Jump to content
×
×
  • Create New...

ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა


 Share

Recommended Posts

 

CBFC3436-D99D-4BEA-9AFB-4D092EC27772_cx0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ყრილობა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურ დამტკიცებამდე, გაიმართა ელექტრონული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 779-მა ადამიანმა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ კი 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის არ ეთანხმებოდა პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები

 

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ქვეყნის სირცხვილია ეს პარტია ისევ რომ არსებობს.

 

რაღაც პროცენტებს რომ იღებს არჩევნებზე ამაზე საერთოდ ჩუმად ვარ.

Edited by Dark_Angel
Share on other sites

  • ფორუმელი
41 minutes წინ, Moor said:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს

მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი :lol: თუ როგორ არის ის ლექსი? :katutu:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
8 minutes წინ, Dark_Angel said:

ქვეყნის სირცხვილია ეს პარტია ისევ რომ არსებობს.

 

და რატომ?

ამ პარტიას რამდენი ათასი ადამიანი უჭერს მხარს? 

 

მკიდიან ნაცები, მათი ამომრჩეველი არასდროს ვყოფილვარ მაგრამ მსგავსი ვიწროსელექციური მიდგომები რამდენად ჯანსაღია? 

 

 

ნიკა მელია არაა ცუდი ვარიანტი, გაახალგაზრდავონ პარტია, სიახლეები ჭირდებათ, ნიკა მელიას თავმჯდომარეობით მიშას პოზიციებს მაგ პარტიაში კაი კარგად დაერტყმება! 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

51 minutes წინ, Seth said:

მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი :lol: თუ როგორ არის ის ლექსი? :katutu:

რატომ ვფიქრობთ ასე? :katutu:

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი
35 minutes წინ, Moor said:

რატომ ვფიქრობთ ასე

ნუ აბა რა მელია?! მელია არა სირაქლემა :დ ეს ხუმრობით.

 

სერიოზულად კი, სანამ გიჟი ლაივებს რთავს და ეს ბანძები ისე იქცევიან როგორც დღეს იქცევიან, მელია კიარა პოლისჯოხი რომ დადო მანდ მაგ რეიტინგს არაფერი მოუვა. სხვა საქმეა, ზოგადად ინტელექტი დონე ქართულ პოლიტიკაში :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 საათის წინ, mulan said:

ამ პარტიას რამდენი ათასი ადამიანი უჭერს მხარს? 

 

ეს ცალკე სირცხვილი.

სერგო ორჯონიკიზის სახელობის პარტია რო შექმნას ადამიანმა არ იქნება სირცხვილი?

ეს პარტია არსით არის ანტისახელმწიფოებრივი პარტია და ეს საქმიანობითაც დაამტკიცა.

შადრევნები და ასფალტი რაც ამათ გააკეთეს და ბრეინვოშინგის გებეშნიკური მეთოდები.

ესაა მთლიანად ეს პარტია.

Edited by Dark_Angel
Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Dark_Angel said:

ეს ცალკე სირცხვილი.

სერგო ორჯონიკიზის სახელობის პარტია ორ შექმნას ადამიანმა არ იქნება სირცხვილი?

ეს პარტია არსით არის ანტისახელმწიფოებრივი პარტია და ეს საქმიანობიტაც დაამტკიცა.

შადრევნები და ასფალტი რაც ამათ გააკეთეს და ბრეინვოშინგის გებეშნიკური მეთოდები.

ესაა მთლიანად ეს პარტია.

მაგ ლოგიკით ქართული ოცნებაც არ იმსახურებს არსებობას, თუ ცოტა დააშავეს? 

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share