Jump to content
×
×
  • Create New...

სექსი და განათლება


 Share

Recommended Posts

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში რაიმე სექსზე?

რა დოზით?

რომელ ასაკში?

ვინ უნდა ასწავლოს?

როგორ უნდა ასწავლოს?

ჩემის აზრით ქართული საზოგადოება ამისთვის მზად იმიტომ არაა და იმიტომაა ამდენი ტყუილ/მართალი ამ საკითხის ირგვლივ არეული, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს  მოსახლეობის სწორ ინფორმირებას.

იმისთვის რომ თინეიჯერს აუხსნა რამე, ჯერ მშობელმა უნდა იცოდეს, გაიგოს, შეიგნოს და არ  გახდეს ამ თემით სპეკულანტთა მსხვერპლი.

ვის ხელშია ეს თემა? ვინ უნდა მართოს, დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები? ვინ უნდა მოძებნოს ის ოქროს შუალედი რომლითაც ტაბუდადებულ თემას ახდის ბოქლომს? 

აქვს სახელმწიფოს ის რესურსი, რომელიც ყოველ 13/14 წლის ასაკის მოსწავლესთან მივა და აუხსნის საზოგადეოებაში საჩოთირო საკითხებს, ისე როგორც ეს აკადემიურ, სახელმწიფო უწყებას შეეფერება?

ერთი კონკრეტული ევროპული ქვეყნის მაგალითზე მინდა გითხრათ. 

მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ შედიან კლასში, ზემოთ ვთქვი უკვე რა ასაკის მოსწავლეებზეც მაქვს ლაპარაკი. მხოლოდ ერთხელ ჩაუტარდათ ე.წ. სექსის გაკვეთილი. გაკვეთილს ატარებდნენ ოთხნი; სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი, სკოლის ექიმი და მოწვეული ექიმი. გაკვეთილი გაგრძელდა საათნახევარი. ახსნეს ქალის და კაცის ანატომია დაწვრილებით, თვალსაჩინოების გამოყენებით. ილაპარაკეს ნაადრევ ორსულობაზე, შედეგებზე. დაარიგეს შესაბამისი ლიტერატურა, ბოლოს პრეზერვატივებიც. 

ამ თემას ხმაური არ სჭირდება და არც ვაივიში. სახელმწიფოს ვალია მოაშთოს ამ თემის გაშავების  და ამით გაუნათლებელ ხალხში ქულების დაწერის მსურველნი. შედეგად იქნება; ნაკლები ნაადრევი ორსულობა, ჯანმრთელი ახალგზარდები, მომავალში ჯანმრთელი დედები.  ჯანმრთელი ქალი კი იმის წინაპირობაა, რომ  გაქრობის პირას მდგარი ერი გადავრჩეთ.

 

ეს მინდოდა მეთქვა.

თუ რამეში არ მეთანხმებით, მოგისმენთ.

წაგიკითხავთ.:thanks: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მე ვფიქრობ რომ ამ თემაზე სკოლაშივე უნდა ესაუბრონ ბავშვებს დელიკატურად და სწორად შერჩეული ფორმით. 19 წლამდე მეგონა რომ ცოლ-ქმარს ღამეები არ ეძინათ და ჩემთვის მიკვირდა როგორ ფუნქციონირებენ თქო, მეორე კურსზე რომ გადავდიოდი დაქალმა ამიხსნა ეს დეტალები და მაშინ ''გამინათდა'' გონება. მიტყდება ასეთი ჩლუნგი როგორ ვიყავი მარა ინფოც არ მოიპოვებოდა მაშინ ასე მითების ფორმატში გადადიოდა ინფო. თუ ოდესმე დედა გავხდები აუცილებლად ვიპოვი სწორ ფორმას და პირველი ვიქნები ვინც მას დაელაპარაკება ამ თემაზე მაგრამ საქართველოში თან ჩვენი მშობლების თაობაში ძალიან ცოტა მშობელი მეგულება ვისაც ეს ექნება გაკეთებული...

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@iaiameri

ისე მაგ ქვეყანას საქართველოზე 3ჯერ მეტი გარე ორსულობა უფიქსირდება.

ნაადრევი ორსულობებიც ოპტომ არის.

სახელმწიფოს არ ეკითხება სექსუალური განათლების საკითხეი. მათემატიკა ვერ უსწავლებიათ ნორმალურად და რაზეა საუბარი?

მარა მარტივია ახლა რა: ველურები გგონივართ და ველურებათ გინდათ გაგვზარდოთ> რათ უნდათ ველურს ნორმალური დემოგრაფია, ნორმალური ოჯახი? ოჯახები მხოლოდ ევროპაში.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, t-90 said:

@iaiameri

ისე მაგ ქვეყანას საქართველოზე 3ჯერ მეტი გარე ორსულობა უფიქსირდება.

ნაადრევი ორსულობებიც ოპტომ არის.

