Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში


Jimmy
 Share

Recommended Posts

38 minutes წინ, Freeman said:

წამით გამოვხედოთ ევროპიდან, რას ვხედავთ, ზოგადად თვითონ ევროპაც ასეა, რაც უფრო აღმოსავლეთით მიიწევ, უფრო გლუბინკაა.

და აგერ, პონტოს ზღვის იქეთა სანაპიროზე, სკვითებსა და თურქებს შუა, შენი დროშით ხელში, ჯიუტად და პრინციპულად იბრძვიან, შენი მოტტოთი, ლიბეღტე! :დ

და ამას აკეთებენ ისეთი ევროპული მანერით, ძალაუნებურად ფიქრობ, როგორ? მაშ გეოგრაფია? 

შემთხვევითი არ ყოფილა გერას მიერ დროშის ეპიზოდის გაზიარება, იმჰო ევროპას შეუძლია აქ იპოვოს ის, რაც თავისთან გაუფერულებულია, ინსპირაცია თავის თავით! :დ

მართალი იყო სალომე, უქეის აუთის საპირწონედ ჩვენი ინ რომ დაასახელა, ტყუილად დავცინეთ

სერიოზულია ტექტსტი დადეთ სენიორ.

ბრავო გულწრფელად.

Share on other sites

  • მოდერატორი
12 minutes წინ, Eric said:

სერიოზულია ტექტსტი დადეთ სენიორ.

ბრავო გულწრფელად.

გმადლობთ სენიორ, ამაღლებულ პალასაზე შეგვაგდეს ბაღნებმა :დ წუხელ აგერ კვარაკუნჩხამ დააგვირგვინა და ამათი (გურჯაბვეშემომქმედების) მკვდარი და ცოცხალი რომ ვატირე, დეკადებია თვითშეფასებას რომ გვისპობენ ქართველებს :/ 

Share on other sites

  • ფორუმელი
42 minutes წინ, Freeman said:

წამით გამოვხედოთ ევროპიდან, რას ვხედავთ, ზოგადად თვითონ ევროპაც ასეა, რაც უფრო აღმოსავლეთით მიიწევ, უფრო გლუბინკაა.

და აგერ, პონტოს ზღვის იქეთა სანაპიროზე, სკვითებსა და თურქებს შუა, შენი დროშით ხელში, ჯიუტად და პრინციპულად იბრძვიან, შენი მოტტოთი, ლიბეღტე! :დ

და ამას აკეთებენ ისეთი ევროპული მანერით, ძალაუნებურად ფიქრობ, როგორ? მაშ გეოგრაფია? 

შემთხვევითი არ ყოფილა გერას მიერ დროშის ეპიზოდის გაზიარება, იმჰო ევროპას შეუძლია აქ იპოვოს ის, რაც თავისთან გაუფერულებულია, ინსპირაცია თავის თავით! :დ

მართალი იყო სალომე, უქეის აუთის საპირწონედ ჩვენი ინ რომ დაასახელა, ტყუილად დავცინეთ :givi:

ძალიან გვინდა ქართველებს რომ ასე იყოს, მაგრამ სერიოზული ეჭვი მეპარება სენიორ.

რაც უფრო აღმოავლეთით მოიწევ, გლუბინკა რომ იყოს ასე არ მოექცეოდნენ/მოიქცეოდნენ.

დროშის ქნევა და ევროპული სულისკვეთება მაშინ მოსწონთ როდესაც მათი გეოსტრატეგიული ინტერესია. სულხანას დროს ეკიდათ, ზვიადას დროს ეკიდათ, გიჟის დროს ეკიდათ. როგორც ჩანს როცა მათ გადაეცათ სათამაშოდ, მაშინ გახდა დროშა მნიშვნელოვანი.

