისგან გათავისუფლება. მაღალი ოქტავის სასწორის სიტუაცია _ ეს, ბუდის თვალებით დანახული სამყაროა.

მზე სასწორში აყენებს ერთ-ერთ ყველაზე რთულ კარმულ ამოცანას, რომლის რეალიზება შეიძლება მხოლოდ პირადი ნებისგან მაქსიმალურად გათავისუფლებით, რაც სიმბოლიზდება მზის ვარდნით.

მზის ეს მდებარეობა ნიშნავს, რომ ადამიანის მეშვეობით უშუალოდ ტრანსლირდება ეგრეგორის ნება, რომელიც მართავს იმ სიტუაციას, სადაც ადამიანი იმყოფება.

განვითარების დაბალ დონეზე ამ გარემოების ქვეცნობიერის მიერ ინტერპრეტაცია შემდეგი შეგრძნების სახით ხდება: “მე _ მოსამართლე და მეფე, ჩემი მსჯელობა შეუცდომელია, ხოლო ნება წმინდაა”.

დამუშავებისას, ყველაზე რთულ და დაძაბულ სიტუაციებში, თანდათანობით ვლინდება შესანიშნავი ალღო  სწორ ქმედებზე (ადამიანს, თითქოს–და, რაღაც  შიგნიდან უბიძგებს), რომელიც მით უფრო უკეთ მუშაობს, რაც უფრო ყურადღებიანია ადამიანი სიტუაციებისადმი და პირადად მისით, ცნობიერად და ქვეცნობიერად, ნაკლებადაა დაინტერსებული.

დაზიანებისას, ჩდება სოციალური სნობიზმისა და მორგებულობა-შემგუებლობისკენ, ხოლო, რთული სიტუაციების გაწონასწორების მცდელობებისას კი დაუფიქრებელ-გაუზრებელი მსჯელობებისა და ქმედებებისკენ მიდრეკილება;

ხშირად ვლინდება აგრესია სოციალური ფენის მხრიდან, განსაკუთრებით _ მენტალური.

მზე სასწორში უთითებს მიდრეკილებაზე _ საკუთარ თავზე აიღოს სიტუაციის მართვა, რომელიც დისჰარმონილად იშლება.

* ვირაჟი Fr. virage”მობრუნება”1. მობრუნება, მოხვევა, მრუდ ხაზზე მოძრაობა (თვითმფრინავისა, ავტომობილისა, გემისა და სხვ.).
2. საავტომობილო გზის, ველოტრეკის ან სპორტული ბილიკის შიგნითკენ დახრილი ნაწილი მრუდხაზოვანი მოძრაობისათვის. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

** ადიაბატა L. თერმოდინამიკურ დიაგრამაზე ადიაბატური პროცესის გამომსახველი წირი. Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. – I-ლი გამოც.. – [თბ.] : ფანტაზია, 2006. – 28სმ.[MFN: 136149].

წყარო: . . შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

აქ მზე იმყოფება ვარდნაში, ამიტომ მისი თვისებების გამოვლინება რამდენადმე შესუსტებულია, მაგრამ ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას აძლევს დიპლომატიურობასა და მშვიდობისმოყვარეობას, კომუნიკაბელურობასა და კომპრომისების პოვნის უნარს. არ უყვართ კამათები, კონფლიქტები. ჰარმონიული ასპექტები ასევე, აძლევს: თანამშრომლობისკენ მისწრაფებას, დახვეწილობას, ხელოვნების, ინტელექტუალური შრომისა და გონებრივი საქმიანობის სიყვარულს. სუბიექტს აქვს ჰაეროვანი, მსუბუქი და კომუნიკაბელური ხასიათი, სამართლიანობას, როგორც თანასწორობას, ისე იგებს. გარეგნულად ძალიან სასიამოვნო, საყვარელი და მეგობრულია. სასწორებს მუდამ აქვთ განსაზღვრული თავდაუჯერებლობა; თანამშრომლობის, თანაავტორობის აუცილებლობის მოთხოვნილება; ისინი საჭიროებენ შექებას, წახალისებას, კეთილგაწყობას; ადვილად ღელდებიან, მაგრამ ასევე ადვილად წყნარდებიან. ეს კარგი მდებარეობაა კულტურისა და ხელოვნების მუშაკებისთვის, იურისტებისა და დიპლომატებისთვის, ადმინისტრატორებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მართვის აპარატის თანამშრომლებისთვის.

თუ მზე დაზიანებულია, ადამიანის ხასიათში ვლინდება ისეთი შტრიხები, როგორიცაა: მიდრეკილება ღელვისა და განცდისკენ (ნებისმიერი მიზეზით), ადვილად და უცბად შეყვარებისკენ; თავქარიანობა, დაუფიქრებლობა, ქარაფშუტობა, ფუქსავატობა, განგაშიანობა; მიდრეკილება გუნების გაფუჭებისკენ; ამაღლებული აღგზნებადობა, პატივმოყვარეობა, მფლანგველობა, ეგოიზმი, რაციონალობა, მერკანტელიზმი, სხვების პრობლემებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, სხვისი ხელით ცეცხლის დანთებისკენ მისწრაფება, გამძაფრებული აღმქმელობა, ესთეტიურობა, მეოცნებეობა, ზიზღიანობა. არ უყვართ ფიზიკური შრომა, ბინძური საქმე. ასევე აძლევს: თანასწორობის გათანაბრებულობით შეცვლას, შურიანობას, ზედაპირულობას, დილეტანტიზმს, სხვების პრობლემებში ღრმად წვდომის სურვილის უქონლობას, ამაღლებულ დამქანცველობას, დასვენების აუცილებლობას, თავდაჯერებულობის უკმარისობას.

ომისთვის, რომ სასწორი თქვენდამი დადებითად განაწყოთ, საჭიროა გამოხატოთ შექება, კეთილგანწყობა, წახალისება და თანაგრძნობა, არაა საჭირო მათი აღელვება, მათთვის სხვების პრობლემების თავსმოხვევა, აუცილებელია მათი სიწყნარის დაცვა, მათ დასვენებაზე ზრუნვა. ყველაზე უპირობო საშუალება სასწორის მოსაშორებლად _ თავს მოახვიოთ საკუთარი პრობლემები და ჩამოართვათ სიწყნარის საშუალება.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

დიპლომატიურები, ელეგანტურები, ჩამწვდომები. ქცევა ხაზგასმულია გონებითა და ინტელექტით. გრძნობების მოჭარბებისას, ვნებებს სადავეების ხელში აღების საშუალებას არ აძლევენ, ცდილობენ შეინარჩუნონ წონასწრობა. მთელი თავისი მგრძნობიარობის მიუხედავად იცავენ მათი გამოვლენის კულტურას, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის ფორმა. მათთან ურთიერთობა სასიამოვნო და ჰარმონიულია, უყვართ და ანვითარებენ ხელოვნებას. ძლიერ განვითარებული აქვთ შესანიშნავის, სილამაზის გრძნობა. იმოსებიან გემოვნებით. უყვართ დიდი დღესასწაულები. არ უყვართ არაფერი ვულგარული. ესთეტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, უკულტურო, ზედმეტ გამოვლინებებს უარყოფენ. ძლიერ განვითარებული აქვთ ფორმის გრძნობა, რასაც არსამდე წვდომის სურვილის უქონლობამდე მიჰყავთ, აქედან მოდის იმედგაცრუება, ზედაპირულობა, რჩება რაღაც მოწყვლადი, უფორმო. მოქნილი ზრდილობიანობა, სხვებთან ყოველთის დისტანციას იკავებენ, მიუხედავად მათი კონტაქტურობისა _ მარტოობის საშიშროებაა. ხასიათი _ აღმქმელი, ინტერესები _ სხვადასხვა სახის, ძალიან კომუნიკაბელურები არიან, უყვართ წაკამათება, ურთიერთობებში _ ცივები არიან, რაც სხვებს იზიდავს, რადგანაც ამ სიცივის  მიღმა იგრძნობა შეკავებული გრძნობა.

თუ გრძნობები აფეთქდება, წონასწორობა ირღვევა, რაც მათთვის რთული და სახიფათოა, ამიტომაც უპირატესობას ანიჭებენ ზოგადად სიყვარულს, ცხოვრობენ ილუზიებით. წლებთან ერთად შესაძლებელია თვალთმაქცები, ნიჭიერი მსახიობები გახდნენ. იციან ადამიანური სისუსტეებისა და მათი დაძლევის აუცილებლობის შესახებ, ამიტომაც საკუთარი თავის აღზრდა შეუძლიათ. აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, საკუთარ თავში პოულობენ ბოდიშის მოხდის ძალას, შესარიგებლად პირველები იწვდიან ხელს. გონებამახვილები და საინტერესო თანამოსაუბრეები არიან. მათი დანიშნულება _ გაწონასწორება, მოლაპარაკებების წარმოება, წარმომადგენლობაა. ხელოვნება, მუსიკა, ყველაფერი, რაც ცხოვრებას ალამაზებს და კარგ გემოვნებას ითხოვს _ მათი საქმეა (პარიკმახერიდან კულტურული დაწესებულების ხელმძღვანელამდე). ჰარმონიის ძლიერი მოთხოვნილებისა და საკუთარი კომუნიკაბელურობის წყალობით გარშემო ყოველთვის კარგ კლიმატს ქმნიან, მათთან ადვილი და სასიამოვნოა მუშაობა. სხვების წარმატებები არ აბრკოლებთ, მხოლოდ თვალყურს ადევნებენ იმისთვის, რომ მაგალითი აიღონ. მხოლოდ ერთია, არ უყვართ, თუ მათ ღირსებას აკნინებენ. ბუნებით თავდაუჯერებლები არიან, რადგანაც ერთდროულად ორ მხარეს ხედავენ და მერყეობენ, ცდილობენ შეინარჩუნონ წონასწორობა, ამის გამო საჭიროა მათი შექება, მაგრამ ხელმძღავნელობამ უნდა გაითვალისწინოს და დაიმახსოვროს სასწორის გაფანტულობა, წვრილმანებს ვერ ამჩნევენ, მათი გონება მოძრავია, არ ჰყოფნით კონცენტრაცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, დაშვებულ შეცდომებზე ბოდიშს წამსვე იხდიან _ ამას  მათი ჰარმონიის გრძნობა ითხოვს. ძალიან მწარმოებლები არიან, მაგრამ საჭიროებენ კარგ თანამშრომლებს, რადგანაც არ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა. მათ  სამართლიანობის გრძნობა ძლიერგანვითარებული აქვთ. შრომისმოყვარეები არიან, განსაკუთრებით 29 წლის ასაკის შემდეგ. ეძებენ ცოდნას, სულიერ ინტერესებს.

კავშირების საფუძველი _ სიყვარულია, პირველ ადგილზე ჭეშმარიტი ერთიანობაა (ოცნების განსხეულება იდეალზე), მაგრამ უყვართ ფლირტაობაც, კეკლუცობაც, ამასთან ერთად, ფლირტი ყოველთვის არ მიდის სიახლოვემდე და არ მეტყველებს მათ მზაობაზე. მხოლოდ ეროტიული კავშირი ცოტაა, საჭიროა საერთო ინტერესები, ხელოვნების სიყვარული. აბსოლუტურ ერთგულებას არ ელოდოთ, ხელს უშლით ცნობისმოყვაროება და დამყოლობა (ხათრიანობა), თუმცა–ღა, შეკავებულნი და კულტურულებიც არიან. ბავშვები აღიზრდებიან გემოვნებით და დამოუკიდებლობით.

საშიშროებები: როცა წონასწორობა რატომღაც ირღვევა, კარგავენ ქცევის ხაზს, სახეს, და ხდებიან საკუთარი თავისთვის სამარცხვინოები, იწყება შეცდომების დაუსრულებელი ჯაჭვი. მეორე საშიშროება _ პარტნიორისადმი გადაჭარბებული პრეტენზიები _ საქმეში, სიყვარულში, მეგობრობაში, ეძებენ იდეალს და საეჭვოა იპოვონ. დაურწმუნებლები და არამყარები, რასაც მიჰყავს ქედმაღლობამდე, ფრანტობამდე*. გულღრძოები არიან, თუმცა, საკუთარ მრისხანებას იშვიათად აძლევენ გამოვლინების უფლებას.

ჰარმონია და დაბალანსებულობა _ ძირითადი ტონალობებია მისი ცხოვრების მუსიკაში. ის ინსტიქტურად გრძნობს ინტერესებისა და ადამიანების სურვილს შორის შეგუების (მორგების) აუცილებლობას; მუდამ მზადაა, მათ შესახვედრად წავიდეს. ის ტაქტიანი, კარგი დიპლომატია და აკეთებს ყველა შესაძლებელს, რომ თავი აარიდოს კონფლიქტებსა და უთანხმოებებს. მისგან თითქოს  თანამშრომლობისა და კომპრომისის სული მოდის. შარმის წყალობითა და სიფრთხილით აღწევს საჭირო შედეგებს იქ, სადაც ეს შეუძლებელია მიაღწიოს პირდაპირობით და რქებით გატანით.

ადამიანებთან ურთიერთობის აწყობის უნარი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას რისკავს აღმოჩნდეს სხვა ადამიანების აზრსა და წახალისებაზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებაში. იშვიათად იწყებს ქმედებას, თუ არ მოეთათბირება და რჩევას არ სთხოვს ვინმეს და არ ექნება მხარდაჭერა. დამოუკიდებელ ქმედებებზე მეტად უპირატესობას ანიჭებს თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობიდან მიღწეული წარმატებიდან საკუთარ წილ ჯილდოს მიღებას. მარტოობას, როგორც რაღაც საკმაოდ არაბუნებრივს, ისე გრძნობს. მას პარტნიორისა და მასთან ახლო ურთიერთობის უდიდესი მოთხოვნილება აქვს.

საკუთარი ენერგიის დიდ ნაწილს აძლევს იმ ადამიანს, რომელიც უყვარს. დიდი იდეალისტი და რომანტიკოსია ქორწინებას საკითხში, ეძებს პარტნიორს, რომელიც ერთგული იქნება როგორც ინტელექტუალურ ურთიერთობაში, ასევე ფიზიკურადაც და სულიერადაც. ხდება სერიოზული, მზრუნველი მეგობარი ანდა შეყვარებული და დიდ სიამოვნებას იღებს სიყვარულის ტრადიციული ატრიბუტებიდან _ ყვავილები და ა.შ. ასეთი ტიპის ურთიერთობები მას დახვეწილად აქვს წარმოდგენილი, რომელზეც არ ენანება დრო, ყურადღება და შემოქმედებითი ძალისხმევა. პარტნიორში აფასებს დახვეწილობას, სიფაქიზეს. პარტნიორი არ უნდა იყოს მოსაწყენი, უხეში და მკვეთრი.

ინარჩუნებს კეთილგანწყობილ ობიექტურობას და ადამიანს (რომელსაც ცხოვრება ახვედრებს) თანასწორი შესაძლებლობების საშუალებას აძლევს როგორც საკუთარ პირად ცხოვრებაში, ასევე დიდ სამყაროში, რომელშიც ის პირად მონაწილეობას არ იღებს. თუ რაიმესთვის იბრძვის, მაშინ ძალიან ხშირად ეს არის ობიექტურობა ადამიანთან ურთიერთობაში. თანასწორობა გადაჭარბებულად მნიშვნელოვანია მისთვის. სწამს ოქროს შუალედის, გაურბის ფანატიზმსა და ნებისმიერი სახის უკიდურესობებს.

სილამაზის და გარემომცველი ჰარმონიის ძლიერი მოთხოვნილება აქვს. სტილის ბუნებრივი გრძნობა და გემოვნება აისახება იმაზე თუ როგორ იცვამს, როგორ ორგანიზებას უკეთებს საკუთარ სახლს, სამუშაო ადგილს და ა.შ. _ ყველაფერი უნდა ეალერსებოდეს თვალს. ის სიამოვნებას იღებს, ადამიანებთან _ ადვოკატის, მრჩევლის, კონსულტანტის, სპეციალისტის, მოლაპარაკებების მწარმოებლის რანგში _ მუშაობისგან, ასევე ხელოვნების სამყაროში საქმიანობისგან, როგორიც შეიძლება იყოს დიზაინი ანდა ფოტოგრაფია.

* ფრანტი [პოლონ. frant < გერმ.] – ჩაცმა-დახურვას გადაყოლილი მამაკაცი.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

სასწორი _ “ჰაერის” ნიშანია, გამოსახულია გაწონასწორებული სასწორის სახით; იმართება მგრძნობიარე ვენერას მიერ. როგორც “ჰაეროვანი” ნიშანი, ის ამ ადამიანებს აძლევს ფილოსოფიის ინტერესს, ასევე უთითებს მათ უნარზე – საკუთარ ცხოვრებაში გააწონასწორონ სულიერი და მატერიალური მხარეები. დაჯილდოვებულნი არიან ყიდვა-გაყიდვის ნიჭით; ამ ნიშანთან ასევე დაკავშირებულია ადამიანებს შორის ურთიერთობებში მიუკერძოებლობა. ხშირად გატაცებულნი არიან პროექტებით, რომლებსაც მრავალი ადამიანისთვის სარგებელი მოაქვთ და არა უბრალოდ თავად მათთვისაა სარგებლიანი. ვენერათი მართული, – რომელიც უთითებს ცოლებსა და ქალებზე, – ჩვეულებრივ, ქორწინებაში იმყოფებიან და მუშაობენ (მეუღლეები) დამხმარეების ანდა პარტნიორების რანგში. თავად ანდა საკუთარი ინტერესების მიდევნით, როგორც წესი, არც ისე წარმატებულად მოქმედებენ.

სასწორის ნიშანში მზე დასუსტებულია, ამიტომაც ეს ადამიანები შესაძლებელია დაიტანჯონ მხედველობის სისუსტით, გულის დაავადებებით, ხშირი თავის ტკივილებით და საჭმლისმომნელებელი სისტემის დასუსტებით. მიდრეკილები არიან გადაჭარბებულად მოიხმარონ ტოქსიკური ნივთიერებები, ზოგადად, ქედმაღლები, მედიდურები, ამპარტავნები არიან და მიდრეკილება აქვთ თავაშვებულობისკენ. ეძებენ მშვიდობიან, ჰარმონიულ გარემოს. კარგი გემოვნება აქვთ, მეგობრულები, კეთილგანწყობილები არიან; ძალადობისკენ მიდრეკილება არ აქვთ. სხვების მიმართ თანაგძნობას გამოხატავენ და იზიდავთ დახვეწილი ანდა საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ადამიანები. არიან მიუკერძოებელნი, განვითარებული სამართლიანობის გრძნობით. სხვა ადამიანებს ხანდახან უჭირთ მათი ქცევის მოტივების გაგება.

შეუძლიათ ბრწყინვალედ შეადარონ ერთი ნივთი მეორეს და ამ დროს საკუთარ შეფასებებში გულწრფელები იყვნენ. ჩვეულებრივ, განწყობილნი არიან ავტორიტეტების წინააღმდეგ; აინტერესებთ პოლიტკური მოვლენები, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება. მათ სჭირდებათ სიფრთხილე დაბალი განვითარების დონის ადამიანების საზოგადოებაში და მავნებელ პროდუქტებთან მიმართებაში. სიამოვნებას იღებენ მოგზაურობებისგან და შეუძლიათ დაკავებულნი იყვნენ ბიზნესით, რომელიც დაკავშირებულია ძვირფასეულობასთან და სხვა იმ ნივთებთან, რომელიც გრძნობებს აღაგზნებს. საჭიროებენ შინაგანი სიმყარის და ძალის განვითარებას.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

24 სექტემბერი _ 23 ოქტომბერი

ადამიანი-სასწორი: ფაქიზი, დახვეწილი, დელიკატური. მცირედი უსიამოვნება, კამათი წონასწორობიდან გამომყვანია. ის მთელი ცხოვრება მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ ზრუნავს და აღადგენს წონასწორობას.

სურს სიყვარული და საყვარელად ყოფნა; საერთოდ თავს კარგად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა ატმოსფეროში სიმპატიის ელემეტებია. გულგრილობის ატმოსფეროში იწყენს და შეიძლება დაავადდეს კიდეც. მიდრეკილია სხვის აზრს დაუთმოს და კამათისას შესარიგებლად პირველმა გაუწოდოს ხელი.

ყიდულობენ იშვიათ, დახვეწილ საგნებს (ე.წ. “ბეზდელუშკებს”) და შემდეგ ჩუქნიან საკუთარ ახლობლებს ანდა საერთოდ სრულიად უცნობ ადამიანებს. რთულ პრობლემებს გაურბიან. მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა, ძალადობა მათთვის უცხოა, განსაკუთრებით თუ პირად ჰოროსკოპში არაა გამოხატული მარსი ანდა ურანი.

არ უყვართ მატერიალური პრობლემების გადაწყვეტა, ცდილობენ იცხოვრონ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. საბედნიეროდ, მათი გემოვნება და დეკორატიული უნარები, როგორც წესი, ახლობლების მხრიდან სიყვარულის გარანტიას იძლევა და ისინი ეხმარებიან, მათ შორის ფულითაც.

თუ მთლიანობაში ჰოროსკოპი დადებითია, შეიძლება საკუთარი ცხოვრების მატერიალურ უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს. ჩვეულებრივ, სიყვარულში ბედნიერია. თუ მარტოობაში აღმოჩნდა, თავს მიტოვებულად და ღრმად უბედურად გრძნობს, განსაკუთრებით _ თუ სატურნი ცუდ ასპექტშია მთვარესთან ანდა ვენერასთან. მხოლოდ ერთია, ჩვეულებრივ, სასწორები მარტოები არასდროს რჩებიან.

მთლიანობაში სასწორი _ ფაქიზი, აკურატული და ტრავმირებადი ადამიანია. მცირედი წყენა, ვინმეს მხრიდან გამოვლენილი ხამობა და შესაძლებელია ავად გახდნენ (განცდებისა და ნერვიულობის გამო). სასწორებისთვის ნაჩვენებია დასვენების საათებში დიდი რაოდენობით სითხის მიღება, საკუთარი თავისთვის “ვაშლის დღის” მოწყობა (თირკმელების დრენაჟი). ელემენტებიდან ნაჩვენებია _ ფოსფორი, გოგირდი. ბალახებიდან _ რეჰანი. არცთუიშვიათად აქვთ მოყვითალო ანდა “დაბინძურებული” კანი (ამისთვის კარგია _ ბალბისა და ვირისტერფას ნახარში). მატონიზირებელი აბაზანები ბეგქონდარათი, როზმარინითა და რეჰანით. სასარგებლოა სეირნობა, ბაღში მუშაობა, ცეკვები. სასწორებისთვის აუცილებელია გულისხმიერი და თბილი ატმოსფერო, ასევე, სექსუალური თანასწორობა (დამაკმაყოფილებელი პარტნიორი).

წყარო: astroblogi.com

 

Share on other sites

14 minutes წინ, mulan said:

@iaiameri

 

რატო კაცო?

ბევრის სწავლა შეიძლება მიწებისგან! 

აი ქალწული კაცი სახლში ბლეაჰ

რაღაცნაირი არასექსუალური ხალხია :rofl: არ გინდება რამე აკადრო...

 

ერთდროს ქალწულს მოვწონდი და ისეთი რამე მითხრა შოკში ჩამაგდო. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

22 ნოემბერი -21 დეკემბერი

287942472_.thumb.jpg.7daf00025cb0345e8646cd7c14892b5f.jpg

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ მშვილდოსანი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე მშვილდოსანში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია მმშვილდოსნების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

როგორც ზოდიაქოს მეცხრე საფეხური, მშვილდოსანი წარმოადგენს კაცობრიობის ევოლუციის მეცხრე საფეხურს. თუ მორიელი ეძებს გულის, ემოციების გაგების და კონტროლის საშუალებებს, მშვილდოსანი ეძებს შეიცნოს და აკონტროლოს გონება, ცოდნა. მათ ინტელექტუალური საუბრები აინტერესებთ და ფილოსოფიურ ჭრილში ფიქრობენ. ისინი იწყენენ იმ გარემოში, რომელიც არ აინტერესებთ და არ იქნება ახლის მომცემი. ამ შემთხვევაში ისინი ფსიქიურად ან მენტალურად ცდილობენ გაქცევას. სურთ მოგზაურობა, რადგან თავად შეიცნონ სამყარო, ვიდრე საკლასო ოთახში იხსდნენ და წიგნებიდან. სიარულისადმი სიყვარულიც აქედან აქვთ, თავისუფლების სიყვარულიდან.

