Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში


Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

სერიოზული პრობლემაა განათლების... ძალიან სერიოზული... და არამარტო განათლების... ზოგადად აზროვნების...

ასეა.

11 minutes წინ, Seth said:

რას გვერჩით სენიორ? დაგიშავეთ რამე?

კიდევ ჩავაგდებ ერთ და მოგეშვებით

 

ბექა ჭიჭინაძე

აფხაზებზე მთხოვეს წყაროების განხილვა, რადგანაც ასე გააქტიურდა ეს საკითხი ამ დღეებში, შემოგთავაზებთ რამდენიმე წყაროს და მათ ფრთხილ ანალიზს

შანქორის ბრძოლის წინა აღლუმში დასავლეთ საქართველოს მხედრობა ამგვარი თანმიმდევრობით იყო წარმოდგენილი: 1. აფხაზები, 2. სვანები, 3. მეგრელები, 4. გურულები, 4. რაჭველები, 5. მარგველები 

არსებობს სამი პირდაპირი წყარო აფხაზურ ენასა და აფხაზებზე.

1. მე-13-საუკუნის სომეხი პოეტი ფრიქი 
2. იოანე ჰალიფონტელი, მე-14-საუკუნე
3. თამარის მემატიანე, ისევ მე-13-საუკუნის    

1. ფრიქი

მე-13 საუკუნის სომეხი პოეტის - ფრიქის ლექსში ავტორი სწუხს, რომ სხვადასხვა ხალხებს ერთმანეთის ენის არცოდნის გამო ერთმანეთის არ ესმით, ის ჩამოთვლის მრავალ ენას, სადაც ქართულს და აფხაზურს ცალ-ცალკე იხსენიებს:

,,ერთი სომეხია, მეორე ქართველი
ერთი ტაჯიკი, მეორე ასური
...
ერთი ალანი, მზის მსახური
სხვა ჯადოქარი და აფხაზი"

ამ ეპოქის სომეხი ავტორები იცნობენ და ასხვავებენ სვანებს და მეგრელებსაც, ნაკლებ სავარაუდოა აქ აფხაზურ ენაში, რომელიც ქართველს არ ესმის, ქართულის მონათესავე (მაშინ კიდევ უფრო მეტად) მეგრული იგულისხმებოდეს, არა, ამ შემთხვევაში სახეზეა აფხაზეთის არა ფართო, დასავლურ ქართული, არამედ მისი ვიწრო მნიშვნელობა, საკუთრივ აფხაზური ასეთივე ვიწრო მნიშვნელობითაა აფხაზეთი ნაგულისხმევი ქართულ წყაროშიც: გიორგი მესამემ ,,მიუწიის ზღუად პონტოსა და მოინადირის ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი და ოდესმე გურგანის ზღუამდის", აქ ქართული სახელმწიფოს განაპირა - აღმოსავლეთი (გურგანის, კასპიის ზღვა) და დასავლეთი ნაწილები - აფხაზეთი იგულისხმება, რომელსაც მემატიანე ალანებთან აკავშირებს, საქმე ისაა, რომ ცხუმის საერისთავო ჩრდილოეთით მოიცავდა ალანთა მოზრდილ მიწებსაც, წყაროს ცნობით, ამ ერისთავის სამფლობელოში შედის: ,,ეგრის იქითი ანაკოფია ალანითურთ", ამდენად, ალანიის ის ნაწილი, რომელიც ჩრდილოეთიდან ცხუმსა და ანაკოფს ესაზღვრებოდა, უშუალოდ შედიოდა საქართველოს საზღვრებში და ადმინისტრაციულად ანაკოფზე იყო დამოკიდებული, ხაზგასასმელია, რომ ეს დეტალი ჩვენს ისტორიულ რუკებზე ასახული არაა. 
სწორედ ეს აფხაზეთ/ალანიაა ის მიწა, სადაც წყაროს ცნობით გიორგი ნადირობდა. 

ფრიქის ცნობას დავუბრუნდეთ, მოგვიანო ხანის ქართულენოვანი წყაროები აფხაზებს ხშირად სდებენ ბრალს ქრისტიანობის შერყვნაში: ,,აფხაზთა გარყვნეს სჯული და კათალიკოზობა", ,,აფხაზნი მიდრეკილ იყვნეს ქრისტეანობისაგან".... ამ ცნობებს ქართველი ისტორიკოსები იყენებენ იმის საჩვენებლად, რომ აფხაზეთში ძველი, ადგილობრივი ქრისტიანები ჩანაცვლდნენ მოსული მთიელი წარმართებით, მაგრამ ფრიქთან ვხედავთ, რომ წარმართისა თუ ჯადოქრის რეპუტაცია აფხაზებს ჯერაც მე-13-საუკუნეში აქვთ და არავის მოსვლა არ იყო საჭირო ამ კუთხის ,,მისადრეკად". და მაინც, თუკი მიგრაციულ პროცესებზე უნდა ვისაუბროთ, მეტწილად ეს უნდა ყოფილიყო შიდა მიგრაცია - ანაკოფისა და ცხუმის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, რომელიც ალანიის სახელით ცნობილ ფართო ტერიტორიას მოიცავდა, მაგრამ სხვა ტომებსაც აერთიანებდა, უშუალოდ შედიოდა ჯერ აფხაზთა სამეფოში, შემდეგ კი ერთიან საქართველოში და ადმინისტრაციულად მიბმული იყო ცხუმსა და ანაკოფთან, თანამედროვე ისტორიული რუკები ამმხრივ ძალიან გვატყუებენ. 

