Jump to content
×
×
  • Create New...

სექსი და განათლება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Windmühle said:

ექტოპიური ორსულობა ზოგადად ორ დიდი ძირითად პრობლემას აერთიანებს, ერთი მხრივ კვერცხსავალი მილის გამავლობის პრობლემა და მეორე ტროფობლასტის პროტეოლიზური აქტივობის დარღვევა. ამ ორ ძირითად მიზეზს ცხადია აქვს თავისი მიზეზები, რომლებიც საკმაოდაა, დაწყებული ანთებებით , ანამნეზში არსებული აბორტით და დამთავრებული ენდოკრინოლოგიური დაავადებებით. 

ცხადია, როდესაც ადრეულ ასაკში იწყებ სექსუალურ აქტივობას, უფრო მეტია შანსი რეპროდუქციული პერიოდის მანძილზე განვითარდეს ექტოპიური ორსულობა.

თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ , რომ ყველაფერი შედარებითია. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში გინეკოლოგთან ვიზიტი ბევრად უფრო ადრე იწყება , ვიდრე ჩვენთან და 18 წლამდე ძირითადად მშობლები იმისთვის მიაპროწიალებენ შვილებს, შეამოწმონ ,,ქალიშვილები'' არიან თუ არა. ანუ კულტურა გინეკოლოგთან ვიზიტის, შესაბამისად ადრეულ ეტაპზევე პრობლემების მოგვარების ჩვენთან ნაკლებადაა. უამრავი გოგო ვიცი, რომელიც გინეკოლოგთან პირველად მხოლოდ მაშინ მივიდნენ,როცა ,,გათხოვდნენ '' და რამდენიმე თვის შემდგომ ორსულად არ დარჩნენ. 

ანუ რისი თქმა მინდა, თუ განვითარებულ ქვეყნებში ადრე იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, ასევე ადრე იწყებენ თავდაცვას, გინეკოლოგთან სისტემატიურ ვიზიტებს და რაც მთავარია აქვე შევეხები აბორტის თემას, რაც მტკივნეულია ჩვენთან, ხელშეწყობა არასრულწლოვანი დედის, მარტოხელა დედის ფაქტობრივად არ ხდება, რაც იძულებულს ხდის და ზრდის აბორტის რაოდენობას. საპირისპირო ხდება განვითარებულ ქვეყნებში, ერთი მხრივ აქტიურია 18წლამდე ბავშვის ფინანსურად დახმარება და მეორე მხრივ, თუ ბავშვის დატოვება არ სურს დედას, აქტიურია სოციალური სამსახური,ჩემს გერმანელ მეგობარს ორი ბავშვი ყავს ნაშვილები არასრულწლოვანი დედების გაჩენილი. გამომდინარე აქედან ვვარაუდობ, რომ ,,სავალდებულო'' აბორტის რაოდენობას ესე შესაძლებლობაც ამცირებს. 

ანუ გარე ფეხმძიმობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება იყოს: ა) ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ბ) აბორტები ? 

მაშინ რაც უთქვამს ტანკის სადღაც ლოგიკის წაჭერა შეიძლება...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ეს პოლიტგანყის თემა უფრო არაა? რაის 18+ სადაც სექსია ნახსენები ყველაფერი აქ კი არ უნდა გახსნათ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Moor said:

ეს პოლიტგანყის თემა უფრო არაა? რაის 18+ სადაც სექსია ნახსენები ყველაფერი აქ კი არ უნდა გახსნათ.

გადაათრიე მერე ადმინ 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მახსოვს, მეათე-მეთერთმეტე კლასში ვიყავი, რაღაც ჭორივით გავრცელდა სექსის გაკვეთილები უნდა ჩაგვიტარონ და თეორიის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობებზე შუტკაობდნენ კლასელები, ზოგს სახე აეფაკლა, ზოგმა რა უნდა გვასწავლონ ისეთი რაც არ ვიცითო.. მაგრამ რეალურად საჭიროა. საერთოდ, რაც უფრო ნაკლები ტაბუირებული თემა იქნება უკეთესია. ლაღად უნდა გავზარდოთ შვილები, თან ცოდნა ძალაა. ოჯახს თუ უჭირს სექსზე საუბარი, ეს ინფორმაციული ვაკუუმი სკოლამ მაინც უნდა ამოავსოს.

აუ, სკოლაზე სულ ის მახსენდება მე-9- მე-10 კლაში, შარდ-სასქესო სისტემის გაკვეთილს რომ გავდიოდით და ჩემმა კლასელემა, რომელმიც მასწავლების შვილი იყო და ბეჯითი გოგოს იმიჯით გამოირჩეოდა, იკითხა ,,ყველაფერი გავიგე, მაგრამ ასო რა არის?"-ო. თან იმდენად სერიოზული სახით იკითხა მასწი ვერ მიხვდა ეღადავებოდა თუ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა. ვინმე სხვა რომ ეკითხა გააგდებდა კლასიდან. 

P.S. ლიკა ექიმის და მკურნალი.ჯის მარგალიტების თემა მარტო მე გამახსენდა?

Share on other sites

9 minutes წინ, Moor said:

ეს პოლიტგანყის თემა უფრო არაა? რაის 18+ სადაც სექსია ნახსენები ყველაფერი აქ კი არ უნდა გახსნათ.

გავაკეთილშობილე განყი. პრევენცია გავაკეთე იმისთვის, რომ შემოისვლებოდეს. თუ არ მოგწონს და სულ წაშალე.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Moor said:

ეს პოლიტგანყის თემა უფრო არაა? რაის 18+ სადაც სექსია ნახსენები ყველაფერი აქ კი არ უნდა გახსნათ.

