Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში

Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
11 საათის წინ, kvipriane said:

დიახ ასეა; აღვნიშნე კიდეც ეს რომ მღვდელმთავრებიც შეცდნენ-თქო (იაღოველების 1929-ის პოსტში) ანუ თარიღი ვინც დადო ყველა შეცდა; - ამასთან დაკავშირებით არ გვქონია შეხედულებათა სხვაობა მე და სენიორ ერიკს

სხვა რამესთან დაკავშირებით ვართ განსხვავებულ აზრებზე ... და აი რაშია სხვაობა : -  რაც შექმნა ღმერთმა; მისი დასაწყისიც და დასასრულიც იცის მხოლოდ ღმერთმა; - გამოვდივარ რა იქედან რომ ღმერთი ერთია და მას ვიცნობთ სამი პიროვნების სახით : მამა; ძე და სულიწმინდა ; მხოლოდ ამ სამმა პიროვნებამ ანუ ერთმა ღმერთმა შეიძლება იცოდეს როდის იქნება მეორედ მოსვლა; ეს თარიღი უფალმა (რომელიც იყო როგორც ძე კაცისა ისე ძე ღვთისა) არ იცოდა როგორც ძე კაცისამ ხოლო იცოდა და არ გაუმხილა საკუთარ მოციქულებს როგორც ძე ღვთისამ გარკვეული მიზეზების გამო ... აქვე დავსძენ; რომ უფლის აღდგომის შემდეგ ძე კაცისა განაღმრთო ძე ღვთისამ; ისინი განუყოფელად მოიაზრებიან - ანუ ძე ღვთისამ უკვდავჰყო ძე კაცისა !!! და ამას ჰპირდება უკლებლივ ყველა მისიანს ; ანუ მათ ვისაც სწამთ იესო ქრისტე !!! ხოლო ვის სწამს; როგორ სწამს; ვინაა მართალი; ვინ მცდარი - ამას უფალი თავად გადაწყვეტს !!! ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ უფლის სწორად რწმენაში ჩვენი არგუმენტები; მოსაზრებები და ნაფიქრალი გამოვთქვათ ... არაა აუცილებელი ვინმე დამეთანხმოს ან ვინმეს დავეთანხმო :) ; სენიორ მიქაბერ - უფალი გვაიძულებს ვიყოთ ბრძენნი (იყავით ბრძენნი ვითარცა გველნიო - არაა ?) არაფერი სიბრძნე არ ჭირდება დაწერილის ისე აღქმას როგორც წერია - სიბრძნე მისი გააზრებაა და სხვა არგუმენტებთან თანხვედრაში ყოფნაა !!! 

აქედან გამომდინარე : ჩემთვის მეორედ მოსვლა - როგორც მოვლენა : - სიკვდილის; უბედურების და დაქცევა-დანგრევის მომასწავებელი არაა ...

პირიქით :) შეიცვლება სამყარო-ო უფალი ამბობს და ახალ; კეთილ; უბოროტო სამყაროში ცხოვრებას გვთავაზობს :) რატომ უნდა იყოს ეს ცუდი ? ფულსა და ძალაუფლებაზე გაგიჟებულ ელიტებს თუ ბოლო მოეღებათ; ომები; კაცის კვლა და პარვა-ძალადობა თუ გადაშენდება და ავადმყოფობები თუ აღარ იარსებებს და ადამიანთა შორის სიყვარული და სიკეთე თუ გამეფდება - ამას განა შეიძლება რამე სჯობდეს ???

ჰო და კაცი რომ მეორედ მოსვლას ცუდი კონტექსტით მოიხსენიებს  - ე იქ დამთავრდა ყოლიფეი სენიორ მიქაბერ ;)  

