Jump to content
×
×
  • Create New...

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი ...


Recommended Posts

  • ფორუმელი

@ვეგა - სვანურის ლინგვისტიკის შესახებ რა შეგიძლიათ თქვათ პატივცემულო ??? სვანური სიტყვები თუ ჰგავს ეგვიპტურს ???

(ძაღლუკას თუ დააკლიკებთ ჩემი ნაწერის ქვემოთ, მომივა ცნობა რომ მე მომმართეთ და უფრო მალე გიპასუხებთ)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, ვეგა said:

მშვენიერი = მ შვენ იერი, ანუ მ რომელი უფლისმიერია მას რომ უნდა შვენოდეს ის იერიო ამბობს თავად

მშვენიერი შეიძლება სხვაგვარადაც გამოვთარგმნოთ , მაგალითად :

მ შვენ იერი - ადამიანის იერი რომელიც არის საშვენი , ან ასე :

მ შვე ნი ერი - ღვთის მიერ შობილი ერი (დავუშვათ)

ჩემის აზრით, რაც შეეხება ენას, ულამაზესი ენა გვაქვს რათქმაუნდა, თუმცა ყველა ენას მეტ-ნაკლებად გააჩნია იგივე თვისებები რაც ქართულს, რადგან ბაბილოვნის გოდოლამდე ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობდით, ბაბილოვნიდან გაიყო ენები, მაგრამ გაიყო იმ ერთიდან რომელზედაც ვსაუბრობდით და დიდი ალბათობით ყველა განაყოფმა პირველსაწყისი ენის თვისებები მიიღო საფუძვლად, - რათქმაუნდა ქართული ენის და არც რომელიმე ენის არც წინააღმდეგი ვარ და არც სპეციალისტი, და ვთვლი რომ სიტყვების სწორი აზრობრივი ამოკითხვა მნიშვნელოვანია, - მაგრამ არც იქამდე მინდა მივიდეთ, როგორც იმ ცნობილ ლეგენდაშია : - ღმერთთან "კალიდოში" რომ იჯდნენ ქართველები და ყველაზე ბოლოები რომ შევიდნენ მასთან "კაბინეტში" და "საკურორტო" გეოგრაფიული ერთეული რომ აჩუქა ;) 

ანუ : - მე მგონია რომ მზგავსი ფუძეები, წინსართები, მნიშვნელობები და აზრობრივი გამოხატვები არამხოლოდ ქართულ, არამედ გერმანულ, ლათინურ, ბერძნულ, ინგლისურ და სხვა ენებსაც აუცილებლად ექნებათ ... თუ ვცდები, გადამარწმუნეთ :)

ჩემი შეკითხვა უბრალოდ ჟღერს :  სხვებთან შედარებით რითია უნიკალური ჩვენი ენა ??? 

(მხოლოდ გამეხარდება თუ ეს ასე აღმოჩნდება ... )

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
22 საათის წინ, kvipriane said:

მშვენიერი შეიძლება სხვაგვარადაც გამოვთარგმნოთ , მაგალითად :

მ შვენ იერი - ადამიანის იერი რომელიც არის საშვენი , ან ასე :

მ შვე ნი ერი - ღვთის მიერ შობილი ერი (დავუშვათ

დიახ, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა მაგრამ იგივე შინაარსით და რაც მთავარია ცალკედ აღებულის აბსტრაგირებული ღირებულებაა გამოსამჟღავნებელი, ანუ მ აბსტრაგირებულ ჯგუფში რა იგულისხმებოდა, როცა მეკითხებით რა უნდა მოგვცეს ამან სულ ყველაფერს თავი რომ გავანებოთ ლინგვისტიკის სისწორეს გავიგებთ, ასევე მის ისტორიულ არსს და ნამდვილ სახეებს, ასევე რას წარმოადგენდნენ თითოეული ასობგერა, შუმერები დიახ ასევე იძლევა ინფორმაციას მთლიან სურათში და ასევე გეთანხმებით რომ ბაბილონურ ენაზეა საუბარი, გავაცოცხლოთ ენაი რომელი დაფარულ არს და ელოდება რა ჟამსა, და ჟამი მოიწია რამუ მოვიდა მერწყულის ეპოქა რომელი არის არწყაც მორწყვაც და შერწყმაც რომელიც ამ სიტყვაშივე იკითხება როცა რელური სახით და მისი თავდაპირველი შინაარსით ვიგებთ, ასევე ვიგებთ თუ რა განსხვავებულ ტემპში და სახეცვლილ რეალობაში ვართ იმ აღქმისგან განსხვავებით, ეს წინაპრებთან დაბრუნებაა რომლებიც ასევე წინა ფარია, თუ რამ უკან იყო ის წინაა, რაც წინ გვხდება ამ სამყაროში მოვლინებისას ის წინაპრების შექმნილი ცოდნაა, ასე რომ წარსული წინ გვხდება, პატარიძის ვიდეოები მისი შეუპავარი შემართებით იძლევა მთავარ აქცენტებზე შუქს, ის ამბობს სწორედ იმას რასაც გულისხმობთ რომ სხვა ენებშიც არის მსგავსი შესაძლებელი და დიახ, მაგრამ ქარატულის სიძველე რომელიც გამოიხატება მის მრავალფეროვნებაში ასახავს ასაკს ისე როგორც ხის რშოლები ასახავს მის ასაკს, მრგვლოვანი რომელი იყო ძველის გადმოტანა და აღწერა ძველივე ცოდნის სამყაროს მიმართ, ჩაწერა, ნუსხა ხუცური როცა განიხილავდნენ და განავრცობდნენ მეტად, და მხედრული რომელი უნდა ამხედრდეს და სთქვას ძველი თუ როგორ იყო ოდით, მაშ მივეხმაროთ მოწიწებით, სისუფთავით, სიდინჯით როგორც სინათლეს სიბნელეში რამეთუ ქვანი ვართ და ვღაღადებდეთ სიბნელესა შინა რამეთუ ქრისტე შეგვიმოსიენ ამა ენითა შინა

