ფორუმელი York Ge Posted 26 მაისი, 2022 Posted 26 მაისი, 2022 16 საათის წინ, Moor said: ნაის. ბატლიზმმა სადმე უზრუნველყო მასობრივი მობილიზაცია ან სოციალური სტაბილურობა? პასუხისათვის სავსებით საკმარისია ბატლეს ურუგვაის ხვედრის შედარება ბალმასედას ჩილესასთან. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 26 მაისი, 2022 Author Posted 26 მაისი, 2022 (შესწორებული) @York Ge არცერთ ქვეყანას არ დაჭირვებია საომარი მასობრივი მობილიზაცია. ორივე ქვეყანაში აღინიშნებოდა შიდადესტაბილიზაცია და გადატრიალებები. საბოლოოდ ორივე ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. (არჩევნები წააგეს დიქტატორებმა) Edited 26 მაისი, 2022 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 26 მაისი, 2022 Posted 26 მაისი, 2022 (შესწორებული) 11 minutes წინ, Moor said: არცერთ ქვეყანას არ დაჭირვებია საომარი მასობრივი მობილიზაცია. ორივე ქვეყანაში აღინიშნებოდა შიდადესტაბილიზაცია და გადატრიალებები. საბოლოოდ ორივე ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. (არჩევნები წააგეს დიქტატორებმა) სალვატორე ალიენდე კომუნისტებს რავა ენდე (c) გურჯული-ხალხური Edited 26 მაისი, 2022 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 26 მაისი, 2022 Posted 26 მაისი, 2022 6 minutes წინ, Moor said: არცერთ ქვეყანას არ დაჭირვებია საომარი მასობრივი მობილიზაცია. ვერ დაგეთანხმებით. სწორედ მობილიზაციის შეუძლებლობამ წააგებინა ბალმასედას და, პირიქით, მისმა შესაძლებლობამ საშუალება მიანიჭა ბატლეს სტაბილური სახელმწიფოებრიობის დაფუძნებისა. გარდა ამისა, სწორედ ბატლეს მიერ შექმნილმა საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა განაპირობეს ურუგვაის სამხედრო რეჟიმის მოკლევადიანობა. თუ სწორად მახსოვს, როცა ეს უკანასკნელი შეეცადა ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას სოციალური ხარჯების შემცირებითა და პრივატიზაციით, ეკონომიკის მეხუთედი დაკარგა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 26 მაისი, 2022 Posted 26 მაისი, 2022 On 5/25/2022 at 1:47 PM, Seth said: მშვენიერი პოსტია სენიორ, თუმცა ძალიან რთულია აქ ჩამოწერილ საკითხებსა და მასობრივი მობილიზაციის უზრუნველყოფას შორის კავშირის დაჭერა. რატომ? რატომ სენიორ და ამის დამადასტურებელი არანაირი, არცერთი მაგალითი არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში. აი საპირისპიროსი არსებობს და თან სერიოზული. ბოლო 250 წლის განმავლობაში მასობრივი მობილიზაცია რასაც შეიძლება დაერქვას განხორციელდა სულ რამდენიმეჯერ მათ შორის - ტანმოკლე ფაშათფაშას პერიოდი მათ შორის და განსაკუთრებით მისი საწყისი პერიოდი და მეორედ მოსვლა - კაიზერის გერმანია - ვეიმარი და ალოიზოვიჩი - იაპონია პირველ და მეორე მსოფლიო ომებში - საბჭოეთი არც ერთ ამ შემთხვევაში სენიორ, არცერთ ამ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის და ომში ჩართვის წინ, თქვენს მიერ ჩამოთვლილი პუნქტების 80%-იც კი არ იყო არსებული. მეტიც, რაც თქვენ ჩამოწერეთ, ზუსტად იმის საპირისპირო ხდებოდა აბსოლუტურ უმრავლესობაში. 1799 წლის მდგომარეობით, საფრანგეთი წარმოადგენდა ევროპაში ალბათ ყველაზე გაუბედურებულ ქვეყანას სენიორ, ასევე პრეალოიზოვიჩის გერმანია. საბჭოეთი, რომელსაც როგორც მოგეხსენებათ ომის დაწყების წინ გამოვლილი ჰქონდა რეპრესიების 2 ტალღა, ჰოლოდომორი, გულაგი სამოქალაქო და ფინეთთან ომები. პ.ს. ცალკე საკითხია რამდენადაა ეს სოციალური სამართლიანობა. დიახ ამ კუთხით ფურცელზე მშვენივრად გამოიყურება, მაგრად როდესაც პრაქტიკულ განხორციელებას შევხედავთ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. სენიორ, მაშინდელ მასებზე ბევრწილად მაშინდელი იდეოლოგიური ტრენდები მოქმედებდნენ, იმის დაპირებით, რომ მათ ექნებოდათ ის კეთილდღეობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმჰო ნუ საბჭოეთში და ალოიზოვიჩთან შეიძლება სახელმწიფო მანქანის შიშიც მოქმედებდა გარკვეულწილად, მაგრამ მარტო შიშს დიდი ეფექტი არ ექნებოდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მასობრივ მობილიზაციაზე მოქმედებს ან „სოციალური სამართლიანობა“ ან ამგვარის დაპირება, აბა სხვანაირად მართლაცდა რა უწყობს ხელს მასობრივ მობილიზაციებს? ამ მობილიზაციებს ხომ იდეოლოგიური დამუშავება უძღოდა წინ? Life is serious. Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 26 მაისი, 2022 Posted 26 მაისი, 2022 (შესწორებული) ონლაინ, Micawber said: მარტო შიშს დიდი ეფექტი არ ექნებოდა. ონლაინ, Micawber said: მე მაინც ვფიქრობ, რომ მასობრივ მობილიზაციაზე მოქმედებს ან „სოციალური სამართლიანობა“ ან ამგვარის დაპირება, აბა სხვანაირად მართლაცდა რა უწყობს ხელს მასობრივ მობილიზაციებს? ამ მობილიზაციებს ხომ იდეოლოგიური დამუშავება უძღოდა წინ? ახლა გამახსენდა ცხრა აპრილი და მაშინდელი ამბები - ისეთი შეკრული ერი, როგორიც იყო მაშინ, ძნელად წარმოსადგენი იყო 80-იანების დასაწყისშიც კი. თუნდაც აფხაზეთის ამბები - უსიტყვოდ მიდიოდნენ სიკვდილზე. მაშინ და მერეც არ უნდა დაეშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც მერე ასეთ გულგრილ საზოგადოებას შობდა! დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა! ერთერთი მთავარი ფიგურა მაშინდელ ამბებში და ერთერთი ყველაზე ტრაგიკულიც! დიახ! Edited 26 მაისი, 2022 by ASIA Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 26 მაისი, 2022 Posted 26 მაისი, 2022 2 საათის წინ, Micawber said: ამ მობილიზაციებს ხომ იდეოლოგიური დამუშავება უძღოდა წინ? რა თქმა უნდა სენიორ, მაგის გარეშე არსად არაფერი არასდროს არ მომხდარა. საქმე იმაშია, რა სახის იდეოლოგიური დამუშავებაზეა ლაპარაკი. თქვენ სადმე შეგხვედრიათ აი ამათზე აგებული იდეოლოგიური დამუშავების თეორია, რომელმაც უზრუნველყო მასობრივი მობილიზაცია? On 5/24/2022 at 6:15 PM, Micawber said: საშუალო შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა On 5/24/2022 at 6:15 PM, Micawber said: ხარისხიანი განათლების On 5/24/2022 at 6:15 PM, Micawber said: სამართლიანი სასამართლო On 5/24/2022 at 6:15 PM, Micawber said: სიბერეში ნორმალური არსებობის უზრუნველყოფა მეორეს მხრივ, "სამშობლო დედის ძუძუი" ნარატივი, ალბათ ხშირად შეგხვედრიათ იდეოლოგიური დამუშავების კუთხით, არა? ე.ი. რა გამოდის? ე.წ. "მემარჯვენე" ლოზუნგებს და იდეოლოგიურ დამუშავებას გაცილებით კარგად უმუშავია ვიდრე "მემარცხენეს", არა? არადა, თუ ე.წ. სოციალური სამართლიანობაა ამ კუთხით გადამწყვეტი, მაშინ "მემარცხენეები" უფრო უნდა სჭარბობდნენ, წესით... ------------------ ზოგადად სენიორ, იმჰო, თქვენ რაც ჩამოწერეთ წარმოადგენს განვითარებული დასავლეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ სოციალურ მოდელს, გნებავთ პირამიდას, რომლის უპირველესი ამოცანა იყო სამოქალაქო სტაბილურობის უზრუნველყოფა და არაფერი ჰქონდა საერთო სამხედრო კომპონენტთან. ეს დგინდება იქიდან რომ, ზუსტად ამავე პერიოდში დასავლეთის თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ საბოლოოდ შექმნა საკონტრაქტო ჯარი და ამით დაამთავრა ეს საკითხი. სადაც დარჩა გაწვევის ინსიტიტუტი, იქ მას სხვადასხვა ადგ. მნიშვნელობის მიზეზი ჰქონდა. მეორეს მხრივ არასოდეს მოხსნილა რისკი - რა ვქნათ თუ დიდი ომი ისევ დაიწყო? - აქ ნატალიას ბიჭებმა ნატალიათი იპოვეს გამოსავალი, ვინც მანდ არ იყო რაიკონენი/ბანკირები გაწვრთნილი რეზერვის გზით წავიდნენ. ნუ ლოთლენდი ხომ გასაგებია ისედაც. ოღონდ არც აქ იყო სოციალური სამართლიანობის თემა - აქ იყო რისკის დაზღვევის სახეობა მხოლოდ. 1 Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 27 მაისი, 2022 Posted 27 მაისი, 2022 (შესწორებული) 7 საათის წინ, Seth said: ზოგადად სენიორ, იმჰო, თქვენ რაც ჩამოწერეთ წარმოადგენს განვითარებული დასავლეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ სოციალურ მოდელს, გნებავთ პირამიდას, რომლის უპირველესი ამოცანა იყო სამოქალაქო სტაბილურობის უზრუნველყოფა და არაფერი ჰქონდა საერთო სამხედრო კომპონენტთან. ვერ დაგეთანხმებით სენიორ. მეორე მსოფლიო ომამდე დიდი ბატალიონების საკითხი საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა. დიდი ბატალიონების საჭიროებამ ნელნელა გააუმჯობესა სოციალური საკითხი ევროპაში მიუხედავად ბონაპარტეს მარცხის ეს ნათლად გამოჩნდა ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, რადგან სოციალურად უკეთესი მოდელის - საფრანგეთის დასამარცხებლად მთელი მაშინდელი მსოფლიოს შეკრება გახდა საჭირო. სამოქალაქო სტაბილურობა სხვა არაფერია თუ არა მოქალაქეთა თანხმობა სოციალურ მოდელზე, იდეოლოგია მნიშვნელოვანია მაგრამ თუ საზოგადოება არ ეთანხმება სოციალურ მოდელს ის არც იდეოლოგიას მიიღებს ეს საკითხი რატომ გახდა ასეთი წინააღმდეგობრივი აქ გაუგებარია სრულად. Edited 27 მაისი, 2022 by Eric 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა