Jump to content
×
×
  • Create New...

არქტიკული ოცნებები

Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ამბობენ, რომ თუ არქტიკა შენს სისხლშია, ის ყოველთვის დაგიძახებს. ბავშვობა ტუნდრაში, ჩრდილოეთის ციალის ყურებაში გავატარე. სკოლაში სიარული პოლარულ ღამეში მიწევდა – სიბნელეში, რომელიც ორი თვე გრძელდება და ადამიანის გუნებას ცვლის. მშობლიური ქალაქი ტიქსი – შორეული პორტი რუსეთის ლაპტევების ზღვის სანაპიროზე – მრავალი წლის წინ დავტოვე, რათა დიდ ქალაქებში მეცხოვრა და სხვადასხვა ქვეყანაში მემოგზაურა, თუმცა არქტიკა მაინც მიხმობს. მენატრება იქაური იზოლირებული და ნელი ცხოვრების ტემპი. ამ გაყინულ არემარეში ჩემი წარმოსახვა თავისუფლდება, ყოველი ობიექტი სიმბოლური ხდება, ყოველი ფერის ტონალობა – შინაარსიანი. მხოლოდ აქ ვლინდება ჩემი ჭეშმარიტი ბუნება.

იმავეს ვიტყოდი ჩემი ფოტოების გმირებზეც. ხანდახან მათ ისტორიებს წიგნის თავებად აღვიქვამ. თითოეული საკუთარ ოცნებაში მოგზაურობს, მაგრამ ყველას აერთიანებს არქტიკის სიყვარული, თითოეულ ოცნებას თავისი ფერთა გამა და ატმოსფერო აქვს, თითოეულ პიროვნებას – აქ ყოფნისთვის თავისი მიზეზი.

ხოდოვარიხა | 68.941° N | 53.769° E 

TA-24926_20140925_14024.jpg ერთ მშვიდ და უქარო დღეს ხელნაკეთ ნავში მჯდომი ვიაჩესლავ კოროტკი მარტო ტივტივებს ბარენცის ზღვის ვიწრო უბეში, ხოდოვარიხის მეტეოროლოგიურ სადგურთან ახლოს. მან სიცოცხლის უდიდესი ნაწილი შორეულ არქტიკულ სადგურებში გაატარა. იგი ამბობს, რომ ეს კონკრეტული ადგილი, სადაც 20 წელი იცხოვრა, განსაკუთრებით უყვარს.
  • TA-24926_20140114_14025-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20140923_14026-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20140205_14028-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20140129_14027-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

კოროტკი მიაბიჯებს შუქურის მიმართულებით. ნაგებობა უკვე 10 წელია აღარ მუშაობს. როდესაც კოროტკის შეშა უთავდებოდა, შუქურის ხის ფიცრებს იყენებდა იმ მეტეოროლოგიური სადგურის გასათბობად, რომელშიც ცხოვრობდა და მუშაობდა. მას შემდეგ ეს სადგური ახალი ობიექტით ჩაანაცვლეს.

ძველი მეტეოსადგურის რადიო 800 კილომეტრით დაშორებულ უახლოეს ქალაქ არხანგელსკს გადასცემდა მეტეოროლოგიურ მონაცემებს. კოროტკი დღესაც განაგრძობს დღის და ღამის განმავლობაში სამ საათში ერთხელ ამინდის მონაცემების გადაცემას.

შუქურის მოდელი, რომელსაც კოროტკი ასანთის ღერებით აწყობს, არქტიკული პეიზაჟისმაგვარ ჩრდილს ქმნის სადგურის კედელზე. ეს პატარა შუქურა დევს საბჭოთადროინდელ წიგნზე „ზღვის ყინულის დინამიკა“.

თუთიყუში სახელად კეშა კოროტკის კომპანიონია, რომელიც მას ფოტოგრაფმა ევგენია არბუგაევამ ახალ წელს აჩუქა. კეშას საბჭოთა ხანის პოპულარული ანიმაციური პერსონაჟის სახელი ჰქვია.