Share on other sites

  • ფორუმელი
56 minutes წინ, ვეგა said:

გავაცოცხლოთ ენაი რომელი დაფარულ არს და ელოდება რა ჟამსა, და ჟამი მოიწია რამუ მოვიდა მერწყულის ეპოქა რომელი არის არწყაც მორწყვაც და შერწყმაც რომელიც ამ სიტყვაშივე იკითხება როცა რელური სახით და მისი თავდაპირველი შინაარსით ვიგებთ,

პატივცემულო ვეგა, მშვენიერი სადღეგრძელო გამოგივიდათ, ღვინით სავსე ფიალა რომ მეჭიროს სიამოვნებით დავლევდი 

მაგრამ სხვამხრივ, - რომ ამბობთ , გავაცოცხლოთ ენაო, მკვდარია იგი ??? ან რამე ისეთი ჭირს რაც ღმერთთან დაახლოებაში გვიშლის ხელს ???

მერე, - მერწყულის ეპოქა რა შუაშია ??? ზოდიაქოს ნიშნებით ღმერთთან ურთიერთობა , ან რამის წინასწარ ჭვრეტა ქრისტიანებს არასოდეს ეპიტნავებოდათ რამდენადაც მე ვიცი ... 

რათქმაუნდა ძალიან მაგარია სიტყვების სწორი მნიშვნელობების ცოდნა, რამეთუ ადამმა თითოეულ სიტყვაში სხვადასხვა შენაქმნის ღვთის მიერ ახსნილი შინაგანი თვისება ადამიანური გაგებით ჩადო, - ეს სწორი მიდგომაა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არასწოად ვკითხულობთ სახარებას , წმიდა წერილს და ა.შ. ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, kvipriane said:

მკვდარია იგი ???

ესე ენა არს ლაზ არე რომელი 4 დღის მკუდარი აღდგეს, ასე გვეუბნება ზოსიმე, ამიტომ დავდე ჩანაწერი და ამიტომაც ქვია ამ თემას ქებაი და დიდებაი რადგან ენაი დამარხულ არს და მისი რეცხვა ხდება 

 

ხოლო მერწყულთან დაკავშირებით გეტყვით და ზოგადად ცის ამოკითხვის შესახებ რომ თავად იმ სამ ქურუმს ვარსკვავებით ემცნოთ, მათ გადალახეს ძალიან დიდი ტერიტორია და ეახლწნ მაცხოვარს ბაგეში რაღა ეცათ თაყვანი, მათ ეს ცით ამოიკითხეს, კაცობრიობას სასწაულების ხილვა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ უფალი, მაგრამ ამ სამმა მოგვმა ეს წინასწარ იცოდა, ენის ამოკითხვა ხდება აბსოლუტურ ცოდნებთან გააზრებაში რაც მოიტანა ინტერნეტის სამყარომ, როცა იქმნება "რკინის თვალი" იქვეა ჭეშმარიტი სიცოცხლის თვალიც, ეს ენა ჩვენი ქურუმულია და შესაბამისად ციურ სხეულებთან კოორდინაციაც არის მასში ასახული, მაგალითად როგორც ბატონი პატარიძე ამბობს ენაში კალენდარიც ასახულია

Share on other sites

  • ფორუმელი
On 3/25/2022 at 7:55 PM, kvipriane said:

რომელიც ეგვიპტეში უხოდ ითვლებოდა არის ქართველური სამყაროდან შესული: ესენია თოთი და ოსირისი

უხოდ რას ნიშნავს პატივცემულო? უცხო? თუ უცხოა ეგვიპტეში თოთი და ოსირისი იმჰო არ ითვლებოდნენ ასეთებად. თოთი განსაკუთრებით რასაც ქვია ინთეგრალ ფართ იყო ეგვიპტური პანთეონის. ოღონდ მეორე, პოსტ-რას შემდეგი პანთეონის.

