Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

  • ფორუმელი

ეს კატა იმდენს იზამს თავს შემაყვარებს. ცელქი ძაღლივით რო მაცილებს დილაობით სამსახურში რა პოლარული დათვია ტიპშა :lol:

 

დასაფლავებაზე უზუმბარული იები დავინახე მისი ფანჯრის რაფაზე და გამახსენდა...აი რატომ მიყვარს უზუმბარული იები, ბავშვობას და რაღაც გაურკვეველ მაგრამ სასიამოვნო შეგრძნებებს მიღვიძებს რაც ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ ემოციურად. 

ბავშვობაში მინდოდა უზუმბარულები მქონოდა და  ვერ ვახარებდი მზრუნველობა წყლის დასხმა მეგონა თან ფოთლებზე და ვკლავდი თურმე ტიპშებს. ეგაა რა, მზრუნველობის ფორმებსაც ცოდნა ჭირდება თორემ განზრახვებმა შეიძლება უკუშედეგებზე გაგიყვანოს.

დათოვლილ წიწვნარში მინდა ბაჯბაჯი და თოვლის ჭრაჭუნის სმენა, ცხვირში კიდევ სველი წიწვების სურნელის ღიტინი, გაგუდული ბგერები და სიცივისგან ახურებული ლოყები, სადღავ ტყის სიღრმეში ბუმ იყუყუნოს რა. ეგეც მინდა :jump:

 

 

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

როგორ მშურს მშვიდი წყნარი ბედნიერი ოჯახების. 

 

აი ასე მარტივად

 

უბრალოდ მშურს!

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ტვინი მოტყნეს რა.

არ შეიძLება რო ყველაფერი ერთ ადამიანს შეტენო.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

კარგი ადამიანები ხო არსებობენ სამყაროში?

არსებობენ!

ცოტა მარა კი!

 

ჰო და რომ არ ელი სითბოს და ყურადღებას და იღებ იმას რასაც საიდანაც უნდა იღებდე  ვერ იღებ მიდი და არ გაოცდე და არ აჩუყდე! 

კაი ხანია მადლობა არ გადამიხდია სამყაროსთვის. მიუხედავად ათასი ღლეობისა რაც ბოლო წლებში ჩემ ცხოვრებაში ხდება, საერთოდაც ბოლო ათი წელიწადი აბსოლუტური პიზდეცი იყო, მიუხედავად ამისა უამრავი ძალიან კარგი რამ მოხდა, გავიზარდე დიდი გოგო, უამრავი რამ ვისწავლე და განვვითარდი მიუხედავად ათასი შეცდომისა, რაც ყველაზე მთავარია სამყაროს ზრუნვას მუდმივად ვგრძნობ!

შეგეცით ყველას ვისაც ჩემთვის ცუდი გემეტებათ, მარტო არ ვარ იმიტომ რომ უმადური არ ვარ!

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მე რომ ჩემ სიცილებს ვტრეკავდე და წლის ბოლოს ვაჯამებდე ხოლმე წელს ალბათ ყველაზე ნაკლებ შედეგზე ვიქნებოდი გასული. 33 წლის მანძილზე ისე ცოტა, როგორც წელს, არასდროს მიცინია. საკუთარ სელფში ისე აშკარად დავინახე ჯამური წლიური მინუსი შევცბი და მეწყინა. არადა როგორ მიყვარს სიცილი და ხითხითი, დებილობები და მავნებლობები. ნუთუ ამას დიდი გოგოობა ქვია და დიდი გოგოები ნაკლებს იცინიან ხოლმე სანამ ნულზე არ დააჯენენ წლიურ სიცილებს და მერე კვდებიან?! არ მომწონს ეს ამბავი.

რამდენი რამ მაქვს თურმე შესაცვლელი. სიცილები მაქვს პირველ რიგში დასაბრუნებელი. შეგეცით ყველას ვინც ხითხითები მომპარეთ! ამას ასე არ დავტოვებ! :failure:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რა ღლეა ტიპი, აი რა პიტალო ღლეა და მასთან მე გენეტიკური ნათესაობა მაკავშირებს.

ვიზე გავბრაზდე? ან რანაირად არ გავბრაზდე? 

:lool:

 

 

:facepalm:

ზოგჯერ მართლა გადამალვა მჭირდება და სანათესაოს გამოცვლა. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

საშინლად ცუდ ხასიათზე ვარ, ბრაზი და წყენა მახრჩობს. მარტო ყოფნასაც არ მაცდიან.

ძალიან დამღალა ყველაფერმა. ისეთი გამწარებული ვარ სიტყვებითაც ვერ გადმომაქვს გულიდან სათქმელი. 

Share on other sites

  • ფორუმელი

ისე ვარ რა

კარგად

 

მეძინება თორემ 

საუცხოოდ ვგრძნობ თავს

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share