P.S. - კაცოუ; უფლის შიში კარგია მაგრამ ხომ უნდა ხვდებოდე ეს რას ნიშნავს ??? - უფლის იმიტომ კი არ მეშინია რომ გამლახავს; მომკლავს ; დამწვავს; დამბუგავს ან ძვლებში დამამტვრევს ; არამედ - მისი დაკარგვის მეშინია; უმისობის მეშინია !!! მირჩევნია მოვკვდე ვიდრე უფალი დავკარგო; რადგან სიკვდილით უფალს არ ვკარგავ; არამედ უფლის დაკარგვის შიშის გამო რაიმეზე რომ ვერ დამითანხმებენ და ამის გამო მიმასაკლავებენ მადლობა უნდა ვთქვა წესით - რადგან ამით მოვიპოვებ უფალს !!! - მაგრამ ეს რომ დღეს უმრავლესობას უთხრა ან ასწავლო გიჟად გამოგაცხადებენ ; არადა ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს !!! :)

სენიორ კვიპრიანე, მანდ უკვე სამების თემაში გადავდივართ, რომელშიც არანაირ ცხად ინფორმაციას არ ვფლობ ))

კიდევ ერთი, თქვენვე ამბობთ, რომ ძეკაცისამ ღვთაებრივი ბუნება აღდგომის შემდეგ შეიძინა, ანუ ძე კაცისა ძე ღვთისა აღდგომის მერე გახდა; შესაბამისად აღდგომამდე საიდან შეეძლო მას მის მეორედ მოსვლაზე ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდა? თუ გაიგო, მხოლოდ აღდგომის შემდეგ ჰომ?

Life is serious.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Micawber said:

დიახ ასეა; აღვნიშნე კიდეც ეს რომ მღვდელმთავრებიც შეცდნენ-თქო (იაღოველების 1929-ის პოსტში) ანუ თარიღი ვინც დადო ყველა შეცდა; - ამასთან დაკავშირებით არ გვქონია შეხედულებათა სხვაობა მე და სენიორ ერიკს

რათქმაუნდა შეცდებოდნენ.

და მომავალშიც შეცდებიან.

ასეთებს იესო ცრუ წინასწამეტყველებს ეძახდა და გვაფრთხილებდა ჩემს მერე იმდენი იქნება ფუთფუთი გაუდითო))

10 minutes წინ, Micawber said:

სხვა რამესთან დაკავშირებით ვართ განსხვავებულ აზრებზე ... და აი რაშია სხვაობა : -  რაც შექმნა ღმერთმა; მისი დასაწყისიც და დასასრულიც იცის მხოლოდ ღმერთმა;

სენიორ კვიპრიანე აშკარად მაბრალებთ ეხლა რაღაც გაუგებრობებს.

საერთოდ არაფერი მითქვამს  სამყაროს დასაწყის დასასრულებზე )))

Edited by Eric
Share on other sites

Posted (შესწორებული)

საერტოდ სხვა რამეზე ვსაუბრიბდი უფრო ზუსტად რომ ვთქვა.

წაკითხულიდან აზრის გამოტანაზე )))

მეჩეთში წერდნენ გამოცდებზე

უმაღლესი ქულა 60 იაო და გამსვლელი 14 იო :givi:

ჰოდა რა გინდა რო ქნა?

მარა აჰა

აქ ხომ მაინც განათლებულები ვართ

მარა მაინც რა გინდა რო ჰქნა?

ვერაფერს იზავ

უნდა ჩაიცვა, გაიხურო კარები  და წახვიდე

მოკიდე ხელი შენს ხალხს და გაიყვანე ამ ქალაქიდან - სენიორ სეთ

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
46 minutes წინ, Micawber said:

კიდევ ერთი, თქვენვე ამბობთ, რომ ძეკაცისამ ღვთაებრივი ბუნება აღდგომის შემდეგ შეიძინა, ანუ ძე კაცისა ძე ღვთისა აღდგომის მერე გახდა; შესაბამისად აღდგომამდე საიდან შეეძლო მას მის მეორედ მოსვლაზე ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდა? თუ გაიგო, მხოლოდ აღდგომის შემდეგ ჰომ?

სენიორ მიქაბერ - არსად არ მითქვამს რომ ძე კაცისამ ღვთავერივი ბუნება აღდგომის შემდეგ შეიძინა  :) ეს ერესია თუ სადმე ამას წაიკითხავთ

მე ვთქვი რომ აღდგომის შემდეგ ძე ღვთისამ განაღმრთო ძე კაცისა და ამას გვთავაზობს ჩვენც-თქო ...