2.  მე-14 საუკუნის ავტორი - იოანე ჰალიფონტელი: 

,,აფხაზები რწმენით მისდევენ ქართველებს. მათ აქვთ საკუთარი ენა და დახელოვნებული არიან შალის, ტილოს და აბრეშუმის წარმოებაში.
იორანიისაკენ (ქართლისკენ), მდებარეობს ქვეყანა, რომელსაც სამეგრელო ეწოდება. ეს საკმაოდ მოზრდილი მხარეა. მის ხალხსაც თავისი საკუთარი ენა აქვს, თუმცა რელიგია და დამწერლობა ყველაფრით ისეთია, როგორიც ივერიელების".

ესაა ფრიქის ეპოქას არცთუისე დაცილებული მეორე ცნობა აფხაზთა საკუთარი ენის შესახებ. 

3. თამარის მემატიანე - ლაშას სახელი

ყველაზე საინტერესოა თამარის მემატიანე, რომლის ცნობითაც ლაშას სახელი აფსართა ენით ითარგმანების, როგორც მანათობელი, დიდი ხანია შენიშნულია, რომ რომ აფსნ/აფსუათა, ანუ საკუთრივ აფხაზთა ენაზე ,,ალაშა" მართლაც მანათობელს, განმანათლებელს ან მზის სხივს ნიშნავს. 

რით უნდა ავხსნათ ის საოცარი ფაქტი, რომ თამარის ვაჟი აფხაზურ სახელს ატარებს, ჯერ ერთი, აფხაზები ყველა დიდ ომში დანარჩენ, პოლიტიკურად ქართველებთან ერთად იბრძოდნენ, მათ მხედრობას შანქორის ომის წინა აღლუმში მემატიანე პირველს იხსენიებს და არაფერია გასაკვირი, რომ ამ სიახლოვის პირობებში ლაშას ეს სასიყვარულო ზედმეტსახელი მათგან მიეღო. მაგრამ ყველაფერ ამას უფრო ღრმა მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, ერთიანი საქართველო აფხაზური პროექტია, აფხაზთა სამეფომ შეძლო თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს დაკავება, შიდა ქართლი აფხაზთა უფლისწულების დომენად იქცა, მაგრამ პოლიტიკური ცენტრის აღმოსავლეთით, თბილისში გადასვლამ თანდათან დაამცრო ის პრივილეგიები, რაც ერთიან საქართველოში, ანუ აფხაზთა სამეფოში დასავლეთ საქართველოს და პირველ ყოვლისა აფხაზთა არისტოკრატიას გააჩნდა, ამ დიდი უკმაყოფილების გამო თამარს მთელი დასავლეთ საქართველო განუდგა და გიორგი რუსი სცნო თავის მეფედ. აჯანყებულმა ,,აფხაზებმა" მოირთეს ქაშაგები და გადაწვეს თამარის ერთგული ქალაქი ოძრხე, ააოხრეს და დაატყვევეს ქართლის დიდი ნაწილიც.
დასავლეთ საქართველოში თამარის ერთგული მხოლოდ თეოდორე აფხაზთა კათალიკოსი დარჩა (რომელსაც სხვათაშორის თავის მხრივ პრობლემები გააჩნდა აღმ. საქართველოს - მცხეთის კათალიკოსთან, რადგანაც აფხაზეთის კათალიკოსმა, ისევე როგორც აფხაზეთის სხვა დიდებულებმა, აღმ. საქართველოს კათალიკოსის სასარგებლოდ დაკარგა ტრადიციული პრივილეგიები). 

ქვეყნის ერთიანობა დიდი მსხვერპლის ფასად იქნა აღდგენილი.

