Jump to content
×
×
  • Create New...

"არ გავაღიზიანოთო" სასტავი


Vermillion
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@ფორთოხალი გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირში შესვლაა.

ეს იდო კონზე და დავკარგეთ.

@Sylar ეს შენი ნაძალადევი ცინიზმი არ შემიძლია))

იმ წუთშივე უკიდურესობაზე გადავიდა, ვუიმე, სო ქიუთ ენდ ლავლი <3

შენი პრემიერი გაჩუმების ნაცვლად სლეობაზე სლეობას რომ ამატებს, მერე მთელი პარტია მორჩილების და მონობის ნარატივს რომ გიტარებს და რომ ეთანხმები,

მერე მოსხალისეებს რომ საომრად არ უშვებს, უკრაინის თვითმფრინავს რომ ასვამს აეროპორტში და ისევ ამართლებ

ვენაცვალე ეგეთ ხალხს პატრიოტიზმში,

ქალბატონი პრეზიდენტი, რომ ყველაზე კარგი ტიპი იჩითება :lol:

23 minutes წინ, Sylar said:

აბა აქ რა გაგაჩერებს

2008-ში აქ ვიყავი, ცუნცულ და მიკვირდა ხალხი რომ გარბოდა.

ამ სლეობა მთავრობას რომ ვუყურებ და აქედან წასვლის სურვილი რომ არ უჩნდება ტიპებს, რავი. ვერაფერს დავამატებ.

ალბათ, ყველა იმსახურებს ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც მის ხასიათს შეეფერება.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Vermillion said:

გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირში შესვლაა.

არა, სხვა რამეს გეკითხები. აი, ვთქვათ გამოვთქვით პრეტენზია, რასაც ყველა შემთხვევაში მოჰყვება ომი, ხომ?! კაი, ჩვენ ვწირავთ თავებს და ვიბრძვით, ევროპისა და ამერიკისგან რისი მოლოდინი გაქვს, რას გააკეთებენ ჩვენთვის ამ დროს?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Vermillion

7 minutes წინ, Vermillion said:

იმ წუთშივე უკიდურესობაზე გადავიდა

უკიდურესობაში გადავედი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეგ უკიდურესობა დღესდღეობით საკმაოდ რეალურია და დიდი საშიშროების წინაშე ვართ. 

 

9 minutes წინ, Vermillion said:

შენი პრემიერი გაჩუმების ნაცვლად სლეობაზე სლეობას რომ ამატებს, მერე მთელი პარტია მორჩილების და მონობის ნარატივს რომ გიტარებს და რომ ეთანხმები

პრემიერს დიპლომატია ნამდვილად არ ასწავლა არავინ. მონა და მორჩილის ნარატივს რო არ ვეთანხმებოდით უკრაინის სოლიდარობის ამბავში, მაგიტომაც გავედით ქუჩაში. ზელინსკიმ კი, რომლის ქვეყნის რიგებში ამ წუთებშიც იბრძვიან ქართველები, რომელმაც დაინახა ჩვენი, უბრალო ხალხის დიდი მხარდაჭერა, რომლის დასახმარებლად ეხლაც ცდილობენ მოხალისეები წასვლას და რომელიც 2008 წლის დროს, როცა ჩვენ გვიჭირდა, თვითონ იუმორისტულ სკეჩებში აღადავებდა ქართულ ჯარს, ელჩი გაიწვია.

 

15 minutes წინ, Vermillion said:

ისევ ამართლებ

არ ვამართლებ, მე ვთქვი, დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცებში იმაზე სასარგებლოდ მოიქცნენ საბოლოო ჯამში, ვიდრე ჩვენ მოვიქცეოდით მეთქი. განსხავებას ხედავ? 

ამას ვამბობ იმის გათვალისწინებით, რო მეზიზღება ეს მთავრობა როგორც ერთად აღებული, ისე ცალ-ცალკე მისი ყოველი წევრი. რიგითი პოლიტგანყელივით მიგყავს თემა და ცოტა ხანში ქოცსაც დამიძახებ ალბათ. 

17 minutes წინ, Vermillion said:

ქალბატონი პრეზიდენტი, რომ ყველაზე კარგი ტიპი იჩითება

ქალბატონ პრეზიდენტს რეალურად არავინ არაფერს ეკითხება და მაგის ადგილას ღარიბაშვილი რო იყოს, დარწმუნებული ვარ ეგეც ეგეთ განცხადებებს გააკეთებდა. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Vermillion said:

"Бежали робкие Грузины"

თქვენ გგონიათ, ამ ფრაზით ლერმონტოვმა ქართველებს დასცინა?

ის დასცინოდა ნიკოლოზ I და ამიტომაც მოკლეს.

Share on other sites

  • ფორუმელი

ok, ბრატცი და დაცი არ გააღიზიანოთ. ყველაფერს სწორედ აკეთებს ბატონი პრემიერი. ვენაცვალე სულში და გულში, განსაკუთრებით სახელმწიფოებრივ აზროვნებაში.

მე <3 ჩვენი მთავრობა.

ერთ დღეს რუსულ სახელმწიფოში რომ გაგეღვიძებათ, მაშინაც ნუ გაახურებთ. მთავარია დღეს, თბილად და კომფორტულად იყოთ. ოსეთეში და აფხაზეთში დასვენებას მაინც არავინ ვგეგმავთ.

Share on other sites

  • ფორუმელი

:lool: :lool: 

 

პაწუკა გავაბრაზეთ და ბოლოს თვითონ მიმართა თავისივე მოგონილ ნაძალადევ ცინიზმს.

შენ არ ინერვიულო ოღონდ და ყველაფერი ისეა როგორც შენ ამბობ.

 

@ფორთოხალი

აღარ დავინახო რომ ჩამჭრელი კითხვები დაუსვა. ხო ხედავ, ნერვიულობს ბავშვი ... 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Sylar said:

აღარ დავინახო რომ ჩამჭრელი კითხვები დაუსვა. ხო ხედავ, ნერვიულობს ბავშვი ... 

არადა, მართლა მაინტერესებს, როგორ ესახება ეს ყველაფერი

იქნებ მე ვერ ვხედავ, ვერ ვიაზრებ რამეს :sorry:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share