ის მსუბუქად ეწყობა ცვლილებებს. ხასიათის ეს თვისება მისთვის სიძლიერეა, რადგან ის მისთვის თავდაცვის მექანიზმია, მაგრამ სისუსტეცაა, რადგან მოთხოვნაში აქვს ცვლილებები.

მისი ასტროლოგიური სიმბოლო კენტავრია (არსება, რომელსაც აქვს ცხენის ტანი და ადამიანის გულმკერდი და თავი) და არჩერი, მოისარი. ეს სიმბოლოები წარმოადგენს მშვილდოსნის მაძიებელ ხასიათს, რომელიც მიმოფანტავს ცოდნას, სიმართლეს, თავგადასავლებს. ის ეხვევა თავგადასავლებში, თამაშის საშუალებით ახვევს სხვებსაც, მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს.

აქვს გონებამახვილი იუმორი და ხუმრობით შეუძლია საკადრისის მიზღვევა. უყვარს, როცა გარშემომყოფებს ცდის, აგდებს სასაცილო სიტუაციებში და აკვირდება, თუნდაც სიტუაცია იყოს სასტიკი.

ცხოვრების მანძილზე მოქმედებენ ფილოსოფიურად, სოციალური ხალხია. ისინი ჯერ მწარე სიტყვებს ისვრიან და შემდგომ სვამენ კითხვებს. მათი სიტყვები ყოველთვის მწარეა და მიზანში ხვდება. არიან ენერგიულები. დამოუკიდებლები. შეუძლებელია გააკეთებინო ის, რაც არ უნდა, ყოველთვის ინარჩუნებს თავისუფლებას, ქორწინებაში მყოფიც კი.

მათ ძაღლის ბედი აქვთ. ეს მათი იუპიტერის დამსახურებაა. ბოლოს იმედი მათ უკვდებათ. იციან მაქსიმუმი როგორ აიღონ ცხოვრებისგან. “მეტი უკეთესი იქნებოდა”, – ეს მათი ფრაზაა. არასდროს არიან კმაყოფილი არსებულით, ცდილობენ მაქსიმუმი მიიღონ (ამაში სწრაფი სიარული, ნაბიჯებიც ეხმარებათ). იტაცებთ სპორტი, განსაკუთრებით სპორტის ის სახეობები, სადაც ფიზიკურობა მენტალურ რელაქსაციას ითხოვს. მაგალითად, თევზაობა. უყვართ ასევე მუსიკა, თეატრი, ცეკვა.. სწრაფი ჭამა.

ძველ ასტროლოგებს მის ქვად მიაჩნდათ ბადახში, ახლა თვლიან, რომ ფირუზია მათი. (ავტორი: რუსა)

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ ვხვდებით ზოდიაქოს უკანასკნელ, მესამე ზონაში, ტრანსფორმაციისა და განადგურების ზონაში, სადაც ყველა ოთხი სტიქია, რომელიც წარმოდგენილია აქ, ვლინდება უკვე მუტაბელური, ტრანსფორმაციული სახით. მშვილდოსნის “ცეცხლში” იწყება მიწის სტიქიის გამოვლინება, თხის რქის “მიწას” კი ფონად გასდევს ჰაერის სტიქია, მერწყულში შეინიშნება წყლის ნიშნები, ხოლო თევზების “წყალში” _ ცეცხლის გამოვლინება. მშვილდოსანი _ ეს ცეცხლია მესამე ზონაში, ცეცხლი რომელიც ახდენს ტრანსფორმაციას, არის მუტაბელური, მეტამორფოზა განცდილი, რომელშიც ვლინდება მიწის ელემენტები. გარეგნულ დონეზე მშვილდოსანს ძალიან ბევრი ცეცხლი აქვს, ხოლო შინაგანში მიწის სტიქიის ჟღერადობა ეწყება. მშვილდოსნის მთავარი ჩამომყალიბებელი პლანეტაა იუპიტერი. მშვილდოსანის სიმბოლო – ეს კენტავრია მშვილდ-ისრით ხელში, ისარი, რომელიც მიმართულია ზევითკენ, ახლისკენ, უმაღლესისკენ, სულიერებისკენ.

ეს ძალიან საინტერესო ნიშანია, რთული და, ზოგიერთი სახით, წინააღმდეგობრივი, მნიშვნელობითაც კი: კენტავრი ეს ადამიანი-ცხოველია.

კარგ შემთხვევაში, ეს ადამიანი-ცხენია, ცუდში კი _ ეს ცხენი-ადამიანია, ანუ ის იწყება ჩლიქებიდან, ფეხებიდან და გარკვეული სახით, “რაღაცა” ზედაპირზე აქვს  “ამოტანილი”. აქ ხდება ორი იპოსტაზის, ორი ნაწილის შერწყმა: ცხოველურ-ადამიანურისა და სულიერის, სულიერი იპოსტაზის. ამ ნიშანში მიწა აყალიბებს კონსერვატიზმს, ძველის დაცვის სურვილს და ხანდახან ახლის შექმნის სურვილის უქონლობასაც კი.

ეს ადამიანი ძალიან იმპულსურია და, როგორც წესი, დიდსულოვანი. სხვადასხვა დონის გახსნილობისა და ჩაკეტილობის დროსაც კი მას შეუძლია ჰქონდეს ძალიან ფართოდ გახსნილი სული. შეუძლია იყოს გადაჭარბებულად გულახდილი და კომუნიკაბელური, განსხვავდება დამოუკიდებლობით, აზარტულობით და მუდამ თავისუფლებისკენ სწრაფვით. ასეთია აქ ცეცხლის გამოვლინება და მისი გავლენა სულიერ სტრუქტურაზე. შინაგან დონეზე კი ამ ადამიანს უვლინდება მიწის სტიქია, ამიტომაც საკუთარ ქმედებაში ხშირად კონსერვატორია, ისწრაფვის იმისკენ, რაც უკვე დაგროვილი და მყარად დაწესებულია. თუ ის შედის საქმიანობის ანდა მეცნიერების ახალ სფეროში, მხოლოდ მაშინ _ როდესაც უკვე არსებობობდა ზოგიერთი სახის სტაბილურობა და გაჩნდა ახალი პლატფორმა. სრულიად ახალ გარემოებებში მოხაზავს რა თავს, აღარასდროს აღარსად წავა, ამიტომაც ექსტრემალურ სიტუაციებში იცავს ყველაფერ ძველს, ტრადიციულსა და მყარს _ რაზეც შესაძლებელია დაყრდნობა. შეუძლია ძველის სახელით ახლის დანგრევაც კი, რომელიც ჯერ მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია და მაშინაც კი, თუ ეს “ჩანასახი” მის შინაგან სამყაროშია. უნდა აღინიშნოს, რომ ის ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყველაფერს _ საქმიანობის ველს გეგმავს, ხოლო მზისა და ცეცხლის შერწყმა იძლევა უბრალოდ უდრეკობას. საერთოდ, როგორც წესი, ამ ადამიანს ძალიან უყვარს ჭკუის სწავლება, განსაკუთრებით დაბალ, ინტელიგენტობას მოკლებულ დონეზე. უფრო მაღალი განვითარების შემთხვევაში ეს თვისება დაფარულია და გამოიყენება უფრო კონსტრუქციულად. ამიტომაც მშვილდოსნებს შორის ვპოულობთ მრავალ მასწავლებელსა და მქადაგებელს. მას შეუძლია საკუთარი თავისადმი ადვილად და მსუბუქად განაწყოს გარშემომყოფები.

ეს ადამიანი, უფრო მეტ წილად, მომხიბლავია, ამასთანავე, როგორც წესი, ეს გარეგნობასთან არაა დაკავშირებული. შესაძლებელია იყოს ულამაზო, მაგრამ მისგან მოდის მომხიბვლელობა. ღიმილი, რომელიც მის სახეზე გადაირბენს, გარდასახავს მას და გარშემო ყველას ანთებს. მაგრამ, სხვა მხრივ, საკუთარ ინტერესებთან მიმართებაში ძალიან ფაქიზია. როცა საქმე ეხება მის პირად ინტერესებს, უკეთესია მასთან საქმე არ დაიჭიროთ, რადგანაც, დაბალ და საშუალო განვითარების დონეზე, ის აღვიძებს საკუთარ დაბალ, ცხოველურ საწყისს და შეუძლია გამოავლინოს ცუდი ცხენისეული თვისებები: თავით დარტყმა, ჩლიქით გათელვა, კბემა (რაც ცხენისთვისაა დამახასიათებელი). ასე რომ, კრიტიკულ სიტუაციებში მასთან კავშირი არ ღირს.

როცა ის უფროსია (თანამდებობრივად), მაშინ მასთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, მხოლოდ მაღალი განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი საერთო, ადამიანური ენის პოვნა. მშვილდოსნის ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი იყო პოლიტიკური მოღვაწე უ. ჩერჩილი. ეს იყო გარეგნულად უხეში, მკვეთრი და მოუთმენელი ადამიანი, რომელიც ასეთი სახით გამოხატავდა ვერძის გავლენას, ხოლო შინაგანად იტანდა ძალიან ხისტ სტრუქტურას, ზუსტ პოზიციასა და გეა-მიწის სტიქიის რკინის კონსერვატიზმს. საინტერესოა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 17 წლის ასაკიდან ჩერჩილმა იცოდა ასტროლოგია, იცოდა საკუთარი ჰოროსკოპი, საკუთარი ბედი და ბრწყინვალედ იცოდა, რომ თუ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაშინ მხოლოდ 50 ასაკის წლის შემდეგ. ამიტომ ამ ასაკამდე ის დაკავებული იყო ნებისმიერი საქმიანობით, მაგრამ არა პოლიტიკით, ის უბრალოდ წყნარად ელოდა საკუთარ ვარსკვლავურ საათს; და როცა ეს დრო დადგა, მან გაიკეთა ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა, თითქმის 2 წელში “აფრინდა” პოლიტიკური ძალაუფლების სათავეში.

რომის პაპი იულიუს II, ასევე მშვილდოსანი იყო, ეს იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ ქმედებაში, საკუთარ მსოფლმხედველობაში ემხრობოდა დაწესებულ ტრადიციებს, პოზიციებს, არჩეულ კურსსა და საკმაოდ ხისტ სულიერ იერარქიებს.

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ნერონი, მარია სტიუარტი, ბეთხოვენი, ჰ. ჰაინე, რილკე, ბლოკი, ნეკრასოვი, მარია კალასი, ტულუზ-ლოტრეკი, სპინოზა, სუვოროვი, ოშო, დ. კარნეგი.

თუ ვისაუბრებთ მშვილდოსნის ცუდ გამოვლინებებზე, ეს შეიძლება იყოს ჯილდოებისა და პატივისადმი სიყვარული. მას უყვარს ჯილდოების “სროლა”. ისტორიაში ასეთი მშვილდოსანი იყო _ ლეონიდ ბრეჟნევი, რომელმაც იმდენი ჯილდო “ისროლა” საკუთარ ფართე მკერდზე, რომ აღარ ეტეოდა, ჩვენ ვნახეთ თუ როგორები იყვნენ მშვილდოსნები, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ ძალაუფლებას, მაგრამ არ ჰქონდათ ამისთვის შინაგანი სულიერი საფუძველი.

მშვილდოსნებს აქვთ მეტყველების _ სიტყვებთან დაკავშირებული _ პრობლემები, ამიტომაც ცნობილი მშვილდოსანი ბრეჟნევი ცუდად საუბრობდა.

მაღალი განვითარების შემთხვევაში მშვილდოსანი _ მაღალგანვითარებული სულიერი ადამიანია, შეუძლია იყოს სასულიერო პირი, რომელიც ემხრობა ღმერთისგან ბოძებულ ღვთაებრივ, კოსმიურ იერარქიას. უფრო მაღალ დონეზე შეუძლია იყოს კოსმიურად მაღალი, სულიერი მასწავლებელი, კოსმიური, მაღალი სულიერების კანონის მქადაგებელი, ადამიანი, რომელსაც აქვს სწავლებაზე მორალური და სულიერი უფლება. მას შეუძლია იყოს მისიონერი, უანგაროდ ავრცელებდეს სულიერ ცოდნას. მშვილდოსნების გარეშე სამყარო სულიერად ღარიბი და ნაკლული გახდებოდა.

საშუალო განვითარების დონეზე ეს _ უფროსი, ნაწილობრივ კონსერვატორი, რომელიც მსუბუქად და ადვილად იძლევა ბრძანებებს და ძალიან უყვარს იდეოლოგიური სტრუქტურების შექმნა.

დაბალი განვითარების დონეზე ეს _ ბიუროკრატია და მისთვის დამახასიათებელია, ერთის მხრივ, ჩინის თაყვანისცემა და მის წინაშე თავის დაბლა დახრა, ხოლო მეორე მხრივ _ შეუძლია იყოს მეტიჩარა და ავანტიურისტი, საკუთარ მიზნებსა და ზრახვებს აღწევდეს ყველაზე არაკეთილშობილური საშუალებებით.

მშვილდოსნის ქვეყანა _ პოლონეთი. აი, აქ ნამდვილად ვლინდება მშვილდოსნის არც ისე საუკეთესო თვისებები, როცა ამ ქვეყნის მოქალაქეები მთელ ევროპაში მოგზაურობენ, საგნებს “ისვრიან” და ყიდიან სხვა ქვეყნებში.

მშვილდოსნის ძირითადი სულიერი პრობლემა _ დაამუშაოს და გამოიმუშაოს დაბალი საწყისი, დაუქვემდებაროს “ცხენი” “ადამიანს”, რამდენადაც კენტავრში “ცხენი”, ხანდახან, ვლინდება ყველაზე საშინელი და არაკეთილგანწყობილი სახით.

მისი კარმული მისია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს მოუტანოს მაღალი იდეოლოგია. ის საკუთარ ისარს ისვრის სულიერი სიმაღლეებისკენ და ასეთი სახით იღებს დაშვებას სულიერ ცოდნასა და სისტემებზე, რომლის დროსაც  ვალდებულია კარმულად გაატაროს შესაბამისი ქმედებები საკუთარ ფიზიკურ გამოვლინებაში.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

 მმართველი იუპიტერი.

 უდრეკი, მტკიცე მშვილდოსანი.

იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზი, აუცილებელია არსობრივად გავაფართოვოთ საკუთარი წარმოდგენები ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელზეც აგებულია ადამიანის შინაგანი და გარეგანი ცხოვრება (ყველა ეს პრინციპი 12-ია, ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისად) და ვაღიაროთ საფუძველჩაყრილი ისეთი მომენტები, რომლებიც ზედაპირული დამკვირვებლისთვის არ არსებობს ანდა ეფემერულად ჩანს.

ზოდიაქოს ნიშნებში ტრანსფორმაციის სტიქიები საკუთარ თავებს უფრო იდეალურად ავლენენ, ვიდრე წინა ზონებში, იძლევიან იმის გაგებას, რა არის ჭეშმარიტი საკუთარი ჟღერადობა, რომელსაც მხოლოდ ფაქიზ სამყაროში იღებენ.

ტრანსფორმაციის ზონის ნიშნების სხვა განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მათში (იმ სტიქიასთან მიმართებაში, რომლებსაც წარმოადგენენ), ირიბად, ფონად წინა რიგის სტიქიის ჟღერადობა იწყება, ანუ მშვილდოსანში ვლინდება წყლის სტიქიის ელემენტები, ხოლო თევზებში – ცეცხლის.

ადამიანი მშვილდოსანი

მშვილდოსანში ცეცხლის სტიქია იდეალური სახით დიდი დოზითაა წარმოდგენილი, ანუ მშვილდოსნის ენერგეტიკული არხი იდეების მეშვეობით მიდის და უფრო მეტად – საერთო ხასიათისაა.

მაღალი განვითარების მშვილდოსანი _ ეს სულიერი წინამძღოლია, რელიგიური ლიდერია, მადლმოსილია, ვისი იდეები და სიტყვებიც ფლობენ ადამიანთა აალებად ძალას და მშვილდოსნის მიერ მითითებული გზით მათი ტარების უნარს. მისი ისრების მიზანში მოხვედრის სიზუსტე გამაოგნებელია, მაგრამ ისინი არ ანგრევენ ადამიანურ გულებს, არამედ უქვემდებარებენ მათ მოისარის იდეას. მიწის სტიქიის ფონი მშვილდოსანში გამოხატულია იმაში, რომ ამ  იდეას აქვს უცილობლად სრულიად პრაქტიკული მიმართულება (სხვა საქმეა, რეალიზაციის დროს რა გადმოიღვრება).

მშვილდოსანი და ქალწული _ ზოდიაქოს მთავარი იდეალისტები არიან; მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ქალწული იყურება ქვევიდან ზევით _ მიწიდან ცისკენ _ და მიწას კარგად ხედავს, ხოლო ცას – ცუდად; ხოლო მშვილდოსანი პირიქით, იყურება ციდან მიწისკენ, და დეტალები მისთვის ცურავენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ის შესანიშნავად ახერხებს ცაში, ანუ მაღალ იდეებს შორის, და მათ ენერგეტიკულ არხებში ორიენტირებას. მშვილდოსანი თავისთავად პრაქტიკოსია, ის მოძრაობს გამორჩეულად პრაქტიკულად და მიწიერი პრობლემებით, მაგრამ რატომღაც ხშირად ვერ ამჩნევს ხილულ საგნებსა და ისეთ პირად, ნაწილობრივ, დეტალებს, როგორიცაა სიტუაციის ველი, მოსაუბრის განწყობა და მსგავსი. მისი იდეა განუყოფლად ფლობს და მას სურს ამ იდეებით გააკეთილშობილოს მთელი სამყარო, მაგრამ მას არ აქვს არც ვერძის შეზღუდულობა, არც ლომის ხელისუფლება, და თუ მშვილდოსანი ვინმეს (განსაკუთრებით ქალწულს) ეჩვენება გულუბრყვილოდ, სინამდვილეში, ეს საერთოდ არაა ასე: უბრალოდ ზოგიერთ საგანს ის ძალიან შორიდან უყურებს, მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ ის, წყლისა და ჰაერის ნიშნებისგან განსხვავებით, მუდამ ზუსტად დედამიწაზე იყურება და თუ ნაწილობრივ შეცდება, არ შეცდება მთლიანობაში.

თუ ვერძის გამოვლინება გვაგონებს ბომბის აფეთქებას, ხოლო ლომისა _ ტყვიამფრქვევის თანაბარ სროლას, მაშინ მშვილდოსანი (მოძრავი ჯვარი) შეიძლება შევადაროთ გაზის ქურას მრავალი ცეცხლის ალით. მშვილდოსანს  არ აქვს ერთი ვიწრო იდეა; ისინი ან მრავალია, ანდა ერთია, მაგრამ საკმაოდ ფართე და ბრწყინვალედ ადაპტირებული თავად სხვადასხვა სიტუაციებთან მიმართებაში. მშვილდოსნისთვის არაა დამახასიათებელი არც მკვეთრი ვერძული დეპრესიები, არც ლომის დაჟინებული მუდმივობა: ქარის ყველაზე ძლიერმა ქროლვამ შეიძლება ჩააქროს მშვილდოსნის ცეცხლის მხოლოდ რამდენიმე ენა; დანარჩენები აგრძელებენ წვას და მალე თავიდან აანთებენ ჩამქრალ ნაკვერჩხლებსაც. მშვილდოსანი სიტუაციაზე ძალადობისკენ არაა მიდრეკილი: ხედავს რა, რომ სიტუაცია მის გავლენას არ ექვემდებარება, ის ცვლის მიდგომას ანდა გაეცლება, მაგრამ ფსიქოლოგიურ ჭრილობებს, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში, არ იღებს. მისი ოპტიმიზმი და ცხოვრების სიხარული ამოუწურავი ჩანს; ეს თითქმის ასეა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას არ უყვარს უიმედოობა და მინავლებული სიტუაციები, სადაც მოქმედებენ წმინდა სამომხმარებლო ენერგიები და ნებისმიერი ხარისხის ვამპირები არიან. ასეთი სიტუაციებიდან და ასეთი ადამიანებისგან მშვილდოსანი გარბის ზოდიაქოს სხვა ნიშნებისთვის წარმოუდგენელი სისწრაფით, სარგებლობს რა მოცულობისა და საკუთარი ფეხების სიგრძნის თვალნათლივი უპირატესობით. ბრძოლაში მისი ტიპიური ქცევა _ ამაღლებულობით და შთაგონებით გასცეს ათასი ავანსი და პირობა და ხშირად ყველა მათ შესრულებას ცდილობს… და რაც არ გამოუვა, ბოდიშით, მაგრამ: “რაც შემეძლო, მე ყველაფერი გავაკეთე”, _ რის შემდეგაც საუბარი უშუალოდ და აუცილებლად გადადის სხვა თემაზე.

ტრანსფორმაციის ზონის მაღალი ოქტავის ნიშნებს, შესაბამის სტიქიაში კოსმიური სიყვარულის გამოსავლენად შესაძლებობას აძლევენ. მშვილდოსანი წარმოადგენს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლოვან გამოვლინებას, რაც მოუმზადებელი ადამიანების მიერ აღიქმება როგორც მიუწვდომელი და ჩაუწვდენელი ხიბლი და პიროვნულობის იდეების მიმზიდველობა; სინამდვილეში კი, მშვილდოსანი საკუთარი მისწრაფებებით გულში ღვთაებრივი ცეცხლის ნაპერწკალს ანთებს და ადამიანი წამით შეიგრძნობს თავს ბრამა–დ, ვიშნა–დ ანდა შივა–დ, საკუთარი ჰოროსკოპიდან და მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე.

დაბალი ოქტავის მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია ენერგეტიკულ (და პრინციპულად პრაქტიკულ) იდეაზე ყურადღების მობილიზება იმ რეალობისადმი ყურადღების საზიანოდ, რომელშიც ეს იდეა ტარდება. თეზისი “იდეალისტი _ ნიშნავს სულელს” პროვოცირებულია ზუსტად დაბალი ოქტავის მშვილდოსნისგან. თუ ვერძი დაბრმავებულია საკუთარი იდეით, ხოლო ლომი ძალაუფლებრივად მბრძანებლობს, მშვილდოსანს შეუძლია უფრო უკეთ დაინახოს და უფრო მეტადაც თავისუფალია, მაგრამ მას (ცუდი დამუშავებისას) არ სურს საკუთარი თავის გარშემო არც ყურება და არც საპასუხისმგებლო არჩევანის რეალიზება, ახდენს რა საკუთარი ცეცხლის კონცენტრირებას _ ის ასეც კარგად გრძნობს თავს, კოსმიური ენერგიითაა გამთბარი, ზემოდან უყურებს (დარწმუნებულია) ლამაზ, ჰარმონიულ და მთლიან სამყაროს, ასწავლის მას ზოგადად და არც ისე ძალიან უღრმავდება კონკრეტულ, მოსაწყენ წვრილმანებსა და დეტალებს. ქალწული მას ზარმაც დემაგოგად და უსაქმურ ჭიად თვლის, რომელიც მის შრომაზე ახდენს პარაზიტირებას; ის (მშვილდოსანი) კი ქალწულს უიმედოდ, არავისთვის საჭირო დეტალებსა და წვრილმანებში ჩაკირკიტებულად თვლის, რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს და მაზოხისტურად დაკმაყოფილებული, არავისთვის საჭირო უაზრო ფაციფუცსა და ამაოებასაა მიცემული.