გააზიარეთ ფოტო

პირველი ოცნება ვიაჩესლავ კოროტკის ეკუთვნის. იგი ხოდოვარიხას მეტეოროლოგიური სადგურის ძველი მეთაურია იზოლირებულ ნახევარკუნძულზე ბარენცის ზღვაში – მიწის თხელ და ვერან ნაგლეჯზე, რომელიც, კოროტკის თქმით, გემს წააგავს. კოროტკი ეგრეთ წოდებული “პოლიარნიკია“ – პოლარული ჩრდილოეთის სპეციალისტი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება არქტიკაში მუშაობას მიუძღვნა. იგი კვლავ აწვდის ამინდის შესახებ ცნობებს.

სადგურის გარეთ ყინულის მოძრაობის და რღვევის ხმა ისმოდა. რადიოგადამცემი ანტენის სადენები ქარში უსტვენდნენ. შიგნით სიჩუმეს მხოლოდ კოროტკის ნაბიჯის ხმა და კარის ჭრაჭუნი არღვევდა. ის ყოველ სამ საათში გარეთ გადიოდა, დაბრუნებული კი საკუთარ დაკვირვებებზე ბუტბუტებდა: “სამხრეთის, სამხრეთ-დასავლეთის ქარი, 12 მეტრი წამში, ძლიერი ქროლა 18 მეტრამდე, ძლიერდება, წნევა ვარდება, ქარბუქი იწყება“. ის ამ ცნობებს ძველი რადიოს მეშვეობით აუწყებდა ადამიანს, რომელიც არასოდეს უნახავს.

კანინის კონცხი | 68.657° N | 43.272° E

TA-24926_20190202_00455.jpg „ხილი და შოკოლადი მოვიტანე. ასეთ ტკბილეულს არქტიკაში ოქროს ფასი აქვს და ევგენია კოსტიკოვა (შუქურის მომვლელი და მეტეოროლოგი) ძალიან გახარებული დარჩა. მან ყინვისგან დასაცავად თითოეული ვაშლი გაზეთში ისე გაახვია, თითქოს ბროლის ყოფილიყო“, – ამბობს არბუგაევა.
  • TA-24926_20190213_01305-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20190129_00317-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20190205_00843-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20190216_01438-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

„ქვეყნის დასალიერი“ – ვკითხულობთ ნავსადგურთან ახლოს მდებარე ფარდულის კედელზე, სადაც ყოველ ზაფხულს ყინულმჭრელ გემებს კანინის კონცხის შუქურასთან და მეტეოროლოგიურ სადგურთან საკვების მარაგი მოაქვთ.

კოსტიკოვა და სივკოვი თავიანთ ძაღლთან, დრაკონთან ერთად, წყლის ნიმუშებს აგროვებენ კანინის ნახევარკუნძულის გარშემო, თეთრი ზღვისა და ბარენცის ზღვის შეერთების ადგილას წყლის მარილიანობის დასადგენად.

წყვილი შუქურისკენ მიიწევს ქარბუქში. ეს არქტიკაში ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი შუქურაა. ბევრ გემს დღეს ნავიგაციის თანამედროვე სისტემები აქვს და ძველი საზღვაო გზებით აღარ გადაადგილდება.

კოსტიკოვა წიგნის კითხვისას პატარა რადიატორით თბება. 19 წლის ასაკში მან პირველად დაიწყო მუშაობა პოლარულ სადგურზე. ამბობს, რომ მაშინვე მიხვდა – არქტიკა მისთვის შესაფერისი ადგილი იყო.

ერთ დღეს დავსევდიანდი. პოლარულმა ღამემ ფიქრები ამირია. კოროტკისთან მივედი და ვკითხე, როგორ ცხოვრობს აქ მარტო, ყოველდღიურ ერთფეროვნებაში. მან მიპასუხა: “გადამეტებული მოლოდინები გაქვს და ალბათ ეს ნორმალურიცაა, თუმცა აქ ყოველი დღე ერთნაირი სულაც არაა. მაგალითად, დღეს მკაფიო ჩრდილოეთის ციალი დაინახე და ძალიან იშვიათი მოვლენა – ზღვის ზედაპირზე თხელი ყინულის ფენა შენიშნე. განა არ გაგახარა ვარსკვლავების გამოჩენამ მას შემდეგ, რაც ისინი მთელი კვირა გვემალებოდნენ ღრუბლებს მიღმა?“ – შემრცხვა, საკუთარ თავს ზედმეტად რომ ჩავუღრმავდი და გარე სამყაროზე დაკვირვება დამავიწყდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ყურადღებით ვყოფილიყავი.

