Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ? სეზონი II


Deutschland
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@York Ge ჩვეულებრივი სიტუაციაა. ერთ მხარეს, კარი წინ, ინგლისელები დგანან, მეორე მხარეს "პირველი მერცხალი". თითქოსდა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. სადაც არის თამაშიც დაიწყება. მაგრამ უცბად ინგლისელები იწყებენ სიმღერას. მღერიან ეროვნულ ჰიმნს. გუგუნებს ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს სადიდებელი. ვხედავთ იასონისა და მისი ბიჭების გაოგნებულ სახეებს. რა ხდება? ასეთი რამ მათ აქამდე არ ენახათ. რა უნდა იმღერონ პასუხად? არც სახელმწიფო აქვთ, არც ჰიმნი, არც არასოდეს ყოფილან ასეთ ვითარებაში. ისინი თამაშობდნენ ფეხბურთს. თამაშობდნენ იმიტომ, რომ უყვარდათ, ერთობოდნენ, სახელის მოხვეჭაც უნდოდათ. მართალია, ერთხელ ისინი გაზეთ "ივერიაშიც" შეაქეს, მაგრამ ეს სასიხარულო იყო და მეტი არაფერი. ახლა კი უფრო რთული ალტერნატივა დადგა.ახლა საქმე მარტო მოგება არ არის. მოწინააღმდეგეს უნდა დაუმტკიცო, რომ შენც ერი ხარ და არა შემთხვევით შეკრებილი ჯოგი, რომელსაც, ავად თუ კარგად, ფეხბურთის თამაშიც უსწავლია. მეტოქის ჰიმნს პასუხი სჭირდება და "პირველი მერცხალიც" მღერის, მართალია, ეს ჰიმნი არ არის, ხალხური სიმღერაა, მაგრამ მთავარია ის, რომ ვაჟკაცურად ჟღერს. შეგიძლია იხტიბარი არ გაიტეხო და მეტოქეს თვალში ნაცარი შეაყარო, ასეც იქცევიან.

 

როცა ამ სურათს უყურებ, გეღიმება, მაგრამ ბოღმაც გახრჩობს. უფრო იმიტომ, რომ მეტოქე მიხვდა: არავინ ხარ. მიხვდა, რომ ჰიმნის მაგიერ, უბრალო ხალხურ სიმღერას მღერი, მაგრამ მას კეთილშობილება და აღზრდის კულტურა ნებას არ აძლევს არ მოგისმინოს, პატივი არ გცეს და თავი არ მოიტყუოს. იგი ყველაფერს ისე იღებს, როგორც ნამდვილს. არ გაგრძნობინებს, რომ სიცრუეს მიგიხვდა, ამ დამოკიდებულებით კიდევ უფრო გამცირებს.

უკვე სიცილის გუნებაზე აღარა ხარ. პროვინციალიზმი და ჩამორჩენილობა ტრაგიკული და მეტად მტკივნეული ხდება, მაგრამ ამ ტკივილს უნდა გაუძლო. იგი გულში ჩაიმარხო და სახიდან სევდანარევი ღიმილი არ მოიცილო. სხვა გამოსავალი არ არის.

ინგლისელებთან დამარცხდნენ. ბუნებრივიც იყო. არ ეყოთ ნიჭი, გამოცდილება, ძალა, მაგრამ არის სხვა შემთხვევაც, როცა იმარჯვებენ, მაგრამ მაინც წაგებულნი არიან. ასე თურქებთან მოხდა. ასეთი პირობა იყო დათქმული: მატჩის მომგები სანაძლეო ფულსაც იგებდა. ამ პირობასაც თავისი საფუძველი ჰქონდა. "პირველ მერცხალს" სპორტული ფორმა არა აქვს, არც ფული. რაღაც გზით ეს ფული უნდა იშოვონ. საქმეს არ შველის გემზე ფეხბურთელთა მტვირთავად მუშაობა. ამ საქმეში გროშებს აძლევენ. საკმარისია ერთი მწარე რეპლიკა - ჩვენი მარგანეცი მიაქვთ და ისევ ჩვენ გვაგინებენო, რომ ნათელი გახდეს: ძარცვავენ არა მარტო სპორტსმენებს, ძარცვავენ მთელ ქვეყანას. მძარცველი როდის იყო გაძარცულის სასარგებლო საქმეს აკეთებდა! ამიტომაც ფულის საშოვნელად სხვა გზების მოძებნაა საჭირო. და აჰა, შემთხვევაც. თურქები თანახმანი არიან ფულზე ითამაშონ. თავგანწირული თამაშობდა "პირველი მერცხალი". მოიგო კიდეც. ფულიც მიიღო. სხედან მდინარის პირას და მოგებულ ფულს ითვლიან. მოულოდნელად თავზარდამცემი შეძახილი - ფული ყალბია. თავქუდმოგლეჯილი გარბიან პორტში, ამაოდ, თურქები უკვე ჩამსხდარან გემში და წასულან.

