Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Eric said:

იმის მაგივრად რომ ველურმა კონტრაქტი გაშალოს წაკითხვას და გაგებას შეეცადოს ამის მაგივრად ის ამ კონტრაქტზე აზრს ეკითხება ათას ვინმეს, ავტორიტეტებს, ვინმე წმინდა კალენიკეს, პორფირის, სავლეს, ბხუტუ მობუტო სეკოს, შამბალა კუმბალას და ა.შ

იმიტომ რომ თავდაჯერებულობა დაუკარგეს სენიორ,

უთხრეს, რომ შენ მაგას ვერ გაიგებ და სანამ ხელს მოაწერს,

სხვისი აზრიც გაიგოს.

ბოლოს ის გამოვიდა, რასაც თქვენ ამბობთ -

არ აწერს ან თუ აწერს, მნიშვნელობას არ ატანს :boli:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 საათის წინ, Eric said:

კონტრაქტი იდება და სრულდება მასთან ვისაც მისი სწორედ წაკითხვა და აღქმა შეუძლია

უჰჰჰ; აგაშენოთ ღმერთმა სენიორ - ამასაა მეც რომ ვამბობ სხვას კი არაფერს :)

უფალითანაც ასეა : - კონტრაქტი იდება და სრულდება მასთან ვისაც მისი სწორად წაკითხვა და აღქმა და აღსრულება შეუძლია ...

ამასთანავე ; - "კონტრაქტის" დადებისას ღვთისა და ადამიანის კეთილი ნება თანხვედრაშია (ეს სხვადასხვა სახით ვლინდება : - ნათლობა "კონტრაქტია"; მღვდლად კურთხევა "კონტრაქტია" და ასე შემდეგ)

ღვთიური "ამბების" შესახებ მიწოდებული ინფორმაციის სწორად წაკითხვას და აღქმას განაპირობებს უკლებლივ ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომი; განმანათლებელი სულიწმინდა ; რომელიც მიმღების კეთილ ნებასა და სურვილზეა დამოკიდებული.

ხოლო აღსრულება - ხშირად საკუთარი სისხლის ფასადაც კი ხდება ... 

და ბოლოს : - არიან "კონტრაქტის" უზადოდ შემსრულებლებიც და არიან ისეთებიც ვინც დადებულ "კონტრაქტს" გადაუხვია :)

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, kvipriane said:

უფალითანაც ასეა : - კონტრაქტი იდება და სრულდება მასთან ვისაც მისი სწორად წაკითხვა და აღქმა და აღსრულება შეუძლია ...

აგაშენათ ღმერთმა სენიორ :bis:

ზუსტად აასეა.

უფალთან იდება კონტრაქტი , რა არის კონტრაქტი? ხელმომწერ პირებს შორის პასუხისმგებლობების და ვალდებულებების შესრულების ხელშეკრულება ხომ?

დიახ

 

რა არის რა შეიძლება იყოს უფალთან დადებული კონტრაქტის დედანი?

ერთადერთი ესაა - ახალი აღთქმა იგივე ოთხი სახარება ხომ?

დიახ

 

არანაირი წმინდა ფილიპონა ალექსანდრიელის ან პორფირე ასირიელის ნაწერი ან ნაწერები არ და არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს უფალთან კონტრაქტად

 

კონტრაქტი არის მხოლოდ ოთხი სახარება !!!

Edited by Eric
Share on other sites

ეხლა უყურეთ სენიორ

ღმერთმა კარგად გვამყოფოს ყველა და მოვიდა ჩემი დრო და მივედი იქ ზეით თლად ზევით რა

 

გადაისინჯა ჩემი დოსიე და ერთ ადგილას (ნუ მრავალ ადგილას , მარა ახლა ერთი ავიღოთ) წითლად აარის გახაზული რომელიღაც ანგელოზის მიერ

მეძახის - ის

-რა არის ეს?

-ეეე, არვიცი არა ჩანს კია

-რა არა ჩანს დახედე წითლად როაა, რატომ გააკეთე ეს?

-ეეე, უააა, ეს მე გავაკეთე?

- უყურეთ რო ანგლობს კიდეც

-არა არა, რას ამბობთ, ახლა ვფიქრობ აი ამწამს რანაირად მომივიდა

-აბა რა მოიფიქრრე

-რა და უყურე, ეს იმიტომ გავაკეთე რო წმინდა ჯუბო ბაღდადელი ამბობს რო ...

- მაიცა მაიცცა, ვინაა ჯუბო ბაღდადელი? (გადახედავს ანგელოზ მდივანს, რომელიც ყურში რაღაცსს ჩარჩურჩულებს), აა აჰა, კაი მერე?

- ჰოდა იმას ეწერა ...

- ერთი წუთი, გადაშალე კონტრაქტი, სადმე წერია იქ ჯუბო ბაღდადელს დოუჯერეო?

-არა არ წერია

- არ წერია ოკ, დალშე რაო ჯუბომ?

- რაო და ისო ესო და მეორედ მოსვ....

-ერთი წუთი, ჯუბო მუბო არ ვიცი მე, კონტრაქტში წერია რომ -

" მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. "

https://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-24.htm

 

-წერია?

-დიახ წერია

- კონტრაქტში წერია რომ

"

მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.

24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.

25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.

26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.

27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.

29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.

