Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, Moor said:

დახმარება საკმარისი ქონდა თავდაცვისთვის, მაგრამ არასაკმარისი განვითარებისთვის.

ვისგან ჰქონდა ეს საკმარისი დახმარება?

5 minutes წინ, Moor said:

იგივე საფრთხის წინაშე რომ დადგეს, ახლა დაუბრუნდებიან სოციალიზმს? არა ხო? 

რატომ არა?

მასლოუს პირამიდა კარგად იციან ებრაელებმა რომ ჯერ უსაფრთხოება დგას და მერე ეკონომიკა

5 minutes წინ, Moor said:

განვითარებას ჭირდებოდა პოლიტიკის შეცვლა. 

ამაზე არავინ გედავებათ

აქ საქმე ისაა რომ არჩევანის გაკეთებისას ისრაელმა უარი თქვა ეკონომიკაზე არმიის სანაცვლოდ. ხოლო შემდგომ უკვე როცა ეგზისტენციალური პრობლემა გადაჭრა არმიაც შერჩა და ეკონომიკის კაპიტალისტურზე გადაყვანაც შეძლო.

მეც მეგონა რომ მთლად ასე არ იყო მაგრამ იორკმა შეძლო ჩემი გადარწმუნება

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
22 minutes წინ, Instance said:

ვისგან ჰქონდა ეს საკმარისი დახმარება?

ჯამში - ამერიკელები, ემიგრანტები, კომპენსაციები.

INTERACTIVE_Israel_Military_Chart6-Israe 

 

US support for Israel commenced in 1948 when the latter declared independence, and the US was one of the first countries to recognise Israel. Shortly after, the US started providing economic aid, and to a much smaller extent, military aid to the new state.

However, military aid to Israel greatly increased after the 1967 Six-Day war when Israel defeated neighbouring Arab armies and began occupying the West Bank, East Jerusalem and Gaza. The skew towards military financing since 1967 has meant that it represents nearly 80 percent of all aid provided by the US. https://www.aljazeera.com/news/2021/6/4/infographic-what-you-need-to-know-about-israels-military

 

Total US Aid to Israel By Decades

Fiscal Year              $ Millions, Current       Percent Military

1949-1959                 652.9                         .06
1960-1969                 834.8                          30
1970-1979              16,309.2                         71
1980-1989              28,052.3                         56
1990                        3,019.4                         59
1991 (requested)      3,000.0                         60

Total                       51,868.6                        60

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

მარა ერთ დღესაც შეწყდა ეს ეიფორია და ნაკადები და ხალხს მოშივდა, უფრო პრაქტიკულები გახდნენ და ცოტა მეტი მოითხოვეს.

განა მე სხვა რამ ვთქვი?

სოციალიზმი აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური

- სახელმწიფოს დაფუძნებისას

- და ეგზისტენციალური ომის დროს

როცა საფრთხე მოიხსნა, ისრაელი გადავიდა ლიბერალურ ეკონომიკაზე, გარდამავალი პროცესი ძველებურად ვითარდებოდა სახელმწიფო მართვის რეჟიმში. ამასთან, სოციალისტური ეკონომიკის პირობებში ჩამოყალიბებული პროფკავშირული და საზოგადოებრივი ინსტიტუტების წყალობით ისრაელმა თავი დააღწია კლეპტოკრატიას.

25 minutes წინ, Moor said:

იგივე საფრთხის წინაშე რომ დადგეს, ახლა დაუბრუნდებიან სოციალიზმს? არა ხო? 

განა ბრიტანეთის იმპერია მე-2 მსოფლიო ომის წინ და შემდეგ სოციალისტურ მოდელზე არ გადავიდა?

 

42 minutes წინ, t-90 said:

ამერიკული დახმარება როგორ არ ჰქონდა? ამერიკელი ებრაელების დახმარება ჰქნდა. ჯოინტები და მისთანების.

ეს არ იყო სახელმწიფოს დახმარება.

ზოგადად, ტრუმენმა აღიარა ისრაელი მხოლოდ სპეცსამსახურების დაჟინებით, რომლებმაც აუხსნეს მას, თუ რა პრობლემებს შეუქმნიდა თუნდაც პროსაბჭოთა ისრაელი კუნძებს. ეს მხარდაჭერა ტრუმენს პრობრიტანელ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებად დაუჯდა უშუალოდ არჩევნების წინ. თუ სწორად მახსოვს, თავად მარშალი დაუპირისპირდა მას ამის გამო.

 

Edited by York Ge
Share on other sites

  • ფორუმელი
37 minutes წინ, Instance said:

მასლოუს პირამიდა კარგად იციან ებრაელებმა რომ ჯერ უსაფრთხოება დგას და მერე ეკონომიკა

 ხო დაკარგად რო იციან, ისიც ესმით, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და განვითარება უფრო უსაფრთხოს ხდის ქვეყანას, ვიდრე მთელი დეკადა სტანგაცია და ინფლაცია. 