კეთილშობილება, გულუბრყვილობა მოტყუებული და გაცუცურაკებულია.

ან მოტყუებული ან წაგებული. ასეთია ამ ხალხის ბედი.

თანდათანობით იკვეთება ერის იერხატი: ღატაკი და კეთილშობილი, დიდბუნოვანი და მოტყუებული, ამაყი და დამარცხებული.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
42 minutes წინ, kvipriane said:

პირველი მერცხალიც" მღერის, მართალია, ეს ჰიმნი არ არის, ხალხური სიმღერაა

იმჰო, რეჟისორს, თავისდაუნებურად სწორი მიგნება გამოუვიდა სენიორ.

ქართული სახელმწიფოს ფიზიკურად არ არსებობამ, გამოიწვია სახ/ფოს იდეის ხალხში/ელიტაში გაწოვა. ამის ერთადერთი სწორი და 100% გზა კი არის იდეის კულტურაში ინკორპორირება.

 

აქედან გამომდინარე, ხალხური სიმღერის დაპირისპირება ჰიმნთან აბსოლუტურად სწორია ჩემი აზრით.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Eric said:

ანგლოსაქსები

 

ძალიან არ უნდა უნდოდეთ ხესუსიტების გრანდ პარაგვაი

გრანდ-პარაგვაი, პირველ რიგში, ფრანგებს არ სურდათ, სენიორ. სწრაფად და სწორად გათვალეს შედეგები და ზომებიც მიიღეს ვოლტერისა და რუსოს სახით.

კომუნიზმი ქრისტიანობიდან აღმოცენებული იდეაა. ვინ გადააქცია იგი ანტიქრისტიანულ პლატფორმად? ფრანგმა განმანათლებლებმა.

მათ შექმნეს ახალი, კომუნიზმის მსგავსი პლატფორმა, რომელსაც საფუძვლად დაუდეს არა ქრისტიანობა, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების წარმართობა.

მაშინვე შექმნეს მითები ველურების კეთილშობილებისა და ცივილიზებული ხალხების გარყვნილების შესახებ.

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, t-90 said:

დაიბადა ალექსანდრიაში :D ეგვიპტეში :D

14 საათის წინ, York Ge said:

სიცრუეში გვაცხოვრებენ, მილორდ.

მთელი ცხოვრება მეგონა, რომი გალებმა აიღეს მეთქი.

რა აღმოჩნდა? სირაკუზელ ბერძნებს აუღიათ და გაუძარცვავთ.

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane თქვენთან შეკითხვა მაქვს, სენიორ.

ამას წინათ გადავაწყდი ასეთ რამეს ბაბილონის მეძავის შესახებ. რადგან რომაელები მეძავებს ძუ მგლებს უწოდებდნენ, ბაბილონის მეძავადო, სინამდვილეშიო, რომის იმპერიას გულისხმობდნენ პირველი ქრისტიანებიო, ხოლო ინტერპრეტაციის ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც იმპერიამ ქრისტიანული ეკლესია სამსახურში ჩაიყენა და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადაო.

თქვენ რა იცით ამის შესახებ?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, York Ge said:

სიცრუეში გვაცხოვრებენ, მილორდ.

მთელი ცხოვრება მეგონა, რომი გალებმა აიღეს მეთქი.

რა აღმოჩნდა? სირაკუზელ ბერძნებს აუღიათ და გაუძარცვავთ.

