Jump to content
×
×
  • Create New...

მეგრულის


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Vermillion said:

მამანეტ, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას სამუშაო ადგილი, დაფინანსებით, გრანტებით და ა.შ. მეცნიერების პოპულარიზებისთვის. სადაც რაღაც ტექნო-ჰაბებს აფინანსებენ, ჰუმფაკმა რა დააშავა?

კვლევითი ინსიტიტუები უნდა ააგუგუნოს

წავიდა ეგ დრო

არ აქვს სახელმწიფოს იმის ფულიდ ა ფუფუნება შენ ხუშტურები გიფინანსოს, თუ შენ მიერ ნაწარმოებ ინტელექტუალურ პროდუქტს სარგებელი არ მოაქვს პკ

თუ არა და იჯდები სიმბოლურ ანაზღაურებაზე თუ სახელმწიფო დაასუბსიდირებს კონკრეტულ დისციპლინებს დ აკვლევებს

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Vermillion said:

არაკვალიფიციური და უინტერესო მასწავლებლების ბრალია, ხშირად რომელიმე საგნისადმი ზიზღი რომ აქვს ბავშვს.

რა თქმა უნდა.

მაგრამ განათლების სისტემა მასობრივი სისტემაა და, სწორედ მასობრიობის გამო, მასწავლებელთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება არაკვალიფიციური და უინტერესო. ეს პარამეტრი კონსტანტაა.

20 minutes წინ, Vermillion said:

მაგრამ ზუსტი. მეცნიერებების ამოღება და ჰუმანიტარულზე აქცენტის დასმა, ბავშვის გაწირვაა.

არა, არ არის.

თუ ბავშვს აქვს მონაცემები, მისთვის საჭიროა სპეცსკოლის ("კომაროვი" (TM) )ჩამოყალიბება. აი, იქ კი შესაძლებელია მაღალკვალიფიციური მასწავლებლების შერჩევა.

ხოლო თუ ბავშვს სათანადო მონაცემები არ გააჩნია, რა საჭიროა მისი წამება? თანაც დაბალკვალიფიციური მასწავლებლების ხელში? ისეთი საგნების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, რომლებიც როგორც სპეციფიკურ ნიჭს, ისე კვალიფიციურ მასწავლებლებს მოითხოვენ, სრულდება გასაშუალებული პროგრამის შედგენით, რომელიც უმრავლესობისათვის მაინც რთულია, უმცირესობისათვის კი ზედმეტად იოლი. შედეგი: უმრავლესობა კარგავს სისტემის ნდობას, ხოლო უმცირესობა სწავლობს ნიჭზე პარაზიტობას მისი განვითარების ნაცვლად.

სკოლაში უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ის საგნები, რომლის სწავლა შეუძლია საშუალო შესაძლებლობების მოსწავლეს საშუალო მასწავლებლების ხელში.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

ყველაფერს მომხმარებლურ დონეზე ხომ არ უნდა შეხედო

და როცა ცხოვრება გიყურებს მომხმარებლურ დონეზე?

სხვა რა გამოსავალია?

ონლაინ, Mulan said:

ამოსაღები და მოსასროლი...

ეგ არც მითქვამს, მავანმა იუზერმა ზუსტი მეცნიერებები ამოვიღოთ, ჰუმანიტარული გავაძლიეროთო. ჰოდა, ამიგდალა გამიღიზიანდა, წარმოვიდგინე რამდენი კონსულტანტი შეემატება მომსახურების სფეროს მომავალში, მისი ხედვა თუ განხორციელდა.

