ფორუმელი Seth Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 3 minutes წინ, Instance said: მეათე საუკუნეში გაერთიანებული საქართველო არ ყოფილა თანამედროვე ტიპის ერი-სახელმწიფო. ის იყო საფეოდალო სამფლობელოების ერთობა, რომელსაც იდეოლოგიური საფუძვლები ლეონტი მროველმა, სუმბატ დავითის ძემ და სხვებმა შეუქმნეს. ბრრრრ... ვყოყმანობ გაგრძელებაზე... ასეთ რამეს როცა ვკითხულობ, შემდეგ უკვე ძნელია ხოლმე სერიოზულად აღქმა ავტორის. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 (შესწორებული) @Seth აი თუ 13 minutes წინ, Instance said: მეათე საუკუნეში გაერთიანებული საქართველო არ ყოფილა თანამედროვე ტიპის ერი-სახელმწიფო. ის იყო საფეოდალო სამფლობელოების ერთობა ეს მხოლოდ ეს იყო მაშინ 13 minutes წინ, Instance said: რომელსაც იდეოლოგიური საფუძვლები ლეონტი მროველმა, სუმბატ დავითის ძემ და სხვებმა შეუქმნეს. ლეონტი და სხვები იდეოლოგიაზე რატომ მუშაობდნენ? უბრალო ფეოდალურ ერთობას იდეოლოგიურ საფუძველებზე ასეთი სერიოზული მუშაობა რაში სჭირდება? Edited 2 სექტემბერი, 2023 by Instance Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 1 minute წინ, Instance said: ლეონტი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს პრედავითის საქართველოს იდეოლოგად სენიორ, მაგრამ ვერაფრის დიდებით და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება საქართველოს იდეოლოგიის ფუძემდებლად. პატივცემულის ჩვენს მიერ მონიშნული ციტატა, ძირეულად არასწორია. ის ამოდის ერი-სახელმწიფოს თანამედროვე განმარტებიდან, რომლის მიხედვითაც ასეთი რამ საფრანგეთამდე არ არსებობდა :დ მაშინ როდესაც ებრაელების და ქართველების არსებობა მაგ მტკიცებას თავდაყირა აყენებს. შესაბამისად, რადგან ეგ მტკიცება მცდარია, მაქედან "გამომავალი" ყველა დასკვნა მცდარი იქნება :დ პ.ს. ვინაა ეს ბექა კობახიძე, ეხლა ვკითხულობ და ძალიან ბევრი უცნაური რამ უწერია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 Giga Gelenidze ეროვნებით ქართველებს (სათაური) თუკი ყოველთვის იმას გასცემ რასაც გასცემდი, ყოველთვის მიიღებ იმას, რასაც ღებულობდი (ეს იტალიკით უნდა ეწეროს, მარჯვენა კუთხეში, პატარა ფონტით) ქართველებო, მოვიწმინდოთ წირპლები, ვიხვინოთ, ვისუნთქოთ მშვიდად და ღრმად. გავაჯეროთ ტვინი ჟანგბადით და და გავითვალისწინოთ: -საქართველოს გაერთიანება უნდა გვეჩუქოს გ ა რ ე დ ა ნ (რუსეთის, ევროპის, მსოფლიოს თანხმობით და მოწადინებით) - ყველა შემდგომი სამხედრო ოპერაცია მსოფლიოს ნების (რუსეთი, ევროპა) საწინააღმდეგოდ გ ა ნ წ ი რ უ ლ ი ა მარცხისთვის და ისტორიული შალაბანისთვის. აქედან (ორი ჩამოთვლილი აქსიომიდან) გამომდინარე ვბრძანებ: საქართველოს ტერიტორიაზე ავტოქტონურ ხალხად გამოცხადდეს ქართველი ოსი აფხაზი ხალხები. ყოველგვარი