Jump to content
×
×
  • Create New...

ღია ურთიერთობების


Mulan
 Share

Recommended Posts

ჰოდა :givi:

მოკლედ ორი ჯგუფი ხო ჩამოყალიბდა, მონადირეები და შემგროვებლები, ეს ორი უკვე პროფესია იყო, თავისი ცოდნით ზაიობებით და ცოდნის გადაცემის მექანიზმებით და თავისი ლიდერებით. და მათ შორის რათქმაუნდა პირველობისთვის ზარუბა დაიწყო. დაიწყო იმიტო რო მოკლედ გამოქვაბული პატარაა, ზოგს რო გიტარაზე დაკვრა უნდა მეორეს სიწყნარე უნდა, მესამეს იმ ადგილას უნდა წამოწილა სადაც მეხუთეს ევასება და მეშვიდე იმას დღნავს ვინც მეორეს უნდოდა იქვე და მაშინვე ...

და ამასთან როცა მონადირეები გამოქვაბულში ანუ სახლში იყვნენ ყველას დღნავდნენ იმიტო რო ქვის მძიმე ცულები და შუბები ჰქონდათ, სამაგიეროდ როცა მონადირეები გამოქვაბულიდან რამდენიმე დღით მიდიოდნენ შემოგროვებლები დღნავდნენ ყველას

ჰოდა როცა ერთად იყვნენ ზარუბა ხშირად ხდებოდა, რათქმაუნდა მონადირე ქვის ცულით და შუბით ადვილად ლეწავდა გამტრაკებელ შემგროვებელს მარა ღამე ბნელია და საშინელებებითაა სავსე და ბევრი დაძინებულ ჯანიან და კუნთიან მონადირეს გაუჩეჩქვეს თავის ძვლები ქვით და ღამით:rolf:

ოდა იყო ერთი სახის ძვლების ლეწვები და ხრიალი და ტვინში თითების ჩაყოფები და სახეზე წასმები და ცეცხლის ირგვლივ გამარჯვებული ცეკვები ხან იქიდან ხან აქედან ...

ოდა პროცესი ხო გრძელდებდა საუკუნეები და ეს სიტუაციები გამოქვაბულს ასუსტებდა ზოგი მთლიანად ნადგურდებოდა ამ დაპირისპირებების შედეგად , ამის შემდეგ განადგურებული გამოქვაბულის გადარჩენილი თითოროლა ხო გარბოდა სხვა გამოქავაბულებში მიდიოდა სადაც ისტორიას გადასცემდა და

ასე ნელნელა პროცესში ჩამოყალიბდა აზრი რომ გამოქვაბულის შიგნით უთანხმოება არ შეიძლება

როგორ და რანაირად - ხუი ეგო ზნაეტ

მარა ნელნელა ასე მოხდა

ცეცხლის პირას ამბებს ყვებოდნენ როგორი ძლიერი გამოქვაბული იყო სადღაც იქით შორს და როგორ გაუჩეხა თავი ბუბუმ კუკუს

და რა ცუდი ამბები მოჰყვა ამას

დაწინაურდნენ ის გამოქვაბულები სადაც კომპრომისი შეძლეს

ხუი ეგო ზნაეტ რანაურად

ეს შემდეგში

მარა ეს ორი ჯგუფი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე რომ

 

1. მხოლოდ მონადირეების ჯგუფი სუსტია

2. მხოლოდ შემგროვებლების ჯგუფი სუსტია

3. მონადირეების და შემგროვებლების ერთიან ჯგუფს გადარჩენის მეტი შანსი აქვს და ისიც მხოლოდ კომპრომისის შემთხვევაში.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Jimmy said:

"ჩვენიანია" -> "ჩემიანია".

-> "ჩემია" 

მამონტებზე ნადირობას ჭირდება კოლექტივი.

მდედრის განაყოფიერებას არ ჭირდება კოლექტივი.

ფაქტიურად პრეისტორიული სოციალიზმი vs კაპიტალიზმია ))

ამასთან იმის გააზრება რო რიგ საკითხებში კოლექტივი არაა საჭირო, უცულო ჰომინიდისთვის ფუჭი დროის კარგვაა)

განსხვავებით ცულიანისგან )

 

30 minutes წინ, Jimmy said:

მონადირეები და შემგროვებლები

ესენი უფრო კოოპერაციაა ვიდრე დაპირისპირება იმჰო )

Share on other sites

10 minutes წინ, Beqa said:

> "ჩემია" 

დიახ სენიორ.

ჩემი აზრით ჯერ იყო - > ჩემია და ამის შემდეგ გაზზრება -> ჩემიანი.

11 minutes წინ, Beqa said:

ამასთან იმის გააზრება რო რიგ საკითხებში კოლექტივი არაა საჭირო, უცულო ჰომინიდისთვის ფუჭი დროის კარგვაა)

განსხვავებით ცულიანისგან )

სინტერესო მიგნებაა სენიორ )

 

12 minutes წინ, Beqa said:

ესენი უფრო კოოპერაციაა ვიდრე დაპირისპირება იმჰო )

დიახ გადარჩნენ ის გამოქვაბულები და ევოლუცია განაგრძეს სადაც კომპრომისი შეძლეს, მიაგნეს.