ტრანსფორმაციის ზონის ყველა ნიშანი, დამოუკიდებლად რაციონალური შეხედულებებისა, ინსტიქტურად რელიგურია. ეს ნიშნავს, რომ მათ დაბადებიდან ეგრეგორთან დამაკავშირებელი გახსნილი არხი აქვთ, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ წამს შეუძლიათ; კავშირის ხასიათი დამოკიდებულია სტიქიაზე. მშვილდოსანი კოსმოსთან საკუთარ კავშირს შეიგრძნობს ყველაზე უშუალო სახით, ენერგეტიკით. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად გარეგნული სიუხეშისა, რომელიც დამახასიათებელია ცეცხლის ყველა სახისთვის, მშვილდოსანი არსობრივად ფაქიზია თავის თანამოძმე ვერძთან და ლომთან შედარებით, მისი ენერგეტიკული არხები უფრო დიდი დოზით დაკავშირებულია საერთო და ფაქიზ იდეებთან და ის ზუსტად გრძნობს მათ ღვთაებრივ წარმომავლობას და უხილავ ძალაუფლებას სამყაროზე, ამიტომაც ის ისე დაჟინებული არაა, როგორც ლომი დ არც ისე აგრესიულია, როგორც ვერძი: მან იცის, რომ მისი ენერგია და იდეები დანიშნულებისამებრ მივა  და თან პირდაპირი ზეწოლოს გარეშე, თავის გარშემო საკმაოდ მარტივად და უბრალოდ ავრცელებს, ხოლო შემდეგ მოქმედებს პრინციპით: “როცა მე მოვდივარ, ჩემი მოსწავლეები მცნობენ მე”. ენერგეტიკული კავშირის ეს პირდაპირი არხი ეგრეგორთან მუშაობს პრაქტიკულად ყოველთვის, ამიტომაც მშვილდოსნის გაგება ძნელია არამარტო სხვა ნიშნებისთვის, არამედ ხანდახან ლომისა და ვერძისთვისაც კი. პირველ რიგში, მშვილდოსანი მუდამ ავსებულია ყველაზე საუკეთესო და მაღალი ზრახვებით და მუდამ ისწრაფვის და ცდილობს გააკეთოს საუკეთესოდ. მეორე მხრივ, მშვილდოსანი თანმიმდევრულია იმ შეხედულებებში, რაც მისი მეშვეობით პირდაპირ მოდის, დაე, ეს იყოს უხეში ჭეშმარიტებაც კი, მაგრამ ისიც სრულიად აუცილებელია ყველასთვის, ვისთანაც საქმე აქვს (და სხვებისთვისაც, ვისთანაც პირდაპირი კავშირი არა აქვს). მესამე მხრივ, (თუ არაა ძლიერი დაზიანება) ეს ჩვეულებრივ ასეც არის, ხოლო შეცდომებს გარშემომყოფები ადვილად პატიობენ და არამარტო იმდენად მისი ზებუნებრივი, პირდაპირი, ნამდვილი ხიბლის გამო (თუმცა–ღა, ეს არსობრივია), არამედ იმიტომ, რომ მას (ამას გრძნობს) ნამდვილად არა აქვს ფარული აზრები. მშვილდოსნის სიფაქიზე და დახვეწილობა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავი ქცევა, კარმულად, მხოლოდ მშვილდოსნისთვისაა დაშვებული. ვერძისთვისაც და ლომისთვისაც ეს ბუმერანგივით ბრუნდება, მათი ცეცხლოვანი, სპეციფიკური კომპლექსის სახით (საკუთარი არხის მნიშვნელობის მიხედვით); მხოლოდ ერთია, მშვილდოსანი ნამდვილად არაა დაკავებული თვითდამკვიდრებით და არც ისე მნიშვნელოვნად ისწრაფვის მისკენ: მისთვის მთავარია _ თავად ნათებისა და ბწრყინვალების შესაძლებლობა, ანუ ენერგიულად გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები, ხოლო გარშემომყოფები რამდენად და რა დოზით სწორად გაიგებენ და შეაფასებენ, ნაკლებად აღელევებს. მშვილდოსანი ინსტიქტურად იცავს საკუთარ ენერგეტიკულ არხს, ვერ მოითმენს საკუთარი თავისუფლების ვერანაირ შეზღუდვას და შესაძლო დათრგუნვას ანდა აგრესიას ძალიან ცუდად უპასუხებს, რამეთუ მშვილდოსნის მრისხანება გვაგონებს ტყეში გაჩენილ ხანძარს. მხოლოდ ერთია, მშვილდოსანი თავისუფლებას, პირველ რიგში, აღიქვამს ზუსტად გამოხატვის თავისუფლებად, განსაკუთრებით – ფაქიზ გეგმებში. განვითარებული მშვილდოსანი უფრო მეტად დაიტანჯება საზოგადოებაში ბეჭვდის თავისუფლების შეზღუდვის ანდა უქონლობის გამო, ვიდრე საკუთარი სიღარიბისგან, თუნდაც ის არ იყოს მწერალი ანდა საზოგადო მოღვაწე.

მშვილდოსნის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ზოგიერთ მომენტში მას ეჩვენება, თითქოს მას ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო ნებისმიერი სისულელე და უყურადღებობა შეუძლია საკუთარი ხიბლით დაფაროს; საფუძვლიანი სირთულე კი ასეთია: მშვილდოსანს სჭირდება საკუთარი ენერგეტიკული არხის, როგორც ღვთის საჩუქრის ისე აღქმა (ის ყოველთვის არ იყო, არის და, რა თქმა უნდა, არ იქნება), რომელიც საჭიროა გარშემომყოფებში ფაქიზად, მისი ბრძანებით გაიცეს და არა საკუთარი შეხედულებით. მხოლოდ ერთია, თუ ამას ასე არ გააკეთებს, მშვილდოსანი განიცდის დეგრადაციას. მისი იდეები იკოდება (ანუ მათგან ქრება ენერგია, მშვილდოსნისეული ეგრეგორი ავიწროებს არხს) და იქცევა ხისტ მენტალურ შტამპებად, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა ვინმეს შთააგონონ და იწვევს ძლიერ გაღიზიანებას (ზუსტად, მისი ეგრეგორი გადასცემს მშვილდოსანს მონობაში  უფრო დაბალ ეგრეგორს) და გადადის უფრო ხისტ ენერგეტიკაზე, ასე რომ, მისი სიუხეშე უკვე აღიქმება როგორც ჩვეულებრივი უტიფრობა და ხეპრეობა, ხოლო თვითგამოხატვის გულწრფელობა გადადის სტანდარტულ ეგოიზმად, ანდა შორდება რეალობას ძალიან ნაკლებ ენერგიულ სამყაროში თეთრი ფანტაზიებითა და შაბლონული ოცნებებით, სადაც ქალწულის კრიტიკა, უკვე სამართლიანი ხდება. თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა დაბალ ოქტავაში უტრიალდება დოგმატიზმით და ფანტასტიკური სწრაფვით, ყველა ერთ ქვაბში მოხარშოს: აქ დამოუკიდებლობა მიიღება როგორც გარშემომყოფების უსიტყვო მორჩილებად, ხოლო თავისუფლება მოიაზრება მხოლოდ მისთვის. დაუმუშავებელი მშვილდოსანი გადაჭარბებულად ზედაპირულია, მაგრამ ეს ზედაპირულობა ცნობად აზრში ტყუპების ზედაპირულობის საპირსპიროა: ის იყურება ძალიან ზოგადი ხედვით, ასე რომ, დეტალები და ნიუანსები შეუმჩნეველია და გამოდის ბრტყელი (და ბანალური) სურათი ძალიან უხეში ენერგეტიკით; ხოლო დაუმუშავებელი ტყუპები იყურებიან ძალიან იზოლირებულ-კონკრეტულად და საერთოდ ვერ შეიგრძნობენ სიღრმეს, ასე რომ, ყველა ხედი ერთმანეთს ერწყმის.

იუპიტერი მმართველობს მშვილდოსანს და აძლევს გადაჭარბებულ ოპტიმიზმსა და ბედის მფარველობის შეგრძნებას. გარდა ამისა, იუპიტერი ხაზს უსვამს მშვილდოსანში ცეცხლის კეთილშობილებას, რომლის წყაროსაც საგნებზე ფართო შეხედულება წარმოადენს. მოვლენის გაგება ნიშნავს სურათში მისი ზუსტი ადგილის პოვნას, ხოლო იუპიტერი ამის გაკეთებაში ეხმარება; ფოკუსი კი იმაშია, რომ ამასთან ერთად მოვლენა ნათდება მკვეთრი, კაშკაშა სინათლით; და ის, რაც ადრე უმსგავსობად, სიმახინჯედ და უსარგებლოდ ჩანდა, აღმოჩდება ფუნქციონირებად და თავისებურად ლამაზად. მხოლოდ ერთია, ამისთვის საჭიროა დადგეს სწორი შეხედულების წერტილზე, ანდა სიმყარეზე, რამდენიმე ასეთ წერტილზე, რაც ბრწყინვალედ გამოსდის მშვილდოსანს. მისი ეთიკა იუპიტერისეულია, მას შეუძლია ნებისმიერის შეცოდება და ანაზღაურების გარეშე ღვთაებრივი ენერგიის ნაწილის მიცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაა მიდრეკილი იმისკენ, რომ მიაქციოს ყურადღება ამ ენერგიას როგორ გამოიყენებს “გაბედნიერებული” და ამიტომაც მშვილდოსანს შეუძლია საუკეთესო ზრახვებით გაზარდოს უდიდესი რაოდენობის ბოროტება, არ მიაქციოს ამას არანაირი ყურადღება. მისი ქარაფშუტობა, უპასუხისმგებლობა და ავანტიურიზმი შეიძლება შევადაროთ მხოლოს მის ხიბლს. მხოლოდ ერთია, ამავდროს, ყველა ეს მხოლოდ კამუფლაჟია, სინამდვილეში მშვილდოსანი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან კარმულ ამოცანას _ ის მთელ სამყაროზე ავრცელებს საკუთარ ენერგიას, ენთუზიაზმსა და წარმატებას; ამიტომაც მასზე არ შეიძლება გაბრაზება: წინააღმდეგ შემთხვევაში, იუპიტერი შეწყვეტს თქვენთვის წარმატების მოტანას.

იუპიტერი _ კომპენსაციის, შესაძლებლობების გაფართოების პლანეტაა, ამიტომაც მშვილდოსანი არასდროს ექცევა საკუთარ პრობლემებისა და წარუმატებლობების ზეგავლენის ქვეშ, არამედ პოულობს შინაგან რეზერვებსა დ შესაძლებლობებს გადართვისთვის; მისი ბუნებრივი საშუალება მეგობრის დაწყნარებისა, დაახლოებით შემდეგი სახით ჩანს: ღირს კი თავის მოკვლა დანაკარგის ანდა წარუმატებლობის გამო, როცა ქვეყანაზე ჯერ კიდევ ასე ბევრი რამაა (მეგობრები, ქალები, სამუშაო, შესაძლებლობები… _ საჭიროა ხაზი გაესვას) და ეს ყველაფერი ნამდვილად ბევრია მშვილდოსნისთვის. თუ კირჩხიბი ეძებს რეზერვებს საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში, მშვილდოსანი მათ პოულობს ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე, მარტივი გადაწყვეტით, ის ტოვებს მსუბუქი ხასიათის შთაბეჭიდებას, ხოლო თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, ეს სასწაულს ჰგავს: ადამიანი მუდმივად იღებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ყოველგვარი ხილული საფუძვლის გარეშე. კარგი განწყობა და ოპტიმიზმი  მიზეზის გარეშე არ არსებობს: მათი საფუძველი _ ძლიერი ენერგეტიკაა. ამ აზრით, შმვილდოსანი _ ყველაზე დაცული ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რამდენადაც ის ყველგან (მათ შორის ფსიქოლოგიურად და ენერგეტიკულად) გრძნობს მწყალობელი იუპიტერის მხარდაჭერას და იგივე მიზეზით ის სუსტი ფსიქოლოგია, რადგანაც მისთვის რთულია საკუთარი თავი წარმოიდგინოს სხვა ადამიანების დამახასიათებელი სირთულეებისა და მწუხარების ადგილზე. მშვილდოსანს ყველაზე რთულად უხდება იმ სიტუაციებში, სადაც ენერგეტიკა დაბალია ანდა ითხოვს არა მის ამაღლებას, არამედ სიტუაციის სიღრმისეულ გარდაქმნას მოცემულ ენერგეტიკულ დონეზე. აქ სტანდარტული მშვილდოსნისეული ქცევა უადგილოა და იგი ნამდვილად არამყუდროდ გრძნობს თავს: ის გრძნობს, რომ მის ენერგიას არ იღებენ, ხოლო ხიბლი არ მუშაობს და თუ არის შესაძლებლობა, სწრაფად ქრება იქაურობიდან.

მერკურის ტყვეობა დაუმუშავებელ მშვილდოსანს აძლევს რაციონალური არგუნეტაციის ცუდ გაგებას, მენტალურ კონტაქტებში აღქმის სირთულეს და საკუთარ იდეებში საეჭვო დარწმუნებულობას; მოკლედ, მას (ეჩვენება) ეს არც სჭირდება: დეტალური, ლოგიკური ანალიზი კლავს შთაგონებას, ანგრევს ენერგეტიკულ არხს (შემთხვევითი არაა მერკურის ვარდნა ლომში, მთავარ ენერგეტიკულ ნიშანში). მერკურის ტყვეობა ხაზს უსვამს მშვილდოსნის საკუთარი ენერგეტიკული ზემოქმედების შედეგის მიმართ გარეგნულ გულგრილობას, მაგრამ იძლევა შინაგან, ქვეცნობიერ მისწრაფებას მაქსიმალურად განავრცოს საკუთარი ენერგეტიკული არხები (ანუ სამყაროს მისცეს ის, რაც ადრე იწოდებოდა მადლად). მშვილდოსნის უპირველესი, საფუძვლიანი შინაგანი ამოცანა (როგორც ტყუპებისა) _ იუპიტერსა და მერკურს შორის ბალანსის დამყარებაა. იუპიტერის მბრძანებლობა მშვილდოსანს აძლევს უფრო დიდ შეხედულებას საგნებზე; მერკურის ტყვეობა აძლევს შინაგან მისწრაფებას დეტალებისადმი, ამის პირდაპირ რეალიზებას მიჰყავს ენერგეტიკის ჩამორთმევამდე; გარდა ამისა, იუპიტერი არ აძლევს ყურადღების კონცენტრაციას დეტალებზე, ისინი იწყებენ ცვლას და კიაფს ისე, როგორც კალეიდოსკოპში, რისი ატანაც მშვილდოსანს დიდხანს არ შეუძლია და უბრუნდება საკუთარ, ჩვეულ, საერთო, გაფანტულ აღქმელობას. უკანასკნელი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მისი ისრები მიზანში არ ხვდება. მშვილდოსანი, განსაკუთრებით განვითარებული, უზუსტესად არტყამს მიზანში, მაგრამ თავადაც არ იცის რატომ და როგორ. სინამდვილეში აქ ორი ფაქტორია: ერთის მხრივ, განვითარებული მშვილდოსანი სურათს მთლიანობაში ცნობიერად ხედავს (იუპიტერი) და საკმაოდ ხშირად სამყაროს წინაშე ახდენს ფართო შეხედულებების ძალის დემონსტრირებას (დედუქციური მეთოდი), ხოლო მეორე მხრივ _ მისი ქვეცნობიერი (მერკური) დეტალურად ადევნებს თვალყურს იმ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეალობის ფრაგმენტებს, რომელზეც იუპიტერი უთითებს.

მაღალი ოქტავის მშვილდოსანს შეუძლია ავიდეს განზოგადების და აბსტრაციის ყველაზე უმაღლეს დონეზე, ამავდროულად დარჩეს პრაქტიკული და არ გაუშვას მხედველობიდან არსობრივი დეტალები. ეს ნიშანი ეგზისტენციურად გამოვლინების მაღალი რელიგიური მასწავლებლებისა და ფილოსოფოსებისაა, რომლებსაც შეუძლიათ გაოცებული სამყაროს წინაშე დემონსტრირება გაუკეთონ კოსმოსისა და აბსოლუტის ერთიანობას დილის ნამში (ცვარში).

მშვილდოსნის სიტუაცია ყოფით დონეზე _ ეს, მაგალითად, მხიარული, მდიდრული და უხვი სადღეგრძელოებით სავსე აღმოსავლური სუფრაა, სადაც ჟღერს არა რეალობა, არამედ ის იდეალი, რომლისკენაც, მონატრებული აზრით, უნდა ისწრაფვოდეს ადამიანი. მშვილდოსნის დაბალი ოქტავის სიტუაცია _ ეს რელიგიური ომები, ნაციონალიზმი და ნებისმიერი სახის ფანატიზმია, ანუ ენერგეტიკული იდეისადმი ბრმა მიკერძოებულობა, რომელსაც განიხილავს როგორც უმაღლესს. მშვილდოსნის ქვეშ მიედინება ეთნოსების ცნობიერება და გაერთიანება, ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი და სამოქალაქო ომები. მოძრავი ჯვრისადმი მშვილდოსნის კუთვნილება აისახება იმაში, რომ ის მასობრივი მოძრაობისთვის ირჩევს ისეთ ლოზუნგებს, რომელიც მარტივი და ინტუიციურად გასაგებია ყველასთვის; მათი შთამაგონებელი და გამაერთიანებელი ძალა აღემატება ყველა მოლოდინს. მართალია, მშვილდოსნის საქმიანობის შედეგებში ხლაფორთი და მისი მოწესრიგება ზოდიაქოს სხვა ნიშნებს უწევთ, ხშირად კი – მისით გაოგნებულ ქალწულს. მშვილდოსნის მაღალი სიტუაცია _ ეს შთამაგონებელი ლოცვაა, განსაკუთრებით კოლექტიური და კონკრეტული მიზნით, მგზნებარე ქადაგებაა, ცეცხლოვანი რელიგიურობით ანდა ფილოსოფიური დისპუტებით (პაექრობებით). მშვილდოსნის ხიბლი ძლიერ მოქმედებს ახალგაზრდობაზე, რომელიც ადვილად აღფრთოვანდება ტიპიური მშვილდოსნური მგზნებარე, გულუბრყვილო-რომანტიკული იდეებით სამყაროს გარდაქმნის თაობაზე, ქმნის სახელმწიფოების ახალ ტიპებს ანდა სოციალურ ურთიერთობებს: მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია, რომ ყურადღება ძირითადად კონცენტრირდება გამოსვლის ტემპერატურაზე და საერთო, კეთილშობილურ, ძირითად იდეაზე, მაგრამ არა ლოგიკაზე _ უკანასკნელი არარსებითად ითვლება.

მზე მშვილდოსანს აიძულებს იბრძოლოს მისი იდეის გამო, გაატაროს ის ცხოვრებაში, მაგრამ არა ისე სწორხაზოვნად, როგორც ამას ვერძი და ლომი აკეთებენ. ეს, ერთის მხრივ, ამსუბუქებს მშვილდოსნის ამოცანას, რადგანაც მას შეუძლია შეარჩიოს საერთო ტიპის ენერგიები და ქცევები სიტუაციასთან მიმართებაში, ხოლო, მეორე მხრივ _ უდიდესი დამახინჯებების შესაძლებლობას იწვევს. თუ მზისეული ვერძი არასწორი ქცევისთვის არხს კარგავს, ხოლო ლომს ამის გამო თავში ურტყამენ, მზისეულ მშვილდოსანს შეუძლია სწრაფად იპოვოს სხვა მიდგომა ანდა გადაასხვაფეროს, შეცვალოს იდეა; მარცხისას მისი ენთუზიაზმი და ნებისყოფა დიდხანს არ იტანჯება. საერთოდ, მზე იძლევა ღვთაებრიობის შეგრძნებას, ანდა უკიდურეს შემთხვევაში, ურყევ პირად ნებისყოფას (სახლებში, სადაც ის დგას, მართავს ანდა ასპექტირდება), ხოლო მზისეულ მშვილდოსანს უწევს _ აღქმული სამყაროს საერთო სურათთან ერთად, ღვთის რჩეულობის შეგრძენებით, იდეებთან და ენერგეტიკულ არხებთან ერთად ცხოვრება, რომლებსაც ის ატარებს და მეგზურობას უწევს. ამიტომ მშვილდოსანი იბრძვის მათ გამო არა სიცოცხლეზე, არამედ სასიკვდილოდ, მაგრამ (საერთოდ რომ ითქვას) უფრო პლასტიურად და ჭკვიანურად, ვიდრე ცეცხლის დანარჩენი ნიშნები.

ძლიერი დაზიანებისას, ფანატიზმი და შეხედულებათა სივიწროვე, მაგრამ მომხრეებზე გადაჭარბებული გავლენა.

მშვილდოსანი, გადმოალაგებს რა საერთო იდეებს, მუდამ ისწრაფვის პრაქტიკისკენ, ხოლო რა დოზით მიაღწევს ამას, ეს დამოკიდებულია დამუშავებაზე; ამასთან ერთად მზის დაზიანება უფრო დედამიწისკენ ქაჩავს მას, ვიდრე ჰარმონიული ასპექტები, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ მოგვცენ, მაგალითად, სახლის ფილოსოფოს-რომანტიკოსი, რომელსაც მზე ჰოროსკოპში საერთოდ, პრაქტიკულად არ აქვს ჩართული (ჩვეულებრივი საშიშროება ჰარმონიულად მდგარი პალანეტებისა და ნიშნებისას).

განვითარებული მზე მშვილდოსანში იძლევა ენერგიულ და მოქნილ ხელმძღვანელს, რომელსაც ადამიანებთან ინდივიდუალური მიდგომა შეუძლია, ხოლო მთავარი _ მას შეუძლია ადამიანებს ის შთამაგონებელი იდეები მისცეს, რომელსაც თავადვე ემსახურება; მხოლოდ ერთია, გონივრულად შეზღუდვა და ადმინისტრირება რთულად გამოსდის, უპირატესობას ანიჭებს აიყვანოს მოადგილე, შემცვლელი _ თხის რქა.

რასაც მზისეული მშვილდოსანი ვერ გადაიტანს, ეს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა და შთამაგონებელი იდეების უქონლობაა; თუ ის, ყველა მოქნილობის მიუხედავად, ვერ შეძლებს მის პოვნას, ინავლება და იხუთება.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტები პიროვნებას აძლევს ოპტიმიზმს და ცხოვრების სიხარულს, პატივმოყვარეობას, ენერგიას, საკუთარ თავში დარწმუნებულობას, თავისუფლების მოყვარეობას და დამოუკიდებლობას, ძლიერ განვითარებულ წარმოსახვას, საკუთარი ცოდნის გაფართოებისკენ მისწრაფებას, საკუთარი ჰორიზონტის, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებიდან გასვლისკენ სწრაფვას, შორსმჭვრეტელობას, წინასწარხედვისა დ წინასწარმეტყველების ნიჭს, მიზანში ზუსტად მოხვედრის უნარს, გულუხვობასა და სამართლიანობას, თანაგრძნობასა და გულისხმიერებას, ფილანტროპიასა და დიდსულოვნებას, ხელმძღვანელობისა და მართვის უნარს; მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის, პატივის, პატივსცემისა და დიდების მოთხოვნილებას;  სიმდიდრისა და ცნობადობისკენ მისწრაფებას, დიპლომატიურობასა და ლავირების უნარს; მოგზაურობის, ტურიზმის, თავგადასავლების, სპორტის და კვლევა-ძიების სიყვარულს. ადამიანი ცხოველ ინტერესს ავლენს ლიტერატურისადმი, მეცნიერებისადმი, მედიცინისადმი, ფილოსოფიისადმი, რელიგიისადმი, განათლებისადმი, იურისპრუნდენციისადმი, მორალისა და ზნეობის საკითხებისადმი, ფლობს მრავალრიცხოვან ნიჭს და შემოქმედებით უნარებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ღიად გამოხატავენ სოციალური პირობითობისადმი ეჭვნეულობას, ვერ იტანენ ძალადობასა და იძულებას, მათ ხშირად არ ეწყობათ ქორწინება და ოჯახური ცხოვრება.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი _ ძალიან მოუსვენარი, მშფოთვარე, საკუთარ თავზე შეყვარებული, სიამოვნების მოყვარე, მოხიბვლისა და ცდუნებისკენ მისწრაფებული, აჩქარებული წინდაუხედავი, ნერვოზული, ფუსფუსა, გადაჭარბებისა და თვითრეკლამისკენ მიდრეკილი; ასევე ვლინდება, მოჩვენებითი აუცილებლობა, კომუნიკაბელურობა და ელიტურობა, სიმკვეთრე და სწორხაზოვნება; რისკისკენ, ავანტურიზმისა და თავგადასავლებისკენ მიდრეკილება; უჩვეულო თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობა; ასეთი ადამიანი არის წყენია, ფარისეველი, საკუთარი თავის მოყვარე (მტკივნეულად იტანს მასზე ნებისმიერ შეხებას), გადაჭარბებულად ამაყი, კაპრიზული (ჭირვეული); სხვებისა და საკუთარი თავის მოტყუებისკენ მიდრეკილი.