უჭუმუჭუ მოთქმა იმაზე, რომ აფხაზები და ოსები ჩამოსახლებულები არიან და არ ეკუთვნით ეს მიწა დ ა ი ს ა ჯ ო ს კანონით, როგორც სახელმწიფოს საფუძველის შემარყეველი. კანონი იმის შესახებ, რომ აფხაზთა და ოსთა მოხსენიება არაავტოქტონურ მოსახლეობად არის დასჯადი, ემყარება ისტორიას, ემყარება რეალობას და ეს ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და სოსეთის ჩათვლით) ქართულმა ისტორიოგრაფიამ და ქართულმა პოლიტ სპექტრმა უნდა დაგმოს: ა. ინგოროყვას ფცევდომეცნიერული ბოდვა თითქოს დღევანდელი აფხაზები არ არიან ისტორიული აფხაზები და თითქოს ისტორიული აფხაზები ქართველები არიან ბ. ზ.გამსახურდიას პოზიცია, რომლის მიხედვით ოსები არ არიან ავტოქტონი მოსახლეები და არ ეკუთვნით საქართველოში საცხოვრებელი ავტონომია. ფაქტები რომლებიც ამ კანონს უნდა ედოს პრეამბულაში - აფხაზეთის აფხაზი მოსახლეობა (ნუ, ამაზე არც გავჩერდები, ეს დღევანდელ კონსტიტუციაშიც წერია და აფხაზური ენა მიღებულია საქართველოს სახელმწიფო ენად) -სამხრეთ ოსეთის ოსური მოსახლეობა წარმოადგენს საქართველოს და სამხრეთ ოსეთის მიწის ავტოქტონურ მოსახლელბას უხსოვარი ისტორიული წარსულიდან, და წარმოადგენს ამ მიწის სრულფასოვან მფლობელს ქართველებთან ერთად. ... გნებავთ, გავარჩიოთ, რამდენად მტკიცე არგუმენტები აქვს იმ მტკიცებას, რომ ო ს ე ბ ი საქართველოს ავტოქტონები არიან. ჩამოვყაროთ ფაქტები: ა. ოსები კავკასიის უძველესი მოსახლეები არიან. სპარსელებმა დარიალს სახელი ფარნავაზის დროს დაარქვეს -დარი ალან (ალანთა კარიბჭე) ანუ ყოველგვარი მტკიცება (ისმოდა ასეთი ვერსიები 90-იან წლებში) თითქოს ოსები კავკასიაში რუსების მოყვანილი კავკასიის დამსჯელი ძალაა, არის აბსურდი. ბ. საქართველოს ისტორიის, ქართული სამეფო კარის ისტორიის გარიჟრაჟზევე ფიქსირდება ოსეთის (კავკასიის ქედს იქით) და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის მაღალი ინტენსივობა, რომელიც ხშირად ვლინდებოდა სამეფო ოჯახების დანათესავებით (ცოლად მოყვანა, მითხოვება) უმაღლესი იერარქების დონეზე (თამარ და საქართველოს ბევრ სხვა მეფეს, დედა ოსურ იავნანას უმღერდა). გ. გლობალური ფეოდალური დაქსაქსულობის (სამთავროების) ეპოქაში ოსთა მონაწილეობა ქართულ შიდა ისტორიაში არის უტყუარი ფაქტი. დ. გიორვიევსკის ტრაქტატის დადებამდე რუსთა იმპერატორის მიერ გამოგზავნილი გეოგრაფის (რეალურად არამარტო გეოგრაფის, არამედ სოციოლოგის, ისტორიკოსის, დიპლომატის) გერმანელი გულდენშტედტის მიერ საქართველოს დეტალური აღწერისას დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე (თუმც, გეოგრაფიულად პატარა უბანზე) დაფიქსირებულია ოსური მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული ხეობა, რომელიც მოხსენიებულია ოსეთად, რომელთა მოსახლელბის სიჯიუტეს ჩივის გულდენშტადი და