როგორც ვიცით იესო ქრისტეში ორი ბუნება ქონდა :

ესაა ბუნება ღვთისა რომელიც მარიამმა წმინდა-ჩასახვისას მიიღო სულიწმიდის მეშვეუბით და ბუნება კაცისა როგორც მარიამის  (ანუ ადამიანის) შვილმა ...

იქ სადაც მოციქულებს ეუბნება რომ არ ვიცი ამ ამბების დრო და საათი როდის იქნება მხოლოდ მამამ იცისო ; ამით მოციქულები დამწუხრდნენ რადგან : -  განა არის ისეთი რამ რასაც მამა ძეს უმალავს ?! ამიტომ იოანე მახარებელი თავის სახარებაში წერს თუ როგორ დაამშვიდათ უფალმა თავისი მოწაფეები : - ბევრი რამ მინდა გითხრათ მაგრამ ვერ ითვირთავთო; მაგრამ იცოდეთო რომ  მამას რაც აქვს ყველაფერი ჩემიაო !!!  ... ანუ სწორ გზაგე ვდგევართ - იცოდა !!! და არ უთხრათ ადამიანებისავე უსაფრთხოების გამო !!! და ეს არ თქმა - თავისი ადამიანური ბუნების არ ცოდნად აჩვენა მოციქულებს - უთხრა რა რომ ძემაც არ იცისო (ძე კაცისამ !!!ანუ რადგან ძე კაცისამ არ იცისო ესეიგი არცერთმა ადამიანმა და არცერთმა ანგელოზმაც არ იცისო არამე დმხოლოდ მამამო !!!) 

შეიძლება რომ ღვთიურ ბუნებას არ გაენდო ადამიანური ბუნებისთვის ეს საიდუმლო ? - კი; რატომაც არ შეიძლებოდა თუკი ამას ღმერთი ასე ჩათვლიდა ?!

შეიძლებოდა რომ ძე ღვთისას ღვთიურ ბუნებას არ სცოდნოდა ან არ იცოდეს თუნდაც მცირედი იმისა რაც იცის მამამ ? - არა; ყოვლად გამორიცხულია !!! ... 

ორბუნებოვან იესო ქრისტეს საერთო ჯამში შეიძლებოდა რომ არ სცოდნობა ??? - არა ; ყოვლად გამორიცხულია !!! ;) 

აღდგომის შემდეგ გაიგივდა უფალში ადამიანური და ღვთიური ბუნება - ანუ განიღმრთო ; ეს პროცესი სენიორ მიქაბერ ის პროცესია რომელიც ადამისათვის მზადდებოდა მას რომ ცოდვა არ ჩაედინა ' - ანუ ადამი ხატად ღვთისა კი შეიქმნა; მაგრამ მზგავსება ღვთისა თავად უნდა მოეპოვებინა; - რაც ვერ შეძლო !!! ... ქრისტემ შეძლო !!! და არამარტო შეძლო ; პირველმა გაკვალა გზა და აღადგინა ადამის მიერ დაკარგული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის - ამას ეწოდება ხსნა !!! და ამგვარად : - ადამიანის ხსნა; გამოხსნა ჩაატარა არა ანგელოზმა ან მთავარანგელომა ან რომელიმე უმაღლესმა მაგრამ სასრულმა ქმნილებამ ; არამედ თავად დაუსაბამო ღმერთმა !!!  

იგივეს გვთავაზობს უკლებლივ ყოველ ჩვენგანსაც სურვილისა და მოწადინების შემთხვევაში !!! 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

სენიორ კვიპრიანე ერთ კითხვა მაქვს - ქრისტე თავის სწავლებას როგორც ძე კაცისა, ისე ახდენდა, თუ როგორც ძე ღვთისა? თუ ორივე ერთად?

ანუ რისი გარკვევა მინდა - სადმე, რომელიმე საკითხზე გამიჯნა კიდევ ქრისტემ თავისი ბუნება (კაცისა და ღმერთის)?

თუ ეს მხოლოდ მეორედ მოსვლის საკითხზე მოხდა?

