Jump to content
×
×
  • Create New...

მეგრულის


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Mulan said:

ივანე ჯავახიშვილს საქართველოს ისტორია მეგრულად არ დაუწერია... არც შოთას დაუწერია ვეფხისტყაოსანი მეგრულად, არც ვაჟას ხმელიწიფელი მეგრულად...

ივანე ჯავახიშვისათვის, შოთასთვის და ვაჟასთვის მეგრელი-მეგრული ისეთივე შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოსი როგორც ქართული

მაგალითად : მეგრული - წიე და ძღაბი, ისეთივე ქართულია, როგორიც , კახური - ჯო და გო, ან თელავური წამღერებით საუბარი, აჭარული დაბოლოებანი, ან იმერული - "რაია ეგი" , ახალციხური - "სადანა" "აქანა", ქუთაისური - "იმანო" , გურულების  - "აბდალა" და ასე შემდეგ ...

ეს ყველაფერი ჩვენია - ქართველების , მხოლოდ - "ტო" არ არის ჩვენი , სხვა სამყაროა ეგ ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

ჩემი ეროვნული იდენტობა ქართული ენის გარეშე არ არსებობს, ჩემი დამწერლობა ერთ-ერთია 14 დამწერლობიდან, ჩემი ენის და მიწის გამო ჩემი ხალხი ღვრიდა სისხლს, თავს ქართველად ვგრძნობ და წარმოდგენაც არ მინდა იმ რეალობის სადაც ჩემი შვილები არ მეტყველებენ ქართულ ენაზე! 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Mulan said:

თქვენც ძალიან იდეალისტი ბრძანდებით ნათლიაჩემო, კითხვა მაქვს, პრაქტიკულად რაში გამოიხატება ან უნდა გამოიხატებოდეს ეგ გვერდით დგომა და ზრუნვა? 

გეტყვით აგერ, ქვემოთ

7 minutes წინ, Mulan said:

მე იმერელს მეგრელმა რა უნდა გამიკეთოს, რა ვალდებულება აქვთ აღებული ჩემ მიმართ?

მოგიტაცოს მოპარული ცხენით და ცხენისწყალს თუ გადაასწრო ქე მიხვდები მერე რომ ძაააან მაგარია სამარგალო :rofl: (იმდია მაპატიებთ ხუმრობას ?)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

მე იმერელს მეგრელმა რა უნდა გამიკეთოს, რა ვალდებულება აქვთ აღებული ჩემ მიმართ? ვთქვათ მე მაქვს ვალდებულება დავიცვა მეგრული ენა და ვისწავლო იგი, მეგრელი რას მიკეთებს მე? თუ საიქიოში დავსაჩუქრდები როგორც მომთმენი და თავაზიანი იმერელი?

მეგრელმა იმერელს ის უნდა გაუკეთოს, რაც ქართველმა - ქართველს.

2 minutes წინ, Vermillion said:

ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მონაცემები და არ ქონდეს იმის ფული, რომ რეგიონიდან კომაროვში გადმოცხოვრდეს.

ამისთვის არსებობს სახელმწიფო, თუ ის არსებობს.

2 minutes წინ, Vermillion said:

სამოსნების გამო 4-5-ოსნები დაჩაგრო და არ მისცე საშუალება მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ისწავლონ, Srsly?

პირიქით. აკი გითხარით, სათანადო მონაცემების ბავშვებს სათანადო გარემო უნდა შეექმნათ.

დანარჩენები ხუთოსნობას ლათინური სუპინებისა და გერუნდების სწავლითაც მიაღწევენ.

 

10 minutes წინ, Vermillion said:

არმოვიდგინე რამდენი კონსულტანტი შეემატება მომსახურების სფეროს მომავალში

პირიქით.

რაც უკეთ ისწავლება ჰუმანიტარული მეცნიერებები, მით უფრო მაღალია სოციუმის ზოგადინტელექტუალური დონე, რადგან ჰუმანიტარული მეცნიერებები გაცილებით უფრო რთულ სისტემებს შეისწავლის, ვიდრე საბუნებისმეტყველო.

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Alfred Albion said:

ისედაც იციან დანარჩენმა ქართველებმა ქართული. ოჯახში ხომ ისედაც გვასწავლიან?
რაღა საჭიროა სკოლაში სწავლა? 

:D :nope:

მაშინ ჯერ სახელმწიფო ენად უნდა ვაღიაროთ ეგენიც და არა უცხოენად ისწავლებოდეს. 

ისე თქვენ გეცოდინებათ - საკმარისი ლიტერატურული ნაწარმოებები თუ არის მაგ ენაზე დაწერილი, რასაც სწავლების კურსში შეიტანენ? თუ მხოლოდ გრამატიკა უნდა ისწავლებოდეს? :wtf:

როგორ იგეგმება, დადეთ იდეის პირველწყარო, ასე ჰაერზე რომ მალაპარაკებთ, არასერიოზულია და არ შემფერის

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
54 minutes წინ, York Ge said:

რადგან ყველაფრის გაქართულება შეუძლებელია, არაფერი გაქართულდეს? მეგრულისა და სვანურის საბაზისო ცოდნა ხომ დაგვეხმარება ქართულის დაცვასა და გამრავალფეროვნებაში? რატომ არ უნდა გაგვაჩნდეს მათი საბაზისო ცოდნა?

