ფორუმელი X_Ray Posted 24 აგვისტო Posted 24 აგვისტო (შესწორებული) გამარჯობა მა! რას შვები? რა ხდება მაქეთ? პალაჟენია აჟურშია? სუფრიდან ხომ არავინ იპარება? კაია... ეგრეც ვიცოდი მენატრები-თქო, აფერისტობა გამომივა... არა, მართლა მენატრები, მაგრამ მაქედანაც არ დამიჯერებ ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა... როგორც ყოველთვის - შენი დახმარება მჭირდება... კაი ხო, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით... პაწა დაკვირვებით გაგეკეთებინე და დღეს შენც აქ იქნებოდი ალალბედზე გასროლილისგან იამაყო უნდა - 5 წლის მერეც ახსოვხარ დღეს პურზე ვიყავი ჩასული და წინ დამხვდი... წინ რა? წინ შენი საქციელი, რომელიც ვიღაცამ დაიმახსოვრა და შენს მაგივრად სიკეთის თავანი მე ჩამაბარა ❤️ Edited 24 აგვისტო by X_Ray 3 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი X_Ray Posted 24 აგვისტო Author Posted 24 აგვისტო დამავიწყდა ამდენ ჩერჩეტში რა უნდა მეთხოვა ბინდი ჩამოწვება, აღმავალი მთვარე ამოვა და გეახლები პირადად მუხებს ზემოთ... ალბათ, მანამდე გავიხსენებ 1 Share on other sites More sharing options...
სამურაი Posted 24 აგვისტო Posted 24 აგვისტო გამარჯობა მამა 7 წლის ვიყავი რომ წახვედი საიქიოს ახლა 25 ის ვარ ბევრი რამ მოხდა მაგრამ იცოდე რო ცხვირში ბანჯგვლები ამომდის და ვვარჯიშობ შევეცდები კაცური არსობრიობა გავამართლო 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Venus Posted 24 აგვისტო Posted 24 აგვისტო მა, მენატრები… ხანდახან ვბრაზდები, რომ წახვედი და მარტო დამტოვე, ჰო, მარტო! სხვას არავის შეუძლია შენსავით მირჩიოს და დამარიგოს, მარა მერე მახსენდება უკვე დიდი გოგო რომ ვარ და საკუთარ ცხოვრებას მე თვითონ უნდა გავუმკლავდე. ძალიან მიჭირს უშენობა! ყველას ცივი და უემოციო ვგონივარ, მარა ბევრს ვტირი, როცა უსაშველოდ მომენატრები. არასოდეს მითქვამს პირადად და ახლა გეტყვი, რომ მიყვარხარ… 3 Share on other sites More sharing options...
ადმინი Blossom Posted 25 აგვისტო Posted 25 აგვისტო თემა გასუფთავდა არათემატური პოსტებისგან როგორც თემის ავტორმა მთხოვა. თავი შეიკავეთ ამ თემაში ღლიცინისგან, თუ იცით რატო? გარდაცვლილ მამასთან საუბარი საღლიცინოა? ვისაც ცოცხლები გყავთ მამა კიდევ დატკბით ამ რეალობით! 1 Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 25 აგვისტო Posted 25 აგვისტო 2 საათის წინ, Blossom said: თემა გასუფთავდა არათემატური პოსტებისგან როგორც თემის ავტორმა მთხოვა. სხვისი პოსტები წაგაშლევინა თუ თავისი? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი X_Ray Posted 25 აგვისტო Author Posted 25 აგვისტო 2 საათის წინ, 01000001 said: სხვისი პოსტები წაგაშლევინა თუ თავისი? ერთი თვე იმიტომ იყავი დაკარგული, მოსვლისას ეს დაგეწერა? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts