Jump to content
×
×
  • Create New...

საუბრები მამასთან


X_Ray
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 საათის წინ, 01000001 said:

სხვისი პოსტები წაგაშლევინა თუ თავისი?

ყველასი, რაც არათემატური იყო, რო ნახავ ამ პოსტებს ამეებსაც წავშლი. თუ იცი რატო?

ადამიანისთვის წმინდა თემაა ეს თემა, სურს რომ მხოლოდ თემატური პოსტები იყოს, მისი თემაა და ეს სურვილი აქვს. საუბარი მამასთან კომენტარების თემა ცალკე გახსენით მაშინ ვისაც გაწუხებთ :givi:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს შენი დაბადების დღე იყო

ნახევარი დღე ჩემი ასევე იუბილარი, მანქანაგაფუჭებული თანამშრომელი ვატარე დამშლელიდან ხელოსნებამდე და პირიქით, ბოლოს სახლში დავტოვე და მე სამსახურში მივბრუნდი. ერთხელ მაინც ხომ დამლოცავს და შენს სახელზე იყოს ის ლოცვა მა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

დამირეკა. უჟმურად ვესაუბრე. გამებუტა და გამითიშა. დავიკიდე. თბილისში ვარო და არც მასთან ასვლა შევთავაზე, არც ჩემთან დავპატიჟე, არც სიძე არ გავაცანი და სუფრაზეც ხელი ვუკარი. რაში მჭირდება.

:up: 

არც გადამირეკავს.

მერე მარიამობა მომილოცა. ჯერაც არ მიპასუხია. მერე გავცემ პასუხს. 

თან სინდისი მქენჯნის რომ ასე ვექცევი, თან სხვანაირად ვერ მოვექცევი, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მსიამოვნებს მასთან კომუნიკაცია, თან არ იმსახურებს. მაგრამ თანაც მეცოდება ხოლმე. 

 

——

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რამდენად მარტოსული არსებაა ადამიანი

—- აქ რო აამას ვწერ მაგარი ყლეობაა თან ვაცნობიერებ, მაგრსმ მეწერინება და ჰა. ბადედან ჩემი პისტები დღიურებად უნდა შევკრა

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

მა, დღეს იცი რა გამახსენდა? ელენესაც მოვუყევი! ბავშვობაში საირმეში რომ ვიყავით და ღამე რომ წამოგვყარე საწოლიდან ყველა - ჩქარა ადექით, თოვსო! რა დიდი ფიფქები ცვიოდა! რამდენი ვიგუნდავეთ იმ ღამით, რამდენი ვირბინეთ, თოვლის კაცები გავაკეთეთ და სიცივეს ვერც კი ვგრძნობდით! გახსოვს? ბებია გვეძახდა- არ გაცივდეთ ბოშო, ახლა რო არ ირბინოთ, არ გათენდებაო? 😅 რა საყვარელი იყო!

 

რა ბედნიერი ღამე იყო! მაშინ მიყვარდა თოვლი… რამდენიმე წლის მერე კი თოვლში და დიდი ფიფქების თანხლებით წახვედი. მე აღარ მიყვარს თოვლი. მადლობა ამ მოგონებისთვის მამიკო.❤️

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ჩემი დაბადების დღე ისეც არ მიყვარდა, მაგრამ ახლა ხომ საერთოდ ... ჩემი დაბადების დღის მეორე დღეს ჩემი შუათანა ძმის დაბადების დღეა. . . მამა ჩვენ დაბადების დღეებზე სახლში გვესვენა, ჩემი უმცროსი ძმაც ჩვენ დაბადების დღეებზე სახლში გვესვენა ... ბოლოჯერ ვიყავით ჩვენ დაბადების დღეებზე მათთან ერთად მეც და ჩემი შუათანა ძმაც . . . და აღარც აღგვინიშნავს იმის შემდეგ დაბადების დღე .... 

და განსაკუთრებით სწორედ ჩემი დაბადების დღეს მენატრებით . . . 

 

Edited by ASIA
Share on other sites

უმამო გოგოებისთვის

უნდა იცოდნენ გოგოებმა,
რა სიყვარული შეუძლიათ უჩინარ მამებს,
ვარსკვლავებზე სათევზაოდ ბადით გასულებს.
რა სიყვარული შეუძლიათ
ცაზე გასულებს ვერცხლისფერ ბადით,
სიპ ნისლებზე მოულოდნელად ფეხაცდენილებს,
ღამეზე ადრე შეღამებულებს.
უნდა იცოდნენ,
რომ არსებობს უხმო სიმღერა, რომელსაც მხოლოდ
ვარსკვლავებზე მოთევზავენი უმღერიან
მამის საწოლში, მამის უჯრულა პერანგებით
ჩაძინებულ,
მონატრებისგან მოკუნტულ შვილებს.
უხმო სიმღერა.
უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა,
მხრებზე შესმული გოგოების
პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად,
უნდა იცოდნენ.
უნდა იცოდნენ,
სიყვარული არსად არ მიდის.
არ ბრუნდებიან მამები უკან,
არ მიდიან მამები მათგან.
წვანან მგლებივით,
გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან
წვანან მგლებივით,
და უღრენენ შიშის ურჩხულებს.
და როცა ღამე – მდინარესავით ჩამოვლილი,
და როცა ღამე – მდინარესავით ჩამოვლილი,
ჩამოატარებს მათ ამოსუნთქვას –
გოგოების ფანჯრის მინებზე შეორთქლილ ღრუბლებს,
ჩამოატარებს მზის ამოსვლას –
ბადეში გაბმულ ოქროს თევზივით მოფართხალეს ხეთა ჩრდილებში,
უნდა ჩაუთქვან გოგოებმა,
უნდა ჩაუთქვან,
გაიქცნენ მწვანე, ტრიალ მინდორზე,
ტრიალ მინდორზე.
მთვლემარე ბალახს თხელი ზურგები დააფარონ,
თხელი ზურგები დააფარონ.
ხელები – თავქვეშ,
ხელები – თავქვეშ.
თვალები – ცისკენ.
თვალები – ცისკენ
და მამების თბილ სიზმრებისკენ გადაფრენას უნდა უყურონ,
რომ სამუდამოდ დაიმახსოვრონ
და მერამდენედ მოისმინონ,
როგორ მღერიან ამ დროს მამები – ვარსკვლავებზე მოთევზავენი
უხმო სიმღერას
მხრებზე თოვლივით ამოსული გოგოებისთვის.

ლელა

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share