მე არ მგონია რომ პოლიტ განყის თემაა და პირიქით, საჭირო ადგილასაა, სექსი მარტო ტრაკი ძუძუ არაა და რაც უფრო მალე გაიაზრებს ამას ყველა, მით უფრო ნაკლები აბორტი გვექნება ამ ქვეყანაში, ანუ ზუსტად სექსუალურ განათლებაზე დგას ყველაფერი.

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, mulan said:

ანუ გარე ფეხმძიმობის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება იყოს: ა) ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ბ) აბორტები ? 

მაშინ რაც უთქვამს ტანკის სადღაც ლოგიკის წაჭერა შეიძლება...

ნოუპ, არასწორად აჯგუფებ.

ანუ ლოგიკურია რაც უფრო ადრე დაიწყებ სექსუალურ ცზოვრებას მით მეტი შანსია ორსულობის და პროცენტულად ას ორსულობაზეა დაახლოებით 2 ექტოპიური ორსულობა, ამიტომ ამ ლოგიკით იზრდება რიცხვი.

ძირითადი მიზეზი ორია: მილების გამტარობის პრობლემა და ტროფობლასტის პროტეოლიზური პრობლემა.

ამ ორი ძიროთადი მიზეზის გამომწვევია: ანთებითი დაავადებები, აბორტი, სასქესო ორგანოების განვითარების თანდაყოლილი პრობლემები, ადენოსალპინგიტი, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადმოსვლის და მოძრაობოს დარღვევა( მიგრაცია) , ენდოკრინული პრობლემები, ანამნეზში არსებული ექტოპიური ორსულობა და ა.შ.

რაც უფრო ადრე იგებ ამ პრობლემის შესახებ, მით მეტად გაქვს შანსი მოაგვარო და აიცილო.  ამისათვის საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი იყოს სავალდებულო! ყველგან ამას ვიტყვი , რომ  16 წლიდან უნდა გადიოდნენ გოგონები სისტემატიურ კვლევებს, და თავდაცვის შესახებ უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია. ეხლა რას შვებიან , ექნებათ დაუცველი სექსი, მიაყოლებენ ვითომც არაფერი მიაყოლებენ პოსტინორს და ესკაპელს და ინგრევენ ჯანმრთელიბას. ესაა სამწუხარო რეალობა ჩემი აზრით .

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
46 minutes წინ, Windmühle said:

ექტოპიური ორსულობა ზოგადად ორ დიდი ძირითად პრობლემას აერთიანებს, ერთი მხრივ კვერცხსავალი მილის გამავლობის პრობლემა და მეორე ტროფობლასტის პროტეოლიზური აქტივობის დარღვევა. ამ ორ ძირითად მიზეზს ცხადია აქვს თავისი მიზეზები, რომლებიც საკმაოდაა, დაწყებული ანთებებით , ანამნეზში არსებული აბორტით და დამთავრებული ენდოკრინოლოგიური დაავადებებით. 

ცხადია, როდესაც ადრეულ ასაკში იწყებ სექსუალურ აქტივობას, უფრო მეტია შანსი რეპროდუქციული პერიოდის მანძილზე განვითარდეს ექტოპიური ორსულობა.

ზდრასტი ვამ ჩერეზ აკნო. ამაშია საქმე.

ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი აქტივობა (ად არა სექსუალური, ექიმმა უნდა იცოდეთ) ბევრ ცუდ რამეს იწვევს და ამას გინეკოლოგთან სიარული არ შველის. მზად ვართ ისედაც დანგრეულ ჯანდაცვას კიდე ეს ტვირთი ავკიდოთ?

Quote

თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ , რომ ყველაფერი შედარებითია. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში გინეკოლოგთან ვიზიტი ბევრად უფრო ადრე იწყება , ვიდრე ჩვენთან და 18 წლამდე ძირითადად მშობლები იმისთვის მიაპროწიალებენ შვილებს, შეამოწმონ ,,ქალიშვილები'' არიან თუ არა. ანუ კულტურა გინეკოლოგთან ვიზიტის, შესაბამისად ადრეულ ეტაპზევე პრობლემების მოგვარების ჩვენთან ნაკლებადაა. უამრავი გოგო ვიცი, რომელიც გინეკოლოგთან პირველად მხოლოდ მაშინ მივიდნენ,როცა ,,გათხოვდნენ '' და რამდენიმე თვის შემდგომ ორსულად არ დარჩნენ. 

ანუ რისი თქმა მინდა, თუ განვითარებულ ქვეყნებში ადრე იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, ასევე ადრე იწყებენ თავდაცვას, გინეკოლოგთან სისტემატიურ ვიზიტებს და რაც მთავარია აქვე შევეხები აბორტის თემას, რაც მტკივნეულია ჩვენთან, ხელშეწყობა არასრულწლოვანი დედის, მარტოხელა დედის ფაქტობრივად არ ხდება, რაც იძულებულს ხდის და ზრდის აბორტის რაოდენობას. საპირისპირო ხდება განვითარებულ ქვეყნებში, ერთი მხრივ აქტიურია 18წლამდე ბავშვის ფინანსურად დახმარება და მეორე მხრივ, თუ ბავშვის დატოვება არ სურს დედას, აქტიურია სოციალური სამსახური,ჩემს გერმანელ მეგობარს ორი ბავშვი ყავს ნაშვილები არასრულწლოვანი დედების გაჩენილი. გამომდინარე აქედან ვვარაუდობ, რომ ,,სავალდებულო'' აბორტის რაოდენობას ესე შესაძლებლობაც ამცირებს. 

სტატისტიკით ქართული აბორტები ვერც კი მივა (დაჟე არალეგალურებიც რომ მივთვალოთ) იმავე ქვეყნის აბორტების სტატისტიკასთან რომელსაც მერი იძახის)

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share