პროგნოზირებს რომ "ქართველი ხელმწიფის მონდომებით ოსების სიჯიუტე იქნება მოტეხილი და ისინიც დათანხმდებიან მათ ტერიტორიაზე რუსების გატარებას". ანუ კიდევ ერთი ვერსია 90-იანი წლებიდან, რომ ოსები ჯერ რუსეთის იმპერიამ ჩამოასახლა და მერე ოკუპანტმა საბჭოთა რუსეთმა შეუქმნა აქ ანკლავი, საფუძველსმოკლებულია. ამრიგად, ვბრძანებ. ვემსგავსოთ აპენინელ იბერიელებს! ესპანებს ჰყავთ ბასკები და კატალონიელები ქართველებს გვყავს აფხაზები და ოსები. მოსაფერებლები და შემოსარიგებლები და არა გასაწყვეტი ან თუნდაც მოსადრეკი. ... ფაშისტურმა რუსეთმა- რუZZეთმა ამ 2022-2023 მსოფლიო დავიდარაბა ომში რამდენი უკრაინელი მოკლა? შენ ორი მაგდენი გინდა მოკლა ავთანდილის ნადირობად, და ისე გააერთიანო საქართველო? სარკეში ჩაიხედე, დებილი გიყურებს. პ.ს. თუ ისტორიკოსი ხარ, მიაფურთხე ინგოროყვას თეორიას, წაგებული ამბავია. ამის ნაცვლად, შეისწავლე და გააანალიზე ეთნო ომების პ ა ნ დ ე მ ი ა 1987-1995-2000 წლებში, რომელიც ორ კონტინენტზე აგიზგიზდა, ყირგიზეთი უზბეკეთიდან დაწყებული, ხორვატიით დამთავრებული, ერთად 8 ქვეყანაზე, 14 ფრონტზე და 24 ამხედრებულ მხარეს შორის. გააანალიზე ამ ომების წანამძღვრები, აქტორები, მესამე მხარეები, კუკლავოდები და მარიონეტები, პროვოკატორები და წამოგებულები. სამყარო დაგიფასებთ თუ ამას შეძლებ, ისტორიკოსო. - ეს ვინაა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 @Instance რას გვერჩით სენიორ? დაგიშავეთ რამე? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 7 minutes წინ, Instance said: Giga Gelenidze @Sethსენიორ ეს მეჩეთელი axalirevolucia მგონია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 (შესწორებული) 8 minutes წინ, Instance said: შენ ორი მაგდენი გინდა მოკლა ავთანდილის ნადირობად, და ისე გააერთიანო საქართველო? ზუსტად 5-ჯერ წავიკითხე (ერთხელ ხმამაღლა) და მაინც ვერ გავიგე Edited 2 სექტემბერი, 2023 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 2 სექტემბერი, 2023 Posted 2 სექტემბერი, 2023 2 minutes წინ, Instance said: ამრიგად, ვბრძანებ. ვემსგავსოთ აპენინელ იბერიელებს! ესპანებს ჰყავთ ბასკები და კატალონიელები ქართველებს გვყავს აფხაზები და ოსები. მოსაფერებლები და შემოსარიგებლები და არა გასაწყვეტი ან თუნდაც მოსადრეკი. ბიჯო ამას კაუდილიოს ბიოგრაფია და განსაკუთრებით კატალონიასთან დამოკიდებულების შესახებ უნდა წააკითხო რამე. 4 minutes წინ, Instance said: შენ ორი მაგდენი გინდა მოკლა ავთანდილის ნადირობად, და ისე გააერთიანო საქართველო? მოიცა სადაა მანდ ორი მაგდენი? 8 minutes წინ, Instance said: აქედან (ორი ჩამოთვლილი აქსიომიდან) გამომდინარე ვბრძანებ: თან ბრძანებს ეს კინტო ესა I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Recommended Posts