22 minutes წინ, York Ge said:

სოციალიზმი აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური

- სახელმწიფოს დაფუძნებისას

- და ეგზისტენციალური ომის დროს

 

რაში წაადგა სოციალიზმი ისრაელს, ვერ ვხვდები. 

შევთანხმდეთ, რომ სოციალისტებმა არ იციან ქვეყნის მართვა. ამას  ანარქოკაპიტლიზმის, მინარქიზმის და ა.შ. გასაპრავებლად კი არ ვამბობ. მკიდია ყველა იდეოლოგია. სახელმწიფოს ისედაც შეუძლია ჩარევა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ბევრ რამეში. 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

არსებობის 70 წლიდან, მხოლოდ ბოლო ოცი წელი ვითარდებოდნენ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, York Ge said:

ეს არ იყო სახელმწიფოს დახმარება.

ხო მაგრამ ეხლანდელ სახელმწიფოს დახმარებაზე ბევრად მეტი იყო და უფრო ქმედითი.

თან საბჭოთა კავშირისთვის დამხარბეაზე როცა იყო საქმე red scareს დროს და სახელმწიფოს ინტერესებში არ შედიოდა სასტიკადაც მოექცნენ კომუნისტებს.

17 minutes წინ, York Ge said:

ზოგადად, ტრუმენმა აღიარა ისრაელი მხოლოდ სპეცსამსახურების დაჟინებით, რომლებმაც აუხსნეს მას, თუ რა პრობლემებს შეუქმნიდა თუნდაც პროსაბჭოთა ისრაელი კუნძებს. ეს მხარდაჭერა ტრუმენს პრობრიტანელ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებად დაუჯდა უშუალოდ არჩევნების წინ. თუ სწორად მახსოვს, თავად მარშალი დაუპირისპირდა მას ამის გამო.

ხო მაგრამ მანდ ერთი ისცაა რომ ისრაელის აღიარების გამო კუნძებს მოუწიათ აშუშუსთვის ისრაელის მიფორმება.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Moor said:

რაში წაადგა სოციალიზმი ისრაელს, ვერ ვხვდები. 

 

გადარჩნენ.

25 minutes წინ, Moor said:

შევთანხმდეთ, რომ სოციალისტებმა არ იციან ქვეყნის მართვა.

მაშ ომებს როგორ იგებენ?

24 minutes წინ, Moor said:

არსებობის 70 წლიდან, მხოლოდ ბოლო ოცი წელი ვითარდებოდნენ

იმისათვის, რომ ბოლო ოცი წელი განვითარებულიყვნენ, ჯერ უნდა გადარჩენილიყვნენ.

---

იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარება შედგეს, საჭიროა,როგორც მინიმუმი, ეკონომიკური საქმიანობის შედეგის დაცვა: რა აზრი აქვს ფულის შენახვას, თუ ნებისმიერი ოხერი მოგპარავს / წაგართმევს? რამდენი წაგვართვეს აფხაზეთში?

ან, როგორ უნდა განვითარდე, თუ ეკონომიკური საზღვრების დაცვა არ შეგიძლია? როგორ უნდა დაიცვა ეკონომიკური ინტერესები, თუ უთანასწორო ურთიერთობებს მოგახვევენ თავს?

როგორ უნდა შედგეს ეკონომიკა პოლიტიკური სტაბილობის გარეშე? როგორ უნდა დამყარდეს პოლიტიკური სტაბილობა, თუ მასში დაინტერესებული არაა ხალხის დიდი უმრავლესობა? რატომ უნდა იყოს ხალხი იმ რეჟიმის სტაბილობაში დაინტერესებული, რომელიც მის ლეგიტიმურ ეკონომიკურ ინტერესს არ იცავს? როგორ მიიღებ ინვესტიციას არასტაბილური პოლიტიკური გარემოს პირობებში?

19 minutes წინ, t-90 said:

კუნძებს მოუწიათ აშუშუსთვის ისრაელის მიფორმება

ოცდაათი წელი ეცადნენ, ეგ არ მომხდარიყო, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს :)

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, York Ge said:

მაშ ომებს როგორ იგებენ?

ომში რა მნიშვნელობა აქვს ვინ მემარცხენეა და ვინ მემარჯვენე. სოციალისტური თავდაცვითი კონცეფციები ქონდათ თუ დიპლომატია? ის რაც გადარჩენაში დაეხმარათ, არანაირ კავშირში არაა ბენგურიონის ან მეიერის მემარცხენეობასთან. ინფლაციას  რომ გამკლავებოდნენ, ან პირობები გაეუმჯობესებინათ, კიდე ხო

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   465 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 465 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(5)
    • Chrome(18)
    • Googlebot(2)