Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, t-90 said:

აა ანუ მძIმე სასტავია :D

თუ პირადად შევხვდით მაგას მერე გეტყვი რა სასტავიცაა ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, t-90 said:

როდესაც კერძO საკუტრება გარკვუელი პირობების დაცვით ხელშეუხებელი არაა და მისი მემკვიდრეობით გადაცემა არ შეგიძლია ეს არის ემირატის საქართველო. 

 

კერძო საკუთრება ხელშეუხებელია მხოლოდ კერძო პირისგან.

სხვაგვარად შეუძლებელია.

თუ კერძო საკუთრების საზოგადო ინტერესებში გამოყენება სუვერენს არ შეუძლია, გამოდის, რომ სუვერენი აღარ არსებობს, მაგრამ თუ სუვერენი არ არსებობს, მაშინ არ არსებობს არც ხელშეუხებლობის გარანტიები.

ემირატის საქართველოში კერძო საკუთრება ხელშეუხებელია დეკლარაციის სახით, მაგრამ სუვერენის არყოლის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა არათუ კერძო საკუთრების, არამედ მფლობელობისა და მისი მემკვიდრეობით გადაცემის უზრუნველყოფა.

როგორც ჩანს, რეალობა ისაა, რომ თუ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გვინდა, უნდა დავთანხმდეთ მისი რეკვიზიციის უფლებას საზოგადოების მხრიდან და მენტალურად უნდა დავყაბულდეთ ჩვენი კერძო საკუთრების განხილვას ნაციონალური საკუთრების მემკვიდრეობითი მფლობელობის ფორმის სახით.

ალტერნატივა, ცხადია, არსებობს პოლისის სახით, მაგრამ ნაცია-სახელმწიფოში? არასდროს.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Seth said:

სოციალური მომენტი (და არა აბსტრაქტული სამართლიანობა) რა თქმა უნდა თავის როლს თამაშობს ამ საკითხში. მაგრამ, ვერავინ იტყვის დასაბუთებულად რომ კოოპერატივის ან მამულის ან ქარხნის ფლობა ინდივიდის ომში წასვლას უზრუნველყოფს :) მაქსიმუმ რაც შეიძლება თქვა არის ის რომ ეს შ ე ი ძ ლ ე ბ ა იყოს ერთ-ერთ ფაქტორი ზ ო  გ ი ე რ თ ი ინდივიდის მიერ საკუთარი სიცოცხლის ომში გასაწირად.

სენიორ,

ერთი ლექტორი მყავდა (ნათელში იყოს),

სისხლის სამართლის თეორიას გვიკითხავდა, +ს საკუთარი თეორიები ჰქონდა სხვათაშორის, საკმაოდ სერიოზული,

მოკლედ „არსისა“ და „ჯერარსის“ ჭრილში გვიხსნიდა რაღაც თეორიას, თითონ თეორია არ მახსოვს,

თუმცა ეს არსი და ჯერარსი დამახსოვრდა :დ - არსი  მის თეორიაში პირობითად იყო ის, რაც რეალურად არსებობს, რაც გვაქვს

ფაქტობრივი მოცემულობით; ხოლო ჯერარსი არის ის, რაც ეს ფაქტობრივი მოცემულობა უნდა ყოფილიყო იდეაში და

რაც არ იყო. ანუ ის რაზეც არსის სწორება უნდა მომხდარიყო.

აქაც იგივეა - არსი რაც გვაქს, არ ვარგა და ჯერარსზე უნდა შევთანხმდეთ - ანუ იმაზე, რადაც არსი უნდა იქცეს.

