Jump to content
×
×
  • Create New...

ზოგადი საუბრები საინტერესო საკითხებზე Vol 2.


Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

არ ეშლებათ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი.

თუ არ გეზარებათ რომ გაშალოთ ეს თემა კაი იქნება, მაინტერესებს :yes: 

3 minutes წინ, Seth said:

:lool: რომელი? როცა ფიქრობთ რომ თუ დისტანციას იჭერს ე.ი. სათანადოდ არ გაფასებთ? :დ

არა ეგ არა. ამ ასაკში მე უკვე საკმაოდ თვითმკმარი არსება ვარ და ვალიდაცია არ მჭირდება არავისგან გარედან. მე ხო მეორეხარისხოვანი შვილი ვარ ამიტომ ზედმეტობის განცდა არ უნდა გამიჩნდეს თორემ სამუდამოდ დისტანციაზე დავდგები. შეიძლება ადამიანს დაუწესო საზღვრები ისე რომ თავი ზედმეტად არ აგრძნობინო. დარწმუნებული ვარ ძალიან ღია და უცერემონიალო ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ მაგრამ  კაი დიდი სქელი წითელი ლენტი მაქვს ადამიანებთან რეალურ ურთიერთობებში მეც ჩამოკიდებული. 

8 minutes წინ, Seth said:

"კონტროლ ფრიქს" აქედან მოდიან.

:yes: 

8 minutes წინ, Seth said:

ჯაპანების "სიცივე"/თავშეკავებულობა/დისტანცია არის ზუსტი, სარკისებურად ანტაგონისტური მათ შიგნით მიმდინარე პროცესისა. ამ პროცესის გარეთ გამოსვლისგან თავშეკავებას სჭირდება სერიოზული, რკინისებური დისციპლინა და თვითკონტროლი.

ზუსტად! კარგად ახსენით!

მაგიტოც ბევრისთვის ისინი რობოტები არიან. არ არიან. ძნ სულიანი ხალხია უბრალოდ ''უცხო'' ვერ ხვდება ამას :nope: 
 

10 minutes წინ, Seth said:

ეს თემა იგივეა ყველა ე.წ ინტროვერტი ტიპისთვის/ერისთვის, მაგრამ ჯაპანებს ეს "რაღაც" აყვანილი ყავთ უმაღლეს ხარისში. ჩემთვის ეს მომენტი სერიოზული + -ია.

ჰო უბრალოდ ქართული ტემპერამენტისთვის უცხოა ეგ. ექსტროვერტები ვართ რა დელიკატურობა სენიორ. საერთოდ სიღრმეების ჩიჩქვნისთვის ვის ცალია. საქართველოში პოეზიასაც კი პირველ სექსამდე კითხულობენ. მერე უკვე ვსო.  მაგიტო უყვარს ყველას გალაკტიონი რა გგონიათ! 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

თუ არ გეზარებათ რომ გაშალოთ ეს თემა კაი იქნება, მაინტერესებს

მაგალითად: ბრიტი დისტანციას იჭერს, არ მოდის და არ გიშვებს ახლოს, მაგრამ ჭორაობს და სხვასთან შენს შესახებ აინტერესებს ყველაფერი. ჯაპანი არ ჭორაობს, ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს :დ და შესაბამისად მისი დისტანცირება გრეისფულია.

3 minutes წინ, Mulan said:

თვითმკმარი არსება ვარ და ვალიდაცია არ მჭირდება არავისგან გარედან

ზეთს ზი ბესთ სინგ ზეთ ქენ ჰეფენ თუ ანიუან. 

 

4 minutes წინ, Mulan said:

მე ხო მეორეხარისხოვანი შვილი ვარ

ეს რას ნიშნავს? :დ

 

6 minutes წინ, Mulan said:

აგიტოც ბევრისთვის ისინი რობოტები არიან. არ არიან. ძნ სულიანი ხალხია უბრალოდ ''უცხო'' ვერ ხვდება ამას

:yeah:

7 minutes წინ, Mulan said:

ექსტროვერტები ვართ რა დელიკატურობა სენიორ. საერთოდ სიღრმეების ჩიჩქვნისთვის ვის ცალია.

ზედაპირულები უფრო, ექსტროვერტობა და ზედაპირულობა კი, იკვეთება, მაგრამ ერთადიგივე არაა

 

7 minutes წინ, Mulan said:

საქართველოში პოეზიასაც კი პირველ სექსამდე კითხულობენ. მერე უკვე ვსო.  მაგიტო უყვარს ყველას გალაკტიონი რა გგონიათ! 

:lool: ეს პირველად გავიგე :დ რას გულისხმობთ?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Seth said:

მაგალითად: ბრიტი დისტანციას იჭერს, არ მოდის და არ გიშვებს ახლოს, მაგრამ ჭორაობს და სხვასთან შენს შესახებ აინტერესებს ყველაფერი. ჯაპანი არ ჭორაობს, ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს :დ და შესაბამისად მისი დისტანცირება გრეისფულია.

უაა

არ ვიცოდი ეგ

ანუ აინტერესებ მაინც და თავს იკატუნებს რომ არა. 

ჰეჰე. კუდაბზიკობაა ეგ. :givi: 

 

 

იაპონელი მცირე ჟესტით გაგრძნობინებს რომ მისთვის პატივსაცემი და ძვირფასი ხარ, საინტერესო ხარ. ერთს გეტყვის და იმ ფორმით რომ მიხვდები ბევრ რამეს. აი ჭორაობაზე ვერაფერს ვიტყვი, არ მქონია მათთან ეგეთი ურთიერთობები. სავარაუდოდ ეგრეა კი.  