 

რაც შეეხება მადამ პიურეს იდეებს, განჭვრეტად მომავალში გურჯისტანი და უკრაინა ერთად აღებული ვერ გახდება სამწყებიანების საპირწონე. უამრავი მიზეზის გამო. მეტიც, ძალიან დიდი შანსია უკრლენდი მაგისთვის სასწაული თავისტკივილი გახდეს, გურჯისტანიც (ამის ნაკლები შანსია).

 

იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, Eric said:

სერიოზულია ტექტსტი დადეთ სენიორ.

ბრავო გულწრფელად.

+1

@Freeman

სენიორ რადგან ჩემს ანეგდოტებს ასეთი კარგი ტექსტები მოჰყვება, კიდევ დავწერ ერთს:

თემურ ლენგი 7ჯერ ქართველების აოხრების მერე შიკრიკს გააგზავნის საქართველოში, რას ხდება რაც მოვანგრიეთ როგორ არიანო.

შიკრიკი დაბრუნდება და იტყვის

- რა ვიცი სუფრაზე ზიან და ღვინოს სვამენო.

- მოიცა კაცო 7ჯერ აოხრების მერეო?

გავკირვებული თემურ ლენგი თვითონ წავა და ეკითხება 

- რას შვრებით?

- ვქეიფობთო.

- იცით  მე ვინ ვარ? შვიდჯერ რომ აგაოხრეთო.

გურჯები პასუხობენ:

- რომ აგვაოხრე რა კლე მოგვჭამეო.

 

საქართველო ლოთიის ურთიერთობის 30 წლის შეჯამება გამოდის

Share on other sites

  • მოდერატორი
Posted (შესწორებული)
18 minutes წინ, Seth said:

დროშის ქნევა და ევროპული სულისკვეთება მაშინ მოსწონთ როდესაც მათი გეოსტრატეგიული ინტერესია. სულხანას დროს ეკიდათ, ზვიადას დროს ეკიდათ, გიჟის დროს ეკიდათ.

რათქმაუნდა გეთანხმებით სენიორ. სად სად და სენიორატის მკითხველ/დამჯერებლებს, ვერ გვექნება ილუზია რომ ეს ასე არ არის. 

თუმცა, აქტიურად თავის შეხსენება ცალსახად საჭიროა, მითუმეტეს როცა დედისგან დაწყევლილი შვილების რეგიონში ხარ და სხვაგვარად არ ძალგიძს :დ

18 minutes წინ, Seth said:

რაც შეეხება მადამ პიურეს იდეებს, განჭვრეტად მომავალში გურჯისტანი და უკრაინა ერთად აღებული ვერ გახდება სამწყებიანების საპირწონე.

საპირწონე განჭვრეტად კი არა განუჭვრეტავშიც ვერ გავხდებით სენიორ, სასწაულების არ მჯერა :დ

მაგრამ თუ საუბარია ერთიანი ევროპის და ევროპული ღირებულებების კვლავაც ვალიდურობაზე, იდეაზე, რატომაც არა, კარგი ბუსტი შეიძლება გამოდნეს )

გვაქვს რაღაც, მიზიდულობა? მუხტი? არ ვიცი, რაღაც რისი ახსნაც მიჭირს, სავარაუდოდ სხვებსაც, თორე ახსნიდნენ :დ

Edited by Freeman
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Freeman said:

მაგრამ თუ საუბარია ერთიანი ევროპის და ევროპული ღირებულებების კვლავაც ვალიდურობაზე, იდეაზე, რატომაც არა, კარგი ბუსტი შეიძლებოდა გამოდნეს )

ეს ვერ გავიგე სენიორ

5 minutes წინ, Freeman said:

გვაქვს რაღაც, მიზიდულობა? მუხტი? არ ვიცი, რაღაც რისი ახსნაც მიჭირს, სავარაუდოდ სხვებსაც, თორე ახსნიდნენ

მიზიდულობა ვისთვის? ბებრებისთვის? გვაქვს დრო და დრო. შორეულ წარსულშიც და ახლაც ეს მიზიდულობა გეოგრაფია იყო სენიორ სავაჭრო გზასთან მიმართებაში. ქრისტიანობა, კულტურა და ა.შ. არასდროს ყოფილა მიზიდულობის ობიექტი.