იმისთვის, რომ მშვილდოსანი თქვენდამი დადებითად განაწყოთ, აუცილებელია გაიგოთ, რისკენ ისწრაფვის, რათა გააფართოვოს საკუთარი ცხოვრების სფერო. ამაში სჯობს დაეხმაროთ. თუ მას უყვარს მოგზაურობა, მოგიწევთ განიხილოთ მარშრუტები, მონაწილეობა მიიღოთ ლაშქრობებში, იცუროთ ბაიდარკებით (ნავია)… თუ ის _ საზოგადოების მიყვარული და საზოგადოებაში გამოსული ადამიანია, მაშინ უნდა დაუკმაყოფილოთ მოთხოვნილება _ გააცნოთ ახალი ადამიანები. თუ ადამიანი ცოდნისკენ ისწრაფვის, მოგიწევთ მისი ჰორიზონტის გაფართოებაში დახმარება. მისგან თავის დაღწევა შეიძლება, თუ  რაიმეში დაადანაშაულებთ.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ის, ვისაც მზე მშვილდოსანში აქვს, გადავსებულია საზოგადოებაზე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის გრძნობით. უყვარს ცოდნის ახალ სფეროებში წვდომა, ფლობს აბსტრაქტულ აზროვნებას.

ყველაზე ხშირად მათთვის თვისობრივია იდეალიზმი და, როგორც წესი, ისინი სამართლიანები, პატიოსნები და დიდსულოვნები არიან.

გარეგნულად ძალიან წინდახედულები, მეგობრულები, კეთილგანწყობილები არიან, უყვართ მფარველობის გაწევა. შეუძლიათ მოსმენა, უყვართ სხვა ადამიანების სურვილების შესახვედრად წასვლა, უყვართ და შეუძლიათ აღზრდა, სამაგალითონი არიან.

ძალიან თავდაჯერებულები არაინ, მათ სიამაყეზე შეხება არ შეიძლება, ეს ანრისხებთ. მათ უნდა ისწავლონ მოთმინება, რადგანაც ხშირად კარგავენ თვითფლობას და არ შეუძლიათ თავის შეკავება, მხოლოდ ერთია, ფლობენ იუმორის საკმარის გრძნობას, რათა დროულად ჩაეჭიდონ და გაასაღონ საკუთარი აფეთქება მეგობრულ გამოვლინებად.

უყვართ რჩევების მიცემა. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის პოვნა შეუძლიათ _ მეეზოვიდან მინისტრამდე. შეუძლიათ ჩანდნენ გულუბრყვილოებად და გულისხმიერებად, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუების უფლებას არავის მისცემენ. მათ ყოველთვის თვალთახედვის არეში აქვთ მიზანი, რომელსაც  პატივმოყვარეობით მისდევენ, ისწრაფვიან ზევითკენ, რაც გამოსდით კიდეც.

სხვებს მამობრივად ეპყრობა, მაგრამ ითხოვს საკუთარი პერსონისადმი პატივისცემას (თუ ამას ვერ იღებს, ხანდახან სიცილით აფრთხილებს, შემდეგ კი შეუძლია მაგიდაზე მუშტიც კი დააბრახუნოს), ახსოვს სიკეთე, ერთგულია მათი, ვინც ოდესღაც მაინც დახმარება გაუწია, მომთმენია, სხვებს შეცდომებს ადვილად პატიობს, დიდსულოვანია. ინტერესი რელიგიისადმი, ლიტერატურისადმი, ხელოვნების ახალი ფორმებისადმი.

დაბადებიდან ხელმძღვანელები არიან, მაგრამ არ ივიწყებენ ცხოვრების სასიამოვნო მხარეებსაც, უყვართ მოწევა, დალევა და ჭამა, არ ზრუნავენ ფიგურასა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ  სამაგალითო ასკეტებად  ქცევაც შეუძლიათ. საერთოდ, მათთვის  დამახასიათებელია მისწრაფება, იყვნენ სხვებისთვის სამაგალითონი, უყვართ პირველობა და სურთ სხვების ჩამოყალიბება.

ძლიერი მისწრაფება აქვთ _ რაც შეიძლება მეტი გაიგონ ჩვენ სამყაროზე, გაიგონ კავშირები მასში, მაგრამ ინფორმაციის მიღებისას, არ გადაამუშავებენ, იმ წამსვე გადასცემენ. სამსახურში შეუძლიათ გადაწყვეტილების თავად მიღებაც და მათზე პასუხის გაცემაც. შეუძლიათ წარმომადგენლობა, ორგანიზება, გაწონასწორება. პროფესია აუცილებლად უნდა იძლეოდეს ზრდის, კარიერის შესაძლებლობას და მაშინ ყველაფერს გულმოდგინედ ცდილობენ. ძალაუფლებასა და ხელისუფლებას ბოროტად არ იყენებენ. ეს კარგი ხელმძღვანელები, მოსამართლეები, აღმზრდელები, მასწავლებლები, რელიგიური მოღვაწეები და იდეების მქადაგებელნი არიან.

უყვართ, როცა მათ სამუშაოს ღირსეულად, დამსახურებულად აფასებენ. ხშირად ოცნებობენ სხვა, შესანიშნავ ქვეყანაზე, სადაც იმუშავებნენ. თუ რაიმე საქმე აინტერესებთ და მნიშვნელოვნად ეჩვენებათ, შეუძლიათ ანაზღაურების გარეშეც იმუშაონ. შეუძლიათ მხარდაჭერა აღმოუჩინონ კატასტროფაში მოხვედრილს,  მას ცხოვრების რწმენა დაუბრუნოს.

მათი სიყვარული ცეცხლოვანია, მაგრამ შეკავებული. სანამ იპოვიან ცხოვრების თანამგზავრს დიდხანს ირჩევენ, ორჭოფობენ, განიცდიან მრავალ თავგადასავალს, მაგრამ აირჩევენ თუ არა, ამაღლებულად ატარებენ კავშირის ჩირაღდანს. თუ მაინც ხვდებიან ახალ პარტნიორს, წამსვე აღიარებენ, რადგანაც დიდი ხნით ტყუილს ვერ ახერხებენ. ვინმესთან პარტნიორის გაყოფა არ სურთ, ცდილობენ ერთად იმუშაონ, იმოგზაურონ, იკამათონ. მრავალი კავშირი არ ინგრევა, მაშინაც კი თუ სიყვარული გაქრა, ასე რომ, სასიყვარულო კავშირი გადაიზრდება მეგობრობაში, ურთიერთდახმარებასა და პროტექციაში, მაგრამ თუ დამცირებულია მათი პატივმოყვარეობა, სიყვარული სრულდება. პარტნიორისგან კრიტიკას ვერ იტანენ. სხვა შემთხვევებში მეგობრულები, დიდსულოვნები და პატარა სისუსტეების მიმართ მომთმენები არიან, ბავშვები მათთან თავს კარგად გრძნობენ, რადგანაც ისინი მათთვის მაგალითს წარმოადგენენ.

საშიშროებები: პატივმოყვარეობა, რომელიც ხშირად ასულელებთ, კრიტიკისადმი მგრძნობიარობა (შეუძლიათ აპიპილპილდნენ), გადაჭარბებისკენ მიდრეკილება _ ლოთობა, ღრეობები, ღორმუცელობა, ნებისმიერი მშვილდოსანი რომელიმე მათგანისკენაა მიდრეკილი, არ იცის ზღვარი; განდიდების მანია, ბაქიბუქობა, ხშირად იმაზე მეტ პირობას დებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. შეუძლიათ მიიღონ მდგომარეობა და დააგროვონ მატერიალური სიკეთე, მაგრამ შეუძლიათ მისი გაფლანგვაც. გადაჭარბებული კვება (ნაყროვანება), ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება შეიძლება ოსტეოქონდროზის, ართრიტის, რევმატიზმის, მარილების დაგროვების, ხერხემლის საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადების მიზეზი გახდეს. შესაძლებელია ასევე ჭრილობები, მენჯ–ბარძაყის ამოვარდნები _ სპორტით დაკავებისას, ფილტვების, თირკმელების და ნერვიული სისტემის დაავადებები. საერთოდ, ორგანიზმის კონსტიტუცია (წყობა) ძლიერია, ასევე ძლიერია ორგანიზმის წინაღმდეგობის გაწევის უნარიც (იმუნიტეტი). სუსტია სისხლი და ნერვიული სისტემა.

გულის სიღრმეში ის მოთამაშე და ავანტიურისტია, უყვარს რისკი, ახალი სამყაროს აღმოჩენა და კვლევა-ძიება. ირჩევს ისეთ გზებს, რომელზეც მანამდე არავის გაუვლია, ამ გზებს უსაფრთხო და საიმედო გზებზე მეტად ანიჭებს უპირატესობას. მას დამოუკიდებელი, მოუსვენარი ხასიათი აქვს, თავისუფლებისკენ ისწრაფვის. სჭირდება ისეთი ცხოვრების წესი, რომლის დროსაც შეძლებს მოგზაურობას და მოძრაობას მოახერხებს. მისთვის აუცილებელია ცვლილებები და ახალ ადამიანებთან შეხვედრების შესაძლებლობები, საკუთარი ჰორიზონტის გაფართოების პერსპექტივები. მას სძულს მუდმივობა, რუტინული ყოფა. დარწმუნებულია საკუთარ მომავალში, მხოლოდ მთვარია, არ შეუზღუდონ და ჩამოართვან ქმედების თავისუფლება.

მისთვის ცხოვრება _ მოგზაურობა, თავგადასავალი, საინტერესო და მდიდარი შესაძლებლობებია და რთულია გადაწყვიტოს, რაზე შეაჩეროს ყურადღება და ძალისხმევა. მანამ, სანამ გააკეთებს არჩევანს, შესაძლებელია, მთელი ქვეყნის გარშემო იხეტიალოს, გამოსცადოს ყველაზე განსხვავებული გზები, უნდა შეძლოს ერთი დიდი თემიდან მეორეზე გადასვლა _ ეს ასევე დამახასიათებელია მისი ხასიათისთვის.

როგორც კი დაიწყებს გაგებას, რომ იმ მდგომარეობაშია, როცა უნდა გადაწყვიტოს მოცემული პრობლემა, ის უკვე მისთვის ინტერესს კარგავს (ანუ დასრულებას მიახლოებული პროცესი მიზნის – ობიექტის მიმართ ინტერესს უკარგავს). რაიმეთი ბოლომდე დაკავების უნარი, თვითდისციპლინა, რაიმეზე კონცენტრიება  _ მისი ხასიათის ძლიერ მხარეს არ წარმოადგენს. მას შეუძლია გამოავლინოს უპასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე ტვირთის აღებისას არ აჩქარდება და ცხოვრებას ისე არ  შეზღუდავს, როგორც ეს ზრდასრულ ადამიანს შეუძლია.

გამოუსწორებელი ოპტიმისტია, ოცნებობს რაღაც დიადზე, იმედოვნებს მომავალზე. ჩვეულებრივ, ის მისდევს რაიმე შორეულ მიზანს, აქვს რწმენის და იმაში დარწმუნებულობის დიდი მარაგი, რომ ცხოვრება თავად იზრუნებს მასზე. წარუმატებლობებს არ შეუძლიათ მისი სულიერი განადგურება. როგორც რეზინის ბურთულა, ისე შორდება იმედგაცრუებებს, – ხშირად უკვე სხვა დიდი ოცნებით ანდა პროექტით თავში. მას სპორტული ურთიერთობა აქვს ცხოვრებასთან და ფილოსოფიურად უდგება შეცდომებს. იმ მიმართულებების გამოცნობის უნარებს ფლობს, რომელშიც განვითარდება მომავალი, მოვლენებს მსხვილ პლანში ხედავს, არ უღრმავდება წვრილმანებს. უყვარს თეორიზება, ფიქრი, მხოლოდ ერთია, იმისთვის, რომ თეორია პრაქტიკაში განახორციელოს, არ დაიწყებს ყველა დეტალზე ფიქრს.

საკუთარ თავს ავლენს ღიად, პირდაპირ და სწორხაზოვნადაც კი; ხანდახან თავხედი, კადნიერი და უტაქტოა. იმის გამო, რომ საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, ძალიან სერიოზულად ვერ აღიქვამს, სრულიად შესაძლებელია, ხშირად ვერ იგებდეს, როგორ შეიძლება აისახოს მისი გულახდილობა სხვებზე და როგორი ჭრილობა შეიძლება მიაყენოს ამ გულახდილობამ მეტად მგრძნობიარე სულებს. საქმის არსით, მისი შეუცნობელი და გაუაზრებელი უზუსტობები და ადამიანების გრძნობების გაუგებრობა _ ერთ-ერთი ცუდი თვისება და ნაკლია.

უეჭველია, ის დიდ სიამოვნებას იღებს მეგობრობისგან და მეგობრული ურთიერთობებიდან, მაგრამ მას ასევე სჭირდება თავისუფლებაც. ამიტომაც ის ვერ ეწყობა იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მაღლა საკუთარ თავს აყენებს, ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ ურთიერთობებში დისტანციის დაჭერა, პარტნიორებთან, რომლებიც გადაჭარბებულად მომთხოვნები არიან ყურადღების მიპყრობისადმი. თავად დიდსულოვანია და მთელი გულით სძულს მეწვრილმანეობა. ადამიანთან, ვისთან ერთადაც ისურვებდა საკუთარი დროის დიდი ნაწილის გატარებას, იქნება მხოლოდ ის, ვინც გაიზიარებს მის იდეებს, ცხოვრების მიმართ გემოვნებას და ექნება იუმორის გრძნობა.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

მშვილდოსანი _ “მამაკაცური”, “ცეცხლოვანი” ნიშანია, რომლის სიმბოლოცაა: მშვილდოსანი, რომელიც მშვილდიდან ისვრის; ადამიანები დაბადებულნი მზით მშვილდოსანში, ჩვეულებრივ, ჯანმრთელები და ოპტიმისტები არიან. ისინი, ასევე, გულწრფელები და მართლები არიან. ეს არიან ადამიანები, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება; მათ აქვთ სუფთა ხასიათი. მათი ქცევის მანერა პირდაპირი და ღიაა. ჩვეულებრივ, ისინი ცხოვრებაში ისახავენ მაღალ მიზნებს და პატივისცემით ეპყრობიან სიწმინდეებს, ისინი დაკავებულნი არიან რელიგიური საქმიანობით, მდიდრები, დამოუკიდებლები არიან, შესაძლებელია იცოდნენ მედიცინა ანდა შესწავლილი ჰქონდეთ მოქანდაკის ხელოვნება.

ადამიანები მზით მშვილდოსნები ფეთქებადი ხასიათისანი არიან, მათ ეპყრობიან ღირსებით, ხანდახან კი ანებივრებენ კიდეც, ისინი საიმედონი, დაჟინებულნი, უდრეკები, პატივცემული ხალხია. ისინი ბედნიერები, პოპულარულები, რელიგიურები, ჩვეულებრივ, კარგი მდგომარეობისანი არიან; აქვთ მუსიკის ნიჭი. ასეთი ადამიანი ფლობს გარშემომყოფების ხელმძღვანელობის უნარს. ხასიათი _ კმაყოფილი, მხიარული; ამ ადამიანებს შეუძლიათ მომავლის დიდი იმედი ჰქონდეთ. საკუთარ გადაწყვეტილებებში უდრეკები არიან; შეუძლიათ რაიმე ერთი საქმით მაინც იყვნენ დაკავებულნი. მათ ხასიათში შეინიშნება გაორებულობა: ისინი, ნაწილობრივ, მატერიალისტები არიან, ნაწილობრივ _ სულიერნი. კლასიკური ტექსტები უთითებენ ასეთ ადამიანებზე, როგორც კეთილგონივრულებზე, რომლებსაც შეუძლიათ კარგი გადაწყვეტილებების მიღება, მათთვის არსებითია გულისხმიერება და მხიარულება. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, გამომგონებლები, ორიგინალურები, ამ შემოქმედებით ადამიანებს არ უყვართ ვინმეზე დაქვემდებარებულობაში მუშაობა. ისინი საკუთარ შეხედულებებს გამოხატავენ ღიად, გულწრფელად. მათ კარგი ჯანმრთელობა აქვთ და კარგი შვილები ჰყავთ. უყვართ მოგზაურობა, მიდრეკილნი არიან სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის ცვლისკენ, ოღონდაც, თუ ეს ხელს უწყობს მათ კარიერას. ისინი ეწევიან მოწესრიგებულ ცხოვრებას, აქვთ ძლიერი ნებისყოფა, უყვართ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მშვილდოსანს მართავს იუპიტერი, ამიტომაც მათი ცხოვრება სრულიად უცოდველია; ეს ადამიანი წმენდს საკუთარ გულს, ათავისუფლებს მას მატერიალური სურვილებისგან.

მზე მშვილდოსანში

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

23 ნოემბერი – 21 დეკემბერი

მშვილდოსანს უყვარს “საკუთარი თავის ჩვენება”; მას სწყურია თავისუფლება და იჭერს მის ყოველ წამს. ის ისწრაფვის “სინათლისკენ” და საკუთარ ანგარიშში უკვე იწერს იმ გმირობებს, რომელიც ჯერ მხოლოდ იგეგმება. ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ ინტერესის წყალობით დიდი ხნით ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ის არაა შექმნილი დრამისთვის, მძიმე და დამთრგუნველი სიტუაციებისთვის, რომლებსაც მთელი ძალით გაურბრის. მისი ოპტიმიზმი, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, იუმორის გრძნობა უზრუნველყოფს სხვების სიმპატიებს.

მშვილდოსანი – ადამიანი, რომელიც გატაცებული და გულახდილია, რის გამოც, არცთუიშვიათად, იჩენს მტრებს. მოკლედ, ის უყვართ; ის დიდსულოვანია _ როცა მის წმინდათაწმინდა თავისუფლებას არ ემუქრებიან. არ უყვარს საკუთარ თავზე მოვალეობის აღება და უფრო ხშირად უარს იტყვის მოგებაზე, ვიდრე ვინმეს ან რაიმეს მისცემს უფლებას შეუკრას ხელ-ფეხი. უყვარს თავის გარშემო მეგობრების შემოკრება და მათთვის დახმარების გაწევა.

მისი ბედი დაკავშირებულია უცხოეთთან, უცხოლებთან, საერთოდ მოგზაურობასთან. მისი ოპტიმიზმი ამოუწურავია: რაც, როგორც სხვა არავის, ისე ეხმარება სირთულეებთან  გამკლავებაში. ძლიერი მარსის ანდა ურანის შემთხვევაში, შესაძლებელია, სულის სიღრმეში მოთამაშე იყოს, წავიდეს იმაზე, რომ მთელი თავისი მომავალი დადოს “ავერსსა და რევერსზე”*. ხშირად მშვილდოსნები იკეთებენ კარიერას, “ეწყობიან” ცხოვრებაში, ხდებიან დირექტორები და ა.შ. მათთვის საუკეთესო, ყველაზე “წარმატებული” ასაკია  _ სიმწიფის ასაკი.

მშვილდოსანს ჯანსაღი აზროვნების ბუნება და ძლიერი ელექტრონული პოტენციალი აქვს, რომელიც საჭიროა სადღაცას დახარჯოს. ეს შეიძლება იყოს ჯირითი, მოტოსპორტი, ტურიზმი _ საქმიანობა, რომელიც ითხოვს ენერგიის ხანგრძლივ ხარჯვას. არაა საჭირო გადაჭარბებული ჭამა (გაძღომადე) და ცხიმოვანი საკვების ბოროტად გამოყენება: ამას ოპტიმიზმისა და სულიერად კარგი განწყობის დაკარგვამდე მიჰყავს. ხშირად იტანჯება იშიალგიით**,  ყველა სახის “წელკავებით”. ელემენტებიდან ნაჩვენებია რკინა, ბალახებიდან _ სალბი. ძილი რეკომენდირებულია ოდნავ აწეული ფეხებით (ფეხებქვეშ – პატარა ბალიში, მუთაქა).

წყარო: astroblogi.com

 

Share on other sites

  • ფორუმელი

21 მარტი – 20 აპრილი

549357138_.thumb.jpg.1c50141487566cad7fbf8a63c16be51a.jpg

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ვერძი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ვერძში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია ვერძების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მზე ვერძის ნიშანში შედის 21 მარტს, ეს ასტროლოგიურად ახალი წელია. ზოროასტრიელები ახალ წელს 21 მარტს აღნიშნავდნენ. ეს იყო უდიდესი დღესასწაული  _ ბუნება ცოცხლდებოდა, მზე შედიოდა ვერძის ნიშანში 21 მარტს და  იქ 21 აპრილამდე იმყოფებოდა.

ვერძი ეკუთვნის ცეცხლის სტიქიას; როცა ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ერთ ადგილზე ჯდომა, _ ეს ცეცხლის ადამიანია, მასში ბობოქრობს ცეცხლი, ის ყოველთვის ასხივებს ენერგეტიკულ ხიბლს. ცეცხლის შინაგანი ხიბლი, შინაგანი ექსპრესია და ენერგია, რომელიც იღვრება გარშემომყოფებზე, იწვევს სიმპატიებს. მამაკაცს, რომელსაც ბევრი ცეცხლი აქვს, ძალიან მოსწონთ ქალებს. ლომები და ვერძები არცთუ უსაფუძვლოდ ითვლებიან ყველაზე დიდ გულთამპყრობელებად.

ვერძი _ ეს ცეცხლის სტიქიის პირველადი დონეა _ ყველაზე პირველი ცეცხლი, კოსმიური, იმპულსური, აალებადი, როცა ცალკეული ნაკვერჩხლები  სხვადასხვა მხარეს იბნევა. ასეთია პირველადი ცეცხლი, რომელიც ვერძის სახესა და არქეტიპს ბევრ რამეში აყალიბებს. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს, _ რომელიც ვერძის ნიშანს აყალიბებს, _ წარმოადგენს პლანეტა მარსის ვიბრაცია.

ტიპიური ვერძები _ ეს მარსიანული ტიპის ადამიანები არიან. შესაბამისად, ამ ჩამომყალიბებელ საწყისებს _ მარსს და პირველად კოსმიურ ცეცხლს, რომელიც მუდმივად აალებადია, _ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ვაკვირდებით ცხოვრებისეულ გამოვლინებებში. ვერძები გამოირჩევიან უკიდურესი აქტიურობით. ალბათ, ისინი ყველაზე აქტიური ადამიანები არიან ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშნებიდან. ვერძი აქტიურობაცაა, საქმიანობაც, ენერგიულობაც – ეს ყველაფერი სახეზე აწერია ამ ნიშნის წარმომადგენელს. საკუთარ საქმეებს იწყებს აქტიურად, ასევე აგრძელებს ამ საქმეს და, სამწუხაროდ, ისე ანებებს თავს, რომ ბოლომდე არ მიჰყავს, რადგანაც ბევრი საქმე ითხოვს ამტანობასა და მოთმინებას, _ რაც ვერძებს არ ჰყოფნით. სამაგიეროდ, ვერძები დიადი წამომწყებები, პირველაღმომჩენები არიან.

საქმის ბოლომდე მიყვანა ეს კარგია, მაგრამ ვერძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაწყებაა, თავადაც დაინთოს ცეცხლი და სხვებშიც გააღვივოს იგი. ეს მათი უმაღლესი კოსმიური ამოცანაა, ამ ნიშნის ქვეშ ამისთვის არიან დაბადებულნი. ვერძებს და, სხვათაშორის, ზოდიაქოს პირველ ოთხ ნიშანს, საკუთარ არქეტიპში, საკუთარ სტრუქტურაში ძალიან ბევრი რამ ბავშვური აქვთ. თუ დააკვირდებით ტიპიურ ვერძებს, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ისინი, პირდაპირ ბავშვებივით, ძალიან უშუალონი არიან. ახალი საქმის, ახალი ნაცნობობისას წამიერად ვარდება ოვაციებში, იწყებს სიხარულის ენერგიის ნათებას და ამ ენერგიით “ასნებოვნებს” გარშემომყოფებსაც.

