Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 საათის წინ, ASIA said:

ახლა გამახსენდა ცხრა აპრილი და მაშინდელი ამბები - ისეთი შეკრული ერი, როგორიც იყო მაშინ, ძნელად  წარმოსადგენი იყო 80-იანების დასაწყისშიც კი.

დიახ სენიორა,

სხვა მუხტი იყო და სხვა მოლოდინები.

7 საათის წინ, Seth said:

მეორეს მხრივ, "სამშობლო დედის ძუძუი" ნარატივი, ალბათ ხშირად შეგხვედრიათ იდეოლოგიური დამუშავების კუთხით, არა? 

დიახ, თუმცა ეს მხოლოდ დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებში ასრულებს ლოკომოტივის როლს სენიორ, იმჰო

 

7 საათის წინ, Seth said:

ე.ი. რა გამოდის? ე.წ. "მემარჯვენე" ლოზუნგებს და იდეოლოგიურ დამუშავებას გაცილებით კარგად უმუშავია ვიდრე "მემარცხენეს", არა? არადა, თუ ე.წ. სოციალური სამართლიანობაა ამ კუთხით გადამწყვეტი, მაშინ "მემარცხენეები" უფრო უნდა სჭარბობდნენ, წესით...

გააჩნია სენიორ, მემარცხენემ უფრო იმუშავა საფრანგეთში მაგალითდ, არა?

საბჭოეთში მაგალითად. ალოიზოვიჩთან „სამშობლო დედის ძუძუმ“ კუბში აყვანილმა, 

ესეც იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომის მერე გასწორებულები იყვნენ.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ხალხი და ქვეყანა ანექსირებული არ არის,

იქ ყოველთვის უპირატესად მუშაობს მემარცხენე ლოზუნგები და ამუშავებენ კიდეც.

მაგალითად, 80-იანებში ჩვენთან მემარჯვენეობა მუშაობდა კარგად, დღეს ვერ მუშაობს

და მემარცხენეობა გვჭირდება.

Edited by Micawber

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Micawber said:

მაგალითად, 80-იანებში ჩვენთან მემარჯვენეობა მუშაობდა კარგად, დღეს ვერ მუშაობს

და მემარცხენეობა გვჭირდება.

მანდ ერთია:

იდეოლოგია არის ინსტრუმენტი.

სოცაილიზმი აყალიბებს საჭირო ინსტიტუტებს რითიც აკონტროლებს კაპიტალიზმს და როგორც ერთი ბლოგერი იტყოდა კაპიტალიზმს ზღუდავს მოკლევადიანად გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

მემარჯვენე პროპაგანდა ვერ იმუშავებს მაშინ, როცა მასობრივი მობილიზაციაა თუნდაც საჭირო შემდეგი მარტივი მიზეზის გამო:

- რა აგიტაცია ესაჭიროება კაცს, ვისაც ცოლ-შვილი ჰყავს დასაცავი?

- რა აგიტაცია აიძულებს კაცს დაიცვას სხვისი ცოლ-შვილი საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
49 minutes წინ, York Ge said:

- რა აგიტაცია ესაჭიროება კაცს, ვისაც ცოლ-შვილი ჰყავს დასაცავი?

 

უსაფრთხოება, სიცოცხლე, თავისუფლება,  თვითმმართველობა, სუვერენიტეტი, ღირსება, ისტორია, მემკვიდრეობა, რწმენა

ყოველთვის გადაწონის საპენსიო დანამატს და სამუშაო საათებს

=

ოჯახის იდეა მემარჯვენე-კონსერვატიულ აჯენდაში უფრო მნიშვნელოვანია თუ სოციალისტურში?

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

უსაფრთხოება, სიცოცხლე, თავისუფლება,

 

ამას მიიღებ სხვაგანაც, მაგალითად ემიგრაციაში. ურუგვაი მაგალითად))

რატომ უნდა აიღო იარაღი და ჩაწვე სანგარში გურჯისტანში?

1 საათის წინ, Moor said:

თვითმმართველობა,

სადაა თვითმმართველობა?

 

1 საათის წინ, Moor said:

ღირსება

რა ღირსება? )) რომელი ღირსება? რისი ღირსება?

 

1 საათის წინ, Moor said:

მემკვიდრეობა

რა მემკვიდრეობა? ლუმპენის დიდი ნაწილი ბანკშია გაჭედილი დაამთავრბს თუ არა არ იცის.

მეორე ნაწილის მემკვიდრეობასთან დამოუკიდებელ საქართველოს არაფერი აქვს საერთო რადგან ეს მემკვიდრეობა მათმა მამებმა და პაპებმა შექმნეს საბჭოტა კავშირის დროს.

