Jump to content
×
×
  • Create New...

ასანჟის ექსტრადიცია აშშ-ში


Recommended Posts

  • ფორუმელი

https://www.radiotavisupleba.ge/a/31812677.html?fbclid=IwAR2UHRQmXWKQJrFzGOI7e24V42T5ll6hMEg__4_WcCcAvUKJ_-7CEbt0ol0

თანხმობა გასცა ლონდონის სასამართლომ,

ამათ შიგ აქვთ ხო? რაღა ახლა? :lynch:

20 აპრილს ლონდონის სასამართლომ ორდერი გასცა WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის თაობაზე. ამის შესახებ ორგანიზაცია ტვიტერში იტყობინება. საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი მიიღებს. ამის შემდეგ ასანჟს საშუალება ექნება, გაასაჩივროს განაჩენი.

 

აშშ-ში ასანჟს შესაძლოა 175 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

აშშ-ში ასანჟს საერთო ჯამში წაყენებული აქვს 18 ბრალდება, მათ შორის ჯაშუშობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, რაც WikiLeaks-ის მიერ ამერიკის სხვადასხვა უწყების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას უკავშირდება. პროექტი აქვეყნებდა იმ დოკუმენტებსაც, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჰაკერებმა მოიპოვეს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის კამპანიის ფარგლებში, მაგრამ ბრალდებები თავად არჩევნებში ჩარევას არ უკავშირდება.

ასანჟის მომხრეები მას გამომძიებელ ჟურნალისტად მიიჩნევენ. გუშინ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ WikiLeaks-ის დამაარსებელი.

ასანჟმა 2012 წელს თავი შეაფარა ლონდონში ეკვადორის საელჩოს, ვინაიდან შვედეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა სექსუალური ძალადობის ბრალდებით. მოგვიანებით შვედეთმა გააუქმა მის წინააღმდეგ ბრალდება, მაგრამ ექსტრადიციის მოთხოვნა დაიწყო აშშ-მა. 2019 წელს ეკვადორმა ასანჟს შეუწყვიტა თავშესაფარი და ის ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. მას შემდეგ ის ციხეში იმყოფება, სასამართლო კი მისი ექსტრადიციის საკითხს განიხილავს. ახლახან დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკუაგდო ასანჟის ექსტრადიციაზე აპელაცია.

 

 

 

რაო, რუსებისთვის მუშაობდაო? :facepalm: იდეალური დრო იპოვეს ტიპებმა...მოგიდღანთ დასავლური სამართალი!

 

 

Share on other sites

6 საათის წინ, Mulan said:

ამათ შიგ აქვთ ხო?

ნეგათივ, მადამ. მაგათ შიგ არასდროს აქვთ, მაგათი იცოცხლეთ ))

6 საათის წინ, Mulan said:

რაღა ახლა?

ეს საინტერესო შეიძლება იყოს, ნამდვილად

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, Freeman said:

ეს საინტერესო შეიძლება იყოს, ნამდვილად

როგორ ახსნიდით? 

მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინაშია ჩვენ რა კაი ბიჭები ვვართ უკრაინას ვეხმარებით, ასანჟი კიდევ ვინაა? ფჰ? რაღაც შეთანხმება შედგა ფაქტია ბაიდენსა და ჯონსონს შორის... ეს ამბავი ასე მარტივად არ ჩაივლის... ასანჟი მართლა ბუნტარია და მასთან ბრძოლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლაა... ჩომსკიც დაიჭირონ და ჟიჟეკიც, უამრავი ინტელექტუალი უჭერს მხარს მას და იმ იდეას რისთვისაც იბრძვის! 

სხვა გადამფარავი მოვლენების ფონზე ვერ გაპროტესტდება? 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

1 საათის წინ, Mulan said:

ასანჟი მართლა ბუნტარია და მასთან ბრძოლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლაა...

ვითომ?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ვითომ?

სენიორ ერიკ თქვენ რა იცით მასზე? 

