Jump to content
×
×
  • Create New...

არ შემიძლია


Recommended Posts

  • ფორუმელი

   

1 საათის წინ, marguerite said:

იმავეს ვიტყვი ყველაფერზე რაც დაწერე. მაინც არ მიყვარს, სერიოზულად ვერ ვუყურებ.

ჰოდა რატომ? არ გაინტერესებს თვითანალიზი ჩაატარო?
მე მაგალითად ორჯერ ვცადე სთორის გამოქვეყნება. ორივეჯერ იუთუბის ვიდეო მინდოდა ასე გამეზიარებინა. იდეაში აქვს ფბ-ს ეგ ფუნქცია, მაგრამ წესიერად არ გამოაქვეყნა და შევეშვი. აი კედელზე რომ გამომექვეყნებინა, ეგ სერიოზული იქნებოდა და სთორიზე - არა? რატომ?
ან მომაკვდავი ბავშვისთვის რომ რამეს აგროვებდეს ვინმე, ყველა არხით ცდილობდეს ხალხისთვის ხმის მიწვდენას, მ. შ. სთორითაც, მასაც არასერიოზულად ჩათვლიდი?

 

 

Quote

პლუს ასი ფეიქ ექაუნთი :down:

მაგას ან დადებითდ როგორ უნდა უყურო, ან უარყოფითად, არ ვიცი :) ეტყობა სჭირდება, ვისაც აქვს. ტყუილუბრალოდ ძალიან უსაქმურიც არ დაიწყებს სადმე რეგისტრაციას. თუ სამავნეოდ იყენებს, დავგმოთ, თუ არა და ისემც უქნია, ათასი გაუხსნია, ჩვენ რა?
მე სამი მქონდა თავის დროზე. ერთით ისეთ ხალხს ვიმეგობრებდი (გარკვეული კატეგორიის და კლასტერის წარმომადგენლებს), რომელთა მთავარ პროფილზე ყოფნაც არ მესიამოვნებოდა, არც სხვებს მინდოდა მათი ჩემთან ფრენდობა ენახათ და არც მათ მინდოდა გაეგოთ ჩემი ვინაობა.  მქონდა მიზეზები. ნუ ერთი ძირითადი და მესამე კიდევ ასევე დამატებითი, ძირითადის გაუქმების დროს ვიყენებდი ხოლმე მომენტებში. ცუდს არაფერს ვშვრებოდი :) ახლა ერთი მაქვს, ორმოციოდე კაცი მყავს დამატებული.

 

 

Quote

ყოფილ შეყვარებულს ჩემი ფოტოც კი არ აქვს დალაიქებული არასდროს :hah: არც სხვისი :nope:

რატომ? ლაიქის ჟმოტია? მეც საკმაოდ ძუნწი ვარ მაგ საკითხებში, რაღც ბუნებრივად ასეთი ვარ რა. სამაგიეროდ ამის გამო ჩემს ლაიქს მეტი ფასი აქვს. საამაყო ნამდვილად არაფერია, თუ არაფერი დაულაიქებია :) ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ უნდა გამოყენება. თან იქნებ ფეიქებიდან ალაიქებდა უცხო ლამაზმნებს, რა იცი :D 

 

 

1 საათის წინ, Mulan said:

რამეს გაყიდვას პრომოციასა და პაკაზუხობებს ვასხვავევთ ერთმანეთისგან როგორმე

რა გეტყობა? შენ გეწერა ეს:

3 საათის წინ, Mulan said:

უმჯობესია თუ ამ ფუნქციას საერთოდ არ იყენებს. მეგოიმება რა.

განა პაკაზუხობას გმობდი, სთორის ფუნქციას შეუტიე. პაკაზუხობა სთორების გარეშეც არსებობს და სთორები - პაკაზუხობის გარეშე. საერთოდ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფენომენებია.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი რა არ მეტყობა რო ადამიანი რამეს რო აპრომოციებს და პაკაზუხობს ამას რო ვერ ვასხვავებ ერთმანეთისგან?