რაც შეეხება "შესვლას" ქართველური რანაირად იქნებოდა სენიორ როდესაც არ არსებობს არცერთი დადასტურებული ფაქტი რომ "ქართველური სამყარო" არსებობდა ეგვიპტურამდე. თავი რომ დავანებოთ იმას რომ მარტო არსებობა არ კმარა, თოთი თუ აქედანაა შესული, არსებობასთან ერთად უსერიოზულესად განვითარებული უნდა ყოფილიყო. ამის ფაქტები ნაღდად არ გვაქვს.

თუ ეგ პატივცემული ლინგვისტი მართალია და ლინგვისტური მსგავსებები იპოვა, მაშინ პირიქით უნდა იყოს, ეგვიპტიდან აქეთ რაც სავსებით შესაძლებელია მომხდარიყო. იმჰო.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, ვეგა said:

ხოლო მერწყულთან დაკავშირებით გეტყვით და ზოგადად ცის ამოკითხვის შესახებ რომ თავად იმ სამ ქურუმს ვარსკვავებით ემცნოთ, მათ გადალახეს ძალიან დიდი ტერიტორია და ეახლწნ მაცხოვარს ბაგეში რაღა ეცათ თაყვანი, მათ ეს ცით ამოიკითხეს, კაცობრიობას სასწაულების ხილვა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ უფალი, მაგრამ ამ სამმა მოგვმა ეს წინასწარ იცოდა, ენის ამოკითხვა ხდება აბსოლუტურ ცოდნებთან გააზრებაში რაც მოიტანა ინტერნეტის სამყარომ, როცა იქმნება "რკინის თვალი" იქვეა ჭეშმარიტი სიცოცხლის თვალიც, ეს ენა ჩვენი ქურუმულია და შესაბამისად ციურ სხეულებთან კოორდინაციაც არის მასში ასახული, მაგალითად როგორც ბატონი პატარიძე ამბობს ენაში კალენდარიც ასახულია

დიახ პატივცემულო, ქურუმებმა მართლაც თაყვანი სცეს უფალს მისი შობისას : სახარება მათესი თავი 2

9. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. 10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. 11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური

მაგრამ ამის გამო, რადგან მოგვებმა (ქურუმებმა) ვარსკვლავთმრიცხველობა იცოდნენ და ამით გამოიძიეს უფლის (სამყაროს შემომქმედის) შობა ; ამის გამო უფალმა აცხოვნა ისინი, თუ სადმე თქვა რომ მოგვობა კარგია ???  (რათქმაუნდა არა, ხომ ???)

მოგვად ყოფნა, ენის დამარხვა ან თუნდაც განყოფა ენისა არავითარ კავშირში არ არის ჩვენს მთავარ მიზანთან - ცხოვნებასთან (უფალთან ყოფნასთან!!!) - ჩვენ ვიცით რომ მეორედ მოსვლისას მოხდება განკითხვა ცოდვათა , მაგრამ  განა ეს მოხდება რომელიმე სასაუბრო ენით ??? ანუ იქნება კი საჭირო რომელიმე ენა ??? ;) 

პატივცემულო, თუ დამიჯერებთ, ქრისტეს მეტი მხსნელი არ ჰყავს კაცობრიობას, - არცერთი ენის ზედმიწევნით ცოდნას, არც რაიმე კეთილ საქციელს (თვითნებურად, ქრისტეს გარეშე ჩადენილს), არც რაიმე მიწიერ ქმედებას ადამიანის ხსნის საშუალება არ აქვს - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს რწმენის გარეშე და გარდა :) ხსნის ერთადერთი საშუალება ესაა - უფლის რწმენა !!! მხოლოდ უფლის რწმენით ჩადენილი საქმეებია ზე-ცად აღმავალი !!! ...

11 საათის წინ, Seth said:

უხოდ რას ნიშნავს პატივცემულო? უცხო? თუ უცხოა ეგვიპტეში თოთი და ოსირისი იმჰო არ ითვლებოდნენ ასეთებად. თოთი განსაკუთრებით რასაც ქვია ინთეგრალ ფართ იყო ეგვიპტური პანთეონის. ოღონდ მეორე, პოსტ-რას შემდეგი პანთეონის.