სახელმწიფოს არ ეკითხება სექსუალური განათლების საკითხეი. მათემატიკა ვერ უსწავლებიათ ნორმალურად და რაზეა საუბარი?

მარა მარტივია ახლა რა: ველურები გგონივართ და ველურებათ გინდათ გაგვზარდოთ> რათ უნდათ ველურს ნორმალური დემოგრაფია, ნორმალური ოჯახი? ოჯახები მხოლოდ ევროპაში.

 

@Windmühle 

ფოფ, გარე ორსულობას რამე სოციალური მიზეზები გააჩნია თუ ბიოლოგიური? რა არის ამის მიზეზი როგორც წესი? 

ანუ ამიხსენი ტანკი რატომ ბჟუტურებს იმას რასაც ბჟუტურებს...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, mulan said:

@Windmühle 

ფოფ, გარე ორსულობას რამე სოციალური მიზეზები გააჩნია თუ ბიოლოგიური? რა არის ამის მიზეზი როგორც წესი? 

ანუ ამიხსენი ტანკი რატომ ბჟუტურებს იმას რასაც ბჟუტურებს...

რა გინდაე ხა ჩემი ექიმით მოვიდე თუ რა გავაკეთო? :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, t-90 said:

რა გინდაე ხა ჩემი ექიმით მოვიდე თუ რა გავაკეთო? :D

 

ჩემი ექიმით ვარ მოსული. მოვა და იტყვის კომპეტენტურ აზრს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, mulan said:

ჩემი ექიმით ვარ მოსული. მოვა და იტყვის კომპეტენტურ აზრს.

კარგი მე გეტყვი მაშინ კომპეტენტური ეპიდემიოლოგის აზრს:

გარე ორსულობა ცხადია გარე მიზეზების გამო ხდეაბ ოღOნდ ეს სოციალური ფაქტორები მოქმედებენ.

შენ აბორტების რაოდნეობა უნდა ნახო.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, mulan said:

@Windmühle 

ფოფ, გარე ორსულობას რამე სოციალური მიზეზები გააჩნია თუ ბიოლოგიური? რა არის ამის მიზეზი როგორც წესი? 

ანუ ამიხსენი ტანკი რატომ ბჟუტურებს იმას რასაც ბჟუტურებს...

ექტოპიური ორსულობა ზოგადად ორ დიდი ძირითად პრობლემას აერთიანებს, ერთი მხრივ კვერცხსავალი მილის გამავლობის პრობლემა და მეორე ტროფობლასტის პროტეოლიზური აქტივობის დარღვევა. ამ ორ ძირითად მიზეზს ცხადია აქვს თავისი მიზეზები, რომლებიც საკმაოდაა, დაწყებული ანთებებით , ანამნეზში არსებული აბორტით და დამთავრებული ენდოკრინოლოგიური დაავადებებით. 

ცხადია, როდესაც ადრეულ ასაკში იწყებ სექსუალურ აქტივობას, უფრო მეტია შანსი რეპროდუქციული პერიოდის მანძილზე განვითარდეს ექტოპიური ორსულობა.

თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ , რომ ყველაფერი შედარებითია. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში გინეკოლოგთან ვიზიტი ბევრად უფრო ადრე იწყება , ვიდრე ჩვენთან და 18 წლამდე ძირითადად მშობლები იმისთვის მიაპროწიალებენ შვილებს, შეამოწმონ ,,ქალიშვილები'' არიან თუ არა. ანუ კულტურა გინეკოლოგთან ვიზიტის, შესაბამისად ადრეულ ეტაპზევე პრობლემების მოგვარების ჩვენთან ნაკლებადაა. უამრავი გოგო ვიცი, რომელიც გინეკოლოგთან პირველად მხოლოდ მაშინ მივიდნენ,როცა ,,გათხოვდნენ '' და რამდენიმე თვის შემდგომ ორსულად არ დარჩნენ. 

ანუ რისი თქმა მინდა, თუ განვითარებულ ქვეყნებში ადრე იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, ასევე ადრე იწყებენ თავდაცვას, გინეკოლოგთან სისტემატიურ ვიზიტებს და რაც მთავარია აქვე შევეხები აბორტის თემას, რაც მტკივნეულია ჩვენთან, ხელშეწყობა არასრულწლოვანი დედის, მარტოხელა დედის ფაქტობრივად არ ხდება, რაც იძულებულს ხდის და ზრდის აბორტის რაოდენობას. საპირისპირო ხდება განვითარებულ ქვეყნებში, ერთი მხრივ აქტიურია 18წლამდე ბავშვის ფინანსურად დახმარება და მეორე მხრივ, თუ ბავშვის დატოვება არ სურს დედას, აქტიურია სოციალური სამსახური,ჩემს გერმანელ მეგობარს ორი ბავშვი ყავს ნაშვილები არასრულწლოვანი დედების გაჩენილი. გამომდინარე აქედან ვვარაუდობ, რომ ,,სავალდებულო'' აბორტის რაოდენობას ესე შესაძლებლობაც ამცირებს. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 17 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(4)