30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.

31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.

32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.

33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.

34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.

35. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.

 

-წერია?

Share on other sites

- როგორ ფიქრობ რომ მდომოდა კონტრაქტში ვერ შევიტანდი ჯუბოს პორფირეს ან ალისტრახოს?

-რავა არ შეიტანდი შე კაცო

- როგორ ფიქრობ რომ მდომოდა კონტრაქტში ვერ ჩავწერდი იმ ადამიანებზე მითითებას ვისაც შეიძლება დაუჯეროთ?

-კი აბა არ ჩაწერდი? (თავჩაღუნული)

-სადმე მსგავსი წერია კონტრაქტში?

-არა

-არა, აბა რა გიყო ახლა მე შენ?

-ვინავატი ვარ უმფროსო

- ვინ არიან ესენი საიდან მოიტანეთ თან რამდენი არიან ვეღარც ვითვლი, ჯუბოო, ალისტრახოვო, პორფირეო ... ესაა ამას გასწავლიდით თქვე უპატრუნოებოო, ამას გეუბნებოდით?

წა ახლა შვიდასი წელი განსაწმენდელში და იქინე აკეთე ატჟიმანიები და რო მოხვალ ოთხი სახარება იცოდე ბულბულივით ზეპირად

(ბეჭდის დარტყმის ბრახუნი)

-შემდეგიიი

 

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

უფალთან იდება კონტრაქტი , რა არის კონტრაქტი? ხელმომწერ პირებს შორის პასუხისმგებლობების და ვალდებულებების შესრულების ხელშეკრულება ხომ? - დიახ

რა არის რა შეიძლება იყოს უფალთან დადებული კონტრაქტის დედანი?

ერთადერთი ესაა - ახალი აღთქმა იგივე ოთხი სახარება ხომ ? - დიახ

დიდება უფალს  !!! აი სუპერი რამე დაწერეთ სენიორ !!! 

ოთხი სახარება არის ახალი "კონტრაქტი" ღმერთსა და ადამიანს შორის ძველი "კონტრაქტის" აზრთა გამოყენებით დაწერილი; ამიტომ ძველის ცოდნაც საჭიროა რათა ახალი იქნეს გაგებული სწორად !!! - და მაინც თუკი ვინმეს არ ესმის ახალი "კონტრაქტის" დეტალები; აზრები; მოთხოვნები - კითხულობენ სხვადასხვა "ადვოკატთა" განმარტებებს; ანუ მათ განმარტებებს ვინც თავისი მოღვაწეობის ძალიან ბევრი წლები დაუთმო აღნიშნულ "კონტრაქტს" რათა მის შემსრულებელ მხარეს თითოეული მუხლის შესრულების შესახებ მისხალიც კი არ გამოეპაროს !!! - და განა საერო ცხოვრებაშიც ასე არ ხდება ???

- გტკივა რამე ? - მიდიხარ ექიმთან ! 

- სახლი გინდა ააშენო ; - ინჟინერ-აქრიტექტორთან !

- ვინმე გედავება ? - აგყავს ადვოკატი ; - რადგან მათი ხელობაა ეს 

მაგრამ არსებობენ სახელგანთქმული და ისე-რა ექიმები; ინჟინერ-არქიტექტორები; ადვოკატები ... ჩვენს საკითხშიც ასეა სენიორ ერიკ .

- გინდა "კონტრაქტის" ყველა დეტალის ცოდნა ? - მიდიხარ ადამიანთან ვისაც 20-40 წელი - ზოგს მთელი ცხოვრება ამ საკითხზე უმუშავია; რადგანაც : - არსებობს ერთი ძლიერ-ბოროტი მხარე რომელსაც კონტრაქტორებს შორის გაუგებრობა აწყობს ; იგი ამით საზრდოობს ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

- როგორ ფიქრობ რომ მდომოდა კონტრაქტში ვერ ჩავწერდი იმ ადამიანებზე მითითებას ვისაც შეიძლება დაუჯეროთ?

-კი აბა არ ჩაწერდი? (თავჩაღუნული)

-სადმე მსგავსი წერია კონტრაქტში?

-არა

კი მარა; რატომ ეუბნებით ანგელოზს არას ??? როდესაც პირდაპირ წერია; დიახაც რომ წერია და წერია შავით თეთრზე და წერია პირდაპირ კონტრაქტში ; ა ბატონო ; აგერ :

იოანეს სახარება 16 თავი (12-15)

 

 

#კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ.

 

#ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.

 

#ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.

 

#ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

ერთიდაიგივე მომენტია აღწერილი სენიორ ერიკ ჩემს და თქვენს მიერ მოყვანილ ციტატაში უბრალოდ სხვადასხვა მახარებლის მიერ ; თქვე მათეს სახარება დააციტირეთ - მე კი იოანეს სახარება ; რომელთა ნაწერიც ერთიდაიგივე მომენტს ასახავს და კი არ ეწინააღმდეგებიან  ერთმანეთს არამედ ერთმანეთს ავსებენ :)  ... 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric - ღმერთმა სიხარული ნუ მოგიშალოთ და ისე მაგრად ვიხალისე თქვენს ნაწერს რომ ვკითხულობდი - იმხელაზე ვიცინოდი სახლში რა გჭირსო მეკითხებოდნენ :D 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   103 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 103 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(3)