საჭირო იყო ,,ძუელ მამულად" წოდებულ აფხაზურ ფესვებთან დაბრუნება, საიდან იწყებოდა ერთიანი საქართველო, ჩანს, თამარმა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა და სწორედ ამის გამოხატულებად შეიძლება იქნას მიჩნეული ლაშას აფხაზურ-ქართული სახელი: ლაშა-გიორგი, ეს ისეთივე ტიპის სახელია, როგორი ტიტულიც ამავე ხანებში ,,ბედიელ-ალავერდელი", სად ბედიის და სად ალავერდის კათედრა, და სწორედ ამ სიშორის გამო, ერთიანი საქართველოს ,,აფხაზურ ფესვებთან" მისამაგრებლად და მისაბმელად, შემოღებულ იქნა ბედიელ-ალავერდელი ეპისკოპოსის ხელი, ყურადღება მიაქციეთ, ბედიელ-ალავერდელის და არა ალავერდელ-ბედიელის, რადგანაც ერთიანი საქართველოს ბირთვი აფხაზეთია და ვექტორიც აქედანაა მიმართული.

აფხაზები, როგორც პოლიტიკურად ქართველები, ჩართული იყვნენ არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ქართულ კულტურულ პროცესებშიც, რისი კარგი მაგალითიცაა აფხაზი, ვინმე მიწიწივაის ძის მიერ ქართული წიგნის შეწირვა ჯვრის ქართული მონასტრისთვის, მიწიწივაის ძე, ისევე, როგორც ამ ეპოქის სვანი მწიგნობრები: იოვანე ქანცხიანი, გრიგოლ სვანი, აღმართ მოშრიდიანი და ბევრი სხვა.... კულტურულად ქართველია, მაგრამ გარდა კულტურული ქართული ენისა, აქვს მეორე მშობლიური ენაც - აფხაზური, ისევე, როგორც მეგრელებს და სვანებს.

ბოლოს, აფხაზეთის კათალიკოსის გამოდევნაზე აფხაზთაგან, ჩვენები შეუდავებელ არგუმენტად რომ მიიჩნევენ, ,,პატრონი კათალიკოსები" ისე გათავხედნენ, რომ ასეთ კანონებს ადგენდნენ: ,,ვინცა ბიჭვინთისა წყალი კათალიკოსისა უკითხავად ინადიროს, ოცი ათასი თეთრი ჯარიმა გარდაიხადოს..."

რა თქმა უნდა, ბიჭვინთიდან მის გამოძევებაში ასეთი ტირანია არამცირედ როლს შეასრულებდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, t-90 said:

იზრდები გენც. :D

ტანკო როგორაა იცი ამ წერის სტილით ხალხს მარტივად ვცნობ, აი აქ იყო NAVARA სულ სხვა ნიკით და ეგრევე ვიცანი

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Instance said:

ტანკო როგორაა იცი ამ წერის სტილით ხალხს მარტივად ვცნობ, აი აქ იყო NAVARA სულ სხვა ნიკით და ეგრევე ვიცანი

ფრიად კარგი ფრიად კარგი

 

 

აფხაზებს რაც შეეება

ეთნოლოგიითაც ეგრეა

აფხაზების უმეტესობა 1990 წლამდე ცხოვრობდა მთის სოფლებში

შესაბამისად მაგათI სოციალური სტრუტურა ყოველთვის იყო მთიელთა სტრუქტურა, რომელიც იმაზე უფრო ჩამორჩეჰნილი იყო ვიდრე ქართველ მთიელთა ნაწილი რომლის საჭიროებს შემთვევაში გაბარიანება უპრობლემოდ მოდა.

სწორედ ამიტომაც ვერ მოხერხდა მათი ინდუსტრიალიზაიაში იმ ტემპებით ჩართვა როგორც მაგლაითად მეგრელების იმერლების, ან ქართლელების.

გარდა ამისა იქიდან გამომდინარე რო ლიტერატურლ ენებად აფხაზური ეხლაც კი ვერ ჩამოყალიბდა მოდა მათი მძლავრი რუსიფიკაცია.

და ამის შედეგია რომ სსრკს დროს აფხაზეთის ქალაქები იყო ინტერნაციონალ-ქართული და ნაკლებად აფხაზური და ამან გამოიწვია აფაზების ანტაგონიზმი,რომლებიც ქალაქს ლამის სოდომად და გომორად ნათლავდნენ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Instance said:

რა თქმა უნდა, ერთიანი საქართველო აფხაზური პროექტია

:rolf::rolf::rolf:

 

რამდენი მოდერმარომაკრძალ-ობა არ წამიკითხავს და მომისმენია, მაგრამ პატ. ბექას ამ ჰაზრმა წარმატებით მოიპოვა ადგილი მოდერმარომაკრძალ-ობების მოწინავე რიგებში :user:

 

თან რა თქმა უნდა კაცო, რა თქმა უნდა-ო :user:

 

არც კი უშვებს შესაძლებლობას რომ რამე სხვა ვარიანტი არსებობდეს :user:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Instance said:

რა თქმა უნდა, ერთიანი საქართველო აფხაზური პროექტია, აფხაზთა სამეფომ შეძლო თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს დაკავება, შიდა ქართლი აფხაზთა უფლისწულების დომენად იქცა, მაგრამ პოლიტიკური ცენტრის აღმოსავლეთით, თბილისში გადასვლამ თანდათან დაამცრო ის პრივილეგიები, რაც ერთიან საქართველოში, ანუ აფხაზთა სამეფოში დასავლეთ საქართველოს და პირველ ყოვლისა აფხაზთა არისტოკრატიას გააჩნდა

ვახ ჩემი კარგიც მოვდღან.