გარდა ამისა, რადგან მეგრული და სვანური ენების არსებობა ფაქტია, ხომ ცხადია, რომ ვინმე გამოიყენებს ჩვენ მიერ ქართველური ენების უგულვებელყოფას? ან, კიდევ ვიკითხავ, როგორ დაგვეხმარება ერთიანობის შენარჩუნებაში საქართველოს უდიდესი მხარის ხალხის იმ მდგომარეობაში ჩაყანება, რომ ყოველდღე, ნამაზივით, თავი იმართლონ ხოლმე, ცუდი აზრები არ გვაქვსო?

ეს თავის მართლების რეჟიმი კიდე ცალკე საკითხია. ვერ ვხვდები სეპარატიზმი რა შუაშია.

54 minutes წინ, York Ge said:

 

და, ზოგადად, ცოტა რამაა ისე საფრთხილო, როგორც საბუნებისმეტყველო დარგების ჰუმანიტარულად გაუნათლებელი პროფესურა.

ამერიკის მაგალითზე ფრიად კარგა უნდა გამოჩNდეს თუ რას ნიშნავს ზოგადად ჰუმანიტარულად გაუნათლებლობა.

49 minutes წინ, Vermillion said:

სანამ არ გავიაზრებთ, რომ სახელმწიფო ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს და არა პირიქით, კი.

მთავრობა პოპულისტობს, აგერ აიტიშნიკების გადამზადების პროგრამაში დებენ ფულს და სკოლაში კოდის სწავლების ინიციატივა რომ შეიტანო, არ მგონია უარზე იყვნენ.

მშობლებიან-მასწავლებლიანად ცოტას თუ ადარდებს.

პრინციპში, ეგეც გასაგებია, ზოგმა არ იცის დღეს ბავშვს რა აჭამოს და ჩააცვას, რა კოდი, ლათინური და მაღალი მატერიები.

ხოდა ამაშია საქმე რომ პრობლემურია

34 minutes წინ, კიჭარტი said:

@York Ge აქამდე არ მყავდით შემჩნეული, თქვენც დღნუშვიკი სენიორი ხართ :inlove:

ტანკიშაც მომწონს ამ ბოლო დროს :41:

კიიიიჭ. :D ვი ლავ ანაშება. :D

33 minutes წინ, Vermillion said:

სავარაუდოდ, ეგ გაუნათლებელი აიტიშნიკები ეკონომიკას ქაჩავენ და იმ ოჯახებს არჩენენ, რომლის წევრებსაც ჰუმანიტარული განათლება აქვთ და მთავარობა კი მათ სამუშაოს ვერ სთავაზობს.

ეკონომიკაში აიტი სფეროს წვლილი არსად აღემატება მინიმალურ პროცენტს.

მეორც ერთი ჰუმანიტარულად გაუნათლებელი ტექნიკური პროფესურა იწვევას ტრაგიულ შედეგებს.

33 minutes წინ, Vermillion said:

გეთანხმები. ზუსტი მეცნიერებები საერთოდ ამოვიღოთ, მარტო სპეც.სკოლებში ისწავლებოდესო და ამის პასუხი იყო.

ნუ ეგ ცალკე საკითხია. მაგრამ რეალურად არ გამოვა არაფერი.

33 minutes წინ, Vermillion said:

მინიმუმ, აუთსორზე მაინც იმუშავებენ))

ინდოეთად ნუ გადავიქცევით. კლასი დაეცემა მერე და რეპუტაცია გაგვიფუჭდება.

33 minutes წინ, Vermillion said:

ჰუმ. ფაკულტეტის კურსდამთავრებულებიდან რამდენი მუშაობს თავის პროფესიით და რამდენი მომსახურების სფეროში, როგორ გგონიათ?

არც ისე ცოტა. თუმცაღა ტექნიკოსებმა უკვე პროპაგანდისტულ აპარატშიც შევაღწიეთ დიდი ხანია :D

28 minutes წინ, Alfred Albion said:

თუ მხოლოდ სამეგრელოს სკოლებში უნდა ასწავლონ, თანახმა ვარ.
გამოიყოს მასწავლებელთა მომზადებისა და მათი შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხები სამეგრელოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. :) 
როცა ფული ჩინოვნიკების ნაცვლად საზოგადოებრივ საჭიროებებს მოაკლდება, შედეგი კი მხოლოდ ის იქნება, რომ ბიუჯეტის წურბელებისა და საარჩევნო უბნებთან მოქოთქოთე ციცო დეიდების რაოდენობა გაიზრდება, ეგებ მერე მაინც მიხვდეს ზოგიერთი პოცრეოტი, რომ გულში მჯიღის ცემით ქვეყანა არ შენდება. :) 
 

ქართული ენის კურსში შეიტანენ იმჰო. ან  ფაკულტატივად.