ჩემი ანთროპოლოგიური ფილოსოფიის ლექტორი ამბობდა, რა აზრი აქვს სწავლას, მაინც უმეტესობა, უცხოელ ტურისტებს მოემსახურებითო. ზოგი ხინკალს მოახვევს, ზოგი სუვენირს შექმნის და გაყიდის, ზოგი იმღერებს, იცეკვებს ან მანქანით გააგულავებსო. ისე, დიდად სხვა არც არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

ქართული სალიტერატურო და სახელმწიფო ენაა ჯიგარო

რა აუცილებელია, რომ სახელმწიფო ენა იყოს? გადავიდეთ ინგლისურზე :)
ქართული კი დარჩეს საშინაო ენად, როგორც მეგრულია. რა პრობლემაა - ვეფხისტყაოსანს ვეღარ წავიკითხავთ, ლექსებს ვეღარ დავწერთ და საბოლოოდ გაქრება ენა? :) 
 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ცდები ნათლულო, - მაგ ვალდებულება თავისუფალი არჩევნის საფუძველზე 24 საუკუნის წინა გაფორმდა კოლხებსა და იბერებს შორის

მას მერე ერთი სახელმწიფოს ქვეშ მყოფი ერი ვართ , ერთმანეთის მხარდამხარ და ერთმანეთზე მზრუნველნი და ვალდებულნი ...

არ მგონია ჩემ დიიიიდ ბაბუას რომელიც გააკულაკეს ამაზე დარდში ამოხდომოდა სული. 

თქვენც ძალიან იდეალისტი ბრძანდებით ნათლიაჩემო, კითხვა მაქვს, პრაქტიკულად რაში გამოიხატება ან უნდა გამოიხატებოდეს ეგ გვერდით დგომა და ზრუნვა? 

მე იმერელს მეგრელმა რა უნდა გამიკეთოს, რა ვალდებულება აქვთ აღებული ჩემ მიმართ? ვთქვათ მე მაქვს ვალდებულება დავიცვა მეგრული ენა და ვისწავლო იგი, მეგრელი რას მიკეთებს მე? თუ საიქიოში დავსაჩუქრდები როგორც მომთმენი და თავაზიანი იმერელი?

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Vermillion said:

ჩემი ანთროპოლოგიური ფილოსოფიის ლექტორი ამბობდა, რა აზრი აქვს სწავლას, მაინც უმეტესობა, უცხოელ ტურისტებს მოემსახურებითო. ზოგი ხინკალს მოახვევს, ზოგი სუვენირს შექმნის და გაყიდის, ზოგი იმღერებს, იცეკვებს ან მანქანით გააგულავებსო. ისე, დიდად სხვა არც არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ხო და მხოლოდ ერთეულებს ეყოფათ ნებისყოფა და ძალისხმევა აკეთონ საყვარელი საქმე. არცაა გასაკვირი...

1 minute წინ, Alfred Albion said:

რა აუცილებელია, რომ სახელმწიფო ენა იყოს? გადავიდეთ ინგლისურზე :)

კაი კაცო თქვა!

ჩემი ეროვნული იდენტობა ქართული ენის გარეშე არ არსებობს, ჩემი დამწერლობა ერთ-ერთია 14 დამწერლობიდან, ჩემი ენის და მიწის გამო ჩემი ხალხი ღვრიდა სისხლს, თავს ქართველად ვგრძნობ და წარმოდგენაც არ მინდა იმ რეალობის სადაც ჩემი შვილები არ მეტყველებენ ქართულ ენაზე! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

შენ მიერ ნაწარმოებ ინტელექტუალურ პროდუქტს სარგებელი მოაქვს

ჩვენს სახელმწიფოში ასეთი მაგალითები შეგიძლია მოიყვანო?

ონლაინ, York Ge said:

მასწავლებელთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება არაკვალიფიციური და უინტერესო

ჩემი ძმისშვილს გავყევი რამდენჯერმე სკოლაში და უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე ჩემ დროს.

ონლაინ, York Ge said:

თუ ბავშვს აქვს მონაცემები

ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მონაცემები და არ ქონდეს იმის ფული, რომ რეგიონიდან კომაროვში გადმოცხოვრდეს.

წვალებას რაც შეეხება, ჩემს დროს, არც არავის აწვალებდნენ, ვისაც არ აინტერესებდა დამაკმაყოფილებელს უწერდნენ, კლასში რომ არ ჩაეტოვათ და სულ ეგ იყო.

სამოსნების გამო 4-5-ოსნები დაჩაგრო და არ მისცე საშუალება მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ისწავლონ, Srsly?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share