Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

1 minute წინ, York Ge said:

იმ აზრს, მილორდ, რომ სახელმწიფოს ბრძოლისუნარიანობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი სოციალური სამართლიანობაა. სამხედრო ტრადიციები და უნარ-ჩვევები, ეკონომიკურად დამოუკიდებელი მოქალაქეების გარეშე, როგორც მაქსიმუმი, მხოლოდ კოლონიურ ომებში ვარგისი რაზმების შექმნის საშუალებას თუ იძლევა- ტექნოლოგიური უპირატესობის ხარჯზე.

მოგახსენებთ სენიორ ჩემს აზრს.

ომი ზოგადად ურთულესი კომპლექსია უნარჩვევების რასაც ერთი სახელმწიფო მიმართავს მეორეს ანალოგიური კომპლექსის მიმართ.

სამხედრო ტრადიციები ჩემთვის არის ინსტიტუტი. ინსტიტუტი ნიშნავს რომ იქ გადაწყვეტილებას პროფესიონალი იღებს და არა ვიღაცის დეიდაშვილის ქმარი.

სოციალური სამართლიანობა არანაკლებ მნიშვნელობის უნარჩვევაა ამ შემთხვევაში დანარჩენ უნარჩვევებთან ერთად.

იმარჯვებს ის ვისი კომპლექსური უნარჩვევებიც ჯობნის მეორე ხომ?

 

რაც თავისთავად არ გამორიცხავს რომ სამხედრო ტრადიციების მქონე ქვეყანა დაამარცხოს ისეთმა ვისაც ასეთი ტრადიციები არ გაჩნდა მანამდე

განსაკუთრებით მეოთხე ტაობის ომში.

 

მაგრამ სამხედრო ტრადიციები ნიშნავს მუშა ინსტიტუტს რაც ასევე თავისთავად სულაც არაა უარყოფითი ფაქტორი არამედ პირიქით დადებითი ხომ?

 

ამასთან მესამე თაობის ომში სამხედრო ტრადიციებს პირდაპირი პირველი ადგილი უკავია უნარჩვევებში სენიორ რადგან ომის დროს მოსახლეობის საკმაო ნაწილი სოციალური უსამართლობის მიუხედავად მაინც თავისი ქვეყნის მხარეს დგება

ხოლო ასეთი ტრადიციების არმქონე ქვეყანაში რაც მეტი დადგება ომში ქვეყნის მხარეს მით მეტია ზარალი და მსხვერპლი სენიორ და მით მეტია წაგების ხარისხი. (პარაგვაი)

 

16 minutes წინ, Seth said:

წესით ეს უნდა იყო არანაკლებ 15%-ისა, არა?

ეს არვიცი სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
30 minutes წინ, Eric said:

ეს არვიცი სენიორ.

ეს დადგენილი წესი არც უნდა არსებობდეს წესით სენიორ. მაგრამ ლოგიკურად როდესაც სამამულო ომია, ტიპი მოდის თქვენთან სახლში და წაღება უნდა მთელი ოჯახი დგება დასაცავად, არა? 

როგორც გვეუბნებიან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ქართველი იყო წასული ხომ? 4-5 მლნ-იანი საქართველოდან... შეუდარებლად მეტია, არა? დაახლოებით 10 ჯერ მეტი. თან ეს იმის გათვალისწინებით რომ ომი საქართველოში არ იყო.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

40 მლნ მოსახლეობა - 1% = 400 000

ანუ გამოდის რომ დღეს მიმდინარე სამამულო ომში იბრძვის მთლიანი მოსახლეობის 2%-მდე? 

წესით ეს უნდა იყო არანაკლებ 15%-ისა, არა?

ხო, უცნაურია, თან სამი თვის მერე. პირველი კვირა რო იყოს, კიდე ხო. 

ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკელების 11% იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. სამამულო ომის შემთხვევაში ალბათ ბევრად მეტი იქნებოდა

 

58 minutes წინ, York Ge said:

სახელმწიფოს ბრძოლისუნარიანობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი სოციალური სამართლიანობაა.

რომელიმე ქვეყანას დაეხმარა სოციალური სამართლიანობის მაღალი ინდექსი საომარი მოქმედებების დროს წარმატების მიღწევაში?

საინტერესოა, სტატისტიკა თუ არსებობს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Moor said:

ხო, უცნაურია, თან სამი თვის მერე. პირველი კვირა რო იყოს, კიდე ხო. 

ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკელების 11% იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. სამამულო ომის შემთხვევაში ალბათ ბევრად მეტი იქნებოდა

:yeah:

ბევრის რამის მანიშნებელია... განსაკუთრებით უკრაინული ელიტების მდგომარეობის...

Share on other sites

  • ფორუმელი
47 minutes წინ, Eric said:

სამხედრო ტრადიციები ჩემთვის არის ინსტიტუტი. ინსტიტუტი ნიშნავს რომ იქ გადაწყვეტილებას პროფესიონალი იღებს და არა ვიღაცის დეიდაშვილის ქმარი.

 

47 minutes წინ, Eric said:

სოციალური სამართლიანობა არანაკლებ მნიშვნელობის უნარჩვევაა ამ შემთხვევაში დანარჩენ უნარჩვევებთან ერთად.

უნარ-ჩვევების იერარქიასაც აქვს მნიშვნელობა. რომში გადაწყვეტილებებს პროფესიონალები არ იღებდნენ.

47 minutes წინ, Eric said:

მაგრამ სამხედრო ტრადიციები ნიშნავს მუშა ინსტიტუტს რაც ასევე თავისთავად სულაც არაა უარყოფითი ფაქტორი არამედ პირიქით დადებითი ხომ?

 

რა თქმა უნდა.

47 minutes წინ, Eric said:

ამასთან მესამე თაობის ომში სამხედრო ტრადიციებს პირდაპირი პირველი ადგილი უკავია უნარჩვევებში სენიორ რადგან ომის დროს მოსახლეობის საკმაო ნაწილი სოციალური უსამართლობის მიუხედავად მაინც თავისი ქვეყნის მხარეს დგება

აქ ვერ დაგეთანხმებით.

ხალხს სოციალურად უსამართლო სახელმწიფოს თანადგომის სურვილი რომც გაუჩნდეს, შესაძლებლობები არ ექნება, რადგან სოციალურ უსამართლობას თან სდევს ისეთი ფასეულობებისა და კულტურული კომპლექსების ჩახშობა, რომლებიც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და ცოდნის ათვისების უნარებს განაპირობებს. ასეთი სახელმწიფო ვერ შეძლებს მასობრივი ბრძოლისუნარიანი არმიის ჩამოყალიბებას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სამხედრო არისტოკრატია გააჩნია, რადგან უნტერ-ოფიცრებისა და უმცროსი ოფიცრების კადრები არ ეყოფა.

47 minutes წინ, Eric said:

ხოლო ასეთი ტრადიციების არმქონე ქვეყანაში რაც მეტი დადგება ომში ქვეყნის მხარეს მით მეტია ზარალი და მსხვერპლი სენიორ

ცხადია.

სტალინს არ გააჩნდა ოფიცერთა კორპუსი და ომის წარმოება პერმანენტული მობილიზაციით მოუწია.

მაგრამ სსრკ სოციალური სამართლიანობის მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. ინდოქტრინებულ ლიბერალს ჰგონია, პერმანენტული მობილიზაცია რეპრესიებითაც მიიღწევა. ეს ასე არაა.

 

მეორე მხრივ, მილორდ, თუ ახალი თაობის არმია მასობრიობას აღარ საჭიროებს, მაშინ სახელმწიფოებრიობა, ჩვენთვის ჩვეული მნიშვნელობით, დასრულებულა და ახალ, ან დავიწყებულ ძველ ფორმად გარდაქმნილა.

