ფორუმელი York Ge Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 25 minutes წინ, Vermillion said: გაქცევას "იმ მეობისგან", რომელიც თავზე მოხვეული უფროა თავს მოხვეული ქართველობა როგორია? თუ დრო და ხალისი გექნებათ, აღწერეთ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 17 minutes წინ, Instance said: იმას რაღატომ ამბობ გენეტიკურად რამდენი პროცენტით თუ არ ხარ ქართველი? დრამატულობისთვის, ჩემი ეროვნული თვითაღქმის ჩამოყალიბების პროცესში დანარჩენი 50%-ის მნიშვნელობაზე რომ მიგანიშნოთ)) როცა ეროვნულობის აღქმა სოციალური კონსტრუქტია, როცა საკუთარ ეროვნულობაზე საუბრობ, ნაციონალისტური გრძნობები გაიძულებს იმისკენ, რომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ქართველი ხარ. ნაკლებად უფიქრდები %-ს, პატრიოტული სულისკვეთება გკარნახობს, რომ უბრალოდ აქაური ხარ და ეს გეამაყება. იმ ფაქტის ხაზგასმას ნაკლებად ცდილობ, რომ ადგილობრივ კულტურასთან გაუცხოებული ხარ. 23 minutes წინ, Instance said: როცა იწყებ ქართველი არ მინდა და იმის მერე ფეხებზე გკიდია უკრაინელი, გინდა პოლონელი თუ ბალტიისპირელი ეგაა თავისი თავიდან გაქცევა ნწ, იქნებ ანთროპოლოგიური ინტერესი განსაზღვრავს ჩემს ქცევას? მაგ. ქართული კულტურის ცოცხალი ელემენტებისადმი, რადგან აქაური და ადვილად ხელმისაწვდომები არიან, ინტერესი ამოვწურე. და ახლა სხვა ქვეყნების კულტურული რეალიების წარმომადგენლებისკენ მინდა გავიჭრა? რატომ არის ეს თეზა, ისე შეურაცხმყოფელი, რომ ცდილობთ მიმანიშნოთ, რომ საკუთარი თავისგან გაქცევას ვცდილობ? ჩემი თავი, აპრიორულად, რატომ უნდა შემოვსაზღვრო ქართული კულტურით და ხალხით? ოკ, აქ დავიბადე, მაგრამ მულტიკულტურულ გარემოში აღვიზარდე და ეროვნული ცნობიერება არ მაქვს. ოჯახის შექმნაც ისეთ ტიპთან მინდა, ვისთვისაც ეროვნული სენტიმენტების არ ქონის გამო, ნაკლული, ხინჯიანი პროდუქტი არ ვიქნები. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 5 minutes წინ, Vermillion said: მაგ. ქართული კულტურის ცოცხალი ელემენტებისადმი, რადგან აქაური და ადვილად ხელმისაწვდომები არიან, ინტერესი ამოვწურე. და ახლა სხვა ქვეყნების კულტურული რეალიების წარმომადგენლებისკენ მინდა გავიჭრა? მერე ზუსტად ეს არაა საკუთარი თავიდან გაქცევა? 7 minutes წინ, Vermillion said: ჩემი თავი, აპრიორულად, რატომ უნდა შემოვსაზღვრო ქართული კულტურით და ხალხით? რაც დავწერე წინა პოსტში, რომ წაგეკითხათ ამ დასკვნას არ გამოიტანდით ჩემი ნაწერიდან. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 13 minutes წინ, York Ge said: თავს მოხვეული ქართველობა როგორია? ბაღიდან მოყოლებული, ნაციონალური ნარატივის მსახურებაში მყოფი სოციალიზაციის აგენტები, სკოლა, უნი, მედია და ა.შ. რომ ცდილობს ეროვნულობის იდეა ჩაგიდოს თავში. პატრიოტისტული სულისკვეთების ლექსებს, მოთხრობებს რომ გვასწავლიან, რომ გვჩრიან ფილმებით/სპექტაკლებით და ა.