Jump to content
×
×
  • Create New...

შემწვარი ქათამი ( ტაბაკა)


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მომზადება:

1 ც გასუფთავებული და გარეცხილ ქათამს წაუსვით ძმარში გახსნილი დანაყილი ნიორი,

მარილი,წიწაკა და ხმელი ქინძი.

დადეთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ყოველი მხრიდან,

თავდახურულ ტაფაში. დადეთ ლანგარზე და

ცხელ ქათამს კვლავ წაუსვით იმავე შემადგენლობის საკაზმი.

წაიკითხეთ სხვაც

espanuri-chatushuli-150x150.jpg ესპანური ჩათუშული

სრულად ნახვა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ქათამთან ყოველთვის ის პრობლემა/პრეტენზია მაქვს რომ ყველა საკაზმი ზედაპირზე "ადევს" და შიგნით ჩალის გემო აქვს, განსაკუთრებით თეთრ ხორცს.

ამას შველის რამე?

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Damnoc said:

ამას შველის რამე?

კი დაბასტურმება, რამდენიმესაათიანი, შეწვის პროცესში მოსხმა სანელებლების, გამოიღებ მოაპკურებ შედგამ, პლუს შპრიცით უშხუპუნო სანელებლები :givi: თუ სპეციალურ შესაწვავ პარკში მოათავსებ ისე იწვება თავის წვენსა და საკმაზებში რომ გაგაოცებს ...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
38 minutes წინ, mulan said:

თუ სპეციალურ შესაწვავ პარკში მოათავსებ ისე იწვება თავის წვენსა და საკმაზებში რომ გაგაოცებს

კონცეფცია საინტერესოა მაგრამ смутные сомнения-ს მიჩენს რომ შემწვარზე მეტად მოხარშული ერქმევა.

ისეთი პროცესი მაინტერესებს რის ბოლოსაც კარგად დაბრაწული იქნება გარედან და სანელებლებით გაჯერებული შიგნიდან.

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Damnoc said:

ისეთი პროცესი მაინტერესებს რის ბოლოსაც კარგად დაბრაწული იქნება გარედან და სანელებლებით გაჯერებული შიგნიდან.

ჰო და ეგაა პიპეტკით  ასხა მუდმივად სანელებლები რომელშიც გქონდა ჩაბასტურმებული მანამდე, პლუს კონკრეტულ ადგილებში ნემსითაც შეუშხუპუნო ისინი. 

სულ მინდოდა ლაბორატორიის პიპეტკა მქონოდა, ბავშვობა სისხლის საერთო ანალიზს რომ მიღებდნენ ხოლმე ყველა კოლბა და პიპეტკა მინდოდა მქონოდა სათამაშოს, ჰო და ავიხდინე წლების წინ ოცნება გამოვწერე სამზარეულოს უუუზარმაზარი პიპეტკა რომლის ხათრითაც ვწვავ ხოლმე ქათამს ყოველთვის ამგავრად :lol: 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   8 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 8 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)