15 minutes წინ, Seth said:

ეს რას ნიშნავს? :დ

 

ნუ ჩემი ძმა და მამიდაშვილი რომელიც ბიჭია ასევე უფრო მნიშვნელოვანი არსებები იყვნენ და არიან ვიდრე მე იმიტომ რომ მდედრი ვარ. ამას ვგრძნობდი ყველა ოჯახის წევრისგან მათ შორის მშობლებისგანაც. ეს ასეა ახლაც. თავის მოკატუნება რომ ეს ასე არაა სიდებილე იქნება ჩემი მხრიდან მაგრამ არც დრამატულად აღვიქვამ. სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ და ვპატიობ იმიტომ რომ ოჯახია რომლის წევრებსაც ვერ ირჩევ. აი ოჯახს გართ მე ვირჩევ,  თუ მსგავსს რამეს წავიჭერ ეი შეცდომას ვუშვებ და ვდგები დისტანციაზე, იგნორი და დისტანციაზე გადგომა ვიცი ისეთი შეიძლება საკუთარ არსებობაში შიეტანოს ეჭვი ადამიანმა. სხვათა შორის ეგ სისასტიკის ერთ-ერთი ფორმაა და საერთოდ არ მეამაყება უბრალოდ თავის დაცვის საშუალებაა, ვიღაცამ ხო უნდა დაგიცვას :lol: 

15 minutes წინ, Seth said:

ზედაპირულები უფრო, ექსტროვერტობა და ზედაპირულობა კი, იკვეთება, მაგრამ ერთადიგივე არაა

 

სწორი კონკრეტიკაა კი.

ჰო, ნუ ზედაპირულები ვართ თუ ვართ :givi: 

15 minutes წინ, Seth said:

:lool: ეს პირველად გავიგე :დ რას გულისხმობთ?

არ მგონია ეს მხოლოდ ქართული მოვლენა იყოს. ადამიანები პოეზიას პუბერტატის ასაკის ჩათვლით ეტანებიან მერე უკვე პირადი დრამები იკავებს პოეზიის სივრცეს  :givi: სკოლაში ქართულის მასწავლებლები რომლებიც მეტწილად მოუდღვნელები და ქალიშვილები არიან გალას ფანები არიან (7 სკოლა მაქვს გამოცვლილი სენიორ ვიცი რასაც ვამბობ) ამიტომ პოეზიით ათრთოლებული ქართულის მასწი თავის დაღს ტოვებს და ყველას დიდობაშიც გალა უყვარს. აბა მერე სად ცალიათ პოეზიის წასაკითხად? 

 

 

 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Mulan said:

ნუ ჩემი ძმა და მამიდაშვილი რომელიც ბიჭია ასევე უფრო მნიშვნელოვანი არსებები იყვნენ და არიან ვიდრე მე იმიტომ რომ მდედრი ვარ. ამას ვგრძნობდი ყველა ოჯახის წევრისგან მათ შორის მშობლებისგანაც. ეს ასეა ახლაც. თავის მოკატუნება რომ ეს ასე არაა სიდებილე იქნება ჩემი მხრიდან მაგრამ არც დრამატულად აღვიქვამ. სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ და ვპატიობ იმიტომ რომ ოჯახია რომლის წევრებსაც ვერ ირჩევ.

გასაგებია. კი მეც შემხვედრია ბევრი მსგავსი სიტუაცია.

21 minutes წინ, Mulan said:

სკოლაში ქართულის მასწავლებლები რომლებიც მეტწილად მოუდღვნელები და ქალიშვილები არიან გალას ფანები არიან (7 სკოლა მაქვს გამოცვლილი სენიორ ვიცი რასაც ვამბობ) ამიტომ პოეზიით ათრთოლებული ქართულის მასწი თავის დაღს ტოვებს და ყველას დიდობაშიც გალა უყვარს.

ჩემი ქართულის მასწავლებელიც ე.წ. შინაბერა იყო და გალა უყვარდა. ზვიადაც :დ 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Seth said:

გასაგებია. კი მეც შემხვედრია ბევრი მსგავსი სიტუაცია.

დღემდე რეალობაა ეს

სამწუხაროდ

ნუ მე გაანალიზებული მაქვს და მოვლილი და ბევრს ისევ დრამად აწევს სულში.

6 minutes წინ, Seth said:

ჩემი ქართულის მასწავლებელიც ე.წ. შინაბერა იყო და გალა უყვარდა. ზვიადაც :დ 

აი ხო ვამბობდი 

 

:lool::lool::lool::lool::lool:

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Mulan said:

აი ხო ვამბობდი 

 

ნუ, + საიდზე, სერიოზული მასწავლებელი იყო ქართულის და არამარტო. კალიგრაფიისაც.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

ნუ, + საიდზე, სერიოზული მასწავლებელი იყო ქართულის და არამარტო. კალიგრაფიისაც.

ძალიან კარგი სენიორ მარა, ქართულის მასწები ყველას ეტყობა საქართველოში :givi:

კალიგრაფია იაპონიაშიც თემაა ხომ იცით. :yes:

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

ქართულის მასწები ყველას ეტყობა საქართველოში

ეს მართალია

2 minutes წინ, Mulan said:

კალიგრაფია იაპონიაშიც თემაა ხომ იცით

:yeah: სერიოზული.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share