სენიორ მე პლუტარქეს და პოლიბიუსის ამბები მაქვს წაკითხული და იქ სირაკუზელები არაა ანხსენები და საიდან რანაირად?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 საათის წინ, York Ge said:

@kvipriane თქვენთან შეკითხვა მაქვს, სენიორ.

ამას წინათ გადავაწყდი ასეთ რამეს ბაბილონის მეძავის შესახებ. რადგან რომაელები მეძავებს ძუ მგლებს უწოდებდნენ, ბაბილონის მეძავადო, სინამდვილეშიო, რომის იმპერიას გულისხმობდნენ პირველი ქრისტიანებიო, ხოლო ინტერპრეტაციის ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც იმპერიამ ქრისტიანული ეკლესია სამსახურში ჩაიყენა და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადაო.

თქვენ რა იცით ამის შესახებ?

მილორდ - ფრიად რთული კითხვა დამისვით :) ერთი შეხედვით თითქოს ადვილია საპასუხოდ; მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული რადგან ყოველთვის და ყოველმხრივ ვერიდები წინასწარმეტყველებებს; მათ ინტერპრეტირებას და თუნდაც მათ დამაჯერებლობითი ფორმით ციტირებას ამა თუ იმ კუთხით; - არა და ბაბილონი - დიდი ქალაქი - მეძავი --- ეს სწორედ იოანეს გამოცხადებიდანაა რომელიც მას უფალმა კუნძულ პატმოსზე მოუვლინა და რომელიც წინასწარმეტყველებათა უდიდეს ჯაჭვს შეიცავს ...   - მაგრამ თქვენდამი და ჩვენი ფრიად გონიერი საზოგადოებისადმი პატივისცემის ნიშნად შევეცდები ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ თქვენი შეკითხვის საპასუხოდ  :   (აქვე მინდა ვთხოვო სენიორ მურს რომ ეს პოსტი როგორმე იქნებ რელიგიის "იოანეს სახარების" თემაში გადაიტანოს შემდგომ)

მაშ ასე  - რა ცნობებს გვაწვდის იოანე მახარებელი მეძავის შესახებ და რა და როგორ ნახა იოანემ მეძავი ??? (გამოცხადება 17-ე თავი)

- იოანე მახარებელი გვიყვება რომ მასთან ანგელოზი მივიდა და უთხრა : - წამოდიო და გიჩვენებ დიდი მეძავის სამსჯავროსო; როგორ დაათრო სიბილწის ღვინით მთელი ხალხები და ერებიო და საერთოდ როგორ ისიძვიდაო სხვა მეფეებთანო და რას სჩადიოდა და ვინ არის რა არის ყველაფერს გაჩვენებო !!! წაყვა იოანე და რასაც ხედავს თავისი თვალით იმას გვიყვება (არ დაგვავიწყდეს რომ იოანეს თავად უფლის ანგელოზი ახლავს თან და "სავმესნა" უხსნის და უნმარტავს მეზავის რაობას !!!)  : ესეიგი რას ხედავს იოანე ნახეთ

3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. 4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. 5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. 6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება. 7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. 9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე, 10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. 11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის. 12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. 13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს. 14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. 15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი. 16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. 17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა. 18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.

ესაა ის ადგილი გამოცხადებიდან სადაც ბაბილონ-დიდიმეძავის შესახებ ყველაზე ფართო ინფორმაცია დევს ... ეხლა მთლიანი ტექსტის გარჩევა ძალიან შორს წაგვიყვანს და არცაა ეს თქვენი შეკითხვის აზრში ; ამიტომ მოდით შევეცადოთ არა კონტექსტიდან ამოგდებით არამედ მთლიანი ტექსტიდან გავაკეთოთ ანალიზი მეძავის შესახებ 

1-ლი : 18-ე მუხლში პირდაპირ წერია რომ მეძავი (ქალი) რომელიც იოანემ იხილა - დიდი ქალაქია  და ჰეგემონია - რომელსაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყველა მეფე !!!!

2-ე :   "დიდ მეძავში" უნდა ვიგულისხმოთ ის ქალაქი ბაბილონი, რომელიც ნახსენებია გამოცხადების 14-ე თავში (14:8); მას იქაც "დიდი"ეწოდება და დახასიათებულია, როგორც მეძავი. სწორედ მასზედ უნდა აღსრულდეს სამსჯავრო გამოცხადების 16:9 თავის მიხედვითაც.