აფხაზები ვყოფილვართ ფაქტიურად :D

15 minutes წინ, Instance said:

მ ეპოქის სომეხი ავტორები იცნობენ და ასხვავებენ სვანებს და მეგრელებსაც, ნაკლებ სავარაუდოა აქ აფხაზურ ენაში, რომელიც ქართველს არ ესმის, ქართულის მონათესავე (მაშინ კიდევ უფრო მეტად) მეგრული იგულისხმებოდეს, არა, ამ შემთხვევაში სახეზეა აფხაზეთის არა ფართო, დასავლურ ქართული, არამედ მისი ვიწრო მნიშვნელობა, საკუთრივ აფხაზური ასეთივე ვიწრო მნიშვნელობითაა აფხაზეთი ნაგულისხმევი

ნაე რა გველაძუობა წერია: იმ პერიოდის სომეხი ავტორები ასვავებენ სვანებსა და მეგრელებსაო. ჯერ ერთი საიდან ჩანს? მაგრამ მეორეც სადაა მანდ სვანი და მეგრელი?

15 minutes წინ, Instance said:

აფხაზები, როგორც პოლიტიკურად ქართველები, ჩართული იყვნენ არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ქართულ კულტურულ პროცესებშიც, რისი კარგი მაგალითიცაა აფხაზი, ვინმე მიწიწივაის ძის მიერ ქართული წიგნის შეწირვა ჯვრის ქართული მონასტრისთვის, მიწიწივაის ძე, ისევე, როგორც ამ ეპოქის სვანი მწიგნობრები: იოვანე ქანცხიანი, გრიგოლ სვანი, აღმართ მოშრიდიანი და ბევრი სხვა.... კულტურულად ქართველია, მაგრამ გარდა კულტურული ქართული ენისა, აქვს მეორე მშობლიური ენაც - აფხაზური, ისევე, როგორც მეგრელებს და სვანებს.

საერთოდ ნორმალური ისტორიკოსი აქ იმარდა ძალიან ბევრ "სავარაუდოს" სინონიმს.

მაგრამ აი ქართველი ისტორიკოსი ამას დაგიმტკიცებთ. :D

აი რა ჩემი ღლე იცი მიწიწივაის ძის მეორე ენის ამბავი? :D

15 minutes წინ, Instance said:

აჯანყებულმა ,,აფხაზებმა" მოირთეს ქაშაგები და გადაწვეს თამარის ერთგული ქალაქი ოძრხე, ააოხრეს და დაატყვევეს ქართლის დიდი ნაწილიც.
დასავლეთ საქართველოში თამარის ერთგული მხოლოდ თეოდორე აფხაზთა კათალიკოსი დარჩა (რომელსაც სხვათაშორის თავის მხრივ პრობლემები გააჩნდა აღმ. საქართველოს - მცხეთის კათალიკოსთან, რადგანაც აფხაზეთის კათალიკოსმა, ისევე როგორც აფხაზეთის სხვა დიდებულებმა, აღმ. საქართველოს კათალიკოსის სასარგებლოდ დაკარგა ტრადიციული პრივილეგიები). 

ქვეყნის ერთიანობა დიდი მსხვერპლის ფასად იქნა აღდგენილი.

ანუ ეს ეპიზოდიც არასწორა იცის ტიპმა. :D

 

ბიიიიჯო რა დღეში ვართ ჩემი კაი ვის ხელში ვართ :D

ამათმა უნდა დაგვიწერონ ისტორია რომლითაც ბავშვებს უნდა ვასწავლოთ? :D

 

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Seth said:

ეს და ის კობახიძე ვინ არიან? რას წარმოადგენენ?

 ის გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.

ის ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.  კობახიძემ 2012-2014 წლებში მოიპოვა „პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“, 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი, ხოლო 2018 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ საგრანტო პროგრამის კონკურსში, ხოლო 2022 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის გრანტი, რამაც მას საშუალება მისცა კვლევითი საქმიანობა ეწარმოებინა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა საარქივო დაწესებულებებში.

 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Moor said:

უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.

ეს კობახიძეა თუ ჭიჭინაძე სენიორ?

 

პ.ს. რა დროს აღარ ვიგინები...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share