Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Eric said:

სწორედაც სკანდინავია სოციალიზმია სენიორ)

ეს სხვა საკითხია სენიორ, შეგვიძლია ესეც განვიხილოთ პრობლემა არაა, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ :დ მაშინ ჯერ უნდა შევთანხმდეთ რომ ომი და უბედურება არაფერ შუაშია ამ ყბადაღებულ სოციალურ "სამართლიანობასთან".

 

ასევე მნიშვნელოვანია რომ სკანდინავია არ დაბადებულა "სოციალიზმად" არა? ეს ახლაა კარგი და მშვენიერი სოციალური მოდელით :დ თორემ სულ რაღაც 50 წლის წინ საერთოდაც სხვანაირი ადგილი გახლდათ. არცთუ ისე მომხიბვლელი, აღარაფერს ვამბობ, 200 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ. ესეც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ "სოციალურით" არაფერი იწყება, მხოლოდ მთავრდება და ისიც ერთეულ, კონკრეტულ შემთხვევებში ;)

 

Edited by Seth
Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

მაშინ ჯერ უნდა შევთანხმდეთ რომ ომი და უბედურება არაფერ შუაშია ამ ყბადაღებულ სოციალურ "სამართლიანობასთან".

 

ესეეიგი ვერ ვთანხმდებით სენიორ))

 

ჩემს მოდელში ელიტა გაცემას იწყებს მხოლოდ მაშინ როცა ჭირდება, არ არსებობს არანაირი ღვთისმოსაობა და გულმოწყალება და ესეთები, ნუ რაღაც ერთეულ შემთხვევებზე საუბარი არ ღირს, როცა მოვლენაზე ვსაუბრობთ.

 

ამიტომ ელიტამ გაცემა (სამუშაო საათები, მინიმალური ანაზღაირება, საყოველთაო განათლება და ა,შ) დაიწყო მხოლოდ მაშინ

როცა პატარა პროფესიონალი მკვლვლების არმიები შეცვალა გიგანტურმა მაშტაბებმა, მილიონობით ჯარისკაცი გახდა საჭირო.

აი მანამდე სულ ცალ ფეხზე ეკიდათ სადღაც ლოტარინგიაში ვიღაც ფრანსუას შვილი წერა კითხვას ისწავლიდა თუ არა.

 

აი ჩვენთან გურჯისტანში ამის საჭიროება გაცილებით ადრე დადგა, იმიტო რო გლეხის გაწვევა იყო საჭირო

ამიტო გურჯისტანში გლეხს იარაღის ტარება არ ეკრძალებოდა როგორც ევროპის ქვეყნებში

და ამიტომ იყო

როცა ქიზიყში ერეკლემ ბევრი იქაქანა იქაქანა და მორჩა ლაპარაკს ერთმა გლეხმა პირდაპირ უთხრა - "ამდენი რო მოგისმინეთ ერთი ჩვენიც მოისმინეო"

და მოუსმინა მართლაც!

 

მოუსმინა იმიტო რო ხვალ რო დაჭირდებოდა ის გლეხი უნდა დადგომოდა გვერდში.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

ჩემს მოდელში ელიტა გაცემას იწყებს მხოლოდ მაშინ როცა ჭირდება, არ არსებობს არანაირი ღვთისმოსაობა და გულმოწყალება და ესეთები, ნუ რაღაც ერთეულ შემთხვევებზე საუბარი არ ღირს, როცა მოვლენაზე ვსაუბრობთ.

პროგრესის მოთხოვნილება ყველაზე დიდი საჭიროებაა სენიორ, რადგანაც ის უზრუნველყოფს დომინაციას, არა?

2 minutes წინ, Eric said:

აი მანამდე სულ ცალ ფეხზე ეკიდათ სადღაც ლოტარინგიაში ვიღაც ფრანსუას შვილი წერა კითხვას ისწავლიდა თუ არა.

თუ სწორად გავიგე სენიორ, ამ კუთხით არ არსებობს არანაირი წინსვლა 631 წელსა და 1631 წელს შორის? :)

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

1) საჭიროების გარეშე ელიტა გაცემას არ იწყებს

2) გაცემის საჭიროებას ქმნის პროგრესის საჭიროება)

3) პროგრესის საჭიროება დგება მხოლოდ და მხოლოდ პირველობისთვის ბრძოლაში.