ზოგადად, კი თემა რომელიც თქვენ ეხლა დაძარით არის ძალიან საინტერესო თემა და თავის მხრივ ძალიან ფართო. ცოტა ხნის წინ აქ საუბარი გვქონდა ცივილიზაციებზე და ვახსენეთ გურჯისტანული ცივილიზაცია. იმჰო, ფრიად მართებულად. მაშინ როდესაც არ არსებობს გერმანული ცივილიზაცია ან იტალიური. მათი (ევროპის ქვეყნების) ცივილიზაცია არის საერთო ბერძნულ/რომაულზე დაფუძნებული, ევროპის ცივილიზაცია. 

ე.ი. რა გამოდის? ქართული ცივილიზაცია არ ყოფილა ევროპული ცივილიზაცია :) არა? ქართველი, მაშასადამე ევროპელი მხოლოდ ზურიკოს სლოგანი გამოდის და მეტი არაფერი სენიორ. ყოველ შემთხვევაში ისტორიული და ცივილიზაციური თვალთახედვიდან.

შემდეგ, თუ ეს ასეა, ე.ი. "ევროპული ღირებულებები" "ქართული ღირებულებები" ვერ იქნება. შეიძლება მსგავსია მაგრამ ერთი და იგივე არაა, იმ უბრალო მიზეზის გამო სხვადასხვა ცივილიზაციაა.... შეუძლებელია ეს არ იცოდნენ ბებერლენდში. უბრალოდ შეუძლებელია. 

რაც ზევით დავწერე, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ევროპისკენ გზა არ არის ჩვენი გზა. პირიქით, ბოლო მინიმუმ 300 წლის გამო, ეს ერთადერთი გზაა ჩვენი გადარჩენის. უბრალოდ, თუ არ გავითავალისწინებთ რომ სხვა ცივილიზაცია ვართ, მოგვივა ის რაც მოუვიდათ მაგალითად ბერძნებს. დღევანდელი საბერძნეთი ხომ იმის ჩრდილიც აღარაა რაც როდესღაც იყო?

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Seth

სენიორ ევროპულ ცივილიზაციაში რას გულისხმობთ?

ჩრდილო დასავლეთ ევროპას?

პ.ს 

სომხები ცალკე ცივილიზაციაა?

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი

ამ მხრივ, საქართველო ძალიან ჰგავს ისრაელს, რომელიც ასევე ცალკე მდგომი ცივილიზაციაა. არასდროს იტყვის ებრაელი რომ ის არის ევროპელი ან ამერიკელი (ამ გაგებით). მათ იპოვეს ფორმულა როგორ იყვნენ დასავლური სამყაროს ნაწილი, ისე რომ არ იყვნენ ბერძნულ/რომაული ცივილიზაციის ნაწილი. 

გასაგებია რომ ჩვენი გუშინდელი/დღევანდელი/ხვალინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ასეთი რამ საქართველოსთვის  წარმოუდგენელი ფუფუნებაა, მაგრამ ასეთად დარჩება ყოველთვის თუ ამისთვის რაღაცნაირი მზადება/სვლა არ იქნება. დღევანდელ ელიტას (:givi:) ან თუნდაც ერთი-ორ ინტელექტუალს მაინც უნდა გაუჩნდეს იმის მოთხოვნილება რომ რაღაცნაირად ფურცელზე მაინც დაიტანოს მსგავსი იდეა და მსჯელობა მაინც დაიწყოს.

ონლაინ, Instance said:

სენიორ ევროპულ ცივილიზაციაში რას გულისხმობთ?

ჩრდილო დასავლეთ ევროპას?

ევროპული ცივილიზაცია = ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციას

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   472 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 472 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(1)