თუმცა-ღა, ვერძები კარგი წამომწყებები არიან, მაგრამ ხელმძღვანელებად არ ვარგანან, მითუმეტეს, თუ ვერძი დაბალი ანდა საშუალო განვითარების დონისაა. მხოლოდ მაღალ სულიერ და ინტელექტუალურ დონეზე შეუძლიათ ხელმძღვანელად ყოფნა, ხალხის აყოლიება, ენერგიის, ცეცხლის დანთება და ენთუზიაზმით უდიდესი მასების დამუხტვა, მათზე მაგიური ზემოქმედების მოხდენაც კი. ამასთან ერთად, როგორც წესი, ვერძი თავის საქმიანობაში ეყრდნობა ძალას, ხანდახან ფიზიკურს, ხანდახან კი _ ენერგეტიკულს. ხანდახან შეუძლია სათავეში ჩაუდგეს რაიმე საზოგადოებრივ მოძრაობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასეთი ვერძები საკმაოდ მაღალი განვითარების უნდა იყვნენ, დაბალი და საშუალო განვითარების ვერძებისთვის კი, ბუნების მრავალ ფაქიზ შტრიხს იმპულსურობა უთრგუნავს.

მაღალი დონის ვერძებს შორის იყო მრავალი პოლიტიკოსი, მხედართმთავარი, საზოგადო მოღვაწე და იმპერატორი. საკუთარ დაბალ იპოსტაზში, რა თქმა უნდა, ვერძები _ ყველაზე უმართავი ხალხია, რომლებსაც ახასიათებს უხეშობა და სიძუნწე, ასეთ ადამიანებს უწოდებენ “დერჟიმორდა”-ს*, პირველი იმპულსით ისინი არ არკვევენ სიტუაციას, იწყებენ ჩხუბს. ეს ვერძის ყველაზე დაბალი, ყველაზე პრიმიტიული გამოვლინებაა. და თუ ტრავმაიში შეხვდებით მოჩხუბარ ადამიანს, ე.წ. “ტრავმაის ხამს”, რომელიც იქნევს ხელებს, ცოფებს ჰყრის, ყველას ამცირებს, მაშინ უეჭველად დაბალი განვითარების ვერძი იქნება. თუ ვისაუბრებთ თეოგრაფიულ ასტროლოგიაზე, მაშინ ვერძთან დაკავშირებულია გერმანია, განსაკუთრებით, პრუსია. საინტერესოა, რომ გერმანელი ლიდერები იყვნენ ვერძები: ბარბაროსი, ბისმარკი, ვილჰემ I, ჰ. კოლი. (შენიშვნა, გლობას მიხედვით _ ა. ჰიტლერიც).

მაღალი დონის ვერძები საკუთარ თავს ავლენენ როგორც საკმაოდ კარგი დიპლომატები, მაგრამ ეს ითხოვს ძალიან დიდ დამუშავებას. საქმე იმაშია, რომ ვერძები _ ძალიან გატაცებითი ბუნებისანი არიან და უძნელდებათ საკუთარ ბუნებასთან გამკლავება. მაღალი დონის ვერძებს შეუძლიათ წარმოუდგენელი სულიერი ევოლუციის სიმაღლეების მიღწევა. მნიშვნელოვანი ვერძი იყო: ნაპოლეონ III, მაგრამ მან ცხოვრება საკმაოდ სამწუხაროდ დაასრულა, როგორც ჩანს, სიცოცხლის ბოლოს მის პიროვნებაში გამოვლინდა დაბალი დონის ვერძი. ვერძი იყო სტოლიპინი, რომელსაც ადრე დაუმსახურებლად ეჩხუბებოდნენ, შემდეგ კი სერიოზულად მოეკიდნენ. მკვეთრი და კაშკაშკა ვერძი იყო ნ. ხრუშოვი, კიდევ ვინ თუ არა, ასეთი გულწრფელი ვერძი, მოახერხებდა და თავს უფლებას მისცემდა ფეხსაცმელი ებრახუნებინა გაეროს ტრიბუნაზე, რომელი შეძლებდა ასე გულწრფელად საკუთარი თავის გამოხატვას?! მუსიკოსებიდან ვერძი იყო: მ. მუსორგსკი, მხატვრებიდან _ ვან გოგი. მისი მთელი შემოქმედება გაჯერებულია ენერგეტიკითა და ცეცხლოვანებით. ის იყო ძალიან მოძრავი ადამიანი, მუდმივად გადაადგილდებოდა და მოგზაურობდა. მხოლოდ ასეთ ვერძს შეეძლო ვნების მოზღვავებისას ყურის მოჭრა. რა თქმა უნდა, ეს პათოლოგიური ვერძია. ფროიდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა პათოლოგიას, ამუშავებდა საკუთარ სისტემას და ზუსტად პათოლოგიაში შეიძლება ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურების სიღრმის, მისი ქვეცნობიერის დანახვა. ვერძები იყვნენ: ბახი, ს. რაზინი. ლიტერატურული გმირებიდან ტიპიური ვერძი იყო ნოზდრევი. პირქუში, ბოროტი ფრანგი ვერძი იყო _ პოეტი შარლ ბოდლერი, წინააღმდეგობრივი ბუნებით, რომელსაც ღმერთისგან მინიჭებული პოეტობის ნიჭი ჰქონდა, ხოლო ეშმაკისგან კი ბოძებული _ სული და სამშვინველი, რამაც მიიყვანა ბნელეთის მსახურებამდე და სატანიზმამდე, საკუთარ ლექსებში სატანას ადიდებდა.

* держиморда _ ნიშნავს უხეშ, სულელ, უტვინო და სასტიკ ადამიანს, რომელიც ასე ექცევა ქვემდგომებს, იყენებს ძალაუფლებას ინიციატივის, თავისუფლების დასათრგუნად.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ვერძი. მმართველები მარსი და პლუტონი.

ნებისყოფიანი ვერძი.

მთელი შემოქმედებითი ზონისთვის დამახასიათებელია პირველსაწყისი, ჯერ კიდევ უხეში სტიქიის შეგრძნება;

აქ სტიქია, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არ აცნობიერებს საკუთარ თავს.

ადამიანი ვერძი

ტიპიური ვერძი ცხოვრობს და რეალიზებას ახდენს ენერგეტიკულ ნაკადში. ეს კაშკაკშა პასიონარია*, იდეების (ენერგეტიკული) მიმყოლია, არ უსმენს საწინააღმდეგო აზრს, მაგრამ სხვებს “ასნებოვნებს” საკუთარი შეხედულებებითა და მრწამსით. იდეა, რომელსაც ის ატარებს, ჩვეულებრივ, არაა განებივრებული დეტალურობით, მაგრამ მიზნიანი და პრაქტიკულია, ადვილად ყალიბდება ლოზუნგის სახით, რომელსაც გაჰყვება მასა, მოექცევა ენერგეტიკული  ჭავლის ხიბლის ქვეშ. ვერძი ფლობს ხიბლის მაგიას პირდაპირი ჰიპნოზის სახით; გარესამყაროს მთლად ძალიანაც არ უყურებს და მასში არ ანსხვავებს დეტალებს. ის არანაკლებ ბრწყინვალედ ანსხვავებს იმ ადამიანებს სხვებისგან, რომლებიც მის ხიბლში მოექცევიან. უკანასკნელთ (ანუ მათ, ვინც მათი ხიბლის ზეგავლენაში არ ექცევიან) მტრებად ჩათვლის, მაგრამ მათთან ბრძოლისას მიდრეკილი არაა ყურადღება მიაქციოს მათ ქმედებს, მაგრამ მთლიანად ეყრდნობა საკუთარ მიმართულებას (საკუთარ იდეებს) და სრულყოფს თავდასხმისა და თავდაცვის საშუალებებს.

ჩვეულებრივი ვერძი  საკუთარი არხების მონაა.  დაიწყებს თუ არა არხები შესუსტებას, ვერძი მომჩვარული, პასიური ხდება და ვარდება ღრმა დეპრესიაში. მისი ძველი იდეები, _ რომლებიც შთააგონებდნენ და აღელვებდნენ, _  უმარილოდ და მომჩვარულად ეჩვენება; სამყარო ფერადიდან ხდება შავ-თეთრი შეფერილობის, არომატები და სუნები საერთოდ ქრება. ვერძისთვის საბედნიეროდ, არხები დიდი ხნით იშვიათად ქრებიან და როცა თავიდან ირთვება, ვერძი ხელახლა იწყებს ძველი შუქით ნათებას, შესაძლებელია, ახალი შარავანდედითაც კი ასხივებდეს (ეს იმ შემთხვევაში, თუ არხი შეცვალეს, მაგალითად, შეიცვალა იდეა). ვერძი არ დაიწყებს წარსულზე სინანულს, მისი პრინციპია: ”თვალს მოშორდა – გულსაც მოშორდა” და ახალ იდეას იქადაგებს იგივე ვნებით და იგივე გულწრფელობით, რამეთუ გულწრფელობა, სრულად დავიწყებულ წარსულთან შერწყმით, ვერძის დამახასიათებელი შტრიხებია.

დეპრესიის მდგომარეობაში ვერძი მთლიანად ეშვება და კატეგორიულად არ სწამს გაუმჯობესების შესაძლებლობის. მისი გონება, შესაძლებელია ეუბნება კიდეც, რომ არხები (ძალები, ენერგია, თავდაჯერებულობა) დაბრუნდება, რამდენადაც ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ გრძნობები ეუბნება: თუ დღეს წვიმა მოდის, მაშინ გამუდმებით იწვიმებს, ხოლო ზამთარში სეტყვად იქცევა. ამ მდგომარეობაში ვერძი ინსტიქტურად ეძებს არხების ჩართვის შესაძლებლობას და შეიძლება დაეთანხმოს ნებისმიერ და ბევრ რამეს, მათ შორის საკმაოდ სახიფათო ვარიანტებსაც კი, ზუსტად ამ მდგომარეობაში საჭიროებს მზრუნველობასა და დაცვას, სხვა შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია მოექცეს ვინმეს გავლენის ქვეშ, მაგალითად, კირჩხიბის ანდა თხის რქის გავლენის ქვეშ; რომლებიც, დეპრესიის წუთებში მოაქცევენ რა მას “მარწუხებში”, ინარჩუნებენ მაგიურ ძალაუფლებას და, შემდეგ,  ვერძის ძლიერ ენერგიას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ, სრულიად შესაძლებელია, ანგარებითი მიზნებითაც კი.

ფსიქოლოგიური კუთხით ვერძი მარტივია, “რაც გონებაში აქვს, იგივე აქვს ენაზეც”. კირჩხიბის უნარი გაჩუმდეს, ხოლო თხის რქის – ცეცხლოვან სიტუაციებში წყნარად მოახდინოს მანევრირება და ადამიანებზე მანიპულირება, ორივე ნიშნის ეს უნარები, ვერძისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. სტიქიები და სიტუაციები, განსხავებით ცეცხლოვანისა, ვერძს არ ეხება და არ აღიზიანებს, ეჩვენება მოსაწყენად და უფერულად, ის მათ არ აღიქვამს და გულწრფელად ცდილობს მათ გაცოცხლებას _ თავისი მანერით. რთავს საკუთარ ენერგეტიკას და სრულიად ვერ ამჩნევს, რომ ხშირად ამით მთლიანად ანადგურებს (მას ეჩვენება, რომ მანამდე არაფერი იყო და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო). ვერძი არაა მიდრეკილი ადამიანებით მანიპულირებისკენ, მას სჭირდება მათზე ძალაუფლება, მას მოაქვს თავისი იდეები, ენერგია და იმ მომენტში, როცა ის მათ იპყრობს (ანუ ხედავს, რომ ადამიანები “დაიპყრო”),  კარგავს მათ მიმართ ინტერესს და აგრძელებს თავის გზას. ამ აზრით, ის კეთილშობილი და უანგაროა. ეს გარემოება არანაკლებ დაკავშირებულია ვერძის სულიერი ცხოვრების ცნობილ პრიმიტიულობასთან, რომელიც ექვემდებარება არხს.

მხოლოდ არხის ფლობის დოზით და საკუთარი სულიერი ცხოვრების გაცნობიერების დიფერენციაციით, კეთილშობილება და პირდაპირობა, შესაძლებელია, დაექვემდებაროს არსებით შემოწმებას. აღმოჩდება, რომ არხი შეიძლება ჰქონდეს თავისთვისაც და რომ, ამასთანავე, თავისთავად არც იყოს მოსაწყენი! საბედნიეროდ, ამ ცდუნებას ვერძი რამდენიმე ხნის შემდეგ გადალახავს.

როგორც ვერძის მმართველის, მარსის გავლენა გამოიხატება იმაში, რომ ვერძს უადვილდება მარსიანულ ენერგიამდე მიღწევა და ეს ენერგია წარმოადგენს ვერძის ბუნებრივ იარაღს _ როცა საჭიროა და სადაც საჭიროა. ვერძი მუდმივად, დაჟინებით, ღირსების საუკეთესო გამოყენებით, თავით და რქებით აწვება განსხვავებულ კედლებს – იქნება ეს თივის, შუშის, აგურის, გრანიტის თუ სხვა სახის კედელი _ და თუ კედელი ინგრევა, ის პირველ წამებში კმაყოფილია, ხოლო შემდეგ გადადის მომდევნო კედელზე, სინანული მხოლოდ წამიერად თუ გაუჩდება (მაგრამ, სამაგიეროდ, გულწრფელი სინანულია), ხოლო შემდეგ ისევ ნახტომს აკეთებს სხვა კედლის მიმართულებით. წამტვრეული რქები, დროთაგანმავლობაში, თავიდან ეზრდება.

ვერძში დატყვევებული ვენერას გავლენა გამოიხატება იმაში, რომ ის მთლიანად (და ხშირად გაუცნობიერებლად) მოძრაობს იდეალების შექმნისკენ, რთავს სილამაზეს, სიყვარულს და ჰარმონიას. მხოლოდ ერთია, განვითარებულ ვერძში ეს მახასიათებლები გარშემომყოფებისთვის შესამჩნევი ხდება; მისი საერთო სიუხეშე ამსხვრევს ფაქიზ, კეთილშობილ ვენერასეულ გავლენას, როგორც კი ცოტათი ახლოს “მოდის” და ხილული ხდება, ანუ მანამდე შექმნილი შუასაუკუნოვანი რაინდისთვის ქალწულ მარიამის ეფემერიდული იდეალი ქრება (იმსხვრევა).

განვითარებული ვერძისთვის მზის კულმინაცია სრულიად არ ცვლის მის სახებას. ის თავს ანებებს საკუთარი არხების მონობას, აცნობიერებს მას როგორც კოსმიურ ძალას, სწავლობს მის ბუნებას და აღმოჩდება იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლია  საკუთარი ნების მართვა; შეუძლია “არა”-ს თქმა ანდა დეპრესიის პერიოდების მიერ კონტროლირებადი ხდება, რომელიც, რეალურად, დაკავშირებულია სწორ ქცევასთან (ენერგეტიკული არხების მიერ მართული). მმართველობის როლის შეცვლას (მარსიდან მზეზე გადამისამართება), რომელიც ხდება ვერძის განვითარების მიხედვით, თან სდევს დაკვირვებულობისა და მარსიანული პრინციპის _ პირდაპირი ენერგეტიკული ზემოქმედების აქტიურობის “გადათარგმნა” – შეცვლა უწყვეტი ყურადღების ზრდით, ანუ მაღალი მზისეული პრინციპით. ნების უმაღლესი პრინციპი (მზისეული პრინციპი) იმაში მდგომარეობს, რომ სრულიად ქრება ნებისმიერი ზემოქმედება, გარდა წმინდა ყურადღებისა: “სიარულის მცოდნე არ ტოვებს კვალს” (ლაო ძი). თავისთავად, ნება და ინიციატივა თანხვედრაშია დროის და ადგილის შერჩევასთან, რომელზეც მიმართული იქნება ყურადღება. ამასთან ერთად, მზის კულმინაციის გავლენა განუვითარებელ ვერძზე გამოიხატება იმაში, რომ დროთაგანმავლობაში ის ახერხებს საკუთარი ნების ენერგეტიკული არხის გადაჭარბებულ კონცენტრაციას, რასაც, არასაკმარისი გააზრებულობისას (ეს კი დამახასიათებელია საშუალო ვერძისთვის), მიჰყავს ობიექტის დაწვამდე ენერგიის გამოყენებით (მთლიანად ანდა ნაწილობრივ, მოქმედებს როგორც მზისა და მარსის დაზიანებული შეერთება).

სატურნის ვარდნა გამოიხატება _ საშუალო ვერძში _ რაიმე ცნობიერი დისციპლინის ანდა თვითშეზღუდვის დამორჩილების სურვილის სრულ უქონლობაში, ასევე, როდესაც გაძლიერებულია ენერგეტიკული არხები, მინიმალური თვითკონტროლის (სიბრძნის გამოვლინებაზე უკვე საუბარიც კი აღარაა) გამოვლინების საჭიროებაში, რაც, ასევე, ამ დონის ვერძს არ აქვს; ასეთ წუთებში მოქმედებს პრინციპი: “არხი ფიქრობს ჩემს მაგივრად”. სამაგიეროდ დეპრესიის პერიოდებში სატურნი ძალიან შეიგრძნობა და ეს მთელი რიგი ნეგატიური მომენტებით ხასიათდება, რაც ვერძს აძლევს (ზემოაღწერილი) შესაძლებლობას გაიაზროს საკუთარი თავი და საკუთარი ადგილი განსხვავებულ ენერგეტიკულ არხებში (რომელსაც ვერძი გრძნობს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ენერგეტიკული არხები მუდმივ მოძრაობაშია, ამიტომ ძნელად აღსაქმელია) და სულიერი განვითარების გზაზე ცოტათი მაინც წინ წაიწიოს. საერთოდ, საჭიროა შეინიშნოს, რომ სატურნი _ წყნარი პლანეტაა და უყვარს დაბალ ენერგეტიკაზე მოქმედება და სიბრძნეც _ ფაქიზი საგანია და ვერძის ძლიერ და უხეშ ენერგეტიკულ სიხშირეზე არ ისმის. სამაგიეროდ, დეპრესიის პერიოდებში ვერძი იგებს სატურნს, შესაძლებელია, თხის რქაზე უკეთაც კი; სხვა საკითხია, როგორ მოეპყრობა მოსმენილსა და გაგონილს.

დაბალი ოქტავის ვერძის ტიპიური (მარსიანული) სიტუაცია წარმოადგენს ბრძოლის ველს თვითიმედოვანი ჯარისკაცების შეხედულებით (ეს ველი გენერლების შეხედულებით, შეიძლება იყოს ლომის ანდა სასწორის სიტუაცია). ვერძის ძლიერი ჩართვა იძლევა არაადამიანური ძალისა და სიმამაცის ომს; ასეთ დროს ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი ომის იდეალი სამშობლოა, რომელიც სრულიად გაცნობიერებული ხდება (რეალური არხით). დაბალი ოქტავის ვერძის სიტუაციის სხვა ტიპიური (სატურნისეული) ვარიანტი _ ეს ბრძოლის ველია ბრძოლის დამთავრების შემდეგ. აქ დაბალ ენერგეტიკულ დონეზე დესტრუქციულად გამოყენებული ვერძული ენერგიის ბახუსის შემდგომი დრო დგება (ანუ წარმოიდგინეთ, ნაბახუსევი დაბალი ოქტავის ვერძი). შეიძლება ვინმემ დილის საყვირამდე _ არხის მორიგ ჩართვამდე მოასწროს დასკვნების გამოტანა…

შედარებით მაღალი ოქტავის ვერძის სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ხდება რაიმე ენერგეტიკული იდეის ტრიუმფალური სვლა, მაგალითად, რევოლუციური გარდაქმნა ქარის წისქვილების წარმოებაში. შინაგანი წვის ძრავების ანდა პირიქით, ანდა მოხალისეებისგან კომუნების შექმნა. ნებისმიერ შემთხვევაში, მახასიათებელი შტრიხები ერთი და იგივეა: ზრახვებში სისუფთავე და კეთილშობილება, კრიტიკის იგნორირება, ისტორიული ფესვების  უქონლობა (ან იგნორირება), შემდგომში ენთუზიაზმის დაცემა _ შესაძლებელია შედარებით წარმატებული დასაწყისის შემდეგ, და ბოლოს _ სატურნისული სიტუაცია დევიზით: “რისთვისაც ვიბრძოდით, ისიც მივიღეთ”.

საერთოდ ტიპიურ ვერძებს და ვერძულ სიტუაციებს იუმორის გრძნობა საერთოდ არ აქვთ – ანდა საშინელია; სამაგიეროდ, მათზე სხვები ბევრს იცინიან.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ზემოთ დაწერილი არ ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს, ხოლო უპირატესობა აქვს იმ სახლებთან და ვერძის ნიშანში მყოფ პლანეტებთან მიმართებაში (და უმცირეს დონეზე მათთან ასპექტებს), რომელსაც მართავს ვერძი.

მზე ვერძში აყენებს ენერგეტიკული არხების ნებელობითი მართვის პრობლემას. აქ საერთო კარმული ამოცანა ვერძისთვის რთულდება კოსმიური ძალების პირდაპირი ჩარევით, რომელთა მოქმედებაც ადამიანზე მზის მეშვეობით შეიძლება შევადაროთ სახრახნისის მოქმედებას, რომელიც ატრიალებს ჭანჭიკს.

მანამ, სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც საერთო კოსმიური პროგრამის ნაწილს, მისი ინდივიდუალური ნება (მათ შორის ცნობიერიც) იმყოფება პრაქტიკულად სრულ კონტროლოში (ეგრეგორის მიერ), რომელიც სუსტებდა მხოლოდ ცნობიერი და ნებაყოფლობითი თანამშრომლობით.

ამიტომ, ნებისმიერი ნიშანი, რომელშიც დგას მზე, განიცდის უდიდეს დატვირთვას კოსმიური ძალებისგან, რომელიც ტრანსლირდება ინდივიდუალური ნებით და, რომელიც საჭიროა შეიმჩნეს, იმართება არამარტო შინაგანი ნებელობითი იმპულსით (“მე მაქვს ზრახვა”), არამედ წმინდა შინაგანი გარემოებებითაც.

მოცემულ შემთხვევაში საკითხთი წყდება ”ან – ან”-ით, ანდა იმონებენ მის ნებას _ მაშინ ბედის რიტმი მთლიანად განისაზღვრება ინდივიდის ნათალური რუკით, ამასთანავე,  მზეზე აქცენტი _ მინიმალურია.

ჰარმონიული ვარიანტი _ წმინდა პასიური მსახურება, დისჰარმონიული _ ტრაგიკული ბედი, უცხო ძალების ხელში სათამაშო, ანდა ადამიანს შეუძლია გააზრება და საკუთარი ნებელობითი იმპულსების ფლობა და მაშინ ვერძი-ადამიანი იწყებს  რწმენითა და სიმართლით მსახურებას.

ხოლო ჩვეულებრივი ვერძი, დაზიანებული მზით, ენთუზიაზმის წუთებში საკუთარი ჩლიქებით თელავს ყველაფერს, თუმცა, მთელი სულით ზევითკენაა მიმართული _ უბრალოდ ის ამ დროს ვერ ამჩნევს ვერაფერს.

* პასიონარი _ ადამიანი, რომელსაც აქვს ჭარბი ენერგია, აქტიური, რისკიანი, გატაცებულია და, შეიძლება ითქვას, შეპყრობილიცაა, შეუძლია რაიმეს მისაღწევად (რასაც თავად თვლის ფასეულად) ყველაფერი მსხვერპლად შესწიროს.

