Jump to content
×
×
  • Create New...

უნდა აღვნიშნოთ 9 მაისი?


Recommended Posts

  • ფორუმელი

9 მაისის აღნიშვნით ბუნებრივად ვექცევით რუსეთის კალათაში, იმიტომ რომ ეს "რასიას ატეჩესტვენნი" ომი იყო და თუ ვინმეს ჰგონია რომ "სავეტსკი საიუზი" ჩვენი სამშობლოც იყო, მინდა გაგახსენოთ რომ გერმანიის თავდასხვამდე 20 წლით ადრე, იგივე ქვეყანამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, გარეკა ინტელიგენცია, ვინც ვერ გაასწრო, დახოცა, გადაასახლა და დაამცირა.

პროპაგანდამ გვაჭამა ფაშისტები სულ ამოგვაგდებენო, ამაზე არ ვდაობ, ისიც მორდორი იყო, კაცმა არ იცის რას იზამდნენ, მაგრამ ჯოჯოხეთში ისედაც ვიყავით, მაგაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო?

დამყრობლის ომში ვმონაწილეობდით და დღემდე გვიხარია "დროშა რასტაგზე დავკიდეთ", რაც ცხადია ფოტო ინსტალაცია იყო.

თუ გინდათ 8 მაისი იყოს, ვერ ვხვდები რა არის სადღესასწაულო ომის დასრულებაში: კი გერმანიას ჭკუა ვასწავლეთ დღემდე რცხვენიათ რაც ჩაიდინეს, მაგრამ გერმანიას აღარ სჭირდება ეს გაკვეთილები, ხოლო ვინც ფაშიზმის გამარჯვებას ზეიმობს ხორცშესხმული ფაშისტია!!!


უფრო დაწვრილებითი ანალიზი იხილეთ ვიდეოში:

 

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

14 minutes წინ, Mepar said:

ვერ ვხვდები რა არის სადღესასწაულო ომის დასრულებაში

ომის დასრულებაში სადღესასწაულო არის ის რომ ომი დასრულდა.

 

საკითხი აქ სხვა კუთხით დგას. რამდენად აქტუალურია ჩვენთვის 70+ წლის წინ დასრულებული ომი.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, CHAOS said:

საკითხი აქ სხვა კუთხით დგას. რამდენად აქტუალურია ჩვენთვის 70+ წლის წინ დასრულებული ომი.

არანაირად

მკიდია

ჩემთვის ემოციური 26 მაისია დანარჩენი ყველა ეგეთი ეწ დღესასწაული სიყალბის აპოთეოზია!

 

 

 

Share on other sites

2 საათის წინ, CHAOS said:

საკითხი აქ სხვა კუთხით დგას. რამდენად აქტუალურია ჩვენთვის 70+ წლის წინ დასრულებული ომი.

სანამ ომის ვეტერანები იქნებიან, მანამდე უნდა აღინიშნოს - თავად აღნიშნავენ მაინც და ნუ წავართმევთ მხცოვან ადამიანებს წარსულის გამარჯვებით სიხარულს წელიწადში ერთი დღე!

Share on other sites

1 minute წინ, ASIA said:

სანამ ომის ვეტერანები იქნებიან, მანამდე უნდა აღინიშნოს - თავად აღნიშნავენ მაინც და ნუ წავართმევთ მხცოვან ადამიანებს წარსულის გამარჯვებით სიხარულს წელიწადში ერთი დღე!

კოვიდ შეზღუდვებიც მაგ კატეგორიაზე ზრუნვის საბაბით შემოგვტენეს. საქმე საქმეზე რომ მიდგა მანიპულაცია აღმოჩნდა. ამ პარადებს და პომპას ხსენებულ ხალხზე ზრუნვასთან საერთო ნაკლებად აქვს.

გამარჯვებულ ვეტერანებს რაც შეეხება დავურიგებდი მე მაგათ ერთ კარგ ვიდეოკოლაჟს დამარცხებული თანატოლების ომის შემდგომი ცხოვრებიდან. დატკბნენ და იამაყონ გამარჯვებით. :yes:

Share on other sites

ონლაინ, CHAOS said:

გამარჯვებულ ვეტერანებს რაც შეეხება დავურიგებდი მე მაგათ ერთ კარგ ვიდეოკოლაჟს დამარცხებული თანატოლების ომის შემდგომი ცხოვრებიდან.

ორი დღის პარასკევი აქვთ ადამიანებს დარჩენილი, თან ის ომი მართლა მათი გამარჯვებით დამთავრდა! ხოდა სისასტიკე იქნება ახლა მათ ვიღაცის "კაი ცხოვრება"  და ჩვენი ცუდი ცხოვრება დააბრალო ვიდეოკოლაჟით თანხლებით! შევეშვათ და დრო ყველაფერს მიხედავს. 

Share on other sites

15 minutes წინ, ASIA said:

ხოდა სისასტიკე იქნება ახლა მათ ვიღაცის "კაი ცხოვრება"  და ჩვენი ცუდი ცხოვრება დააბრალო ვიდეოკოლაჟით თანხლებით!

რატომ ასე.

სხვა კუთხით შევხედოთ.

მთელი ცხოვრება დასავლეთის სიძულვილში გაატარე(ბინ)ს.

მივცეთ სიბერეში მაინც ემპათიის გამოვლენის შესაძლებლობა.

სხვისი კარგად ყოფნით გახარების უნარი მაღალი ადამიანური თვისებაა.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
ონლაინ, CHAOS said:

სხვა კუთხით შევხედოთ.

როგორ გგონია საუკუნეს მიღწეული ადამიანი შეძლებს "გადახარშოს"? ხოდა რატომ უნდა გაუხეთქო გული - იდღესასწაულონ, თავიანთი წარსული იდღესასწაულონ - დავტოვოთ ეს ხალხი თავიანთ წარსულთან ერთი დღე. 

სხვისი წარსულის სიხარულის გაზიარებაც ადამიანური თვისებაა!

Edited by ASIA
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   18 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 18 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(8)