Jump to content
×
×
  • Create New...

რა გავაკეთე?!


Windmühle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

ჩათვალე, მშურს შენი პომიდვრების კი არა და სალათას რომ მოამადებ, ამის :classic_biggrin:

ეს რეცეპტია, პერფექტიდან ვისტავლე რამე-რუმეების მზადება 

http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1482-e1839ee18390e1839be18398e18393e18395e183a0e18398e183a1-e183a9e18398e183a0e18398

 

პ.ს. თუ მოამზადებ გვითხარი. მართლა უგემრიელესია

მარტო ლინკს თუ არ დადებთ და ტექსტსაც გადმოიტანთ ხოლმე, ბადეს კარგ საქმეს გაუკეთებთ :*

 

 

პამიდვრის ჩირი Directions

ინგრედიენტები

პამიდორი ხორციანი ჯიშის(ეგრედ წოდებული სლივკი)

სუფრის მარილი

ქონდარი, ბაზილიკი ან რეჰანი(ეს მწვანილი გამოიყენება გამხმარი, წვრილად დაფხვნილი)

ნივრის ფირფიტები

ზეთი(მე გამოვიყენე ზეითუნის და ჩვეულებრივი საჭმლის)

დაფქვილი ცხარე წიწაკა(გემოვნებით)


მომზადების წესი

გარეცხილი პამიდორი გავჭრათ შუაზე(სიგრძეზე), ამოვაჭრათ ყუნწის ადგილი.

დავალაგოთ ჭრილით ზემოთ (კანით ქვემოთ) თუნუქის ფურცელზე (ახლოს ერთმანეთთან).

მოვაყაროთ ოდნავ მარილი,ხმელი მწვანილი და შევდგათ საშუალო სიმაღლეზე ღუმელში.

ღუმელის ტემპერატურა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი, დაახლოებით 110-130 გრადუსი (როგორც ბეზეს გამოსაშრობად ვიყენებთ). ასე გამოვაშროთ პამიდვრები დაახლოებით 4-6 საათის განმავლობაში.

პ.ს.მე ღუმელის კარი შევუღე ცოტათი, ასე უფრო კარგად გამოშრა.

მზა ჩირი ჩავალაგოთ შუშის ქილაში და თან ფენებს შორის ნივრის ფურცლები ჩაუდოთ+მოვაყაროთ წიწაკა თუ გსურთ,თან შევავსოთ ზეთით პირამდე.

ინახება თავ დახურული, გრილ ადგილას.

 

ზეთს ვიყენებ მერე საჭმელში და სალათებში,ძალიან სურნელოვანია და გემრიელი.

პამიდვრები სხვადასხვა სისქის გამოდის(ცოცხალი),ამიტომ ეცადეთ მიაქციოთ ყურადღება ზოგს ადრე ესაჭიროება ღუმელის დატოვება,ზოგს კიდე გამოშრობა აკლია.

მე ოდნავ ნაზი პამიდვრები გამოვიღე,ასე უფრო გემრიელია :)

კანი მშრალი აქვს,წვენი თითქმის გამომშრალი და ამ დროს ხელის შეხებით ხორცი იგრძნობა :)

ენდეთ ინტუიციას და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ!წარმატებები!

 

სულ დამავიწყდა,მე დაახლოებით 1 კგ.პამიდვრიდან 0,5 ლიტრიანი მივიღე ქილაში(ნუ შეიძლება ოდნავ ნაკლები).

პს. გასწორდა, რა შენიშვნაც გქონდა?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

ონლაინ, marguerite said:

@Moor გადმოვიტან აწი

 

 

 

პ.ს. ისევ იგივე ,,პრობლემაა"

დასკრინე და ჩამიგდე პლს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, marguerite said:

ჩათვალე, მშურს შენი პომიდვრების კი არა და სალათას რომ მოამადებ, ამის :classic_biggrin:

ეს რეცეპტია, პერფექტიდან ვისტავლე რამე-რუმეების მზადება 

http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1482-e1839ee18390e1839be18398e18393e18395e183a0e18398e183a1-e183a9e18398e183a0e18398

 

პ.ს. თუ მოამზადებ გვითხარი. მართლა უგემრიელესია

თუ არ დამეზარა ვცდი

კაი ხანია მუზებს არ წამოუვლიათ და არაფერი გამიკეთებია

მადლობა რეცეპტისთვის! 

IMG_20201117_235646.jpg

ბოლოს ეს ვცადე ცუდ ხასიათზე ყოფნისას

მეორეჯერ დავაედითებ რაღაცებს. ბრინჯის იდეა არ მომეწონა შიგნით...

 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 minute წინ, marguerite said:

ესეც ჩემი მაიმუნობები. რეცეპტები არ დაგჭირდებათ :D

 

71494069_942651216127666_5189238796230590464_n.jpg

რისი ტარტია? 

:love: 

შაქარდამოკიდებული ხარ? :givi: 

 

როგორ არ დაგეზარა ეგრე სკურპულოზურად წრეზე ამ კენკრის დალაგება :lol: 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, mulan said:

რისი ტარტია? 

:love: 

შაქარდამოკიდებული ხარ? :givi: 

კოწახურები მქონდა და ამით გავაკეთე. მერე წვენი გამოვწურე და ჟელეც გავუკეთე და ზემოდან მოვასხი :classic_biggrin: 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

კოწახურები მქონდა და ამით გავაკეთე. მერე წვენი გამოვწურე და ჟელეც გავუკეთე და ზემოდან მოვასხი :classic_biggrin: 

აუუუ

ღია წითელ მასაში აბანავე თავზე? გააციე? 

საოცრება იქნებოდა

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   399 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 396 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(14)
    • Safari(14)
    • t-90
    • Googlebot(1)