Jump to content
×
×
  • Create New...

ონლაინ შოპინგი


Windmühle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

ოცდამეერთე საუკუნე ონლაინ შოპინგის გარეშე წარმოუდგენელი ამბავია. 

ვარჩევთ, ვიწერთ, ველოდებით, ვეძებთ დაკარგულ ამანათებს და შედეგით ხან კმაყოფილები ვართ და ხანაც არა.

რთულია განსაზღვრო რომელ საიტს ენდო და რომელს არა, როდესაც პირველ შენაძენებს აკეთებ.

ამიტომ გავუზიაროთ ერთმანეთს სანდო ონლაინ მაღაზიები.

 

5 მიზეზი, თუ რატომ არის ონლაინ შოპინგი უკეთესი

 

მსოფლიო პანდემიის ფონზე, გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა სახის დისტანციურ მომსახურებებზე. მათ შორისაა ონლაინ მაღაზიებიც. სავაჭრო სფეროში არსებული კომპანიები ადაპტირდნენ მოცემულ მდგომარეობასთან, დახვეწეს და კიდევ უფრო განავითარეს  ონლაინ მომსახურება. ერთ-ერთი ასეთი  კომპანია, საქართველოში ყველაზე დიდი ჰიპერმარმარკეტების ქსელი  „გორგიაა“, რომელმაც განაახლა საკუთარი ონლაინ მაღაზია, სადაც საუკეთესო ფასადაა შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის შეძენა რემონტისა და სახლისათვის. 

 

მაშ ასე, „გორგია შოპი“ წარმოგიგდენთ 5 ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა იშოპინგოთ ონლაინ:


1. დროის ეკონომია

5  მიზეზი, თუ რატომ არის ონლაინ შოპინგი უკეთესი | Gorgia Shop
პროდუქციის ონლაინ შეძენისას, არ გჭირდებათ ბევრი სიარული, დამღლელ საცობებში დგომა ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით არაკომფორტულად მგზავრობა,  ასევე თავიდან აიცილებთ რამდენიმე სავაჭრო ობიექტში სიარულს იმისთვის, რომ გადაამოწმოთ პროდუქტის ფასი ან არჩევანი. „გორგია შოპი“ გთავაზობთ 20000 მდე დასახელების პროდუქტს სახლისა და რემონტისათვის, რომელთა შეძენას სახლიდან გაუსვლელად, თქვენი კომპიუტერის ან მობილურის საშუალებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ. შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს, მიიღებთ ონლაინ ჩათის მეშვეობით კომპეტენტურ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ პროდუქტსა თუ საკითხზე,  თანხას გადაიხდით ბარათით ან ისარგებლებთ ონლაინ განვადებით და თქვენს შენაძენს,  მთელი საქართველოს მასშტაბით უმოკლეს დროში მიიღებთ.


2. თანხის ეკონომია

5  მიზეზი, თუ რატომ არის ონლაინ შოპინგი უკეთესი | Gorgia Shop
„გორგია შოპით“ სარგებლობისას პროდუქტების უმრავლესობას, ქსელში არსებულ ფასზე იაფად შეიძენთ. ასევე აქ მუდმივად დაგხვდებათ აქციები და სპეციალური ფასები,  თქვენს შენაძენს სახლში მოგიტანენ,  რაც დამატებით სატრანსპორტო ხარჯებსაც შეგიმცირებთ. 

 

3. შეგიძლიათ იშოპინგოთ ნებისმიერ დროს


ონლაინ შოპინგის კიდევ ერთი პლიუსი, მისი 24/7, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობაა მაღაზიისგან განსხვავებით, რომელთა უმრავლესობაც ძირითადად კონკრეტულ დროს მუშაობს.

 

4. არ იდგებით რიგში

5  მიზეზი, თუ რატომ არის ონლაინ შოპინგი უკეთესი | Gorgia Shop
მოდით შევთანხმდეთ, რომ სალაროებთან ხალხმრავალ რიგებში დგომა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტია, მით უმეტეს პანდემიის დროს. ამ დროსაც „გორგია შოპი“ ყველაზე კარგი გამოსავალია, რადგან   თქვენ კომფორტულად, სახლიდან, ან ოფისიდან გააკეთებთ შენაძენს. 