3-ე :  გარდა ამისა, წმიდა წერილში სიტყვა "მეძავი" მიმართულია როგორც საზოგადოებისა და ებრაელთა ეკლესიისადმი, ასევე იმ ქალაქებისადმი, რომლებიც არიან გარყვნილების გამავრცელებელნი და გარშემო მცხოვრებ ხალხთა ზნეობრივად განმხრწნელნი (ისაია 23:15-18; ნაუმი 3:4). მიტუმეტეს, რომ აქ "მეძავში" უნდა დავინახოთ სწორედ ბაბილონი (14:8 და 16:9), და არა რომელიმე სხვა ქალაქი, რომ სწორედ მასზე უთითებს პირველი მუხლის ბოლო სიტყვები.

4-ე და მთავარი პასუხი თქვენს კითხვაზე მილორდ : - საბოლოოდ  უნდა განადგურდეს სწორედ ცოდვილი კაცობრიობა და კაცობრივი დაწესებანი და არა ეკლესია, რომელიც განკაცებული ღმრთის მიერ არის დაფუძნებული. ცოდვილი კაცობრიობის მიერ კი დაარსებულია სწორედ ქალაქები და სახელმწიფოები.
ამიტომაც, ზოგიერთი კომენტატორი ბაბილონში რომს გულისხმობდა, რომელიც იმ დროინდელი გარყვნილებისა და კერპთაყვანისცმემლობის ცენტრი იყო. მაგრამ რომი და რომაული ძლიერება, ასევე მისი ღმრთისმბრძოლობა (კერპთაყვანისმცემლობა) შეიძლება მხოლოდ მომავალი ბაბილონის პროტოტიპად განვიხილოთ, რომელიც გამოცხადებაშია  გახსნილი და შეუძლებელია წინასწარმეტყველების ნამვდილი საგანი იყოს.
"მეძავად" ზოგიერთები მიიჩნევდნენ ძველ რომს, - წერს ანდრია კესარიელი, - რომელიც გაშენებული იყო შვიდ მთაზე; იგი იჯდა მხეცის "შვიდ თავზე"; ეს გულისხმობს იმ შვიდ უკეთურ მეფეს, რომლებიც დომიციანეს დროიდან ვიდრე დიოკლეტიანემდე დევნიდნენ ეკელსიას. მაგრამ თანამიმდევრულნი რომ ვიყოთ და თანხმიერნი ნაწინასწარმეტყველევთან, ვფიქრობთ, რომ "მეძავში", საზოგადოდ, ან მიწიერი ხელმწიფება უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც აქ ერთ მთლიან სხეულად წარმოსდგება; ან ქალაქი, რომელიც ანტიქრისტეს გამეფებამდე სხვა ქალაქებზე აღზევდება !!!

გავყვეთ თხრობას ....

5. ქალის შინაგან არსზე მეტყველებს მისი საიდუმლო სახელი "დიდი ბაბილონი". ეს სახელი არის საიდუმლო, ანუ იდუმალი, რომელიც სულიერად უნდა გავიგოთ. ამიტომ თვით სახელიც "დიდი ბაბილონი" არა პირდაპირ, არამედ გადატანითი მნიშვნელობით, სიმბოლურად უნდა შევიმეცნოთ. ბაბილონი (14:8; 16:19) კი, როგორც უკვე ვნახეთ, წარმოადგენს მომავალი ანტიქრისტეანული ქალაქის სახელს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ ქალაქთადმი თავისი გამრყვნელი ზეგავლენით ჭეშმარიტად "მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა" გახდება.

6. შემდგომ ამისა მილორდ - იოანე მახარებელი ამჩნევს, რომ ქალი "მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით". ეს უკვე ფუფუნებაზე ან უბრალო გარყვნილებაზე, ან კიდევ უდარდელ სიამტკბილობაზე კი არ მეტყველებს, არამედ ქალის უკიდურეს სისასტიკეზე. ისევე როგორც გამოცხადების წინა თავის მუხლში (16:6), აქაც მითითებულია ის, რომ ქალაქი ბაბილონი დამნაშავე იქნება ქრისტეანთა სისხლისღვრაში, ქრისტეანული სარწმუნოების სასტიკ დევნულებაში. "წმიდანი", ეს - ყველა ჭეშმარიტი ქრისტეანია, რომელიც დაექვემდებარება დევნას, წამებას და სიკვდილსაც კი ღმრთისმოწინააღმდეგე, უკეთური და ანტიქრისტეანული სამყაროს მხრიდან. 