წყარო: . . შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

როცა მზე ვერძის ნიშანში იმყოფება, ის ეგზალტაციაშია და  ძალიან ძლიერ მდგომარეობას იკავებს. ჰარმონიულ ასპექტებში იძლევა მკვეთრად გამოხატულ ლიდერებს, ენერგიულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ცეცხლის დანთება და სხვების “დამუხტვა”; ვნებიანები, იმპულსურები, მუდამ წინ, პროგრესისკენ მიზანმიმართულები არიან; საკუთარ საქმეში პირველაღმომჩენები, პიონერები, ძალიან პატიოსნები, გახსნილები, პირდაპირები არიან, მაგრამ გარშემყოფების ინტერესებს და პრობლემებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს. ვერძი ფლობს ხელმძღვანელის, ორგანაზატორის ნიჭს, შეუძლია დაიმუხტოს და დამუხტოს სხვებიც, შთააგონოს საკუთარ თავსაც და სხვებსაც. სავსეა ენთუზიაზმითა და შემოქმედებითობით, შეუძლია საკუთარი მისწრაფებების წამოწყება და განახლება. უყვარს დაწყება, მაგრამ არ უყვარს დასრულება, დასრულებას ავალებს სხვებს.

საკუთარ უარყოფით გამოვლინებებში, შეიძლება იყოს ფეთქებადი, გამაღიზიანებელი, იმპულსური, წინდაუხედავი და უგუნური, დამპყრობელი, ხანდახან _ უხეშიც კი; დიდი სიამოვნებით იძლევა ვალს, მაგრამ ძირითადად არ უყვარს გაცემა. ნაწილობრივ, ვერძი ცხოვრობს ვალებით, მხოლოდ ერთია, შეუძლია ფულის გამომუშავებაც და როცა შეუძლია, ადვილად გასცემს ვალადაც. ის ნაკლებად ინტერესდება სხვა ადამიანების პრობლემებით და თვლის, რომ ყველა ვალდებულია ყურადღება დაუთმოს მას, ამიტომაც მოსაუბრეს უცერემონიოდ ახვეს თავს ყველაფერს, რაც იმ წამს აწუხებს, აკეთებს და აინტერესებს. ვერძის დომინანტ თვისებად ითვლება თვითდამკვიდრება, დაქვემდებარებისკენ, დაპყრობისკენ სწრაფვა, საკუთარი პოზიციის დაჟინებულობა. მისი ქცევისთვის დამახასიათებელია დემონსტრირება, გარეგანი სცენური ეფექტები, საუბრისას _ ინიციატივის ხელში ჩაგდების უდიდესი სურვილი, ბოლო წერტილის დასმა, ხოლო კამათისას _ ბოლო სიტყვა ყოველთვის მის მიერ უნდა ითქვას. ხასიათის ტიპაჟი _ მამაცური, ძლიერი და ნებელობითი; მისთვის დამახასიათებელია სიმამაცე, პატიოსნება, პირდაპირობა, გახსნილობა, ხანდახან სწორხაზოვნება, რომელიც  სიუხეშეში გადადის.

დაძაბული ასპექტებისას: ეგოცენტრიზმი, დაუოკებელი ვნებები, სიუხეშე, თვითდამკვიდრება, დემონსტრაციულობა, სიფიცხე, დიქტატი,  პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ მიდრეკილება; აპილპილება, გადაჭარბებული გულახდილობა, სწორხაზოვნება, ამბიციურობა, სიამაყე, არაჯანსაღი პატივმოყვარეობა, გამაღიზიანებლობა; მიდრეკილება სენსაციებისენ, გადაჭარბებისკენ, მფლანგველობისკენ; წინდაუხედაობა, დაუფიქრებლობა, აჩქარებულობა, მოუთმენლობა;  უკიდურესობისკენ მიდრეკილება; ცუდი თვისებები, მაგალითად, მოწევა, სუსტი ნერვიული სისტემა. იმისთვის, რომ ვერძი განაწყოთ თქვენდამი, თოკი თქვენკენ არ უნდა გადაქაჩოთ და ვერძზე დომინირებას არ უნდა ეცადოთ, უკეთესია დაუთმოთ: დაე, ბოლო სიტყვა თქვას მან. გარდა ამისა, ის უპირატესობას ანიჭებს პირდაპირ, პატიოსან და გულახდილ ადამიანებს. იმისთვის, რომ ვერძი თქვენგან წავიდეს, საჭიროა მათზე დომინირება.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აღნიშნავს ქმედების დაწყებას, პირად განვითარებაში ახალ ციკლს. დევიზი: ინიციატივა, აქტიურობა. არ აშინებთ დაბრკოლებები, მოქმედებენ თითქმის ბრმად, ზურგის გამაგრებისა და დაფარვის გარეშე, ისწრაფვიან წინ, დარტყმებს პირდაპირ ხვდებიან. საკუთარ გზაზე ანგრევენ ყველა დაბრკოლებას. დიდი მომავალი უზრუნველყოფილია. დანაკარგებს არ უფიქრდებიან, ხანდახან, სიბერეში თუ დაფიქრდებიან ამაზე. ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ  პირდაპირ გზებს, შემოვლით გზებზე მოთმინება არ ჰყოფნით. ამიტომ ცხოვრებაში ყველაზე მაღალ სიმაღლეებს იშვიათად აღწევენ, რადგანაც პირდაპირი გზები  ძალიან მაგარი აღმოჩდება. ენერგიას სინანულის გარეშე ხარჯავენ, თითქოს-და,  ჭარბად აქვთ, სწრაფად იმუხტებიან, ამიტომაც ცხოვრებაში მუდამ რაღაცას აღწევენ ანდა ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც საერთო მასისგან გამოიკვეთებიან. არაგონივრული სიმამაცე, კონცენტრირებული დარტყმა, ემოციებისა და შეხედულებების დათრგუნვა, უყოყმანო თავდაჯერებულობა, უშიშრობა.

ვერძების ყველაზე საყვარელი სიტყვაა _ “მე”. ყველაფერი დამოკიდებულია ვერძის შინაგანი დონის განვითარებაზე. ზოგიერთებს შეუძლიათ დარტყმა წელს ქვემოთ, რათა მიაღწიონ თავისას. მაგრამ ვერძების უმრავლესობა  რაინდულადაა განწყობილი, _ განსაკუთრებით, თუ გაიმარჯვეს. თუმცა, სანამ დაბრკოლება არაა განადგურებული, არ იციან შებრალება, არ ზოგავენ არც საკუთარ თავს და არც სხვებს. ვერძი აქეთ-იქითარასდროს იყურება, ხედავს მხოლოდ იმას, რაც მხედველობის არეში ხვდება. მისი გადარწმუნება არ შეიძლება, ის უბრალოდ არ მოგისმენთ. არსებობენ წყნარი, ჩუმჩუმელა ვერძებიც, მაგრამ ისინი არასდროს კარგავენ მიზანს და საბოლოოდ მუდამ აღწევენ მას.

ვერძი ყურადღებას იქცევს ქმედებების სისწრაფითა და მოხერხებულობით. საქმისას ქვემდგომებთან საქმე არ აქვს, თუ რაიმე დაბრკოლებას გადააწყდება, შეუძლია იმ წამსვე მიმართოს დიდ უფროსს, რათა ეს პრობლემა მოიშოროს, შეუძლია კარგად მუშაობა, პირადი წინწაწევისთვის ფრჩხილებით იმოქმედოს, მაგრამ წინ წავა ისე, რომ არ შეამჩნევს მტრებს, რომლებიც თავად გაიჩინა, ის საკუთარ თავს ძლიერად თვლის.

ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც არ ითხოვს მოთმინებას, სიმყარეს, დაქვემდებარებულობას, განმსჯელობას, დაწესებულებაში ჯდომას. სამუშაოზე იწვის, არ ზოგავს საკუთარ თავს, მაგრამ მისმა ხელმძღვანელებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ ვერძს  მათი ადგილის დაკავება შეუძლია. ვერძისთვის სიყვარული _ ეს მწველი ვნებაა, თავად ირჩევს პარტნიორს და იპყრობს მას. სიყვარულის დასაწყისში, პირველი ყლუპი ათრობს, ეს არის გაზაფხული ზაფხულის მცხუნვარებით, მაგრამ თუ კავშირი ხანგრძლივია, მაშინ ვერძს შეუძლია დესპოტად გადაქცევა. სიყვარული გრძელდება დიდი ხნით თუ პარტნიორი შეძლებს ინტერესის შენარჩუნებას, არ მისცემს მთლიანად დაპყრობის საშუალებას. ვერძები (ქალებიც და კაცებიც) ქორწინებაშიც აგრძელებენ ურთიერთობის შენარჩუნებას იმ ნაცნობებთან, მეგობრებთან, ვისთანაც ურთიერთობა ქორწინებამდე ჰქონდათ, ვიწრო ოჯახურ წრეში არ იკეტებიან. მათი შვილები სუსტები არ იქნებიან, მაგრამ არც მშობლებისნაირი ძლიერები გამოდიან.

ვერძის უკმარისობა _ მისი ღირსებების გაგრძელება. ვერძები მოუთმენლები, ჯიუტები არიან, საკუთარ თავს გადაჭარბებულად აფასებენ, არ ჰყოფნით მოთმინება, მიდრეკილნი არიან ჩხუბისკენ და არ შეუძლიათ დათმობა. მათ უნდა ისწავლონ ბოდიშისა და პატიების თხოვნა, სხვების მიმართ მომთმენნი იყვნენ, მაგრამ უცხო რჩევების მოსმენის უნარი არ აქვთ, რასაც რთულ სიტუაციებამდე მიჰყავთ. მათ მრავალი მოშურნე ჰყავთ, რომლებიც  ჩუმად მოქმედებენ. ჭრილობები დროთა განმავლობაში უგროვდებათ, მაგრამ ვერძები ვერ ხედავენ საკუთარ მარცხს და ამიტომ უბედურება ყოველთვის მოულოდნელად ატყდებათ თავს, სამყარო ენგრევათ და ხშირად ეს დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან.

გამოსავალი ერთია _ უნდა ისწავლონ მოთმინება, კეთილგანწყობა, გამოიმუშაონ საკუთარი ქმედებების ანალიზის უნარი.

ვერძი-ადამიანი სირთულეების შესახვედრად ხალისით მიდის. ხშირად თვლის, რომ საჭიროა ცხოვრება  ბრძოლით აიღოს, არავისზე იყოს დამოკიდებული, მხოლოდ საკუთარი ძალების, ინტელექტისა და სიმამაცის იმედი ჰქონდეს. მას  აბსოლუტური პატიოსნების სწამს, საკუთარი შეხედულებებისა და აზრის ერთგულია მაშინაც კი, თუ შედეგად მარტო დარჩება. პატიოსნება, პრინციპულობა, სურვილი იყოს თვითმყოფადი _ აი ღმერთები, რომლებსაც თაყვანს სცემს. ამიტომაც არ თანაუგრძნობს სუსტი ხასიათის ადამიანებს.

თავად ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას, შესაძლებლობას აკეთოს ის, რაც მას სჭირდება და ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. დამოუკიდებლად ძალიან კარგად მუშაობს; თანამშრომლობა სხვა ადამიანებთან ანდა ვინმეს დავალების შესრულება _ ეს მისი ცხოვრების სტილი არაა. ის ან ხელმძღვანელია, ანდა  რაიმეს დამოუკიდებლად აკეთებს. უყვარს ქმედებები და, როგორც კი მისი ცხოვრება თითქოსდა სასიამოვნო, მოხერხებული, კომფორტული, რუტინული ხდება, მზადაა ყველაფერი არიოს,  რაიმე თავიდან დაიწყოს, ყველაფერი შეცვალოს, “გსისხლი ანაახლოს”. რუტინა და მონოტონურობა მისთვის სიკვდილის ტოლფასია. არ აშინებს ხელი მოჰკიდოს იმას, რაც მანამე არავის გაუკეთებია. თუმცა, ხანდახან, როგორც შეშლილს, ისე უყურებენ, მაინც აკეთებს იმას, რის გაკეთებასაც მოგვიანებით მისი მოწინააღმდეგები შეეცდებიან და თან ისე, რომ მას ამ საქმის კეთებაში გადაუსწრონ. გარისკვა და იყოს საკუთარი ვარსკვლავის ერთგული _ ეს მისთვის თავად ცხოვრებაა, თავად სუნთქვაა, თავად ცხოვრების პულსაციაა. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შინდება, ანდა არ იცის რა აკეთოს, ვარდება მრისხანებაში.

წამიერად მოქმედების დაწყებისას იმპულსური, სწორხაზოვანი და უშუალოა, ენთუზიაზმითაა სავსე და არ აშინებს პირდაპირ და არაორაზროვნად თქვას ის, რასაც ფიქრობს. სწამს პოზიტიური აზროვნების ძალის და პოზიტიური ქმედების, ფიქრობს საკუთარ თავზე როგორც ძლიერ, დაუმარცხელ პიროვნებაზე. არ უყვარს ავადმყოფობა, არ უყვარს ისეთი სიტუაციები, როცა სხვებზე დამოკიდებული ხდება. თავად აზრი, რომ უნდა აღიაროს საკუთარი ადამიანური ბუნების შეზღუდულობა, ის, რომ მისი არსების ემოციონალური მხარე საჭიროებს ყურადღებას, ხშირად შეუსაბამობად ეჩვენება.

ჭკუა-გონების  მიხედვით, განსაკუთრებით მამაკაცები, ქალური ხელოვნების მიმართ უფრო უნარიანნი არიან, ადამიანებთან ურთიერთობა უფრო უკეთესად შეუძლიათ, შეუძლიათ აღიქვან ფაქიზი მინიშნებები და ნიუანსები, ურთიერთობაში ჰარმონიას უფრო უკეთესად აღწევენ. ხშირად ვერძი საკუთარი ჩანაფიქრებისა და მიზნების გამო ძლიერ აღგზნებულია, რის გამოც, თავადაც კი ვერ ამჩნევს, ისე აწყდება სხვა ადამიანების გრძნობებსა და ინტერესებს. თუ ისწავლის ადამიანებთან დიდი ყურადღებით მოქცევას და უფრო მეტად დააფასებს მათ იდეებს, გრძნობებს, მაშინ ძალიან შეუმსუბუქდება ცხოვრება და ასევე სხვებსაც შეუმსუბუქებს ცხოვრებას. მისი მოუთმენლობა და მიზნისკენ სწრაფვა იქამდე მიდის, რომ პირდაპირი აუცილებლობის გარეშე იწვევს საკუთარი თავის გაუცხოებას. ცუდია, რომ, ხანდახან, საკუთარი მიზნის მიღწევას ცდილობს ხმის ამაღლებით, მაგიდაზე მუშტის ბრახუნით. უნდა ისწავლოს მოთმინება, არ უნდა აჩქარდეს, უნდა მოდუნდეს. მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება უნდა მისცეს. სამწუხაროა, რომ მისი ენერგიული, მოისვენარი ბუნების გამო, ეს იშვიათად თუ გამოსდის.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებშიინდური ტრადიცია)

მზე სრულ ძალაში იმყოფება ანდა, სხვანაირად რომ ითქვას, ეგზალტაციაშია, როცა ვერძის ნიშანშია. მოცემული ადამიანის გონებაში, ანდა ქმედებაში ვლინდება თვისება, რომელსაც მზე უწევს სიმბოლიზებას. მზე წარმოადგენს სულის სიღრმეს და გულწრფელობას, მსხვერპლთშეწირვის ცერემონიებზე დასწრებას _ მაგალითად, ტაძრის ქურუმების დასწრებას. მზე ახდენს მხედველობის სიმბოლიზებას, რადგანაც ის არის სამყაროს სინათლის წყარო. ადამიანი (მზით ვერძი) შესაძლოა ფლობდეს განვითარებულ სულიერ ინტუიციას, ანდა  ადამიანთა ცხოვრების სრულყოფის ფართე შესაძლებლობების დანახვა შეეძლოს. მზე, ასევე, ახდენს პოლიტიკური წრეების სიმბოლიზებას. ადამიანს შეუძლია ფულის გამომუშავება სახელმწიფო სამსახურში, შეუძლია თავი იგრძნოს ლიდერად, იგრძნოს რომ ის დაბადებულია დიდებისთვის.

მზე, ასევე,  ფიზიკური სხეულის სიმბოლიზებას ახდენს. მოცემული ადამიანები, ჩვეულებრივ, საქმიანობაში წარმოებულები არიან, საკუთარი გრძნობების დაკმაყოფილებაზე არიან მიმართულნი, ისინი გადაჭარბებულად საქმიანები არიან ანდა სხვებს საკუთარ ნებას ახვევენ თავს; აუცილებლად სჭირდებათ, რომ მათი მიზანი მოიაზრებდეს რაიმე მატერიალურ მიღწევას. ვერძი _ “ცეცხლოვანი” ნიშანია, რომელიც მარსის მიერ იმართება და შეჯიბრის, შეჯიბრითობის, ბრძოლის პლანეტაა, ამიტომაც, ადამიანი, მზით ვერძში, აღიწერება როგორც “იარაღის მატარებელი”. ამით ხაზი ესმევა იმას, რომ ასეთი ადამიანი პატივმოყვარე იქნება და  ლიდერობისკენ მისწრაფება ექნება. ეს ადამიანები, შესაძლებელია, გამოხატულად, ენერგიულად საუბრობდნენ, ფლობდნენ მაღალ თვითშეფასებას. ვერძი _ მოძრავი ნიშანია, ამიტომაც ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან აქტიურობისკენ, მოხეტიალე სტილის ცხოვრებისკენ. მათთვის, ასევე, დამახასიათებელია ფილანტროპული, ჰუმანიტარული მიდრეკილებები.

ადამიანი, მზით ვერძში, აქტიური, გამგები, მოგზაური, ბევრ რამეში ცნობილი და მდიდარია, ფლობს მეომრის თვისებებს, ძლიერია, გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ხასიათის შტრიხებით, იმპულსური, გამაღიზიანებელია, ფლობს პირველაღმომჩენის თვისებებს, მისი ფორტუნა ცვალებადია.

ისინი შესაძლებელია იყვნენ უფრო იდეალისტურები, ვიდრე მატერიალისტურები. მათი ხასიათი ექსპრესიული და მყარია, საკმაოდ მამაცები არიან. საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასებას, ხანდახან, უსიამოვნებამდე მიჰყვათ. შესაძლოა, გადატვირთისგან დაიტანჯონ.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

21 მარტი _ 20 აპრილი

ვერძის ცხოვრებაში მთავარია _ დინამიურობა: მას სჭირდება მოტოციკლი, მანქანა, კატერი _ ნებისმიერი რამ, მხოლოდ შეძლოს სხვების გასწრება. თუ ის ინტელექტუალია, მაშინ იდეებსა და დაბრკოლებებში რბოლა.

იდეებთან მიმართებაში ის ან სავსეა ენთუზიაზმით, ანდა აბსოლუტურად გულრგილია. შუალედი აქ არ არსებობს. თუ რაიმე სურს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა, ეს მხოლოდ განარისხებს.

ის არ შეუშინდება კონფლიქტებს და ახლობელს  რთულ წუთებში დაეხმარება, შეუძლია გმირული ნაბიჯის გადადგმაც კი, მაგრამ სურს, რომ ამის გამო შეაქონ და დაასაჩუქრონ.

ვერძს უყვარს მსხვილი, მასშტაბური წამოწყებები, მოქმედებს დამოუკიდებლად და დაჟინებით. ცდილობს ყველაფერში იყოს პირველი და არ შეუძლია მოითმინოს თუ მეორე ადგილზეა. ჩვეულებრივ, არ უშვებს შეცდომებს. ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს, თამაშობს “დიქტატორის” როლს, არ ზოგავს არც საკუთარ თავს და არც გარშემომყოფებს. ორგანიზებას უკეთებს მათ, უჩვენებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

საკმაოდ კარგი მარსის შემთხვევაში _ წარმატებები სპორტში, ტექნიკაში, სამხედრო კარიერაში.

ფული უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე პირველაღმოჩენის პროცესი. მაგრამ უყვარს ფულის ხარჯვა, მზადაა “ფულით დანაგვიანებისთვის”. ებმება ფინანსურ ავანტიურებში. განიცდის კრახს; ყველაფრის თავიდან დასაწყებად საშუალებებს პოულობს.

მოკლედ, ჩანაფიქრების განხორციელებისთვის მოთმინება დიდი ხნით არ ჰყოფნის: არ უყვარს მონოტორულობა და ხშირად იცვლის საქმიანობის სახეს, უყვარს საშიშროების, რისკის შეგრძნება.

ვერძს შეუძლია დაღლილობას დიდი ხნით არ დაექვემდებაროს, მაგრამ ძალებს  არაეკონომიურად ხარჯავს _ და, მათი გაფლანგვის შემდეგ, უბრალოდ იწვება.

ასევეა დაავადებებიცა და ავადყოფობებიც: გადაიტანს ფეხზე მანამ, სანამ მწვავე შეტევა არ მოცელავს. თუ მაინც დათრგუნავს ავადმყოფობას, ის შემდგომში გამოვლინდება მკვეთრი ტემპერატურის მატებით, ალერგიებით ანდა ქავილებით. ტოქსიკოზების გამოსადევნად საჭიროა აბანო, საუნა, სპორტით დაკავება. უკუჩვენება აქვს  მზის ქვეშ ხანგრძლივ ყოფნას. ასევე, ნაჩვენებია ჰომეოპათიური და ნატურალური რკინა. ბალახეულობიდან – როზმარინი.

წყარო:astroblogi.com

Share on other sites

  • ფორუმელი

23 ივლისი – 23 აგვისტო

686093246_.thumb.jpg.dd4f98e3c639c9d7f19bd1437016c9ae.jpg

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ ლომი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე ლომში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია ლომების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

23 ივლისის მზე შედის ლომის ზოდიაქალურ ნიშანში. აქ ჩვენ გადავდივართ ჰოროსკოპის მეორე ზონაში _ “სტაბილურობის”, გაფორმების ზონაში, სადაც ყველა ოთხი სტიქია, რომელიც ამ ზონაში იმყოფება _ ლომი, ქალწული, სასწორი და მორიელი _ ვლინდება გაწონასწორებული სახით. აქ ჩვენ ვხდებით ცეცხლის სტიქიას, საკუთარ, მეტ-ნაკლებად, ძლიერ და მკვეთრ გამოვლინებაში. ლომის მთავარი მმართველი მზეა, – ასტროლოგიური სისტემის მთავარი მნათობი. ცეცხლის სტიქია ლომში სტაბილურია და ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ლომის ნიშნის ქვეშ, დაჯილდოებულნი არიან მბრძანებლობის და მმართველობის შეასძლებლობით, ავლენენ რა საუკეთესო და ამაღლებულ თვისებებს. ლომი იყო: ალ. მაკედონელი, – სამყაროს უდიდესი დამპყრობელი და მმართველი, იულიუს ცეზარი, ჰანიბალი, ნაპოლეონი.

ჩვეულებრივ, ლომები ხელისუფლების ფუნქციის მისაღწევად აქტიურ ქმედებას არ ახორციელებენ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ეს ფუნქციები მათ დაბადებინ აქვთ მინიჭებული. ლომები _ ეს სამყაროს მთავარი ბრძანებლები არიან. ამიტომ მაღალი დონის და განვითარებული ლომები არასდროს მიძვრებიან წინ, სხვებს მუჯლუგუნებით გვერდზე არასდროს აგდებენ, ისინი საკუთარ თავებს ყოველთვის მოვლენების ცენტრში შეიგრძნობენ, მუდამ ქვეცნობიერად აქვთ გამოყოფის, განცალკევების, საკუთარი “მე”-ს ჩვენების და, საუკეთესო შემთხვევაში, შემოქმედებითად გამოვლენის ტენდენცია; ისინი გარშემო ავრცელებენ მზის ნათებას და, ჩვეულებრივ, მოქმედებენ შუამავლების, დამხმარეების და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც  მათი მზისეული ბუნებისკენ მიიზიდებიან. ლომები _ ეს უკვე არა მეომრები (როგორც ვერძები), არამედ უკვე ხელისუფლები, მეფეები, მმართველები არიან. ლომების უმრავლესობაში ვპოულობთ ძალიან ბევრ სერიოზულ და ცნობილ მმართველს. ლომების უმრავლესობა ძალიან ნიჭიერია და შემოქმედებითი შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული, რადგანაც ეს ძალიან შემოქმედებითი ნიშანია. ისინი, თუ აღწევენ მაღალ მდგომარებას, საუკეთესო შემთხვევაში, დიდსულოვნები და გულწრფელები არიან, და საკუთარი, საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებით გულუხვად აჯილდოებენ ყველას, ვინც კი მათ შეეხება. საუკეთესო შემთხვევაში ლომებისთვის არ არის დამახასიათებელი სიძუნწე, – მაშინაც კი როცა ქურდობენ, ამ ნაქურდალს ვინმეს აუცილებლად უყოფენ.