მე იმის თქმა მინდა, რომ ამ სოციალურ სამართლიანობაზე თუ სოციალურ გარანტიებზე უნდა მოხდეს სწორება -

„სამშობლოს დედის ძუძუი“ აღარ მუშაობს (ისე როდის მუშაობდა რო?) - დღეს თუ ომში ყველა სხვადახვა მიზეზით

წავიდოდა, ეს უნდა გასწორდეს და ძირითადი მასა უნდა მიდიოდეს სოციალური სამართლიანობის გამო -

იმიტომ რომ ლონგრანში ეს იმუშავებს ყველაზე კარგად, ნუ ჩემი აზრით :დ

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, kvipriane said:

თუ პირადად შევხვდით მაგას მერე გეტყვი რა სასტავიცაა ... 

პრინციპში მეც ვიცი რა სასტავიცაა :D 51ელი მამა მყავს. :D

ტფილისი იყო ურთიერთOბას რო მოესწრო :D

11 minutes წინ, York Ge said:

კერძო საკუთრება ხელშეუხებელია მხოლოდ კერძო პირისგან.

სხვაგვარად შეუძლებელია.

თუ კერძო საკუთრების საზოგადო ინტერესებში გამოყენება სუვერენს არ შეუძლია, გამოდის, რომ სუვერენი აღარ არსებობს, მაგრამ თუ სუვერენი არ არსებობს, მაშინ არ არსებობს არც ხელშეუხებლობის გარანტიები.

კერძო საკუთრება ხელშეუხებელია ოღონდ არა უპირობოდ.

არის გარკვეული პირობები რომლითაც ხდება რეკვიზიცია.

11 minutes წინ, York Ge said:

ემირატის საქართველოში კერძო საკუთრება ხელშეუხებელია დეკლარაციის სახით, მაგრამ სუვერენის არყოლის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა არათუ კერძო საკუთრების, არამედ მფლობელობისა და მისი მემკვიდრეობით გადაცემის უზრუნველყოფა.

როგორც ჩანს, რეალობა ისაა, რომ თუ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გვინდა, უნდა დავთანხმდეთ მისი რეკვიზიციის უფლებას საზოგადოების მხრიდან და მენტალურად უნდა დავყაბულდეთ ჩვენი კერძო საკუთრების განხილვას ნაციონალური საკუთრების მემკვიდრეობითი მფლობელობის ფორმის სახით.

ალტერნატივა, ცხადია, არსებობს პოლისის სახით, მაგრამ ნაცია-სახელმწიფოში? არასდროს.

არა ხო ცხადია ეგ რომ გადაცემის უზრუნველყოფა არ ხდება და მორე მხრივ სუვერენიც ცალსახად არ ართმევს გარკვეული პირობების დარღვევით

აქ სუვერენი არ არსებობს.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, t-90 said:

კერძო საკუთრება ხელშეუხებელია ოღონდ არა უპირობოდ.

თუ კერძო საკუთრება არ არის უპირობოდ ხელშეუხებელი, მაშინ ის ზოგადად არ არის ხელშეუხებელი.

ასე ამბობდა სენიორ ბატლე-ი-ორდონიესი.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Micawber said:

სენიორ,

ერთი ლექტორი მყავდა (ნათელში იყოს),

სისხლის სამართლის თეორიას გვიკითხავდა, +ს საკუთარი თეორიები ჰქონდა სხვათაშორის, საკმაოდ სერიოზული,

მოკლედ „არსისა“ და „ჯერარსის“ ჭრილში გვიხსნიდა რაღაც თეორიას, თითონ თეორია არ მახსოვს,

თუმცა ეს არსი და ჯერარსი დამახსოვრდა :დ - არსი  მის თეორიაში პირობითად იყო ის, რაც რეალურად არსებობს, რაც გვაქვს

ფაქტობრივი მოცემულობით; ხოლო ჯერარსი არის ის, რაც ეს ფაქტობრივი მოცემულობა უნდა ყოფილიყო იდეაში და

რაც არ იყო. ანუ ის რაზეც არსის სწორება უნდა მომხდარიყო.

აქაც იგივეა - არსი რაც გვაქს, არ ვარგა და ჯერარსზე უნდა შევთანხმდეთ - ანუ იმაზე, რადაც არსი უნდა იქცეს.

მე იმის თქმა მინდა, რომ ამ სოციალურ სამართლიანობაზე თუ სოციალურ გარანტიებზე უნდა მოხდეს სწორება -

„სამშობლოს დედის ძუძუი“ აღარ მუშაობს (ისე როდის მუშაობდა რო?) - დღეს თუ ომში ყველა სხვადახვა მიზეზით

წავიდოდა, ეს უნდა გასწორდეს და ძირითადი მასა უნდა მიდიოდეს სოციალური სამართლიანობის გამო -

იმიტომ რომ ლონგრანში ეს იმუშავებს ყველაზე კარგად, ნუ ჩემი აზრით :დ

გასაგებია სენიორ თქვენი აზრი და ზოგადად მიდგომასთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.

კონკრეტულად კი - თქვენვე, თქვენს პოსტშიც ახსენებთ 

1 საათის წინ, Micawber said:

ამ სოციალურ სამართლიანობაზე თუ სოციალურ გარანტიებზე

თუ-თი.

შეგიძლიათ კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ რას ნიშნავს სოციალური სამართლიანობა? მე პირადად აბსოლუტურად არ მესმის რას ნიშნავს ეს ტერმინი. დასავლური ცივილიზაციის ანგლოსაქსურ ნაწილში არის ასეთი პოსტულატი - life is unfair რომელსაც ხან ხუმრობით და ხან სერიოზულად ეუბნებიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ეს შეხედულება ბოთომლაინად გასდევს მთელს მათ ცნობიერებას და მოვლენათა აღქმას. 

და მეორე, რა სოციალურ გარანტიებზეა საუბარი მასობრივი მობილიზაციის კუთხით?

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, Seth said:

თუ-თი.

დიახ, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი და იგივეს ვგულისხმობ ორივე ტერმინში ))

51 minutes წინ, Seth said:

შეგიძლიათ კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ რას ნიშნავს სოციალური სამართლიანობა? მე პირადად აბსოლუტურად არ მესმის რას ნიშნავს ეს ტერმინი. დასავლური ცივილიზაციის ანგლოსაქსურ ნაწილში არის ასეთი პოსტულატი - life is unfair რომელსაც ხან ხუმრობით და ხან სერიოზულად ეუბნებიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ეს შეხედულება ბოთომლაინად გასდევს მთელს მათ ცნობიერებას და მოვლენათა აღქმას. 

ვეთანხმები ბრიტანელებს - ცხოვრება უსამართლოა :დ თუმცა ეს სხვა საკითხია ))

თქვენ მართალი ხართ სენიორ, როცა ამბობთ, რომ ტერმინი სოციალური სამართლიანობის 

ერთმნიშვნელოვნად გაგება რთულია. თუმცა მე რასაც ვგულისხმობდი ამ პირობით ტერმინში დავწერე

წინა პოსტში და გადმოვიტან აქაც:

 

 

74344156_3631790786847145_3416548653202931712_n.jpg

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Micawber said:

თუმცა თუ კაცი მინიმალურ დოვლათს ვერ ქმნის; 0-დან დაწყების შემთხვევაში

ვერ ქმნის მინიმალურ საკუთრებას და თავში ცოტა ჭკუაც უდევს - რა მოტივაცია უნდა

ჰქონდეს ბრძოლის?

რა არის ის მინიმალური სოციალური პაკეტი (რაც გნებავთ ის დავარქვათ), რისი გულისთვისაც ინდივიდი პარტიზანად წავა ან შუბლს შეუშვერს ტყვიას ომში, სენიორ?

 

და პასუხის შემდეგ შემდეგი კითხვა იქნება - ეგ - თქვენი პასუხში არსებული პაკეტი - თუ იქნა ხელმისაწვდომი, ნიშნავს რომ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობაა?

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share