Jump to content
×
×
  • Create New...

ჩვენი სიზმრები

 Share

Recommended Posts

https://ka.wikipedia.org/wiki/სიზმარი

რა იყო სიზმარი ადამიანის წარმოდგენაში ძველად, რა არის ახლა და რას ფიქობდა ამაზე ფროიდი შეგიძიათ ვიკიში ამოიკითხოთ.

აქ კი ჩვენი სიზმრები დავწეროთ.

Share on other sites

  • ფორუმელი

დამესიზმრა რომ ყველაფერი გაკეთებული მქონდა, პირიქით სხვებს ვუხსნიდი როგორაა სწორედ,
მაგრამ გამეღვიძა და ისევ მთელი დღე ამას უნდა ვეჯდე.

რა ტკბილი სიზმარი იყო,არადა.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness

წუხელ დამესიზმრე. თან სიზმარში ვფიქრობდი აჰა დარკი მალე კატუტუც შემოაბიჯებს ჩემ სიზმარში თქო გეფიცები (გუშინდელი კატუტუს თემის გამო ალბათ) :lol: მარა არაა, შენთან ვიყავი სტუმრად და კვერცხი შემიწვი, ლამაზი ოთახი გქონია, ფანჯარასთან მაგიდა და მუქი მწვანე ფერები იყო ალაგ-ალაგ, რაღაც ძველი საათიც და წიგნები მაგიდაზე, ლუპა გაქვს? ეგეც დავინახე... მერე ვიღაცას ებუზღუნე და მეთქი წამო ჩემთან ორი კვირით გადმოცხოვრდი და კაიო, დაგეხმარე ჩალაგებაში და წამოვედით, მარა გაზაფხული იყო, სიმწვანე, მაისი... 

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, mulan said:

ჰეჰ,ჩემი ძველი ოთახი აღწერე, იქ მქონდა მწვანე შპალერი, ძველი საათი და ლუპაც :ramagaria::classic_love:
აუ, ვის ვებუზღუნე ეგ კი ვიცი :D 
 
Quote

მარა გაზაფხული იყო, სიმწვანე, მაისი... 

:love:
 მეც მინდა ეგეთი სიზმრები. რაღაც აბდაუბდა მესიზმრება, ვერც თავს ვიგებ, ვერც ბოლოს.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Darkness said:

ჰეჰ,ჩემი ძველი ოთახი აღწერე, იქ მქონდა მწვანე შპალერი, ძველი საათი და ლუპაც :ramagaria::classic_love:
აუ, ვის ვებუზღუნე ეგ კი ვიცი :D 

მართლა? 

მუქი მწვანე ფერები იყო იმ ოთახში?

ვუუუავ

შენ ძმას ებუზღუნე

გყავს ძმა ხო? 

დაჟე შენი ძმაც მახსოვს ვიზუალურად :lol:

3 minutes წინ, Darkness said:

 მეც მინდა ეგეთი სიზმრები. რაღაც აბდაუბდა მესიზმრება, ვერც თავს ვიგებ, ვერც ბოლოს.

კაი რა თან ვიაზრებდი რომ სიზმარი იყო. მე არ მიყვარს როცა სიზმრები მამახსოვრდება, დაღლილი ვიღვიძებ :gigi:

Share on other sites

ვიღაც გოგჩო იჯდა მანქანის საჭესთან და ვერ მართავდა წესიერად მანქანას. ორჯერ კინაღამ გამიტანა და ვერ აცნობიერებდა  რას აკეთებდა, ან შეგნებულად აკეთებდ,ა არ ვიცი, უფრო სიდებილე იყო მიზეზი. ღობეს ურტყამდა მანქანას და მე კიდევ ღობესთან ხეზე ჩამოვეკიდე და ორივე დარტყმა ავიცილე. ამასობაში ვიღაც გაჩერდა და თითქოს იმ მანქანაში ირაკლი ბათიაშვილი იყო ოჯახით.  მათმა გამოჩენამ გადამარჩინა თითქოს და პოლიციაშიც იმათ დარეკეს. რადგან არაფერი მჭირდა ფიზიკურად  და ცოცხალი ვიყავი, არც არაფერი იქნებაო, ეს დამჯახებელი მეუბნებოდა, მაგრამ ბათიაშვილის მანქანა არსად მიდიოდა და იმათი იმედი მქონდა რომ დამიცავდნენ. დამჯახებლის მანქანის ნომერი იყო 021. მერე ტელეფონზე ვრეკავდი  და ტელეფონში ვერ ვპოულობდი იმას ვისაც ვურეკავდი.

პ.ს. ინტერნეტთან წვდომა გამეთიშა და რომ აღმიდგა, ეს ტექსტი თავის ადგილზე დამხვდა, არ წაშლილა. 

გამიკვირდა. 

Share on other sites

  • ფორუმელი

დამესიზმრა რომ მეცხრამეტე საუკუნეში ვცხოვრობდი, გამიმართლა, არისტოკრატ ოჯახში დავიბადე, მაგრამ მოწყენილობისგან ვკვდებოდი, მთელი დღე სახლში ვიჯექი, მოსაწყენ რომანებს ვკითხულობდი და ვოცნებობდი ოჯახი სასწავლებლად და სამოგზაუროდ საფრანგეთში როდის გამიშვებდა. მაგრამ ლოდინით ისეთმა დაღლილმა გავიღვიძე, უეჭველი კომუნისტები მოვიდნენ მთავრობაში და ჩამიშალეს ვოიაჟის გეგმები. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(1)