მხატვარ-ლომებს შორის იყო _ ტიციანი, მსახიობებში _ მარლონ ბრანდო, რუსულ კინოში _ ოლეგ ტაბაკოვი. აი, ნამდვილად პოზების ადამიანი, სიცილი, რომელიც ყველას ასნებოვნებს, და, მეორე მხრივ, წამსვე შეუძლია ცრემლის გადმოგდება და იგივეს გამოიწვევს სხვებშიც. მაგნატი _ ფორდი _ ასევე ლომი. “ხელისუფლების მქონეთა” შორის ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის დროს ფარულად მართავდა ქვეყანას.

მაღალ განვითარებულ ლომებში ვპოულობთ ისეთ თვისებს, როგორიცაა: ღირსება, ისინი არასდროს აღმართავენ ხელს დამარცხებულ მტერზე. საერთოდ, ლომები ყოველთვის ისწრაფვიან ქმედებისკენ, მაგრამ საკუთარ სწრაფვას ხილულად არ ამჟღავნებენ, ისინი, თითქოს-და, უხერხულობენ დაბადებიდან თანდაყოლილი ძალაუფლებისკენ სწრაფვის გამო. თუმცა-ღა, სულის სიღრმეში ძალიან პატივმოყვარენი და ამაყები არიან, ეს პატივმოყვარეობა და სიამაყე გარეთ ვლინდება მხოლოდ დაბალ განვითარებულ ლომებში. ცუდ შემთხევაში ეს თვისებები განდიდების მანიამდე მიდის.

ასე რომ, მაღალი დონის ლომი _ კეთილშობილი პიროვნებაა, ხოლო დაბალი დონის ლომში _ პატივმოყვრული, საკუთარი თავის სიყვარულია, შურიანი ადამიანია. ხატოვნად რომ ვთქვათ, მაღალ განვითარებული ლომი _ ლომის საუკეთესო თვისებებია, ცხოველთა მეფის თვისებებია, ხოლო დაბალი დონის ლომი _ ყველაზე უარესი კატის თვისებებითაა დაჯილდოებული. დაბალი განვითარების ლომი _ ეს “კუდამოძუებული კატაა”. ლომები ძალიან იტანჯებიან, როცა მათ ვერ ამჩნევენ, იმიტომ, რომ მათ მიმართ ყურადღების გამომხატველი ნიშნები, მათი კვების მთავარი წყაროა, ისინი იკვებებიან თაყვანისცემით, რომელიც გარშემომყოფებიდან მოდის. მაგრამ თუ მათ ვერ ამჩევენ, მაშინ, დაბალი განვითარების ლომში, ეს, ხშირად, შურისძიების გრძნობას შობს. აქვე, დაბალი განვითარების ლომი წამოეგება ხოლმე ლაქუცზე, მათი გულის მოგება და მოტყუება ადვილია.

ლომებს ყოველთვის სწყურიათ დიადი ქმედებები, ეს – ძალიან ფართე, გულუხვი სულის ადამიანები არიან. თუ ცხოვრება შესაძლებლობას არ აძლევს გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ფართე სული, მაშინ უნვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. ტიპიური ლომები ფლობენ შეუდარებელ, მყარ ჯანმრთელობას, ეს მსხვილი აღნაგობის ადამიანები არიან, სახის მსხვილი, მკვეთრი ნაკვთებითა და ფიგურით, რომელთაგანაც მოდის მნიშვნელოვნების შეგრძნება. ლომები ფლობენ ძალიან ძლიერ ენერგეტიკულ კარკასს, ძალიან ძლიერ ენერგეტიკას, ამიტომაც პრაქტიკოს ექსტრასენსებს შორის ასევე ძალიან ბევრ ლომს ვხდებით. ლომების შემოქმედება ყოველთვის განსხვავდება სიკაშკაშით, ფუფუნებით და რაღაცნაირი ბობოქარი შემოქმედებითი გამოვლინებით.

თუ ვისაუბრებთ ლომის მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებზე, ეს ესპანეთია. ლომის პრობლემები _ საკუთარ თავში მზის დაბალი თვისებების დათრგუნვა, მაგალითად, პატივმოყვარეობა და შინაგანი ენერგიის მართვა. საქმე იმაშია, რომ ლომს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს და ის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს. ლომის ნიშნის ფორმირებაში საკუთარი ვიბრაციები შეაქვს პლანეტა პლუტონს და, წარმოიდგინეთ, თუ როგორ შეუძლია პლუტონისეულ შტრიხებს ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანში განსხეულება. ამიტომაც ენერგეტიკასთან მიმართებაში ლომს სჭირდება ძალიან ფაქიზი მუშაობა, ცხოვრებაში საკუთრი გარემოს მეშვეობით საკუთარი იდეების ძალიან ფაქიზად გატარება-განხორციელება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა _ აღმქმელობის ილუზორულობა. უკვე ითქვა, რომ ლომები ადვილად ექვემდებარებიან პირმოთნეობას, ლაქუცს. სადღაც, ღრმად, ქვეცნობიერში (ლომში ნეპტუნი ვარდნაშია) ლომებს ხანდახან ბურუსი აქვთ, – ის, რასაც ინდუსები უწოდებენ “მაია”-ს (ილუზიას), – ამიტომაც ამ ქვეცნობიერი ბურუსისგან გათავისუფლება და საკუთარ შინაგან სამყაროში ზუსტი სტრუქტურის ჩამოყალიბება ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ამოცანაა ლომისთვის.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ნატურალური (ბუნებრივი) ლომი

გაფორმების მთელი ზონისთვის დამახასიათებელია ნიშნის მიერ საკუთარი სტიქიის გაცნობიერება, განსაზღვრული სიამაყე და მასზე პასუხისგებლობა. აქ სტიქიები პოულობენ საკუთარ, მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულ გამოხატულებას.

ადამიანი ლომი

ვერძისგან განსხვავებით, ლომი (მუდმივი ჯვარი) ფლობს მყარ (მუდმივ) ენერგეტიკულ დინებას (არხს) და აცნობიერებს საკუთარ (უფრო სწორია, თავის) ძალას, ენერგიას და ძალაუფლებას ადამიანებსა და გარემოებებზე. თუ ვერძი სტიქიური ენთუზიაზისტია, მაშინ დაბალი ოქტავის ლომი _ ეს მბრძანებელია, დიქტატორია, ხოლო მაღალი ოქტავის ლომი _ ცნობიერი და ნებელობითი დინების პასუხისმგებლობიანი შემსრულებელია. მოიზრება, რომ დაბალი ოქტავის ვერძიც და დაბალი ოქტავის ლომიც საკუთარი არხების მარიონეტები არიან, მაგრამ არხები მათ სხვადასხვანაირად ექცევა. თუ დაუმორჩილებელ (ხშირად გამგონესაც კი), სპონტანურ ვერძს ეგრეგორი ხისტად ართმევს ძალებს (ანუ არხის გამორთვა ხდება), ლომის შემთხვევაში ეს უკვე უკიდურესი ზომაა. დაუმორჩილებელ (გაუგონარ) ლომს არხი სჯის ხასიათის ცვლილებით, ცხოვრებისეული გარემოებებისა და დაბრკოლებების მეშვეობით, რომელიც უფრო მძიმე ხდება, მაგრამ არხი მაინც დიდი ხნის მანძილზე არ გამოირთვება.

დაბალი ოქტავის ლომი საკუთარ ძალას აცნობიერებს და ამით საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის სარგებლობს. რაც უფრო დაბალია ლომის ევოლუციის დონე, მით უფრო გაბერილია მისი ეგო, ხანდახან ისეთ დონემდე აღწევს, რომ სურვილი გიჩდება ზოოპარკში  ხალხს აჩვენო. ამავდროს ცეცხლოვანი სტიქიის საერთო კეთილშობილება აისახება დაბალი ოქტავის ლომზეც. ის არ დაიწყებს სადისტურად სიამოვნების მიღებას საკუთარი მსხვერპლის წვალებით (უბრალოდ ერთი ძლიერი დარტყმით მოკლავს); ხშირად (განსაკუთრებით თუ ლომს მოელაქუცებით) მაღალ გამოვლინებებზე განსაზღვრული პაროდიები წარმოიშობა, – თავისებური (თავის დონეზე) დიდსულოვნება და ა.შ.

ლომების უდიდესი პრობლემა დაკავშირებულია მის ენერგეტიკულ არხებთან. თუმცა-ღა, ის მუდმივია, მაგრამ არ აქვს ისეთი დამაყრუებელი ძალა, რომელიც  ვერძის ამაღლებული პერიოდებისას ვლინდება და ამიტომაც ლომი  საკუთარი თავის გარეშეთა მხრიდან (როგორც არხის მეგზურის) შეფასებას საჭიროებს. ვერძი ამაზე მაღლა დგას: მისთვის მნიშვნელოვანია, რომ არხი მივიდეს, და როგორია მისი, ვერძის როლი, მისთვის მნიშვნელოვანი არაა; ვერძი, ასეთი სახით, ატარებს იდეას, ხოლო ლომი საკუთარ თავს _ იდეაში. უკანასკნელი გარემოებანი ლომს გადაჭარბებულად დაუცველს ხდის; ის საკუთარი პიროვნების უცხოთა მიერ შეფასებაზე დამოკიდებული ხდება; მაგრამ, სამაგიეროდ, ეძლევა ზოგიერთი შესაძლებლობა, რათა ცნობიერად მართოს არხები, რაც მას ვერძზე (რომელიც დაბალ ოქტავაზე სრულიად ექვემდებარება არხებს) უფრო მოქნილს და გარშემომყოფებისადმი უფრო ყურადღებიანს ხდის. სხვა მხრივ, ლომი (მუდმივი ჯვარი) მეტად ჯიუტია, ვიდრე ვერძი, – თუ მის ქმედებას უფრო შუალედურ დროში ავიღებთ.

გააცნობიერებს რა (საკუთარი გაგების დონით) საკუთარ ენერგეტიკულ არხს, საკუთარ ენერგეტიკულ იდეას, ანუ საქმიანობის მიმართულებას, – ეჯაჭვება მას; ვერძს კი რეგულარულად ერთმევა არხი და დეპრესიისას (კარდინალური ნიშანი) ადვილად ახერხებს ერთი არხის მეორეთი შეცვლას, საქმიანობის სახის გარდაქმნას, ხოლო ასე თავისი მთავარი ენერგეტიკული იდეის შეცვლას.

ლომი _ ბუნებით ლიდერია. საკუთარი, მუდმივი ენერგეტიკული არხის დახმარებით, საიმედოდ იკავებს საკუთარი მიმდევრების ჯგუფს, მოსწავლეებს ანდა დაქვემდებარებულ მონებს და – მათგან განსაზღვრული დოზით აღფრთოვანების, თაყვანისცემის, შეძახილებისა და მორჩილების მიღებით – ბედნიერი ხდება და იქცევა საკმაოდ კეთილშობილურად და, ხანდახან, რაინდულადაც კი. თუ მაინც და მაინც, სიტუაცია გართულდება და კონტროლიდან გამოვა, ლომი ცდილობს ზეწოლის გაძლიერებას (თავიდან გამოსცემს მრისხანე ხმებს), და აქვე, ადამიანთა სიყვარული, და, ასე თუ ისე, მცირე დოზით მაინც, უკვე (ჯერ საუბარია დაბალ და საშუალო ოქტავის ლომებზე) შექმნილი წარმოდგენა სრულიად ქრება და ვლინდება ჩვეულებრივი ამაყი სახეობა და გადადის ხარისხობრივად სხვა მდგომარეობაში. რამეთუ, თუ ვერძისთვის ენერგეტიკული არხის ჩამორთევა დეპრესიის მიზეზია, რაიმე აზრით, ბუნებრივი (თუმცა-ღა, ნაკლებსასიამოვნო) მდგომარეობაა, ლომისთვის, – რომელსაც ცხოვრება გათვლილი აქვს ენერგეტიკულ არხებში, – ამ უკანასკნელის ჩამორთმევა კატასტროფის ტოლფასია, სიცოცხლეშივე ეს სიკვდილია  (ზუსტად ამიტომაც, ენერგეტიკული არხებისთვის ბრძოლისას, ლომი ასეთი შეუბრალებელი ხდება). ლომისთვის ენერგეტიკულ არხში უკუჩართვა, პრინციპში, შესაძლებელია, მაგრამ უცბად არ ხდება, არამედ ძალიან დიდი შრომით, სირთულით და მთავარია ის, რომ სულაც არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო, ხოლო გადატეხილი ლომი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ფსიქიკურ დონეზე მიყენებული დიდი იარით დარჩება.

ლომის ეგოიზმი ძლიერ განსხვავდება ვერძის ეგოიზმისგან. თუ ვერძი (არხში) ვერ ხედავს საერთოდ ვერაფერს, მაშინ ლომი ვერ ხედავს ვერაფერს, გარდა არხისა – და ამაშია დიდი განსხვავება. ვერძი ინსტიქტური, სტიქიური ეგოისტია _ ის უნდა მიიღო ყველაფრით (რაც მისგან მოდის), ანდა – უარყო. ლომი კი ცნობიერად თვლის, რომ მთელი სამყარო უნდა დაემორჩილოს მის ენერგეტიკულ იდეას, და ვისაც არ უნდა, ის სულელია ანდა მტერი, და მისთვის მით უფრო უარესია _ და ეს არაა სტიქიური შეგრძნება, არამედ ცხოვრებისეული პოზიციაა, რომლის შერბილებაც (აღარ ვსაუბრობთ უკვე: გადახედვაზე) ლომისთვის ძალიან რთულია. მართალია, ლომი კრიტიკას ისმენს, მაგრამ არანაირად არ რეაგირებს, – ვერძისგან გასხვავებით, რომელიც საერთოდ არ ისმენს მას.

მზის მმართველობა ლომს აძლევს იმის შეგრძნებას, რომ მისი პირადი ნება  -უშუალოდ ღვთის ნებაა; აქედან მოდის მისი ფანტასტიკური თავდაჯერებულობა ნებისმიერ ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებაში: საკუთარი შეცდომების აღიარება ლომისთვის ნიშნავს, რომ დაეჭვდეს საკუთარ უცოდველობაში ანდა არსებობაშიც კი. მხოლოდ ერთია, რეალურად, მზე ანსახიერებს არა აბსოლუტს, არამედ ადამიანის _ მოცემულ მომენტში _ მამოძრავებელ ეგრეგორს, და მზის მეუფება ლომში ნიშნავს, რომ ლომი ახდენს ადამიანისთვის განსაზღვრული იმპერატიული ქმედების პროგრამის ტრანსლირებას _ როგორც შესაბამისი პირადი ნების იმპულსის სუბიექტურ განცდას. ლომს ასეთი სახით სჭირდება გარკვევა,-  სად მოქმედებს მისი მაღალი კარმული ეგრეგორი და სად მიმდინარე ეგრეგორი, და სად არის მისი საკუთარი დაბალი “მე”-ს ნება _ ამოცანა; როგორც ჩანს, არც ისე მარტივია, განსაკუთრებით, თუ წყლის ნიშანში ცოტა პლანეტაა თავმოყრილი და ლომი მართავს დღის სახლს.

ურანის ტყვეობა ზღუდავს ლომის ორიგინალურობას, ის ფარულ ფორმებში გადაჰყავს. ლომი მაინც პრაქტიკოსია, და ამავდროს – ლიდერი, მას  რეალობაზე მორგება და მასთან შეგუება უწევს და, სხვათაშორის, თანმიმდევრულობის დონით. ამავდროს, ფაქიზი სამყაროდან მომდინარე ყველა არხის კანონს წარმოადგენს შემოქმედება, და, ნაწილობრივ, ორიგინალურობა და სიახლე, რისკენაც ლომი ინსტიქტურად ისწრაფვის და, რაც, საბოლოო ჯამში, ასე ცუდად გამოსდის. უმაღლესი პლანეტების ტყვეობის დამუშავებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება.

სატურნის ტყვეობა ლომს აძლევს განსაზღვრულ შინაგან სიმკაცრეს, ხოლო დაზიანებისას _ გასასტიკებას, სატურნი (შინაგანი) ლომს საკუთარ ენერგეტიკულ არხებზე, იდეაზე აფიქსირებს, ერთის მხრივ, აძლევს სიმყარეს, ხოლო, მეორე მხრივ _ ართმევს პლასტიურობას (მოქნილობას, ელასტიურობას). შედეგად – ლომი, ეჯახება რა სინამდვილეს, იღებს არსებით ჭრილობებს მყარი ზოდიაქალური ნიშნებისგან (რომელიც მას _ თავის დაბალ ოქტავაში _ სძულს): მორიელი – მწარედ კბენს, კურო – თელავს, მერწყული – მოულოდნელად ცელავს და ა.შ. ეს ჭრილობები ზუსტად სატურნის გაკვეთილებია, რომელიც ლომს საკუთარი თავისა და გარშემომყოფების გააზრებისა და საკუთარი იდეისკენ აბრუნებს. კარგი დამუშავებისას (მოცემულ შემთხვევაში, იშვიათად ხდება 40 წლამდე, ანუ ტრანზიტული ურანის რადიკალურ ურანთან ოპოზიციისას) ლომი აცნობიერებს საკუთარ ნებას, როგორც მისი მამოძრავებელი ეგრეგორის გარდატეხილ ნებას და სამყაროში  საკუთარ ადგილს პოულობს; მხოლოდ ერთია, ლომი თავისი სისასტიკით, თვითაზრითა და ცნობიერად საკუთარი თავის სიყვარულით ძალიან რთულად ითვისებს მაღალი კოსმიური ნების წინაშე მოკრძალებულობისა და თვინიერების პრინციპს. სამაგიეროდ, თუ მას ეს გამოუვა, მისგან ჭეშმარიტი სულის გენერალი დადგება, პრაქტიკლად – სულიერი წინამძღოლი. თუ მაინც, სატურნის გაკვეთილები გვერდს აუქცევს, ლომს ან ართმევენ არხს (სამუდამოდ, ანუ შემდეგ განსხეულებამდე-რეინკარნაციამდე), ხვდება დაბალი ოქტავის საუფლოში (ენერგიის უქონლობა, დეპრესია და ყრუ სასოწარკვეთა) ანდა კრისტალიზდება, ვარდება ხისტი ეგრეგორის მკვდარ არხში, და ხდება ამა თუ იმ არსის (სექტის, დაჯგუფების) დიქტატორი, რომელსაც ადამიანებზე და გარემოებებზე განსაზღვრული ძალაუფლება აქვს და სრულიად მოკლებულია ნების და შემოქმედების თავისუფლებას.

პლუტონის კულმინაცია (ეგზალტაცია) ლომში – სამყაროს განვითარების დინამიკაში ლომის მაღალი, პრაქტიკული ხელისუფლების პრინციპის სიმბოლიზებას ახდენს.

პლუტონის ეს მდებარეობა, საშუალო განვითარების ლომს, სამყაროზე კონკრეტულ-პრაქტიკული ძალაუფლების წყურვილს უჩენს, იმ იდეასთან შესატყვისობაში მისი თავიდან ფეხებამდე გადაწყობის (იმ სიმძლავრის მიხედვით, რომელიც მოცემული ლომის გაგებისთვისაა დასაშვები) მიზნით, რომლის ტრანსლირებსაც ახდენს. ასეთი სახით, მაღალი ოქტავის ლომი _ ეს სამყაროს პრაქტიკული მბრძანებელია, რომელიც ახორციელებს და მართავს; და ყველაფერი _ მისი გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის ყველაზე ღრმა სახეებიც კი _  ევოლუციური განვითარების ამოცანებთანაა შესაბამისობაში.

დაუმუშავებელი სახით, პლუტონის კულმინაცია (ეგზალტაცია) ლომს  სხვის სულში შეღწევის ცრუ გრძნობასა და პრაქტიკული ძალაუფლების (ანუ გარეგან სამყაროზე ძალაუფლების) კომპლექსს აძლევს.

თუ პრაქტიკული ძალაუფლება არაა, მაშინ მას ძალიან უნდა, ხოლო თუ არის, მაშინ ლომის ცნობიერებაში მისი ზომები ძლიერ გადაჭარბებულია. უჭირს იმის დაჯერება, რომ ადმინისტრაცია და რეალიზებული ძალაუფლება – ეს ერთი და იგივე არაა.

მერკურის ვარდნა ლომის სისულელის, უგუნურების სიმბოლიზებას კი არ ახდენს, არამედ იმ უნაყოფოდ ტვინის ჭყლეტის უგულებელყოფას, რომელიც  ენერგეტიკული არხის გარეთაა ნაწარმოები. ენერგეტიკულ არხს საკუთარი ლოგიკა აქვს, რომელსაც თავს ახვევს ლომს და, რომელიც _ ლომი ინსტიქტურად (და სწორად) გრძნობს, _ არ შეიძლება შეიცვალოს ჩვეულებრივი ადამიანური (მერკურიანული) ლოგიკით. მითუმეტეს, საკუთარი ქმედებისთვის გონების თვალის მიდევნება ყველა ნიშნისთვისაა აუცილებელი და  მათ შორის ლომისთვისაც, ხოლო ის (ლომი) _ პლუტონის ცუდი დამუშავებისას და თან სიყმაწვილეში _ მიდრეკილია დაეყრდნოს არა გონებას (და არც ინტუციას), არამედ, უფრო ხშირად საკუთარ სწრაფვას, ანუ ენერგეტიკულ არხს, რომელმაც, – რეალობისგან მოწყვეტისას, – შესაძლებელია ძალიან შორს გაიტაცოს. გარდა ამისა, მერკურის ვარდნა ლომს აძლევს სამყაროსთან წმინდა მენტალურ-ინფორმაციული კონტაქტის სირთულეებს: ინფორმაციას, – ენერგეტიკული შესაბამისობის გარეშე, – ვერ აღიქვამს, ხოლო კონტაქტებისას, ხშირად, ძალიან ძლიერ წნეხს აკეთებს; სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან ლომი თავს ცუდად გრძნობს. მერკურიანული პრობლემების დეტალური დამუშავებისას (რაც ძალიან რთულია), ლომი შესაძლებლობას იღებს ფაქიზად, მენტალურად მართოს საკუთარი არხები და ეუფლება მენტალური და ენერგეტიკული გეგმების სინთეზის გაკეთების საშუალებას, მისი უარყოფისას კი – იღებს არაენერგეტიკული (ხშირად მენტალური) ინფორმაციისა და კონტაქტების ცუდ აღმქმელობას და მოქცევის უუნარობას.

ლომის სიტუაცია, მონაწილეების მიერ, იმპერატიულად აღიქმება, რომელიც  ძლიერ ენერგეტიკულ წნეხს ფლობს და ითხოვს ენერგეტიკულ, პრაქტიკულ ქმედებებს. ჰარმონიულ ვარიანტში ეს შეიძლება იყოს (მზისეული ვარიანტი) პუბლიკის აღტაცებული (აღფრთოვანებული) ზეიმი, რომელიც  საკუთარი ფავორიტისთვის გაიმართა. აქ, ენერგეტიკული არხი არტისტზე (ლომზე) ახდენს ფოკუსირებას, შემდეგ გამოდის (გამოსხივდება) რა მისგან, იფანტება აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებზე, ხოლო მათგან უკუგებითი არხით (ნაკადით) უბრუნდება; მაყურებელი კი – არხისგან იმუხტება, რომელსაც სუბიექტურად, როგორც სიყვარულისა და აღფრთოვანების გრძნობას ისე განიცდის (პრაქტიკულად საკუთარ თავს გამოხატავს აპლოდისმენტებში, ოვაციებში), _ ცდილობს დაეუფლოს საკუთარი კერპის ტანსაცმლის ნაწილს ანდა ავტომობილს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, ექსტაზში ვარდება და ლომს მცირე ნაწილებად “ხევენ”.