აბა ვისი მემკვიდრეობისთვის ჩაწვნენ სანგრებში და თავი შეუშვირონ რუსულ ისკანდერებს კობა ნაჭყებიას და თემურ ჭყონიას მემკვიდრეობაზე მათმა შვილებმა იბრძოლონ ))

 

რა დაგვრჩა

1 საათის წინ, Moor said:

რწმენა

რისი რწმენა? ღმერთის? ღმერთს არ უთქვამს საქართველოსთვის დაიხოცეთო.

ღმერთისთვის სულერთია საქართველოში ცხოვრობ და სანგარში წევხარ თუ თურქეთში ხარ ან ავსტრიაში.

1 საათის წინ, Moor said:

ისტორია,

დაგვრჩა ისტორია.

მერედა რა წერია ისტორიაში რო გლეხი და ზნაური რო მოკვდება იქ თავადი და ერისთავი რესტორანში გულაობდესო?

 "მარაბდის ბრძოლაში დაიღუპნენ ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები რუსთველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი"

 

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric ეგრე არასპრავედლივია :lool: ქოცები რატო წარმოვიდგინეთ მემარჯვენე რეჟიმის ეტალონად. თან სოცდეკები არიან დეკლარირებულად

 

 

და პენსიას ვერ აიღებ ურუგვაიში? რატო კარგავდნენ ებრაელები დროს თუნდაც სოცსამართლიანობის აშენებაზე პალესტინაში, იგივე ხო შეეძლოთ უკვე გამზადებულ შვეიცარიაში ან კანადაში?

 

მოტივაცია, რატომ უნდა მოგინდეს საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, სოც. სამართლიანობა ვერ იქნება.   მით უმეტეს მაშინ როცა სადღაც უკვეა ხელმსისაწვდომი ეს სიკეთე

 

ებრაელების უმეტესობა, ვინც ისრაელში ჩავიდა, რეალიზებული იყო სხვა სოციუმში, მარა დატოვეს სამსახურები, წაიღეს კაპიტალი და სიკვდილის ზონაში ჩავიდნენ და 50 წელზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობდნენ, სოცსამართლიანობის ასაშენებლად? არარეალურია სიონისტური მოძრაობის მამოძრავებელი ეგ ყოფილიყო

 

 
Share on other sites

14 minutes წინ, Moor said:

ქოცები რატო წარმოვიდგინეთ მემარჯვენე რეჟიმის ეტალონად

არანაირ ეტალონად არ წარმომიდგენია, რა შუაშია ქოცები?

 

5 minutes წინ, Moor said:

მოტივაცია, რატომ უნდა მოგინდეს საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, სოც. სამართლიანობა ვერ იქნება.

ეს ეხლა იმას ჰგავს - რომ ხაშის მოსახარშად მარტო მარილი საკმარისი არაა

დეტალიზაცია ჭირდება ყველაფერს.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

მოკლედ რომ ჩამოვყალიბდეთ, ))

არსებობს ორი გლობალური იდეოლოგიური კონსტანტა

ა) სამშობლო (მემარჯვენე აგენდა)

ბ) სამართლიანობა (მემარცხენე)

 

ამაზე იგება ამა თუ იმ პროექტის იდეოლოგია, და "სამშობლოს" მოტივაციით ხალხმა იომა 1989 წლიდან რამდენიმე წარუმატებელი ომი და უბედურება, უშედეგოდ.

სლოგანი - რა დროს სასამართლოა მტერი 40 კმ -შია = ეს არის ზუსტად პროექტი "სამშობლო"

და ამის პარალელურაც ჩამოყალიბდა სრული აბსოლუტური ოლიგოპოლია და კლეპტოკრატია. 

 

შედეგად გვაქვს სრული ნიჰილიზმი და ხალხი მასიურად გადის ქვეყნიდან , ემიგრაციის დემოგრაფიული შედეგები ორი სამი წლიანი არის აბსოლუტურად იგივე რაც შაჰ აბასის შემოსევების დროს იყო.

ჩემი აზრით, ფორსმაჟორის შემთხვევაში ხალხი არ დაემორჩილება სავალდებულო გაწვევას ხოლო ფსიქოპათების რაოდენობა ომის მოსაგებად საკმარისი არაა.

 

ბუნებრივად დგება საკითხი რომ კონსტანტა "სამშობლო" ჩანაცვლდეს ალტერნატივით "სამართლიანობა"

იმიტო რომ სხვა მესამე უბრალოდ არ არსებობს არაფერი.

ხოლო ამ პროექტში გაჩერება აღარ შეიძლება, თავისი შესაძლებლობები სრულიად ამოწურა საქართველოს პირობებში და დაუნტრენდშია.

 

 

 

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share