Jump to content
×
×
  • Create New...

ლიტერატურული კაფე "სვიფ"


L_Autre_monde
 Share

Recommended Posts

პატარა ღამურას :uyhuhu:

 

Quote
ვიდრე მოთოვდეს,
შემოდგომას
ფრთები დასცვივა
(რა უაზროა,
გიყვარდეს და გერქვას
მოკვდავი)
მე, ალბათ, უფრო
ადრე წავალ
(მაინც კაცი ვარ)
და ჩემი ქუჩაც
დამოკლდება ერთი
ოქტავით.
არ ჩქარობს დრო
და მიდიმოდის
სვენებ-სვენებით,
თითქოს სიბერეს
არ სჩვევია
შიში, არადა
მე დავიწყებით
შევშინდები,
შენ — გახსენებით,
არ თოვს,
ეს მხოლოდ ჩემი სახლი
გაჭაღარავდა.

 

Share on other sites

ბავშვობაში დაბრუნება მინდა.
იქ გულს ვერავინ მატკენს.
იქ დიდრონი მამილო მყავს...თავ-ყბას,რომ გაუნგრევს ყველას,ვისაც გასანგრევი აქვს.
გადაგლეჯილ მუხლზე სულს მიბერავს ღმერთი.
და მე ჯერ კიდევ არ ვიცი...
რომ ამ ქვეყანაზე უღმერთობაც არსებობს.
ამიტომ...
თუ მართლა სიყვარული გადამარჩენს...
თუ მართლა უკვდავია სული...
თუ მართლა მეორე სიცოცხლეა სადმე...
იქ, იმ მეორე სიცოცხლეში... დიდი რომ გავიზრდები...
ბავშვი გამოვალ.
Share on other sites

ერთ დღესაც,
სიკვდილს რომ გადავწყვეტ
— იყოს ვივალდი
და თებერვალი მარტს უცვლიდეს
ყინვის ტიარებს,
რატომაც არა, გავიხსენებ
ძილად მივარდნილ
სიმშვიდეს, როგორც ტკივილების
მემატიანეს.
ვივალდი ღამით და ბავშვივით
ქერა ლილია...
 
Share on other sites

ქალბატონო ციხის უფროსო !
 