ლომის სიტუაციის სხვა, კლასიკური (პლუტონისეული) ვარიატი _ ეს ბრძოლის ველია გენერლის თვალთახედვის წერტილიდან, რომელიც ხელმძღვანელობს ბრძოლას: ანაწილებს პოლკს, შთააგონებს ჯარისკაცებს, განსაზღვრავს დანაყოფების მოქმედებების თანმიმდევრულობას, ცდილობს გადააჭარბოს (და გამოიცნოს) მოწინააღმდეგის ქმედებებს და ა.შ. აქ ადამიანები აღიქმება როგორც პაიკები და მეფობს პირქუში ენერგეტიკული არხის ლოგიკა და ეთიკა, რომელიც ხასიათდება ცნობილი აფორიზმით: “ომში, როგორც ომში”.

დაბალი ოქტავის ლომის სიტუაციის შერეული, მზისეულ-პლუტონისეული ვარიანტი  _ ეს დიქტატურაა, რომელიც ეყრდნობა შეიარაღებულ ძალას და, გლობალური მასშტაბით, სიმშვიდე – შეუძლებელია; ეს იქნება კაცობრიობის სულიერი წინააღმდეგობა _ საშინელი სურათის – “საშინელი სამჯავროს” ელემენტებით.

ნებისმიერ ნიშანში მზე ამ ნიშნის პროგრამას ყოველთვის დაძაბულს ხდის, ხოლო  თავის ნიშანში ყოფნისას _ აორმაგებს დაძაბულობას. მზისეულ ლომს საქმე აქვს ხისტ, მკაცრ ენერგეტიკულ არხებთან, რომელსაც გარესამყაროზე (და თავად ლომზე) დიდი ძალაუფლება აქვს და ამიტომ ძალიან ზუსტ ქმედებებს ითხოვს; შეცდომების საფასური უდიდესია და ხილული სახით – მატერიალურია. მზე ხაზს უსვამს ლომის ლიდერულ თვისებებს და მისი ნების ღვთაებრივი წარმომავლობის შეგძნებას. ეს რაღაც დოზით ასეცაა; მხოლოდ ერთია, ასეთი შეგრძნების ქონისას, ძალიან რთულია ამ ღვთაებრივ ნებაზე საკუთარი ქვეცნობიერი დაბალი პროგრამების ზოგიერთი გავლენის დაშვება; უფრო რთულია ლომისთვის, რომელიც არაა დაჯილდოვებული (გამონაკლისია მაღალი დონის ტიპაჟი) განსაკუთრებული ემპათიით* და ფსიქოლოგიური შესაძლებლობებით, ასევე, არ აქვს  თვითანალიზისკენ და ინტროსპექციისკენ** მიდრეკილება, არ შეუძლია საკუთარ ქვეცნობიერში გაერკვევა და მაღალი პროგრამები დაბალისგან გამოყოფა _  ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი არაა არსებითი და საჭიროა დაკავდეს საქმით (მისი გაგებით), ანუ გარეგნული სამყაროთი. მითუმეტეს, თუ ქვეცნობიერი სადავეებს  ხელთ იღებს და თუ მზისეული ლომი საკუთარ სულში არ ახორციელებს რეგულარულ ასენიზაციურ*** კამპანიას, მაშინ, ის თანდათანობით განიცდის დეგრადაციას და მასში შეუმჩნევლად (თავად მისთვის)  ხდება წამყვანი ეგრეგორის უფრო მეტად კრისტალიზებულითა და პრიმიტულით შეცვლა. ლომი ხდება უხეში დესპოტი და კავშირს კარგავს რეალობასთან და პირველსაწყის იდეასთან.

* ემპათია (შთაგრძნობა) სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი. Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი – 2010 – პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი

**ინტროსპექცია L. < introspecto”ვიხედები შიგნით” ფსიქ. ადამიანის მიერ უშუალოდ თავისი ცნობიერების მდგომარეობაზე დაკვირვება; თვითდაკვირვება. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

***ასენიზაცია  Fr. Assainissement “გაჯანსაღება”სიბინძურის გატანის ღონისძიებათა სისტემა; რომელიმე ადგილის ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ეს მზისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდებარეობაა, რადგანაც მზე  საკუთარი მმართველობის ნიშანში იმყოფება და ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს აძლევს: ჯანსაღ პატივმოყვარეობას, ცენტრში და სათავეში ყოფნისკენ სწრაფებას, კეთილშობილებას, საკუთარი ღირსების გრძნობას, საკუთარ თავში დარწმუნებულობას, ოპტიმიზმს, დიდსულოვნებას, ენთუზიაზმს, გულისხმიერებას, მუდმივობას, სითბოს, კეთილშობილებას, პატიოსნებას, გულწრფელობას, ერთგულებას, გატაცებულობას, ძალას, ენერგიას, ძალაუფლებას, ნებისყოფას, სიმამაცეს; ორატორის, ხელმძღვანელის შესაძლებლობებს; მმართველობის, ბრძანებლობის, ბრძანებების გაცემის, ასევე, პატიების უნარს. სცენის, სპორტის, ხელოვნების, სწავლების, განათლების სიყვარულს.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება: სახელის მაძიებლობა, თავქარიანობა; თვალებში ნაცრის შეყრისკენ, გარეგანი ბრწყინვალებისკენ, პოზიორობისკენ (“პაკაზუხობისკენ”) მისწრაფება; შურიანობა, მცირედმორწმუნეობა, იდეალიზმი, თვითნებობა, თავნებობა, ვერაგობა, გამცემლობა, ძალაუფლებიანობა;  ბრძანებელობის, ბრძანებების გაცემის სურვილი; დესპოტიზმი, ავანტიურიზმი, თვითაზრი, აპილპილება, მაგრამ მალე უვლის, დემონსტრაციულობა, გაბღენძილობა, მაღალფარდოვანება, სიამაყე, ქედმაღლობა, ამპარტავნება, ყოყოჩობა, თვითრწმენა (თავდაჯერებულობა), დიქტატი, გადაჭარბებული, არასაჭირო პირდაპირობა, სწორხაზოვნობა.

იმისთვის, რომ დაიმსახუროთ ლომის კეთილგანწყობა, საჭიროა გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში მოაქციოთ. ლომის მოშორება შეიძლება _ შეეხეთ მის სიამაყეს.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

თუ ადამიანის ჰოროსკოპში მზე  ლომის ნიშანშია, მაშინ ეს ადამიანი _ თვითშეცნობის განსახიერებაა. ლომები ყოველთვის ტახტზე არიან, მაშინაც კი – თუ მეწაღედ მუშაობენ. თავებს ყოველთვის ყურადღების ცენტრში გრძნობენ, მაშინაც კი – თუ ეს ასე არაა. მათ შორის ყველაზე მორცხვებიც კი თვლიან, რომ დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. ისინი ამაყები, ძლიერნი, წყნარები არიან, მაშინაც კი – თუ  დაურწმუნებლობას განიცდიან.

ითხოვენ ყურადღებას, – ყველამ მათ უნდა მოუსმინოს. უყვართ პატივი, რასაც, ხანდახან, მდიდრული მასპინძლობით ყიდულობენ. ყოველთვის გულუხვები არიან, მაგრამ საკუთარ თავებს არ ივიწყებენ. მათი თავდაჯერებულობა გარშემომყოფებს იმდენად აჰიპნოზებს, რომ მათი საქმე, თითქოს-და, თავისთავად მიედინება. ყოველთვის უნდა იყოს ვინმე, ვინც მათ გააღმერთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება საკუთარი არასაჭიროების შეგრძნება და შეიძლება განვითარდეს გამკაცრება (თუმცა-ღა, არ აჩვენებენ).

ფლობენ არაჩვეულებრივ გამომგონებლურ უნარს, ძალას, გაბედულობას, სიმტკიცეს, შეუპოვრობას, მეფურობას, ორგანიზატორულ ნიჭს, თავისუფლებისმოყვარეობას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფებას. ლომის დაბმა არ შეიძლება, უკეთესია თუ არც ეცდებით _  დიდი ხმაური იქნება, ექვემდებარებიან მხოლოდ საკუთარი კეთილი ნებით. მათი თავისუფლებისმოყვაროება უსაზღვროა. ქედმაღლები, მაგრამ ეს მათთვის ბუნებრივია. ყოველდღიური საზრუნავები მათთვის ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ საკუთარ ქცევებზე სიამოვნებით აგებენ პასუხს, საკუთარ თავზე იღებენ პასუხისგებლობას და გასცემენ ბრძანებებს. გულუხვები არიან, შეუძლიათ დაცვა. საკუთარ თავს გადაჭარბებულად აფასებენ, მათგან “ასხივებს” არაჩვეულებრივი ავტორიტეტი, შეუძლიათ შთაბეჭდილების შექმნა, სიტყვა და მიმიკები უსაზღვროა, მათთან  კამათი რთულია, რადგანაც მუდამ “მართლები” არიან. მცდარი აზრის წამიერად შეცვლაში სიამაყე  უშლით ხელს, – მისი შეცვლა მოგვიანებით შეუძლიათ, მაგრამ ისე, თითქოს, ეს საკუთარი ნებით ისურვეს და არა ვინმეს გავლენით.

მამაცები, უყვართ ცხოვრებით ტკბობა, მუშაობა არ უყვართ, მაგრამ მათი სიზარმაცეც დიდებულია. მკვეთრად გამოხატული სიამაყე, – წყენებს პატიობენ, მაგრამ არ ივიწყებენ. კრიტიკას ვერ იტანენ, მაგრამ ფლობენ იუმორის გრძნობას. ცხოვრებაში, თუნდაც ერთხელ მაინც, აუცილებლად იკავებენ მაღალ მდგომარეობას. პროფესიის არჩევისას უპირატესობას ანიჭებენ ისეთს, სადაც შეიძლება ხელმძღვანელობა (ფლობენ ორგანიზატორულ ნიჭს და შეუძლიათ სხვებს  მუშაობა აიძულონ). სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია რუდუნებით (ჩაკირკიტებით) მუშაობასთან, – მათთვის არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დასჭირდებათ ადიუტანტი. მოლაპარაკებებზე დიდსულოვნები და გულუხვები არიან, წვრილმანებში თმობენ.

ქვემდგომებთან გულუხვები არიან, სამსახურში ადვილად მიიწევენ წინ, ხელმძღვანელების წინაშე მონურ ერთგულებას არ ავლენენ, თავი თანასწორად უჭირავთ და, ხანდახან, იმაზეც მიანიშნებენ, რომ თავად უფრო მაღალ საფეხურზე დგანან. პატივმოყვარები არიან, თუმცა-ღა, ეს დაკავშირებულია საქმესთან და არა თანამდებობასთან. უყვართ პუბლიკა, ბრწყინვალება და ამის ყველაზე უკეთ გაკეთება შეუძლიათ. მათთვის მზის ქვეშ ადგილის ჩამორთმევა არ შეიძლება, გალიაში არ გაჩერდებიან, პირველივე შესაძლებლობისას თავს დაესხმევიან მას, ვინც გალიაში დაამწყვდია.

მათთვის დიდი უფლებამოსილებების მიცემა საჭირო არაა, რადგანაც ბოლომდე აუცილებლად გამოიყენებენ; უყვართ გადაწყვეტილებების მიღება, არ ნანობენ ჩადენილზე. მათი სისუსტე _ ვადები, პუნქტუალობა; საათობრივ მუშაობას, – ანუ ტექნიკურ ინსტრუმენტად ყოფნას, – სირცხვილად თვლიან. მათ მრავალი მტერი ჰყავთ. უყვართ, როცა ელიან.

სიყვარულში სწრაფად ინთებიან, სიტყვებიდან საქმეზე სწრაფად გადადიან, საყვარელ ადამიანს ცეცხლოვნად ევლებიან თავს, მაგრამ თუ წამსვე არ აღიარებს და თაყვანს არ სცემს, აღარ მოსწონთ, რადგანაც უარის შემთხვევაში, მათი სიამაყე ზიანდება. დიდი ვნების დროს, საკუთარი თავის სიყვარულს ინარჩუნებენ; ძალიან მგრძნობიარენი არიან სიყვარულში, კვებაში, სასმელში, უყვართ სილამაზე, ბრწყინვალება; პარტნიორი აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი გარეგნობის. ქორწინებაში ითხოვენ უსიტყვო მორჩილებას, არ გამოირჩევიან ერთგულებით: ოჯახი – ბავშვებია, ხოლო ნადირობა – ნადირობაა. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, თუ ვინმე სხვა მტაცებელი შეაღწევს მის ოჯახში! ბავშვებს არ ანებივრებენ.

საფრთხეები: საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასება; შებღალული ღირსების გრძნობა; მტრების დროულად შემჩნევის უუნარობა; ამპარტავნება; გარშემო იკრებენ ფარისევლებსა და მაამებლებს, რომლებიც ლომის ხარჯზე პარაზიტობენ; სიამოვნების, ძალაუფლების წყურვილი; მოუთმენლობა, ქედმაღლობა, თავმოყვარეობა; ძალიან მიმდობნი არიან.

სხეულის ბრწყინვალე აგებულობა აქვთ, დაავადებების მიმართ ამტანები არიან, მათთვის დამახასიათებელია გულის დაავადებები. ხშირად ეს დაავადებები და ავადმყოფობები დაკავშირებულია სისხლთან და  გადაჭარბების შედეგად წარმოიშობა – მოქმედებს საყლაპავზე და გამომყოფ სისტემაზე ანუ ექსკრეტორულ სისტემაზე.

ადამიანი ამაყი და უკიდურესად ინდივიდუალურია, ის ისწრაფვის იყოს გამოჩენილი პიროვნება, საკუთარ თავს შესაძლებლობების ზღვარზე ავლენს, აღწევს აღიარებას და მაღალ შეფასებას იმაში, რაც გააკეთა. მისთვის აუტანელია თავად აზრი იმის შესახებ, რომ იყოს უკანასკნელი რიგში ანდა შეასრულოს სხვისი მითითებები და ბრძანებები, ანდა უბრალოდ იყოს რიგითი თანამშრომელი. სჭირდება: საკუთარი პიროვნების კვალის დატოვება ყველაფერზე, რასაც აკეთებს; ცხოვრებაში საკუთარი გზით სვლა; ბრწყინვალებ;, საკუთარი თავი შემოქმედებითად გამოვლენა და გემზე კაპიტნად ყოფნა.

მისი ოცნებები მასშტაბურია და ამის განხორციელებაში ვერაფერი დააკავებს, რადგან დიდი ჩანაფიქრების განსახორციელებლად აქვს: მყარი ხასიათი, სითამამე, ენერგია და ენთუზიაზმი. ასევე, მას აქვს კეთილშობილი, რომანტიკული გული და დრამატიზმისა და სიკაშკაშის, ექსტრავაგანტულობის სიყვარული.

ის სრულიად ეთანხება იმას, რომ სამყარო _ ეს სცენაა და ფარულად (შეიძლება არც ისე ფარულად) ისურვებდა გამოჩენილ მსახიობად, მთავარ მოქმედ პირად ყოფნას. მას პუბლიკისგან სჭირდება გაღმერთება, ოვაციები, მაშინაც კი თუ აუდიტორია მხოლოდ ერთი მაყურებლისგან შედგება, მაგრამ ეს მაყურებელი მისთვის ძვირფასი ადამიანია, – ვისაც მისი და მისი ოცნებების, ჯერა და სწამს. თუმცა, მისი გარეგნობა  თავდაჯერებულობას ასხივებს, სინამდვილეში, ის დიდი დოზით დამოკიდებულია მხარდაჭერაზე, სიყვარულსა და ადამიანების მხრიდან აღიარებაზე. მისთვის აუტანელია, როცა ვერ ამჩნევენ ანდა არ აფასებენ.

სიყვარულისას გულუხვია და არ აშინებს საყვარელი ადამიანისთვის იმის ჩვენება, რაოდენ ძვირფასია. აფასებს თავად სიყვარულის მდგომარეობის ჯადოქრობას და იცის, ურთიერთობაში როგორ შეინარჩუნოს ცეცხლი (სითბო). ერთგული ადამიანია, დაიცავს მათ, ვინც უყვარს და მათ წინ მთასავით აღიმართება _ თუ მხოლოდ არ დაამცირებენ მის სიამაყეს, არ უღალატებენ მის ნდობას. ადამიანებთან ურთიერთობისას მოსწონს ძლიერის როლი და ძალიან უჭირს ლიდერობის დათმობა. იდეალში მას სჭირდება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც იგივე სიძლიერის ნებისყოფა ექნება, მაგრამ არ შეეცდება მასზე მაღლა დადგომასა და  ქიშპობას.

ამ პიროვნების ძლიერ მხარეს წარმოაგენს გამძაფრებული ინტერესი და სიყვარული ცხოვრების მიმართ. ეს მისი შემოქმედებითი ენერგიაა, ცხელი და დიდსულოვანი გულია. ხოლო ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ის ეგოცენტრულია. შემაფიქრიანებელი შთაბეჭდილებებით, რომელსაც ტოვებს საკუთარი შემოქმედებითი თვითგამოხატვით, ივიწყებს სხვის არსებობას, დიდ სამყაროს, რომელიც მისი პერსონის გარშემო არ ბრუნავს.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

ლომი _ ფიქსირებული, დადებითი ნიშანია, რომელიც სიმბოლიზდება ლომით. აქედან შეიძლება იმ დასკვნის გამოტანაც, რომ ადამიანი, დაბადებული მზით ლომში, _ საქმიანია, მრავალ საქმეშია ჩართული, პრეტეზიას აცხადებს წარმატებაზე, გამორჩეულ მდგომარეობაზე. ხანდახან ასეთი ადამიანები საკუთარ თავებზე გადაჭარბებულად მაღალი აზრისანი არიან. ისინი ძლიერნი, მაგრამ უტაქტოები არიან. ხანდახან მათი ნებისყოფა  გონებას აიძულებს უდრეკად მისდიოს სურვილს ანდა გადაწყვეტილებას – გააკეთოს რაიმე. მათ აქვთ გულწრფელი გული და უყვართ მონაწილეობის მიღება ჰუმანიტარულ, ფილანტროპიულ საქმიანობაში. აქვთ ორგანიზატორული შესაძლებლობები; შედეგად მათი შესაძლებლობები შთააგონებს სხვებს, რის გამოც კარგი ლიდერები ხდებიან.

ისინი ფლობენ საუკეთესო (ვიდრე ადამიანების უმრავლესობას აქვს) ჯანმრთელობას. უყვართ მთებსა და ტყეებში მოგზაურობა, დროის მარტოობაში გატარება. ჩვეულებრივ, სულიერად გულწრფელები არიან და უყვართ სადღესასწაულო რიტუალები. შეუძლიათ იქცნენ უხეშებად, თუ მათი ძალისკენ, ძალაუფლებისკენ სწრაფვა ჰოპერტროფირებულია (გადიდებულია). აქვთ დამოუკიდებელი, ჯიუტი, ფხიანი ხასიათი და ხშირად ქარიზმატული ადამიანები არიან. ისინი გახსნილები და გულწფელები, დიდსულოვნები არიან, ფლობენ არცთუ ურიგო ინტუიციას და გამომგონებლურ ნიჭს; ღირსეულად უჭირავთ თავი.

მზე ადამიანში წარმოადგენს გარეგან ბრწყინვალებას და მისი ქცევის გარეგნულ შტრიხებს. როცა მზე იმყოფება ლომში, ის იკავებს საკუთარ ნიშანს და, შესაბამისად, ავლენს მთელ ძალას. ამიტომ, ასეთი ადამიანები შესაძლოა გარეგნულად მიმზიდველები იყვნენ, ფლობდნენ ხიბლიან მანერებს, ცხოვრებისეულ ძალებს, მეოცნებე გონებას.

ლომში მზის ქონა _ წარმატებაა, რადგანაც ეს უთითებს მამისგან, ხელისუფლებისგან და ღმერთისგან დახმარებას, – თუ ცხრილში (პირად რუკაში) სხვა მაჩვენებლები ამას ემთხვევა. შესაძლებელია, რომ ადამიანი, მზით ლომში, გახდეს გადაჭარბებულად ეგოისტური, ძალიან მომთხოვნი და მათთან ცხოვრება ადვილი არ იქნება; თუ ასეთ ადამიანებს პატივისცემით მოეპყრობიან, ისინი დიდსულოვნებით უპასუხებენ.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

23 ივლისი – 23 აგვისტო

ლომი, როგორც მეფეს შეეფერება, კეთილშობილია, ამაყი და გულუხვია. ბუნება ვნებიანი, ემოციონალური, ენერგიულია, თუ, რა თქმა უნდა, ჰოროსკოპში მზე ანდა სატურნი არაა დაზიანებული.

მას მეფობა  ბუნებისგან აქვს მიღებული. ფულს ხარჯავს ისე, რომ არ ითვლის: ის მისთვის მხოლოდ უმნიშვნელო საშუალებაა ბრწყინვალესთან, ლამაზთან ურთიერთობისთვის (მაგალითად, სურათის ანდა წიგნის შესაძენად).

ლომის წარმატება მისი გარშემომყოფების ბედნიერების საწინდარია, (რომლებსაც ბედნიერებას გულუხვად უწილადებს). ადამიანებს, – რომლებიც მისთვის რაიმეს აკეთებენ, – საკუთარ თავში საუკეთესო მხარეების გახსნაში ეხმარება.

საშუალო დონის ადამიანის ცხოვრება მისთვის შეუძლებელია. ის აღწევს მნიშვნელოვან გავლენას, – თუ სატურნი ჰოროსკოპში ძალიან ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს.

თუ, მაინც და მაინც, გარემოებანი მის სასარგებლოდ არ ეწყობა, შეიძლება წარმოეშვას კომპლექსები, მოგვიანებით კი – ფიზიკური უსიამოვნებანი.

ლომი არ არის მეწვრილმანე და გულღრძო. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რამდენადმე თეატრალურია. მეგობრებს არ შეუძლიათ მისი დიდი ხნით უნახავად გაძლება. მისი ცხოვრების სიყვარული გადამდებია.

მოკლედ, ლომს, მეტწილად, მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. პარტნიორისთვის საკუთარი თავის მთლიანად მიძღვნა, მისთვის წარმოუდგენელია (არც კი ფიქრობს ამაზე), ანუ ეს  “პიედესტალიდან ჩამოსვლად” მიაჩნია. ამიტომ, რაც  არ უნდა უცნაური იყოს, ის საკუთარ თავს დაინტრიგებულად და ტყვედ გრძნობს მათთან, ვინც პირველივე წამიდან არ გამოხატავს გაღმერთებისა და თაყვანისცემის ნიშნებს.

სულიერი წონასწორობისთვის აუცილებელია იყოს ლამაზი, გასაოცარი, არაორდინალური. ეს _ დაბადებიდან ხელმძღვანელია, რომელიც განიცდის ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის მოთხოვნილებას. მხოლოდ ერთია, “ბოლომდე ძალების დახარჯვა” არ ღირს: როცა ლომი სიყმაწვილეში გულმოდგინედაა დაკავებული სპორტით ანდა მეცნიერებით, მას 40 წლის ასაკის შემდეგ ეწყება ავადმყოფობები და პრობლემები, თუმცა-ღა, მანამდე შესაშური ჯანმრთელობა აქვს. მისი სიმპათიკური ნერვული სისტემა* ძალიან მგრძნობიარეა:ემოციონალურმა შოკმა შეიძლება ისე გამოწვიოს ავადმყოფობა, როგორც, შესაძლებელია, განკურნოს კიდეც. გულის პრობლემებისას (ფიზიკური ანდა ემოციონალური მიზეზით) ნაჩვენებია ჰომეოპათური საშუალებები – არნიკა (მცენარეა) და ასევე კუნელი. ელემენტებიდან ნაჩვენებია – მაგნეზია, ჰომეოპათური ანდა ნატურალური. ძვლებისა და ხერხემლისთვის ნაჩვენებია, ასევე, გოგირდი. ხილიდან _ ციტრუსები. ნაჩვენებია ცხელი აბაზანები როზმარინითა და ბეგქონდარათი (1 ყავის ჭიქა აბაზანაზე). მზე სასარგებლოა, მაგრამ რუჯის გარეშე. ნაჩვენებია წყლისა და მთის თხილამურებით სრიალი.

წყარო: astroblogi.com

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share