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Micawber said:

სენიორ კვიპრიანე ერთ კითხვა მაქვს - ქრისტე თავის სწავლებას როგორც ძე კაცისა, ისე ახდენდა, თუ როგორც ძე ღვთისა? თუ ორივე ერთად?

ანუ რისი გარკვევა მინდა - სადმე, რომელიმე საკითხზე გამიჯნა კიდევ ქრისტემ თავისი ბუნება (კაცისა და ღმერთის)?

თუ ეს მხოლოდ მეორედ მოსვლის საკითხზე მოხდა?

თავის სწავლებას როგორც ძე ღვთისა სენიორ - რადგან სრული სისავსე ჭეშმარიტებისა მას ჰქონდა როგორც სრულ ღმერთს

ხოლო შიოდა; სწყუროდა; იღლებოდა - როგორც ძე კაცისა 

მას არასოდეს გაუმიჯნავს - მაგრამ არც არასოდეს დახმარებია ძე ღვთისა ძე კაცისას მერე რომ ვინმეს არ ეთქვა - აი ღმერთი იყო და მისთვის რა იყო შეუძლებელიო :)  არ გაუმიჯნავს ეს არ ნიშნავს რომ ერტიდაიგივედ თვლიდა ამ ორ ბუნებას; არ გაუმიჯნავს იმდენად რამდენადაც ეს იმდენად ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა რომ არასოდეს გაუმახვილებია ამაზე ყურადღება ... 

ძალიან საინტერესოა ამ კუთხით სახარების ის მომენტი : - 40 დღე უდაბნოში მარხულობის შემდეგ მისი ეშმაკთან საუბარი (სამჯერ რომ გამოსცადა სატანამ)

რაც შეეხება მეორედ მოსვლის საკითხს; არის სახარებაში მომენტები; რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს და  ერთმანეთს ეწინაარმდეგებიან; და პირდაპირ ; სიტყვასიტყვით თუ გავიგებთ იქ დაწერის თითქოს ასეც კი გამოდის; მაგრამ სინამდვილეში ისინი ერტმანეთს ავსებენ  :)

ოთხი სახარებაა და ოთხივე სახარება სხვადასხვა დროს და ტერიტორიულად სხვადასხვა ადგილას დაიწერა და ოთხივე მახარებელი თითქოს ერთ ოთახში ისხდნენ და შეთანხმებულნი იყვნენო იმდენად ავსებენ ერთმანეთს; - ერთიდაიგივე მოვლენას მეტ-ნაკლებად სხვადასხვა კუთხით გვაწვდიან სრული სურათი და წარმოდგენა რომ შეგვექმნას :)

მეორედ მოსვლის თავად ქრისტესეულ ვერსიას რაც შეეხება ; პირობას გაძლევთ როგორც კი განვთავისუფლდები 20 იანვრის შემდეგ დავდებ და დაგთაგავთ სენიორ მიქაბერ 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, kvipriane said:

თავის სწავლებას როგორც ძე ღვთისა სენიორ - რადგან სრული სისავსე ჭეშმარიტებისა მას ჰქონდა როგორც სრულ ღმერთს

6 minutes წინ, kvipriane said:

მეორედ მოსვლის თავად ქრისტესეულ ვერსიას რაც შეეხება ; პირობას გაძლევთ როგორც კი განვთავისუფლდები 20 იანვრის შემდეგ დავდებ და დაგთაგავთ სენიორ მიქაბერ 

კეთილი სენიორ, როცა მოიცლით, მერე გავაგრძელოთ

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, Micawber said:

კეთილი სენიორ, როცა მოიცლით, მერე გავაგრძელოთ

თქვენ თუ რამის კითხვა გნებავთ უპასუხოდ არ დაგტოვებთ სენიორ პატივისცემით რათქმაუნდა

უბრალოდ მეორედ მოსვლის თემა საკმაოდ ვრცელია და საკმაო დროს მოითხოვს ... 

სენიორ მიქაბერ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ აქ შეგვიძლია ვისაუბროთ თორე ამ თემიდან სენიორები გაგვინაწყენდებიან 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share