ენურმინო | 66.954° N | 171.862° W

TA-24926_20191023_13759.jpg „როდესაც გარშემო ლომვეშაპები მოგროვდნენ, ქოხმა რხევა დაიწყო“, – ამბობს არბუგაევა. „მათი ხმამაღალი ღრიალი ღამე არ გვაძინებდა. გარეთ მყოფი ლომვეშაპების სხეულების სიმხურვალის გამო ქოხის შიგნით ტემპერატურამ მნიშვნელოვნად აიწია. წყნაროკეანური ლომვეშაპების თავშეყრის ადგილას მრავალი მათგანი – დაახლოებით 100 000 – ნაპირზე გადმოვიდა, რადგან კლიმატის დათბობის გამო დამდნარ ყინულზე ყველასთვის საკმარისი ადგილი აღარ იყო“.
  • TA-24926_20190422_06515-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20180904_03553-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20180910_04771-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20180910_05903-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ნიკოლაი როვტინი თავის გარდაცვლილ მეუღლეზე ლაპარაკისას ჩაფიქრდა. ახლა იგი მიტოვებულ მეტეოსადგურში მარტო ცხოვრობს. სანამ საბჭოეთი არქტიკის განვითარებას ეცდებოდა, იგი იარანგაში – ჩუქჩების ტრადიციულ სახლში ცხოვრობდა.

მონადირის ანგარში ლომვეშაპის თავის ქალა დევს. ლომვეშაპისა და ვეშაპის ხორცი ჩუქჩების მთავარი საარსებო წყაროა. ნადირობისას ისინი ყოველწლიურ კვოტას ემორჩილებიან.

კამლეიკაში, ჩუქჩების ტრადიციულ სამოსში შემოსილი ვიკა ტაენომი ენურმინოს კულტურის ცენტრში ტრადიციულ ცეკვას ასრულებს. ჩუქჩების ტრადიციული ცეკვის ბევრი ილეთი ცხოველების მოძრაობების იმიტაციაა.

მონადირე ჩუქჩები რუხი ვეშაპის მოკვლის შემდეგ სახლში დაბინდებისას ჩუმად ბრუნდებიან. თავიანთ გონებაში, მხოლოდ ვეშაპს ესაუბრებიან. მას პატიებას სთხოვენ და უხსნიან, რატომ იყო აუცილებელი ნადირობა.

ერთი თვე ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილთან, ევგენია კოსტიკოვასა და ივან სივკოვთან ერთად გავატარე. ისინი მეტეოროლოგიურ მონაცემებს აგროვებდნენ რუსეთის მეორე გაყინულ კიდეში. მას შემდეგ, რაც ციმბირის ქალაქში ერთი წელი გაატარეს ერთად, კოსტიკოვამ სივკოვს ჩრდილოეთში წასვლა შესთავაზა. ისინი აკვირდებოდნენ ამინდს, ჩეხდნენ შეშას, ამზადებდნენ საჭმელს, უვლიდნენ შუქურას და ერთმანეთს. სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ შორეული ვერტმფრენის იმედად იყვნენ, რომლის აფრენა ამინდზე იყო დამოკიდებული. კოსტიკოვა ოჯახს თითქმის ყოველდღე ურეკავდა. მოსაყოლი თუ არაფერი ჰქონდა, ხშირად სთხოვდა დედას, ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჩართული დაეტოვებინა და სახლის საქმის კეთება გაეგრძელებინა. კოსტიკოვა ასე თავისი შორეული სახლის ხმებს უსმენდა. 