5. სწრაფად იპოვით სასურველ პროდუქტს


მაღაზიებში, დახლებზე სასურველი ვიზუალის და ფასის პროდუქტის ძებნის მაგივრად, შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად მოძებნოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი „გორგია შოპზე“: ჩაწეროთ საძიებო სისტემაში პროდუქტის დასახელება ან შეხვიდეთ თქვენთვის საინტერესო განყოფილებაში და გაფილტროთ პროდუქტი სასურველი ფასის, ბრენდის ან სხვა მახასიათებლის მიხედვით. ონლაინ განვადება | Gorgia Shop

 

Edited by Moor
Share on other sites

  • ფორუმელი

სხვათა შორის კოკრაზ წუხელ პირველად გადავწყვიტე მაქსიმალური ბიჯი მიმეთითებინა იბეიზე და დავიძინე. ხოდა ერთი დოლარით მეტად გაყიდულა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
40 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

სხვათა შორის კოკრაზ წუხელ პირველად გადავწყვიტე მაქსიმალური ბიჯი მიმეთითებინა იბეიზე და დავიძინე. ხოდა ერთი დოლარით მეტად გაყიდულა

რისი ყიდვა გინდოდა?

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Moor said:

მაგ ფოტოებს ხო ვერ ხედავ? არ გინდა რო გაასწორო? :classic_blink:

@Windmühle

იდეაში ჩანდა რომ ავტვირთე და რა მოუვიდა?  როგორ გავასწორო მითხარი აბა

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ახლიდან დალინკე :gurabe2:

 

პს. შოპინგს სხვა განყი უფრო შეეფერება, ტიმს კი არ უნდა მიბაძოთ ზიზულელეებში :m1703:

Edited by Moor

 

 
Share on other sites

რაღაც დეტალი გამოვიწერე,  რაღაც საიტიდან და ფულიც შეიტყაპუნეს და წერილზეც არ მიპასუხეს. 

დიდი ფული არ იყო,ფულზე არ ვდარდობ, ის რაღაც მჭირდება.

ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამაზონი არის ყველაზე ყველაზე კარგი რესურსი ონლაინ შოპინგისთვის. პრაიმი მაქვს, ორ დღეში ადგილზე მოაქვთ ხოლმე ძირითადად. ყველაზე გვიანი ერთხელ ერთი კვირა იყო მგონი. როცა იწერ, ეწერება ხოლმე როდის ჩამოდის.

ზუსტად დილის რვაზე კარებს ვაღებ ხოლმე, მაგ დროს მოაქვთ. თუ არ დავხვდი, ოთხი საათის შემდეგ ფოსტაში შემიძლია ავიღო.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, iaiameri said:

რაღაც დეტალი გამოვიწერე,  რაღაც საიტიდან და ფულიც შეიტყაპუნეს და წერილზეც არ მიპასუხეს. 

დიდი ფული არ იყო,ფულზე არ ვდარდობ, ის რაღაც მჭირდება.

ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამაზონი არის ყველაზე ყველაზე კარგი რესურსი ონლაინ შოპინგისთვის. პრაიმი მაქვს, ორ დღეში ადგილზე მოაქვთ ხოლმე ძირითადად. ყველაზე გვიანი ერთხელ ერთი კვირა იყო მგონი. როცა იწერ, ეწერება ხოლმე როდის ჩამოდის.

ზუსტად დილის რვაზე კარებს ვაღებ ხოლმე, მაგ დროს მოაქვთ. თუ არ დავხვდი, ოთხი საათის შემდეგ ფოსტაში შემიძლია ავიღო.

ანალოგიურად. გამოვრთე პრაიმი. საშიშია ჩემი ფინანსებისთვის პრაიმი :user: 

აი ახლა პარასკევს ვიშოპინგებ მარა პრაიმს მაინც არ ჩავრთავ :user: ასოსოდან ორი საგაზაფხულო საზაფხულო ბაჩია მინდა გამოვწერო. არაგონივრულია. არ მინდა ემოციური მყიდველი ვიყო მარა არააა :mad:

 

პ.ს. ონლაინ შოპინგი გარეთ გავაგდოთ?

 

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share