* - იოანე მახარებელი გაკვირვებულია მხეცზე მჯდომი ქალის ხილვით და ამბობს: "და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება"-ო…. - რამ გააკვირვა იოანე ???  - ამ გაკვირვების მიზეზზე ანგელოზის სიტყვებიდან შევიტყობთ ;) 

7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.

და აი აქედან იწყება საიდუმლოს ახსნა : - ეს საკვირველება მდგომარეობს მხეცისა და ქალის შერწყმაში, მათ უერთიერთკავშირში, საერთო საქმიანობასა და ამსოფლიურ გამოვლინებაში. 17-ე თავის შემდგომი შინაარსი სწორედ ამ საკითხის გამორკვევაზეა კონცენტრირებული.

 

8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
მხეცი არის ეშმაკი, რომელიც ასე თუ ისე ავლენს თავის სატანურ ძალას სამყაროში. ის ადრე "იყო" და "აღარ არის", ანუ იმ დროს, როდესაც იოანემ გამოცხადება მიიღო. ეშმაკი "აღარ არის" ქრისტეს მაცხოვნებელი ჯვარცმის ძალით, რადგან მას წაერთვა თავისი ადრინდელი მაცთურება (იოანე 12:31), დაჰკარგა ძალმოსილება, რადგან ქრისტეს მორწმუნენი უკვე თავიანთი მაცხოვრის სახელით დევნიან ეშმაკთ (მარკოზი 16:17). ქრისტეანული სარწმუნოების გავრცელებამ გააფერმკრთალა წარმართობის წარმწყმედელი ბრწყინვალება და განქარდა მასში მისი ადრინდელი მაცთური ძალი.
ამ გაგებით, ამ დროიდან დედამიწაზე ეშმაკი უკვე "აღარ არის"; მან მხოლოდ "სასიკვდილო ჭრილობა" მიიღო (გამოცხ. 13:3), რომელმაც წაართვა მას ადამიანებზე თავისუფლად ბოგინობისა და მათი წარწყმედის უფლება. ის, შეკრულ (20:3) და შთაგდებულ იქნა ქვესკნელში. მაგრამ ეშმაკის ეს შეპყრობა სრული და საბოლოო არ არის. ეშმაკი გათავისფულდება და გამოვა ქვესკნელიდან (20:7).
აპოკალიფსისი ლაპარაკობს შეპყრობილი ეშმაკის გათავისუფლებასა და კვლავ გამოჩენაზე, რომელიც ქვეყნიერებას მოევლინება ქვესკნელის ანგელოზის (9:2-11), ასევე ქვესკნელის მხეცისა (11:7) და ურჩხულის სახით, რომელიც თავის ძალაუფლებას გადასცემს ანტიქრისტეს (13:2).
ეშმაკი საბოლოო წარსაწყმედელში წავა იონესთვის შორეულ მომავალში და ეს მისი საბოლოო წარწყმედა იქნება. ეშმაკისთვის, როგორც სულიერი და მარადიული არსებისთვის, შეუძლებელია არსებობდეს სრული განადგურება, არარსებობაში გადასვლა, განქარვება, გაქრობა. ცხადია, მის საბოლოო და სამუდამო წარწყმედაში სამარადისო გეჰენა, მარადიული სატანჯველი უნდა ვიგულისხმოთ, ამიტომაც იწოდება ის "ძედ წარწყმედისა" (2 თესალონიკ. 2:3).