შეიძლება იზოლაციაა მიზეზი, რის გამოც სამასმა ჩუქჩამ სოფელ ენურმინოში წინაპრების ტრადიციები შეინარჩუნა. მიწისა და ზღვის რესურსებით ცხოვრობენ და თაობების განმავლობაში შემონახულ მითებსა და ლეგენდებს უფრთხილდებიან. მონადირეობა დიდ პატივად ითვლება. გრძელ ზამთარში თავიანთი თემის გამოსაკვებად სოფლის მცხოვრებლები ვეშაპებსა და ლომვეშაპებზე ფედერალური და საერთაშორისო კვოტების მიხედვით ნადირობენ. ენურმინოსთან ახლოს ორი კვირა ხის ქოხში გავატარე ლომვეშაპების მკვლევარ მეცნიერთან ერთად. სამი დღის განმავლობაში გამოკეტილები ვიყავით, რათა ქოხის გარშემო შეგროვილ 100 000 ლომვეშაპს შორის პანიკა არ გამოგვეწვია. მათი მოძრაობა და კინკლაობა ქოხს აზანზარებდა.

დიქსონი | 73.507° N | 80.525° E

TA-24926_20181211_02718.jpg „მუსიკა და ჰარმონიულად მოციმციმე ვარსკვლავები წარმოვიდგინე, როდესაც პირველად შევედი ჩუმ ოთახში, – ამბობს არბუგაევა, – მაგრამ შემდეგ დერეფანში ქარის გამო დაბრახუნებული კარის და უცნაური ჭრაჭუნის ხმა გავიგე. ჩემმა ბუნდოვანმა წარმოსახვამ მიკარნახა, რომ ვიღაცის ნაბიჯის ხმა გავიგონე… და გავიქეცი“.
  • TA-24926_20181212_02817-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20181211_02694-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20181202_02403-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • TA-24926_20181211_02690-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მიტოვებული ქალაქის, დიქსონის ცენტრში ჩრდილოეთის ციალი მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცების პატივსაცემად აღმართულ ძეგლს ჯადოსნურად აფერადებს.

უკანასკნელი მოსწავლეები, რომლებიც აქაურ სკოლებში დადიოდნენ, ახლა ზრდასრულები არიან, თუმცა მათი, კვლავ გადაშლილი, სახელმძღვანელოები თითქოს დროში გაყინულან. არბუგაევა ორი კვირა ელოდა ჩრდილოეთის ციალს, რომ ფოტოების გადასაღებად საკმარისი სინათლე ჰქონოდა.

ერთ დროს ცოცხალი კულტურის ცენტრი ცარიელია. ასეთი შენობები ხშირად შეგხვდებათ არქტიკის სხვა საგუშაგოებზეც, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე ინფრასტრუქტურული განვითარების პერიოდში აშენდა.

ხელნაკეთი თოჯინა ფანჯრის გაყინულ რაფაზე დევს დიქსონის მიტოვებულ სკოლაში. 1980-იან წლებში ქალაქი არქტიკული ამბიციების სიმბოლო და დაახლოებით 5000 ადამიანის სახლი იყო.

კარის ზღვის სანაპიროზე, დიქსონს, საბჭოური დიდების ოცნებას, ყინული ფარავს. 1980-იან წლებში მას რუსული არქტიკის დედაქალაქს უწოდებდნენ, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის თითქმის აჩრდილად იქცა. შესაძლოა რეგიონის დათბობასთან ერთად აქ ახალი ქალაქები აშენდეს, თუმცა ადამიანის ძალისხმევის ასეთი მარცხი მტკივნეული სანახავია. პირველი კვირების განმავლობაში დიქსონის დაუსრულებელ სიბნელეში გადაღებული ფოტოებით უკმაყოფილო ვიყავი. შემდეგ ცა ჩრდილოეთის ციალით განათდა და რამდენიმე საათით ნეონისებრად გაფერადდა. შემდეგ ციალი შესუსტდა და ქალაქი ნელ-ნელა კვლავ სიბნელეში გაუჩინარდა.

ევგენია არბუგაევა დაიბადა ტიქსიში, რუსეთის არქტიკაში. მან ჟურნალისთვის ფოტოები ბოლოს ინდონეზიაში გადაიღო პეპლებით ვაჭრობის შესახებ.

The post არქტიკული ოცნებები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

Share on other sites

On 12/15/2020 at 9:59 AM, Moor said:

ევგენია არბუგაევა დაიბადა ტიქსიში, რუსეთის არქტიკაში. მან ჟურნალისთვის ფოტოები ბოლოს ინდონეზიაში გადაიღო პეპლებით ვაჭრობის შესახებ.

:fofo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share