8 minutes წინ, Moor said:

რომელიმე ქვეყანას დაეხმარა სოციალური სამართლიანობის მაღალი ინდექსი საომარი მოქმედებების დროს წარმატების მიღწევაში?

 

ძველი რომი, ბიზანტია აგრარული რეფორმისა და სათემო არმიის ჩამოყალიბების შემდეგ, სტალინის სსრკ, ჰო ში მინის ვიეტნამი...

Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

როგორც გვეუბნებიან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ქართველი იყო წასული ხომ?

ეს ოთხი წლის განმავლობაში სენიორ და პლიუს ომამდეც გაწვეულები.

და ზელენსკის მობილიზაცია სტალინის მობილიზაციას ვერ შეედრება ისედაც ))))

 

იმ დღეს ერთ ხოხოლს ვუსმენდი და ესეთ რაღაცას ამბობდა, არვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს მაგრამ რაღაც მსგავსი მეც ვივარაუდე მანამდე ჩემთვის , დნეპრს აქეთ არმიას უნდა ქმნიდნენ ხოხლები კიდევ ერთს.

 

მოკლედ სულ ტავიდან რაც დაიწყო ეს ამბები, რომ ვუყურებდი ძირითადში ეს იყო ხოხლები 40+ ასაკის, ძირითადად ძველი 2014 ის ხალხი.

მაშინ აქ ვთქვით კიდეც რომ ხოხლები არმიას ამზადებნენ დნეპრს აქეთ, და ეს მეორე ეშელონი შემოიყვანეს ეტაპობრივად

ვიდეოებში ესენი პირველად დავაფიქსირე იმ პერიოდში როცა ლოთები კიევის მიმართულებიდან მოიხსნენ და გავიდნენ,

საიდან მივხვდი რომ მეორე ეშელონი იყო და რავი ვიგრძენი)) სახეებით განწყობით ასაკით მანამდე ესეთები არ ჩანდნენ.

შემდეგ ესენი უკვე მასიურად შეიყვანეს დონბას ლუგანსკის მხარეს.

ამის შემდეგ კიდევ ვფიქრობდი რომ  ერთ არმიას ანუ მესამე ეშელონს კიდევ ამზადებნენ და ამ ხოხოლმაც ეგ თქვა

ესეიგი რას ამბობდა რომ

ბოლო გაწვევის 100 000 კაცი არ ჩანსო სად არიანო და ესეიგი თუ არ ჩანანო არიან დნეპრს იქითო და ახალ ტექნიკას ეცნობიანო

 

ლოგიკურად ასე ჩანს, კი ვიფიქრე ასე მსურს და ამიტომ მგონია ასე, მარა ლოგიკაც დაემთხვა.

დნეპრს აქეთ მესამე ეშელონს ამზადებენ ხოხლები, ვფიქობ ივნისის შუა/ბოლოში შემოიყვანენ.

Share on other sites

12 minutes წინ, Moor said:

რომელიმე ქვეყანას დაეხმარა სოციალური სამართლიანობის მაღალი ინდექსი საომარი მოქმედებების დროს წარმატების მიღწევაში?

საინტერესოა, სტატისტიკა თუ არსებობს

რომელს არ დაეხმარა ეს სტატისტიკა უფრო საინტერესო იქნებოდა ))

Share on other sites

5 minutes წინ, York Ge said:

მეორე მხრივ, მილორდ, თუ ახალი თაობის არმია მასობრიობას აღარ საჭიროებს, მაშინ სახელმწიფოებრიობა, ჩვენთვის ჩვეული მნიშვნელობით, დასრულებულა და ახალ, ან დავიწყებულ ძველ ფორმად გარდაქმნილა.

გიგანტებისთვის აღარ და პაწაწკუნტელებს იგივე შედეგის დასადებად სრული მობილიზაცია დაჭირდებათ

იმჰო

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share