სად ნახე რო სთორის ფუნქციონალს შევუტიე ზოგადად? მისი დანიშნულება ზუსტად ეგაა იპაკაზუხო და აპაკაზუხო ის რაც არ გინდა ლონგ მემორიში ეგდოს და მიაღწიო მაქს რაოდენობის უსაქმურ ფრენდს და გამომწერს ხმა ამავდროულად.

თუ მინდა რამე დავდო და მისი გდება ვოლზე არ მაკომპლექსებს სთორის რატო გამოვიყენებ?

აი დაფიქრდი.

სერიოზულ კაცს რა ღლედ უნდა დადოს რაღაც რაც 24 სთ ში გაქრება? ცანცარაა და უნდა ტრეკოს ვინ ნახა და ალაიქა, ვიღაცის გამო აკეთებს ამას, ან უსაქმური პაკაზუხაა... 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

პაკაზუხობა სთორების გარეშეც არსებობს და სთორები - პაკაზუხობის გარეშე. საერთოდ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფენომენებია.

ან ეს სად დავწერე რო არ არსებობს

სულ ასეთ სისულელებს ჩემი ნათქვამიდან რატო ასკვნი? 

გიხარია?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 6/16/2022 at 5:41 PM, marguerite said:
On 6/16/2022 at 4:56 PM, დათვების მეგობარი said:

მქონდა მიზეზები

:down:

:D 

იმედია მოხვდები ჩემს ტყავში და მიხვდები, რომ მართლა შეიძლება არსებობდეს რამდენიმე პროფილის შექმნის მიზეზი.

 

 

On 6/16/2022 at 5:04 PM, Mulan said:

სად ნახე რო სთორის ფუნქციონალს შევუტიე ზოგადად?

შენს პოსტში. დავაციტირე კიდეც. 

 

 

Quote

მისი დანიშნულება ზუსტად ეგაა იპაკაზუხო

სად წერია ეგ? :wtf:
იქნებ ინტერნეტი პორნოს საყურებლად, უაზრო კონტენტით თავის გამოსაყეყეჩებლად და სლოტების სათამაშოდაა შექმნილი? რავი, ვიღაცეების (ძალიან ბევრის) ქცევის მიხედვით თუ მსჯელობ, ასე გამოდის.

 

 

Quote

და აპაკაზუხო ის რაც არ გინდა ლონგ მემორიში ეგდოს. თუ მინდა რამე დავდო და მისი გდება ვოლზე არ მაკომპლექსებს სთორის რატო გამოვიყენებ?

სთორებიც ლონგ მემორიში უდევს ბევრს (დაარქივება და კოლექციებად შეკვრა შეიძლება ფბ-ზეც და ინსტაგრამზეც, რაც პროფილის თავში უჩანთ) და პოსტებიც შეიძლება დროებითი დადო, ტაიმერიანი. ინსტაგრამზე არ ვიცი და ფეისბუქს აქვს. თუ არა და უბრალოდ წაშლაც შეიძლება, რა პრობლემაა :) და ბევრი შლის კიდეც.

 

 

Quote

სერიოზულ კაცს რა ღლედ უნდა დადოს რაღაც რაც 24 სთ ში გაქრება?

დავძაბე გონება, მაგრამ სერიოზულობასთან ვერ დავაკავშირე ვერანაირად ეგ :meravi: 
ა) არის რაღცეები, რაც იმ მომენტშია მხოლოდ აქტუალური და ბ) ზემოთაც მეწერა, სთორებსაც ინახავენ და პროფილის თავში ფენენ. არ თქვა რომ არ შეგხვედრია არავისთან

 

 

Quote

 ვიღაცის გამო აკეთებს ამას

რა თქმა უნდა ვიღაცის გამო აკეთებს, აბა ისე კომპიუტერში შეინახავდა და არა სოცქსელში.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share