აქ მილორდ მე სხვა განმარტებაც შემხვედრია უფრო სწორედ პირადად მომისმენია - რომ მხეცი ესაა საბჭოთა კავშირი;  (ქვემოთ მოგახსენებთ)

 

9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე.
ის განმმარტებლები , რომლებიც "მხეცში" ან თვით რომს ან რომის მსოფლიო მონარქიას გულისხმობენ, ან კიდევ რომაულ კერპთაყვანისმცემლობას, შვიდ მთაში (. 10) ხედავენ მითითებას იმ შვიდ გორაკზე, რომელზეც დაფუძნდა ისტორიული რომი, კერძოდ: 1. კაპიტოლიუმის 2. პალატინის 3. კვირინალის  4. ცელისის 5. ავენტინის  6. ვიმინალის და 7. ესკვილინის  გორაკები.
მაგრამ იოანეს მხედველობაში რომი და მისი გორაკები რომ ჰქონოდა, ამაში განსაკუთრებული საიდუმლო რა უნდა ყოფილიყო და ამის გასაგებად არც გონების დიდი დაძბვა იქნებოდა საჭირო. თანაც თუკი ქალისა და მხეცის სახელები უნდა გავიგოთ არა ისტორიული, არამედ სიმბოლური აზრით, მაშინ გორაკების ერთობაც სიმბოლურად უნდა იქნეს აღქმული და არა პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ისინი ამ სიმბოლური ხილვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ.
წმიდა წერილში, როდესაც სიმბოლურ გამოყენებაზეა ლაპარაკია, გორაკები (მთები) ჩვეულებრივ სამეფოებს აღნიშნავენ ან საკუთრივი მნიშვნელობით მიანიშნებენ ამა თუ იმ სამეფოზე. მაგალითად: ფსალმ. 75:5; დან. 2:35; 7:17; 8:2; იერ. 5:25; ეზეკ. 35:1 და სხვა. მაგრამ თუ ქალში ანტიქრისტეანული სამეფო და ძალა უნდა ვიგულისხმოთ, მაშინ მხეცის შვიდ თავშიც მიწიერი სამეფოები უნდა ვიგულვოთ, რომელთა განვითარებაშიც გამოიხატა ეშმაკისა და მისი ღმერთსაწინააღმდეგო ძალისხმევა, რომელიც კაცობრიობის გარყვნისკენ არის მიმართული.
ქალი, ანტიქრისტეანული სამეფო და ანტიქრისტეანული უკეთურება, ზის მხეცზე, რომელსაც გააჩნია ეს თავი-სახელმწიფოები, შედეგად, მას ექნება იგივე საფუძველი, რაც იმ სახელმწიფოებს გააჩნდათ, განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, რომ ანტიქრისტესეული სამეფო ბოლო ჟამს გამოჩნდება და შემოჰკრებს ყველა ადრე არსებუილ სახელმწიფოს უკეთურ და ბილწ თავისებურებებს, რამეტუ სწორედ მათში გამოიხატებოდა ეშმაკის ღმრთისმბრძოლური ძალა.

10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. 11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის. 

აქ შემხვედრია სსრკ-სთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება მილორდ - რომ ეს შვიდნი არიან შვიდი სსრკ-ს მეთაური :

1.ლენინი ; 2. სტალინი; 3. ხრუშოვი; 4. ბრეჟნევი 5.ანდროპოვი; 6. ჩერნენკო და 7. გორბაჩოვი - და ამბობდნენ რომ მხეცი იქნება გორბაჩოვიო; რომელიც იყო სსრკ-ს თავი; მერე აღარ იყო  და ბოლოს ისევ მოვაო და სამწელიწადნახევარს გაძლებსო და დასაღუპად წავაო - აი ასე მსმენია ; მაგრამ მოგეხსენებათ გორბაჩოვი აღარ არის ... 

და ბოლოს მილორდ :

 

18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
ანგელოზის განმარტებით, - მეძავი ქალი, იოანემ რომ იხილა და რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე, არც ისტორიული რომია და არც ბაბილონი, არამედ ანტიქრისტეს მომავალი, ბოლოჟამინდელი ქალაქი უნდა იყოს, რომელიც ანტიქრისტეს მეთაურობით მსოფლიოს დედაქალაქი გახდება და რომლიდანაც გაავრცელებს თავის ძალაუფლებას დედამიწის ყველა ხალხსა და მეფეზე, რომლებმაც ქრისტე უარყვეს.

ბოდიშით ვრცლად გამომივიდა ....

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   94 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 93 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(2)