მე ბევრი რამ... მისი აგენტად დაპოზიციონირება რუსეთსაც ისე აწყობს როგორც დასავლეთს... ვიკილიქსი და ასანჟი ეს იდეაა ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის შესახებ, რეალური თავისუფლების და სამართლიანობის შესახებ იდეალისტური მაგრამ მაინც ხედვა და ბრძოლა! 

ვინც ფიქრობთ რომ ამერიკა მხსნელი სამართლიანი ბიძიაა ძნ სორი მარა დიდ ტყუილში ცხოვრობთ...

 

 

 

 

Share on other sites

3 საათის წინ, Mulan said:

ვინც ფიქრობთ რომ ამერიკა მხსნელი სამართლიანი ბიძიაა ძნ სორი მარა დიდ ტყუილში ცხოვრობთ...

რა მეტყობა არაპატარა ლედი?

 

3 საათის წინ, Mulan said:

მე ბევრი რამ...

ყურადღებით მოგისმენთ.

 

პ.ს

 

მთავარი აქ რა არის ლედი და არა ამერიკა მხსნელია და დეტსკი სადები))

მთავარი ასანჟის შემოქმედებაში საიდანაც უნდა ამოვიდეთ რომ

 

ა) არავინ არაა მხსნელი.

ბ) სანამ ამერიკა მოვიდოდა როგორც მტაცებელი რეპტილია მანამდე სამყარო სიკეთით და ბედნიერებით არ იყო სავსე :)))

გ) ესეიგი სამყაროში უკვე იყვნენ სხვა მტაცებელი რეპტილიები

გ) დღევანდელი სამყარო არის ამერიკა + დანარჩენი რეპტილიები

დ) როცა ვიღაც გამორბის და თითით გვიჩვენებს რომ ყველაფერი რაც ხდება არის კონკრეტულად რეპტილია X ის ბრალი და ამ დროს ხედავდეთ თქვენი თვალებით რომ ეს X დგას და პირში კბილებზე ხორცის ნაფლეთები კიდია, ესეიგი თქვენ ხედავთ ბუნებრივ პროცესს.

მტაცებელი ზოგადად ხორცით იკვებება და ის ვიღაც აუცილებლად სხვა რეპტილიების დასაპორტებულია.

 

ამ წესიდან გადახვევა ლედი არ არსებობს სამწუხაროდ.

რადგან ისინი ვინც არავის დასაპორტებულები არ არიან ძალიან ადრე ასაკში ამთავრებენ მოღვაწეობას ან და .. მათ არავინ უსმენს.

 

ხოლო როცა შენი სერვერები სკანდინავიაში ბირთვული ომის საწინააღმდეგო ბუნკერში დგას

ესეიგი სერიოზულ ბექს ფლობ არაპატარა ლედი. )

 

პპს

 

ასანჟის გამოგდებული მასალებში საერთოდ არაა არც რუსეთის არც ჩინეთის არც ბრიტანეთგერმანფრანციის მასალები

ჰეჰ

 

მხოლოდ ამერიკა და ის ქვეყნები ბ კლასიდან რომლენიც მოცემულ რეგიონში მოცემულ დროში ამერიკათან ტაქტიკურად თანამშრომლობენ.

 

ესეიგი ჟულიან ასანჯი მხოლოდ რაღაც დიდი შპიკაობის ვიზუალური სიმულაკრია. ))

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric თუ ეგრეა მაშინ რატო გაწირა  ლონდონმა "თავისი კაცი" ?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Eric said:

მხოლოდ ამერიკა და ის ქვეყნები ბ კლასიდან რომლენიც მოცემულ რეგიონში მოცემულ დროში ამერიკათან ტაქტიკურად თანამშრომლობენ.

 

ესეიგი ჟულიან ასანჯი მხოლოდ რაღაც დიდი შპიკაობის ვიზუალური სიმულაკრია. ))

მ.შ. გურჯისტანი.

საიდანაც გავიგეთ რომ თურმე ბაჩო ახალაია სლე ყოფილა :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share