4) პირველობისთვის ბრძოლა არის ყოველთვის ომი.

5) ომისთვის საჭირო იყო ჯანმრთელ ადამიანთა დიდი მასების ერთგულება

და ელიტამ გაცემა დაიწყო

ასე მივიღეთ თანამედროვე ევროპა ადამიანის უფლებებეით და ათასი სიკეთით)))

 

ეს ქნეს სისხიანმა ვამპირებმა ტირანოზავრებმა და კლანჭებიანმა მტაცებლებმა

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
38 minutes წინ, Eric said:

ადამიანთა დიდი მასების

კარგია რომ მასობრიობას აღარ ვხმარობთ. ტერმინი დიდი მასაც გაუგებარია სენიორ. რას ნიშნავ დიდი მასა. დიდი მასა ევროპაში არავის არაფერი ჰყოლია მე-18 საუკუნის ბოლომდე. 

40 minutes წინ, Eric said:

და ელიტამ გაცემა დაიწყო

რისი გაცემა დაიწყო სენიორ? რა გასცა ევროპამ 631 წლიდან - 1631 წლამდე განსხვავებული იმისგან რაც გასცა 1631 წლიდან - 1931 წლამდე? თუ პირველ შემთხვევაში პროგრესი ან პროგრესისთვის ომი არ იყო?

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Seth said:

თუ ტანმოკლეს გულისხმობთ, არა სენიორ.

თავად ტანმოკლე საფრანგეთის რევოლუციების შედეგი არ არის?

6 საათის წინ, Seth said:

ჩვენ აქ საყოველთაო მობილიზაციაზე ვსაუბრობდით, არა სენიორ? ქვეყანას შესაძლოა სჭირდებოდეს ზოგადად მემარცხენეობა, ეს ცალკე და საკამათო საკითხია იმჰო.

გადავხედე სენიორ თქვენს პოსტებს და

რა მუშაობს ე.წ. საყოველთაო მობილიზაციების დროს თქვენი აზრით?

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
50 minutes წინ, Micawber said:

თავად ტანმოკლე საფრანგეთის რევოლუციების შედეგი არ არის?

ტანმოკლე დირექტორიის (ბანკირ უვრარის და კოს) შედეგია. დირექტორია რობესპიერის. რობესპიერი ბანკირების მიერ სამეფო კარის ძალაუფლების შეზღუდვის უშედეგო მცდელობის.

50 minutes წინ, Micawber said:

რა მუშაობს ე.წ. საყოველთაო მობილიზაციების დროს თქვენი აზრით?

როგორც წესი როდესაც საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება დგება სენიორ, ე.ი. საქმე არის ძალიან ცუდად. როდესაც საქმე ძალიან ცუდადაა, ადამიანი ხსნას ხედავს არა რაციონალურში, არამედ ირაციონალურში. ტანმოკლე ფაშათ-ფაშამდე არსებული საფრანგეთი, ვეიმარი, პირველ და მეორე მსოფლიო ომებამდე ჯაპანლენდი, 41 წლამდე საბჭოეთი.

Edited by Seth
Share on other sites

14 საათის წინ, Seth said:

ტერმინი დიდი მასაც გაუგებარია სენიორ. რას ნიშნავ დიდი მასა.

დიდი მასა ნიშნავს დიდ ბატალიონებს.

ჰასტინგსთან , პუატიესთან, როკრუასთან იბრძოდა მაქსიმუმ 20 / 40 000 მთლიანად.

ბოროდინოსთან, აუსტერლიცთან ლაიპციგთან 200 000 დან 400 000 მდე.

შემდეგ მარნაზე ვერდენთან კურკსთან და სტალინგრადთან კიდევ უფრო მეტი.

15 საათის წინ, Seth said:

დიდი მასა ევროპაში არავის არაფერი ჰყოლია მე-18 საუკუნის ბოლომდე. 

ოდა მაგ დროს დაიწყო კიდეც საუბარი ადამიანების უფლებებზე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share