23 minutes წინ, Alfred Albion said:

საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არის სახელმწიფოს ფედერალიზაცია. :) 
უნიტარული საქართველო არც ცალკეული ქართული სამეფო-სამთავროების ნებაყოფლობითი გაერთიანების შედეგი არაა და არც რომელიმე ქართული სამეფოს ექსპანსიისა.
იგი არის შედეგი გარე ძალის დაპყრობითი ომებისა და ამდენად სრულიად აცდენილია სახელმწიფოს განვითარების ისტორიულ კანონზმიერებას. :boli:

ფედერალიზაცია რა დონეზე? ესე მარტივად არაა.

21 minutes წინ, Vermillion said:

ეგ კი, რაღაც დონეზე ჰუმანიტარი მეც ვარ, ნახევარი სტუდენტობა ჰუმანიტარულის საგნებს გავდიოდი.

+გულს უხარია. მაგრამ ცოტა რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. პრეზიდენტმა ფილოსოფია, ისტორია და ა.შ. რომ გახადა უფასო, კი, გაგვიხარდა, მაგრამ იმ პროგრამების კურსდამთავრებულებს მერე სამუშაო ადგილები რომ არ აქვთ, ამაზე ყველა ჩუმადაა.

ჩემი ჰუმანიტარი ჯგუფელები, ძირითადად, კონსულტანტებად მუშაობენ...მაქსიმუმ ენების მასწავლებლად. ერთი-ორს თუ გაუმართლებს. ან ბაჩო და გურისავით მთავრობის მაქებარ ფილოსოფოსებად მუშაობენ.

არაა მასე მარტივად საქმე: ჰუმანიტარული სფერო არის პროპაგანდისტული აპარატის სული და გული.

15 minutes წინ, Vermillion said:

ok, მაგრამ სკოლაში რაღატომ ვტენით იმ საგნებს, რომლებიც არაპერსპექტიულია და არაფერს მისცემთ?

არაპერსპექტიული? რა სისულელეა :D

11 minutes წინ, Mulan said:

@Alfred Albion ქართული სალიტერატურო და სახელმწიფო ენაა ჯიგარო

ნუ ადარებ

ივანე ჯავახიშვილს საქართველოს ისტორია მეგრულად არ დაუწერია... არც შოთას დაუწერია ვეფხისტყაოსანი მეგრულად, არც ვაჟას ხმელიწიფელი მეგრულად... ღვთისმსახურებაც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა დ ამიმდინარეობს 

რას ითხოვ ბოლობოლო? საელმწიფო ფულს ჟმოტავ თუ რაშია საქმე?

6 minutes წინ, York Ge said:

რა თქმა უნდა.

მაგრამ განათლების სისტემა მასობრივი სისტემაა და, სწორედ მასობრიობის გამო, მასწავლებელთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება არაკვალიფიციური და უინტერესო. ეს პარამეტრი კონსტანტაა.

არა, არ არის.

თუ ბავშვს აქვს მონაცემები, მისთვის საჭიროა სპეცსკოლის ("კომაროვი" (TM) )ჩამოყალიბება. აი, იქ კი შესაძლებელია მაღალკვალიფიციური მასწავლებლების შერჩევა.

ხოლო თუ ბავშვს სათანადო მონაცემები არ გააჩნია, რა საჭიროა მისი წამება? თანაც დაბალკვალიფიციური მასწავლებლების ხელში? ისეთი საგნების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, რომლებიც როგორც სპეციფიკურ ნიჭს, ისე კვალიფიციურ მასწავლებლებს მოითხოვენ, სრულდება გასაშუალებული პროგრამის შედგენით, რომელიც უმრავლესობისათვის მაინც რთულია, უმცირესობისათვის კი ზედმეტად იოლი. შედეგი: უმრავლესობა კარგავს სისტემის ნდობას, ხოლო უმცირესობა სწავლობს ნიჭზე პარაზიტობას მისი განვითარების ნაცვლად.

სკოლაში უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ის საგნები, რომლის სწავლა შეუძლია საშუალო შესაძლებლობების მოსწავლეს საშუალო მასწავლებლების ხელში.

არა ტექნიკური საგნები უნდა ასწავლო. ოღონდ ფორმა უნდა შეიცვალოს. სწავლასაც კი არ ასწავლიან ჩვენთან და რა გინდა რო ქნა?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Vermillion said:

და როცა ცხოვრება გიყურებს მომხმარებლურ დონეზე?

სხვა რა გამოსავალია?

თუ რაღაცასთან არ გქონია შეხება, საიდან უნდა მიხვდე გინდა თუ არა მისი სწავლა? ან გამოგადგება თუ არ? 

ყველაფერს იმიტომ კითხულობ და სწავლობ, რომ გამოიყენო?

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, marguerite said:

რაღაცასთან არ გქონია შეხება, საიდან უნდა მიხვდე გინდა თუ არა მისი სწავლა? ან გამოგადგება თუ არ? 

მეგრულს და ლათინურს თუ შეგასწავლიან სკოლაში, ვერც მიხვდები :D

 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share