შ. რომ სამშობლოსთვის სიკვდილის არ უნდა შეგვეშინდეს, პირიქით ყველაზე დიდი პატივია ეროვნულ გმირად ყოფნა, თავგანწირვა სამშობლოს იდეისთვის, რომ რაღაც იდეები ჩვენზე უფრო დიდია და ჯობია მათ ვემსახუროთ. ინდივიდუალიზმის წახალისების ნაცვლად მორჩილ მოქალაქედ ყოფნის იდეას რომ გვაჩვევენ, რომ ცხოვრების გალევა რაღაც იდეისთვის მსახურებაში დიდი პატივია. ხოლო, როცა გვესმის ჩვენს სამშობლოზე სიტყვები, აპრიორული სიამაყის განცდით უნდა აღვივსეთ, რადგან ამ ერთობას ვეკუთვნით. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 ონლაინ, Instance said: ზუსტად ეს არაა საკუთარი თავიდან გაქცევა? დიდი აღმოჩენები არც გვექნებოდა, ხალხი ადგილობრივი გარემოთი რომ კმაყოფილდებოდეს. საერთოდ რა უნდა მარკო პოლოს ამდენს რომ მოგზაურობდა)) 2 minutes წინ, Instance said: რაც დავწერე წინა პოსტში, რომ წაგეკითხათ ამ დასკვნას არ გამოიტანდით ჩემი ნაწერიდან. თქვენც რომ წაგეკითხათ ჩემი ნაწერი, მიხვდებოდით, რომ საკუთარი მეობის კონსტრუირების პროცესში ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ეროვნებას. შესაბამისად, როგორ უნდა გავექცე იმას, რაც ისედაც ნაკლებად ღირებულად მიმაჩნია? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 3 საათის წინ, Instance said: მაგრამ როცა ასე აყენებთ საკითხს, რომ ქართველი არ მინდა და მერე ვნახო რა იქნება - ესაა გაუგებარი გაუგებარი არაფერია სინამდვილეში. ადამიანი საკუთარი და ასევე გარშემომყოფების გამოცდილებიდან გარკვეულ შთაბეჭილებას იქმნის. ადამიანს აქვს გარკვეული წარმოდგენები და პრინციპები, რომელთან თანხვედრაში მყოფი სხვა ადამიანი ვერ მონახა და ჩათვალა, რომ ეს ქვეყნის, მენტალიტეტის გავლენით ხდება და ამიტომაც, ჰგონია რომ სხვაგან გაუმართლებს ამ მხრივ. მე პირადად არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ნორმალური, შენთვის შესაფერისი ადამიანის პოვნა დედამიწის ნებისმიერ წერტილში შესაძლებელია, უბრალოდ არაა მარტივი, რადგან ადამიანთა უმრავლესობა ნაგავია. უფრო ბევრი კარგი ტიპი შეგხვედრია თუ პირიქით, უფრო ბევრ ნაგავს გადაყრიხარ? მე პირადად, ნაგავი ბევრად მეტი შემხვედრია. სამეგობრო ადამიანიც კი ცოტა ვნახე და რა გასაკვირია, ვიღაცამ ურთიერთობა ვერ ააწყოს. თუმცა ვფიქრობ, რომ სხვაგანაც იგივეა, იმ განსხვავებით, რომ კონკრეტული მენტალობის ადამიანისთვის, შეიძლება უფრო მეტი პროცენტულობით იყოს შესაფერისი ადამიანი მაგალითად რეიკიავიკში, ვიდრე თბილისში. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 1 minute წინ, Vermillion said: ბაღიდან მოყოლებული, ნაციონალური ნარატივის მსახურებაში მყოფი სოციალიზაციის აგენტები, სკოლა, უნი, მედია და ა.შ. რომ ცდილობს ეროვნულობის იდეა ჩაგიდოს თავში. პატრიოტისტული სულისკვეთების ლექსებს, მოთხრობებს რომ გვასწავლიან, რომ გვჩრიან ფილმებით/სპექტაკლებით და ა.