შეკითხვას გიბედავთ.
ვიცი, პასუხს ვერასოდეს მივიღებ, მაგრამ კითხვა, პასუხისგან განსხვავებით, თავისუფალია და მეც დავსვი. ეს არაა კოჭის ალჩუზე დასმა. ეს, იმედდაკარგული კაცის შეკითხვაა და მიუხედავად უპასუხობისა, ყოველი შეკითხვა, ოდესმე, პასუხს აუცილებლად მიიღებს. თქვენგან თუ არა, ვინმესგან, სრულიად სხვა, განყენებული ადამიანისგან და ეს პასუხი უდავოდ არ იქნება ის, რასაც ველოდი, მაგრამ იქნება პასუხი, რომელიც, ახალ, უფრო დალაგებულ შეკითხვებს დაჰბადებს.
ჰო, აი შეკითხვაც — მაინტერესებს, აქ და ასე რატომ მამყოფებთ, გიყვარვართ თუ რამეს ელოდებით ჩემგან? ძნელია არა, პასუხის გაცემა?
ვიცი, ჩემი იმედის მასშტაბი. ეს, დაახლოებით ნეხვის ჭიის იმედს ჰგავს, რომელმაც იცის, რომ უნდა იაროს და ვერ ხვდება, ყველა გზა რომ ნეხვში მიდის. მე კი, ადამიანი ვარ ქალბატონო ციხის უფროსო და მიუხედავად ჩემი საკნის პირობებისა, არ ვარ ნეხვის ჭია. არც ინსტინქტები მამოძრავებენ და არც ნეხვიდან ჰაერზე შემთხვევით გასული ჭიის შიში — არ გადავიჩეხოო.
ყოველი ჩემი სიტყვა, ლექსის იქნება თუ პროზისა, თქვენდამი, სრულიად ალოგიკური გრძნობითაა ნაკარნახები და ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ. არადა, სიცოცხლესაც თავის საპირწონე ჰყავს — სიკვდილი, რომლის არსებობაში, ღმერთისგან განსხვავებით, ყველა დარწმუნებულია და მაინც ახერხებენ იმედის ქონას. უცნაურად მოგეჩვენებათ, რომ ადამიანი, სიკვდილის უპირობო არსებობის პირობებში, იმედს იტოვებს და მიუხედავად ხვალინდელი დღის არცოდნისა, ცოცხლობს, აშენებს, გეგმავს და შიშსაც მალავს სადღაც, სულის ბნელ კუთხეში, ანუ, იმედია არსებობის საძირკველი რომელიც, თქვენ, მე წამართვით და ამ საკანში დამაგდეთ.
რამდენჯერ მიფიქრია სიკვდილზე და სიყვარულზე. რამდენჯერ, გაკვირვებულს, მიძებნია საერთო ამ სიტყვებისა და იცით, პასუხი დამესიზმრა. არ გაგეცინოთ ქალბატონო ციხის უფროსო და ასეა... გეტყვით — სიკვდილი, რომ ყველასთან მოვა, არაა ეს საკამათო, მაგრამ როგორ მოკვდები, ესაა უმთავრესი და რა შუაშია აქ სიყვარულიო — იკითხავთ. რა და მთავარია — ვის მოუკვდები..! გესმით.?! — ვის მოუკვდები..! ვისი თანმდევი იმედი ხარ და ვინ ერევა შიშს ამ იმედის გამო. ესაა სიკვდილის სიცოცხლე, რომელიც წამართვით, აქ, ამ საკანში გამომკეტეთ და გამწირეთ ჩვეულებრივი, ტრაფარეტული სიკვდილისთვის.
ჰეე, ქალბატონო ციხის უფროსო, რა ლამაზად წავიდოდი, რომ მცოდნოდა -- თქვენ მოგიკვდებოდით. ახლა კი, ბანალური, ტუსაღის რომელიღაც ნომრიანი აქტის მიხედვით, მომიწევს წასვლა.
,,იყავნ ნება თქვენი..!"
P. S. არც თქვენ გამოეკერებით ცას (ბებიამ იცოდა ასე თქმა) ქალბატონო ციხის უფროსო და იცოდეთ, უბედნიერესი სიკვდილი გელით. მიუხედავად იმისა, რომ მე იმ დროს აღარ ვიქნები და ჩემი რწმენიდან გამომდინარე — ვიქნები სადღაც, სხვაგან, უსხეულო გრძნობით და გონებით, თქვენ — მე მომიკვდებით..! დიახ, მე მომიკვდებით და ესაა თქვენი სიკვდილის მშვენიერება...
Share on other sites

დრო იყო,
ქუჩას მოჰქონდა ქარი,
დრო იყო,
ქუჩა მიჰქონდათ ქარებს
და დღესაც მახსოვს
ის ერთი ქალი
დალაქთან
როგორ იჭრიდა კარეს...
ცხადი იყო თუ ცხადის
სიზმარი,
სიშორე იყო
,,პორგის და ბესის",
რომ მეც,
სიშორის ვარ ხეიბარი
და მესმის
შენი, არმოსვლით მესმის.
შემთვრალი
ქარი რყვნიდა იელებს,
ვეღარ ჰყოფნიდნენ ძველი
სახლები
და გვერდით მეწვა
სიცარიელე,
სიმარტოვეზე ოდნავ
ნაკლები.
რომელი გზებით აღარ
მოხვედი,
ან, რაღა ჩემში დაგხვდი
ამ ყოფით,
ან სხვა ვინღაა ჩემკენ
მომხედი,
არ მოსულხარ და უკვე არ
მყოფნი.
სახეზე ფერი მეჩვევა
მქრალი,
ქუჩაზე ქარი იელებს არევს
და ახლაც მახსოვს ის,
ერთი ქალი,
დალაქთან როგორ იჭრიდა კარეს.
 
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share