 

გავუსწრებ და ვიტყვი რომ

მონადირეებმა შექმნეს - პოლიტიკა

შემგროვებლებმა შექმნეს - რელიგია

Share on other sites

ჰოდა იყო ერთი მონადირე ჯუბო, თავისუფალ დროს ჰობი ჰქონდა შუბებს და ქვის ცულებს აკეთებდა, იმენნა შედევრებს ქმნიდა და, მთელი დღე იჯდა და კაჟის ქვით ქვებს თლიდა მერე ხისგან ისეთ ტარს გამოთლიდა თვალი ზედ დაგრცებიდა, გამოწვავდა ცეცხლში ზედ ნიშნებს გაუკეთებდა, ალაგალაგ მამონტის ტყავს დაახვევდა თავს გაუჭრიდა შუაზე და ქვის ულამაზეს ბუნიჯს ჩაუდგავდა და ისე შეკრავდა ისეთნაირად რო გინდა წინიდან გეძგერებინა გინდა ორივე ხელით ზევიდან ქვევით დაგეცხო იმენნა გამძლე იყო

ჰოდა ყველას ხო დაუმზადა შუბები, სათადარიგოებიც ხო დაამზადა და კიდევ აკეთებდა და აკეთებდა სანამ ერთ დღეს გამოქვაბულში აურზაური არ ატყდა

-ვინაა ეს უპატრონო შეგვჭამა თავისი შუბებით და ქვის ცულებით

-ყველგან ამის შუბები ყრია

-გუშინ ვალაგებდი და ჯუბოს ქვის ცული დამეცა თავში

-ჯუბო მიხედე შენს ქვის ცულებს გუშინ ჩემ პატარას რამეს თავში დაჰკრა მუმუს პატარამ

 

ძალიან გაოცდა ჯუბო, შენიო

პირველად გაიგო იმიტო რო არ უფიქრია რო მისი იყო იდგა და ლალად თლიდა და აკეთებდა ყველასთვის

და ვოტ - შენიო

 

ადგა დამწუხრბული მოკრიფა ყველა ზედმეტი შუბი რაც იყო და ქვის ცული გამოვიდა 12 შუბი და ხუთი ცალი ქვის ცული და

გაიდო მხარზე და დაეშვა მდინარისკენ გადავყრიო

 

 

 

Share on other sites

მდინარიდან ჯუბო კისერზე ულამაზესი ნიჟარების მძივით დაბრუნდა, ყველა ნიჟარა უღმერთოდ გაპრიალებული იყო და მზეზე ბზინავდა კიდევ ნჟარებს შორის სხვადასხვა ფერის ძვლები იყო ჩადგმული და მოკლედ მტელი გამოქვაბული გამოღლევდა ჯუბო რო შემოვიდა ამაყად გაჯგიმული და როგორც გაირკვა მდინარეზე იმის იქითა გამოქვაბულელ პაკოს შეხვედრია და პაკომ ჯუბოს შუბები და ქვის ცულები წაიღო ხოლო ჯუბოს კისერზე პაკოს კისრიდან ამ სილამაზეზმ გადმოინაცვლა

 

და რაც მთავარია ეს სასწაული იმენნა ჯუბოსი იყო

იმენნა

ვფიცავ ყველა მამონტს ერთად და ყველა ქალს გამოქვაბულში რო იმენნა ჯუბოსი იყო.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
40 minutes წინ, Jimmy said:

სინტერესო მიგნებაა სენიორ )

)) ერთ-ერთ  მნიშვნელოვან შტრიხად მეჩვენება საერთო სურათის აღქმაში)

 

40 minutes წინ, Jimmy said:

დიახ გადარჩნენ ის გამოქვაბულები და ევოლუცია განაგრძეს სადაც კომპრომისი შეძლეს, მიაგნეს.

 

გამოდის რომ ბუნების წესრიგს მეტი გავლენა ჰქონდა,  საწყისში ალბათ ასეც იქნებოდა. 

მაგრამ რაღაც მომენტში  ჰომინიდის მოფიქრებულმა

წესრიგმა გადაწონა:

 

40 minutes წინ, Jimmy said:

მონადირეებმა შექმნეს - პოლიტიკა

შემგროვებლებმა შექმნეს - რელიგია

თან უცნაური ისაა რო მუშაობს )

.......

6 minutes წინ, Jimmy said:

ვფიცავ ყველა მამონტს ერთად და ყველა ქალს გამოქვაბულში რო იმენნა ჯუბოსი იყო.

))

Edited by Beqa
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Jimmy said:

 

ვფიცავ ყველა მამონტს ერთად და ყველა ქალს გამოქვაბულში რო იმენნა ჯუბოსი იყო.

და ყველა ქალიც იმენა ჯუბოსი იყო :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ჩემი აზრით სიყალბეებს ჯობია როგორც მინიმუმ

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share