იმედია პატივცემული @ვეგა გვიპასუვებს ამ კითხვაზე მუსიე სეტ ... და ქვემოთ დასმულ კითხვაზეც :

11 საათის წინ, Seth said:

რაც შეეხება "შესვლას" ქართველური რანაირად იქნებოდა სენიორ როდესაც არ არსებობს არცერთი დადასტურებული ფაქტი რომ "ქართველური სამყარო" არსებობდა ეგვიპტურამდე. თავი რომ დავანებოთ იმას რომ მარტო არსებობა არ კმარა, თოთი თუ აქედანაა შესული, არსებობასთან ერთად უსერიოზულესად განვითარებული უნდა ყოფილიყო. ამის ფაქტები ნაღდად არ გვაქვს.

თუ ეგ პატივცემული ლინგვისტი მართალია და ლინგვისტური მსგავსებები იპოვა, მაშინ პირიქით უნდა იყოს, ეგვიპტიდან აქეთ რაც სავსებით შესაძლებელია მომხდარიყო. იმჰო.

მე რამდენადაც მახსოვს მუსიე სეტ ; - შუმერეთისა და ეგვიპტეს დროს არანაირი ეთნოსები დღევანდელი გაგებით არ არსებობდა :) 

შეუძლებლად მიმაჩნია რაიმე ქართველურის  ან თუნდაც სხვა რომელიმე ეთნოსის ლინგვისტური ხაზის მიკუთვნება იმ დროიდან 

დადასტურებულად ვიცით, რომ შუმერები უფრო ადრე იყნენ (მიახლოებით 50-100 წლით) ვიდრე ეგვიპტელები, მაშ გამოდის რომ ლინგვისტურად ყველა ენა შუმერული ყოფილა ??? :) (თუმცა შუმერებიც საიდანღაც მოსულან მესოპოტამიაში, ამბობენ მთის ხალხიაო) - დადასტურებულად კი არავინ იცის ...

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Seth said:

რომელიც ეგვიპტეში უხოდ ითვლებოდა არის ქართველური სამყაროდან შესული: ესენია თოთი და ოსირისი

ეს სად მიწერია ვერც ვპოულობ მაგრამ გვაქვს თჰოთის მთა იქვე უფლისციხესთან და გორთან, გორს რატო ერქვა გორი როგორ ფიქრობთ? :)

 

ქრისტეანული ცოდნა და ფილოსოფია როცა ღმერთი თავს წირავს ადამიანების, კაცობრიობის გადასარჩენად მსგავსი სად ფიქსირდება გარდა ეგვიპტური კოსმოგენიისა, გაითვალისწინეთ აურაცხელი პაპირუსის გაქრობა ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან, ზოგადად ელინური კულტურა რამაც გავლენა მოიტანა მთელს ევროპულ ცივილიზაციაზე ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან არის 

სიტყვები გვიყვებიან ლინგვისტიკაში ჩარჩენილნი, გინდაც სიტყვა "რა" რომელიც კითხვითი ფორმაა, ზოგადად რ ასობგერა მზის აღმნიშვნელი იყო, კითხვათა უმრავლესობა ასე გამოიყურება: რატომ, რისთვის, როდის, რამდენი და ა.შ. ეს არის მზესთან დიალოგი, კიდე მოვუბრუნდები ამ თემას უბრალოდ რადგან ახლავე გვჭირდება ლინგვისტიკიდან პასუხები ამიტომ ვწერ

 

ასევე გვაქვს ნათლისღება: ეხლა უყურეთ რა ხდება, Nut და Geb ესენი არიან ოსირისი ისიდა სეთის მშობლები სადაც ნუთ ანუ იგივე ნათ გამოხატავდა ცის ღმერთს, ის იყო ამავე დროს გარეული ძროხა, ჩვენთან დასავლეთში ქალს ეძახიან ცას... 

 

მ ნ ათ ე - ამ სიტყვაში სადაც მ ვიცით რა არის ხოლო მას უკან აქვს ნათ... ნათ ელი, სი ნათ ლე, ათი ნათი... მ ნ ათ - უზომოდ ბევრს ჰყვება თავის არსზე და ესეც ქურუმული ლინგვისტიკაა

 

Geb - იგივე მიწა ანუ კაცი, გებ ანუ იგივე ღებ რადგან ინგლისურად ვერ ჩაიწერება ღ, ასევე მინდა გითხრათ რომ ღ ასობგერა ქონდათ ეგვიპტელებს, მიგება /მიღება ... ნათლის გება /ნათლის ღება... 

 

ასევე გვაქვს ხარ ება. ხარმა ქრისტეანობაში დაიმკვიდრა თავი როგორც მითრამ ანუ მზის კულტმა ასურელების მიერ, ისედაც მზის კულტი მძალვრად იყო სწორედ ქართლის ტერიტორიაზე

 

გვაქვს - მზე რა (მზერა) თვალი ანუ მზე და ეს ეგვიპტური იდენტური სიმბოლოებია, რა მ ზეს... ეს მეფე ხელდასხმული მეფეა ეგვიპტეში 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   30 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(16)