Jump to content
×
×
  • Create New...

რა გავაკეთე?!


Windmühle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ყოველდღიურად გვიწევს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის საუზმე-სადილ-ვახშამის მზადება.

პირველი კითხვა ყოველ დილას ეს მაქვს სწორედ: დღეს რაღა გავაკეთო? იდეები თითქოს ერთიანად ფრინდებიან გონებიდან.

საინტერესო იქნება გავუზიაროთ ერთმანეთს თუ რას და როგორ ვაკეთებთ, საინტერესო რეცეპტები არასდროსაა ზედმეტი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს ისე დამეზარა და დროც არ მქონდა მამენტ ყიყლიყოები გავიკეთე და  ვჭამე :facepalm:

ბავშვობაში მხოლოდ სახელის გამო მევასებოდა ყიყლიყოები :lol:

 

 

 

Share on other sites

ამ ბოლო დროს თევზის კონსერვებს ვყიდულობ ხშირად. ვკმაზავ წვრილად დაჭრილი ახალი კომბოსტოთი, ან სალათის ფურცლებით, ვახეხავ ვაშლს, ვაჭრი მჟავე კიტრს, ხახვს და ვუალა.. ხან უპუროდ, ხან შავ პურთან ერთად გეხალებით სიამოვნებით. ჰო, შავი წიწაკა აუცილებელია.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, iaiameri said:

ამ ბოლო დროს თევზის კონსერვებს ვყიდულობ ხშირად. ვკმაზავ წვრილად დაჭრილი ახალი კომბოსტოთი, ან სალათის ფურცლებით, ვახეხავ ვაშლს, ვაჭრი მჟავე კიტრს, ხახვს და ვუალა.. ხან უპუროდ, ხან შავ პურთან ერთად გეხალებით სიამოვნებით. ჰო, შავი წიწაკა აუცილებელია.

მშურს ვისაც თევზი უყვარს...

წლებია არ მიჭამია

ერთადერთხელ ვიკაიფე იაპონური თევზების სუპით კიოტოში. ხვდებოდი რომ თევზი სუპი იყო, მაგრამ იმდენად არაგამაღიზიანებლად შემოდიოდა თევზის სურნელი და გემო თან სიცხარესთან ერთად მთლიანად ვჭამე ...

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

45 minutes წინ, mulan said:

მშურს ვისაც თევზი უყვარს...

წლებია არ მიჭამია

ერთადერთხელ ვიკაიფე იაპონური თევზების სუპით კიოტოში. ხვდებოდი რომ თევზი სუპი იყო, მაგრამ იმდენად არაგამაღიზიანებლად შემოდიოდა თევზის სურნელი და გემო თან სიცხარესთან ერთად მთლიანად ვჭამე ...

ძალიანაც არ მიყვარს, ხანდახან მინდება ხოლმე ისე, თავს ზემოთ ძალა აღარ არის ხოლმე.)) სიყვარულით კი მიყვარს მჭადი, იმერული ყველი, კახური ზეთი, ფხალი ყველანაირი.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
22 minutes წინ, iaiameri said:

ძალიანაც არ მიყვარს, ხანდახან მინდება ხოლმე ისე, თავს ზემოთ ძალა აღარ არის ხოლმე.)) სიყვარულით კი მიყვარს მჭადი, იმერული ყველი, კახური ზეთი, ფხალი ყველანაირი.

აუ მჭადი და ყველი მეც მომენატრა

 

მარტოს ჭამა მეზარება კიდევ მჭადის და ყველის და დაქალები ათი დღეა არ მინახავს არც ერთი რომ დავაპიწკინო და ვისუსნავოთ იმერულად :love: 

დიყი ვინმეს გაგისინჯავთ? 

 

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

შხამიანი მცენარე ყოფილა ძირითადად, აბრმავებსო. მხოლოდ რამოდენიმე სახეობა იჭმევაო. საინტერესო რამეებს ყვება ეს ქალი, სტალინს სასილოსედ გაუვრცელებია რუსეთში))) კოსმონავტებივით შეფუთულებს მოჰყავთ თურმე მოსავალი. )) წვავსო.

Edited by iaiameri

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share