Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გოგი და მაგოგში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Beqa said:

კიდევ რაიმე სხვაც იგულისხმება? (მაგ. ბატონი - მსახური?)

მსახურების ფორმას გააჩნია : - პავლე მოციქული გულისხმობს ყოველ იმ ხელმწიფების ინსტიტუტს რომელიც ღვთისგანაა დადგენილი და მისთვის მოსაწონი

(ბატონი-მსახურის შემთხვევაში გააჩნია ; და არამარტო ბატონი - მსახურის შემთხვევაში არამედ ყველა დანარჩენ შემთხვევაშიც - მაგალითად : - მოციქულები მამასთან ერთად მებადურობდნენ (თევზაობდნენ) გაიარა უფალმა და მოუწოდათ; მათ მიატოვეს მამა და გაჰყვნენ ; აქ თითქოს მამა-შვილობის ხელმწიფება (მორჩილება) დაირღვა; მაგრამ უფლის მორჩილება აღმატებულია ყველა დანარჩენთან მიმართებაში !!! ამიტომ გააჩნია "ბრძანებას" ; გააჩნია რის შესრულებას მოითხოვენ შენგან ... უსიტყვოდ დაემორჩილეო არავის უთქვამს ...) 

7 საათის წინ, Beqa said:

რა მკითხეთ მართლა ვერ გავიგე.  

ჩვენი საუბარი დაიწყო იქედან პატივცემულო რომ : - გამოუკვლეველად; შეკითხვის დასმის გარეშე; წამომიყენეთ უსამართლო ბრალდება  ;)

- რომ გჯეროდეს არჩევნებზე არ ივლიდითო ... - ასე არ იყო ??? :D

რაზედაც გაგეცით პასუხი : - არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა მას შემდეგ რაც გამსახურდია ავირჩიეთ-თქო

აქვე საპასუხოდ ჩამოგოგდეთ საუბარი ეკუმენიზმზე შეგონების კუთხით : ჩემს თვალში რომ ბეწვს ეძებთ (არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობა) იმაზე თუ ღელავთ თქვენს თვალში რომ დირეა-თქო (ეკუმენიზმის სახით)  ??????????

პასუხს თავს არიდებთ . საინტერესოა რატომ ??? 

8 საათის წინ, Beqa said:

ჩემგან რატომ ელოდებით ახსნას, როცა თქვენ დააკავშირეთ?))

იმიტომ რაც ზემოთ დაგიწერეთ 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

წამომიყენეთ უსამართლო ბრალდება 

ამაზე,

On 2/19/2023 at 12:38 AM, kvipriane said:

ვისაც გვჯერავს იმათ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია

გიპასუხეთ კრებსითი ფორმით, როგორც ელექტორატს. რომ გჯეროდეთ არჩევნებზე არ ივლიდით-თქო, უფრო იმის გაგრძელება იყო არავის რომ არ გჯერათ, და ვიგულისხმე, რომ არჩევნებზე სიარულით არაფერი შეიცვლება. 

თუმცა, რადგან პირადად მიიღეთ, და  თანაც ბრალდებად, უთუოდ უკმეხად მოგეჩვენებოდათ, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. ალბათ, უპრიანი იქნებოდა სხვა ფორმის შერჩევა.

 

2 საათის წინ, kvipriane said:

პასუხს თავს არიდებთ . საინტერესოა რატომ ??? 

ეს არის კითხვა?

2 საათის წინ, kvipriane said:

იმაზე თუ ღელავთ თქვენს თვალში რომ დირეა-თქო (ეკუმენიზმის სახით)  ??????????

 

რა გითხრათ, ამაზე არ ვღელავ, რადგან ვერ ვხედავ საფუძველს, თუმცა დირეც ხომ ეგაა რომ ვერ ხედავ. ახლა წესით თქვენ უნდა ამიხსნათ რის საფუძველზე დაასკვენით ჩემი ეკუმენიზმის აპოლოგეტობა? ამის შემდეგ შესაძლოა თქვენმა შეგონებამ აზრი  შეიძინოს. 

 

2 საათის წინ, kvipriane said:

მსახურების ფორმას გააჩნია

არ ვიცი რამდენად ღირს გაგრძელება, მაგრამ, მაინც: რა ფორმაა მისაღები ბატონი-მსახურის შემთხვევაში?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Beqa said:

არ ვიცი რამდენად ღირს გაგრძელება, მაგრამ, მაინც: რა ფორმაა მისაღები ბატონი-მსახურის შემთხვევაში?

ასე ზოგადად რა ვთქვათ ; მშვენივრად ახსნა მოციქულმა : - ყოველი ხელმწიფება ღვთისგან არისო ... კონკრეტულ მაგალითში უფრო გამოჩნდება რა და როგორ ... 

თავად როგორი აზრი გაქვთ ბატონი-მსახურის შემთხვევაში ?... რაში არ გვეთანხმებით ?... 

 

14 minutes წინ, Beqa said:

თქვენ უნდა ამიხსნათ რის საფუძველზე დაასკვენით ჩემი ეკუმენიზმის აპოლოგეტობა?

არსად მიხსენებია თქვენს მიერ ეკუმენიზმის აპოლოგეტობა ; მხოლოდ გკითხეთ და არა განყენებულად მხოლოდ ეკუმენიზმზე; არამედ არჩევნებთან ერთიან კონტექსტში; თუკი არჩევნებს მიიჩნევთ უსაფუძვლოდ; უარყოფითად; არაფრის მომტანად - იმაზე რატომ არ ღელავთ რაც ამაზე მეტი ბოროტებაა-თქო ? ... 

პ.ს. - ყველა ამ კითხვას უკან წავიღებ თუ ეკლესიის წევრად არ მიიჩნევთ თავს 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Freeman უპასუხეს მუსიე გერონტს :დ სენიორ.

 

ჯერ პაჭანიკთუმფროსმა იტალიურ! გაზეთთან არა-ო და დღეს საერთოდ ბაბუ ჩაიყვანეს იქ.

 

ასე რომ როფორც უკვე ვთქვით ესკალაცია იქნება. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share