Jump to content
×
×
  • Create New...

რას ფიქრობთ


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Darkness said:

თანამედროვე მედიცინას ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება მოაქვს

ცხადია მოაქვს, იყო დრო ჭლექით კვდებოდა ხალხი, რაზეა საუბარი, მაგრამ ბევრი ნეგატიურიც მოაქვს და ესეც უნდა დავინახოთ. 

მეორე საკითხია ის, რომ ჯანდაცვა არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი. აქვე დავსვამ კითხვას, როგორ შეიძლება ჯანდაცვა არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? თუ პრეტენზია გვაქვს დემოკრატიასა და კონსტიტუციურობაზე, მაშინ გეტყვი, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლება კონსტიტუციითაა "გარანტირებული". ახლა გეკითხები, ეწინააღმდეგება თუ არა ადამიანის სიცოცხლის უფლებას ჯანდაცვის არახელმისაწვდომობა მრავალი ადამიანისთვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით? 

 

9 minutes წინ, Darkness said:

ჩვენი გაზარმაცება ai-ს ბრალი არ არის.

AI-ს ბრალი არ არის, AI-მ ხელი შეუწყო მაგ ყველაფერს, მთავარი დამნაშავე თავად ადამიანია, რომელსაც ფიქრი არ უნდა. 

 

11 minutes წინ, Darkness said:

ხელოვნური ინტელექტი ძლიერი იარაღი ბევრი მონოტონური საქმის გასამარტივებლად

იმდენად როცა გაამარტივებს, რომ ადამიანის საჭიროება თითქმის აღარ იქნება, მაგ დროს რა ხდება? 

გუშინ რო რჩევა იკითხე შენს შემთხვევაზე და კიჭარტმა რომ დაწერა, AI-ს ვკითხე ეგეთ დროს რა უნდა ქნაო, მარტო მე მენიშნა ტრაგედიად ეგ მომენტი? 

 

12 minutes წინ, Darkness said:

ისევ განათლების პრობლემაა. ცივილიზებულ ადამიანს გაცნობიერებული აქვს საკუთარი საზღვრები და კომპლექსებს სხვისი ჩაგვრით არ ინაზღაურებს. რასიზმი, თუ ნებისმიერი ჩაგვრა, ფართო კონტექსტში განათლების ნაკლებობიდან მოდის.

ეს რაც დაწერე სწორია, მაგრამ მეც მაგას ვამბობ, რომ ნორმალურ და შეგნებულ ადამიანს ისედაც გააზრებული აქვს ეგ ყველაფერი. იმის ნაცვლად, რომ წყნარი, მშვიდი და მიზანმიმართული სამუშაოები ტარდებოდეს იმაზე, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს შეგნებული, მიდის ამ შუღლის გაღვივება, უაზრო კამპანიების წამოწყება, უადგილო პროპაგანდა და ა.შ. რომელსაც ხშირად უკურეაქცია მოჰყვება.

 

14 minutes წინ, Darkness said:

მამა შვილს რომ აუპატიურებს, ისეთი თემაა, გულგრილად ვერ ჩაუვლი.

ან ნებისმიერი ტიპი რომ შენს გაუპატიურებას ცდილობს.

ამას არაფერი აქვს საერთო შემოგდებულ თემებთან, ესაა ადამიანური ტრაგედია მსხვერპლის და ადამიანიდან არაადამიანურამდე დაცემა მოძალადის მხრიდან.

16 minutes წინ, Darkness said:

საბაზისო ადამიანის უფლებებია. როგორ არ უნდა აღშფოთდე?

არსად, არასდროს არ მითქვამს/დამიწერია, რომ ასეთ მოვლენებზე არ უნდა აღშფოთდე. 

17 minutes წინ, Darkness said:

შენნაირი ტიპები პროპაგანდაზე რომ საუბრობენ ეგ ცალკე მსჯელობის საკითხია

მიხარია რომ ასეთი დადებითი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. 

18 minutes წინ, Darkness said:

გართობასთან ერთად, სოციალიზაციის ფორმაა.

კი. თავშესაფარია, მაგრამ არაა ეგ კარგი თავშესაფარი. გეუბნება რომ მოდი, ღამეს გაგათენებინებ, თუ არ გაქვს გასათევიო. შენც მიდიხარ და ათევ იქ მყუდროდ ღამეს, მაგრამ გადის დრო და მერე ძილი გავიწყდება რა არის, საფხიზლე და სიმთვრალე ერთმანეთში გერევა და ზომბს ემსგავსები. ყოფილი შეყვარებული, (თქვენ რომ იცით, ის არა) იყო ჩემნაირი მუსიკალური გემოვნების მქონე, ერთად ვუსმენდით ზეპელინს და როკს in general, არანაირი შეხება არ გვქონდა ელექტრო/კლუბურ მუსიკასთან. რო დავშორდი, გავიგე რო თურმე სერიოზული რეივერი გაჩითულა :lolz: ხოდა თავი შეაფარა. "შეაფარა" რა კარგი სიტყვაა, მონახა ფარა და შეეფარა, შეეკედლა. 

21 minutes წინ, Darkness said:

მწერალი

ხო, ესეც. 

22 minutes წინ, Darkness said:

მწერალი, ფოტოგრაფი, მსოფლიოს გარშემო მოგზაური და ა.შ. ფარული ნიჭებია ალტერნატიული რეალობიდან🤣

არ თვლი, რომ მაგ რომელიმე ალტერნატიულ რეალობაში ბევრად ბედნიერად იგრძნობდი თავს? 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, რედაქცია said:

არ გიფიქრია, რომ სინამდვილეში ჩვენ ყველანი პროპაგანდის მახვერპლები ვართ?

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, Sylar said:

კიჭარტმა რომ დაწერა, AI-ს ვკითხე ეგეთ დროს რა უნდა ქნაო, მარტო მე მენიშნა ტრაგედიად ეგ მომენტი

:lool::facepalm:

ამის ბანძი სწერვობები რა ვთქვი, მეტს არ ჩავშლი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

1 საათის წინ, Sylar said:

არ თვლი, რომ მაგ რომელიმე ალტერნატიულ რეალობაში ბევრად ბედნიერად იგრძნობდი თავს? 

ეჰ, მთელი ცხოვრება ეგ განცდა რომ მაქვს, ამიტომ ვუზღუდავ ჩემს თავს აქაურ რეალობაში ბედნიერად ყოფნის შესაძლებლობას.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Sylar said:

ხალხურ და თანამედროვე მედიცინაზე? 

2-ვეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას.

3 საათის წინ, Sylar said:

ხელოვნურ ინტელექტზე? 

უფრო პრობლემაა ვიდრე ბენეფიტი. საქმე იმაშია რომ მისი განვითარების/გამოყენების შეჩერება არის შეუძლებელი, ვერც საღ აზრთან ახლოს მდგარი რეგულაცია ვერ განხორციელდება, ამიტომაა უფრო პრობლემა ვიდრე ბენეფიტი.

3 საათის წინ, Sylar said:

აქტუალური თემები

აბსოლუტურად ყველა არის კონკრეტული მიზნისთვის.

3 საათის წინ, Sylar said:

ოსტის დასრულებამდე ეს თემა ამომიტივტივდა დაზომბების საკითხზე, ღამის კლუბები. 

დაზომბება ღამის კლუბების გარეეც მშვენივრად ხორციელდება...

 

Share on other sites

8 საათის წინ, Sylar said:

@Darkness ჩემს ხელმოწერას თუ ეთანხმები? 

:rolf: 

კარგი რესურსი გაქვს, თუმცა 90-იანების ბირჟის ცნობიერში ტოვებ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share