შ. რომ სამშობლოსთვის სიკვდილის არ უნდა შეგვეშინდეს, პირიქით ყველაზე დიდი პატივია ეროვნულ გმირად ყოფნა, თავგანწირვა სამშობლოს იდეისთვის, რომ რაღაც იდეები ჩვენზე უფრო დიდია და ჯობია მათ ვემსახუროთ. ინდივიდუალიზმის წახალისების ნაცვლად მორჩილ მოქალაქედ ყოფნის იდეას რომ გვაჩვევენ, რომ ცხოვრების გალევა რაღაც იდეისთვის მსახურებაში დიდი პატივია. ხოლო, როცა გვესმის ჩვენს სამშობლოზე სიტყვები, აპრიორული სიამაყის განცდით უნდა აღვივსეთ, რადგან ამ ერთობას ვეკუთვნით. სახელმწიფო აპარატის (მათ შორის, განათლების სისტემის) ამოცანა სახელმწიფოსა და მისი ელიტის მიმართ მსახურების მზადყოფნის ჩამოყალიბებაა. რადგან ელიტა, რომელიც არაფერს იძლევა, არაფერს მსახურებს, პროცესი იფუთება სამშობლოსადმი სიყვარულით. მაგრამ მე გთხოვეთ, გესაუბრათ თავსმოხვეულ ქართველობაზე. ის, რაზეც ისაუბრეთ, ნებისმიერი სახელმწიფო სისტემისათვისაა დამახასიათებელი და მხოლოდ შესრულების კლასით განსხვავდება. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 19 თებერვალი, 2022 Posted 19 თებერვალი, 2022 28 minutes წინ, Vermillion said: ვუიმე, ტანკუშ, ისეთებს ამბობ, ლოყაზე ჩქმეტა მინდება)) ტესტოსტერონი პირდაპირ ბრუტალურ ხასიათთან როდიდან ასოცირდება? საჩქმეტი ლოყა კი მაქვს ისე ბრუტალურ ხასიათთან არა, მაგრამ ქცევის გარკვეულ მოდელებთან კი. 29 minutes წინ, Vermillion said: დომინანტ ქალებზე არ გაგია? რო ევასებათ ისეთი კაცების დამორჩილება, ვინც ადვილად იმართება? 5 წლის წინ ვნახე, ხალხით სავსე, ქუჩაში, 160-იანმა, გამხდარმა, გოგომ 2მეტრიანი, ზდაროვი, ქმარი ისე მიაჩმორა და შეჯორა, გაოცებული ვუყურებდი. კი ოღნდ შენ მაგ ქალებში ტესტოსტერონის დონე უნდა ნახო. ნუ კაცებშიც ესტრგენის დონე. საჯაროდ გაკიცხვა დომინანტობა კი არა ყლეობაა ზოგადად. 30 minutes წინ, Vermillion said: ეს რამე ახალი სოციალური კატეგორიაა? რატო ახალი როცა დიდმა აკაკი წერეთელმა საუკუნის წინ დაწერა? 31 minutes წინ, Vermillion said: აბა გალანძღვა? ვიღაც გოიმკა ვერმილიონი, რომელიც არც ინტელექტით და არც ვიზუალით ვერ დაიკვეხნის, თავის პირად გამოცდილებას წერს იმაზე, რომ ქართველი ნარჩევ მამრებთან ოჯახის შექმნას, ცხრამთას იქით ვიღაც გადამთიელთან გადაკარგვა ურჩევნია. როგორი სენტიმენტები მოაყოლეთ ვიღაც კინკილა იუზერის პოსტს)) წარმოდგენა არ მაქვს არც შენ ინტელექტზე და წემ ბოლეე არც ვიზუალზე. მაგრამ იმის მიდგომა რო აი ქართველს ან რომელიმე X ეროვნებას არ გავყვები იმიტომ რომ გოიმები არიან და აუცილებლად გერმანიებში უნდა შევეტენ არის როგორც წესი გოიმობის უმაღლესი ლეველი. 33 minutes წინ, Vermillion said: შენს ფოტოს თვალი რომ მოვკარი ქართველს საერთოდ ვერ მიგამსგავსე, საუწიპუწო ჰაბიტუსიანი უცხოელის შთაბეჭდილება დამიტოვე. რა შუაშია, მაგრამ გული დამწყდა აზრებით რომ ვერ ვემთხვევით :/ მე უცხოელს ვგავარ? აი ყველაფერი ყველაფერი და მე მგონი სხვა ვიღაცას მოკარი თვალი. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა