Jump to content
×
×
  • Create New...

კარგი / ცუდი


Recommended Posts

Game of Thrones არიან ბეღურები, გახსოვთ.

კეთილი ხალხია ავადმყოფებს ეხმარებიან, საჭმელს არიგებენ მოკლედ სიკეთის განსახიერება

მანამ სანამ ძალაუფლებაზე არ მიდგება საქმე , მერე ჩაქუჩებით დარბიან და ურწმუნო თავებს აჩაქუჩებენ დაუნდობლად

 

index.jpg

Share on other sites

აგერ როგორ მოხდა ძალაუფლების აღება

სერიოზული სურათია.

უბრალოდ სუსტი ტომენის მაგივრად მანდ ცოტა სხვა ჯგუფი ადამიანების უნდა ვიგულისხმოთ.

ჰე ჰე

და ეხლა ადამიანების ეგ ჯგუფი იგივე ფოკუსს უტარებს ქრისტიანებს რაც წარმარტებს ჩაუატარა თავის დროზე ქრისტიანებით.

 

4_1e2c72ff.jpg

Share on other sites

https://en.wikipedia.org/wiki/Parabalani

 

ალექსანდრიელი პარაბალანები)))

ამათი მოღვაწეობის შედეგად ალექსანდრიიდან წარმართები გაიქცნენ ათენში.

პარაბალანები დახურა და გააუქმა იმპერატორმა იუსტინიანემ )))

ამ იმპერატორმა უკვე ათენში დახურა პლატონის აკადემია )))  ჰე ჰე

და ამავე იუსტინიანემ გააუქმა უკვე პარაბალანებიც

 

ესეგი პარადიგმა უკვე აღებულია ხელში, იუსტინიანეს დროს, პარაბალანები აღარაა საჭირო ვ რასხოდ იდიოტი ))))

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

აი ორი სურათი

ერთმა პარადიგმა შეცვალა 2000 წლის წინ (პირველი სურათი)

მეორეთი პარადიგმას ცვლიან ეხლა (მეორე სურათი სურათი)

 

ძალიან მარტივია სენიორას და სენიორეს, დაკვირება ჭირდება მხოლოდ ჩიტის სიმაღლიდან

 

როგორც კი პარადიგმას ხელში აიღებენ აი მაგ ტრაკში ტყავის ტრუსიკ ამოჭერილ ბლმ ლეფტერ სუპრემასისტ ტრანსგენდერებს ისევე გააუქმებენ როგორც პარაბალანებს

ნახუი სანაგვეზე

 

მომენტ ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი . ბუ ხა ხააა

 

4_1e2c72ff.jpg

545116_600.jpg

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

საინტერესო რამ წერია ნეტარი ავგუსტინეს, იოანე ოქროპირის და განსაკუთრებით ეპისკოპოს ეგნატეს წიგნებში

ნუ ეს რჩევაც არის გარკვეულ წილად : და აი რა წერია მასში :

- ყოველთვის განასხვავეთ მიწიერი საკითხები სულიერი საკითხებისგანო !!! 

მიწიერი საკითხი : - ბრძოლა ძალაუფლებისა და კომფორტული დროებითი ცხოვრებისათვის ( მიწიერი, ამქვეყნიური და ამიტომ ადრე თუ გვიან მაინც წარმავალი!!!)

სულიერი საკითხი : - ცხოვნება (შემომქმედო, შენს ხატად რომ შემქმენი, მაქვს სურვილი შენს მზგავსადაც ვიქცე და როგორც შენ ამბობ მივიღო უკვდავება, რომლის მომცემიც მხოლოდდამხოლოდ შენ ხარ და მეტი არავინ და არაფერი!!!)

ანუ ზემოთაღნიშნული წმიდა მამების რჩევა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდის მიწიერი საკითხების მოყვარულთათვისაც და სულიერი საკითხების მიმდევართათვისაც, იმ კუთხით რომ, არ გადაიკვეთოს მათი საგრძნობლად განსხვავებული ცნობიერება (გარკვეულ მომენტამდე!!!), რადგან   სულიერი საკითხების მიმდევრებს, გულახდილად რომ ვთქვათ , ასე თუ ისე შეხება აქვთ მიწიერ საკითხებთან, ხოლო მიწიერი საკითხებით დაკავებულს სად აქვს იმდენი დრო , რომ სულიერ საკითხებს ანუ ცხოვნებას ჩაუღრმავდეს ?! - მას ხომ მიწიერი კონკურენტების ზღვა ახვევია გარს, მას ხომ საზრუნავად ანუ საუნჯედ ძალაუფლება, ოქრო, დიდება და კომფორტი გაუხდია ?! - ამიტომ ცხოვნებას ჩაღმავებლ-ადევნებული თუ ოდნავ მაინც ერკვევა მიწიერში,  მიწიერნი საერთოდ ვერ ერკვეოდნენ იქნება სულიერში ანუ ცხოვნებაში : - ამიტომ ჰგონიათ მიწიერთ, რომ ვთქვათ, პარაბალანები იქნებიან ეს, ქრისტეს, მამა ღმერთის, ალლაჰის, ბუდას თუ სხვა რომელიმე კონფესიის სახელით მოქმედი ჯგუფები, რომელიც მიწიერი ძალაუფლების მოპოვებისათვის იღწვიან,  რაიმე კავშირი ჰქონდეთ შემომქმედთან მხოლოდ იმის გამო რომ მათ ქრისტიანის ან რომელიმე სხვა სახელი დაირქვეს ...

ამიტომ ხდება საჭირო განვასხვაოთ სულიერი და მიწიერი საკითხებისადმი დაინტერესებულ-მოქმედ-მშრომელ-დაღლილ-დაქანცულ ადამიანთა კატეგორია, მათი ცხოვრების წესის და ნამოღვააწარ-ნამოქმედარის მიხედვით.

მიწიერისა ისევ მიწიერ საკითხთა მცოდნეებმა მოყვნენ , ჩვენ გადმოვცეთ სულიერი საკითხის, ანუ ცხოვნებისათვის აუცილებელი განმარტება :

1. შემომქმედის მოღვაწეობა ქრისტეს დაბადებით არ იწყება, იგია შემომქმედი ყოველივე ხილულისა და თვალთაგან უხილავისა, მათ შორის ადამის მოდგმისა , ამიტომ შემომქმედი ღმერთია მთელი ადამის მოდგმისა, როგორც ქრისტიანის, ისე წარმართის, ისე ბუდისტის, ისე მუსლიმის, ისე სხვათა და სხვათა, რადგან ყველა ამათგანი ადამის ძენი არიან !!!

2. შემომქმედი ყოვლად კეთილია და სრული სისავსეა სიკეთისა და სინათლისა, მან ადამიანი შექმნა თავის ხატად და მისცა საშუალება ღვთის მზგავსად გახდომისა, ანუ უკვდავებისა - ეს ნიშნავს რომ,  როდესაც იგი ადამიანს ქმნიდა, მას თავისუფალი არჩევნის საშუალება მიანიჭა, ამით თითქოს და დაუშვა საკუთარი ქმნილების დაკარგვის შესაძლებლობა, მაგრამ ამ გზით მან სრულყოფილება მიანიჭა ადამიანის სურვილს - გახდეს შემომქმედის მზგავსი !!!

3. რადგან შემომქმედი სრული სისავსეა სიკეთისა , მასთან ბოროტება და სიბნელე ვერ თანაიცხოვრებს და ვერ შეეზრდება, - ანუ მან საკუთარ ქმნილებას, - ადამიანს მისცა "რეკომენდაცია" (არა ძალმომრეობითი) თუ როგორ არის შესაძლებელი ადამიანი გახდეს შემომქმედის მზგავსი. ამავე დროს ადამიანს აქვს მინიჭებული ალტერნატიული თავისუფალი ნებაც - არ შეასრულოს აღნიშნული "რეკომენდაციები"

   ... აი ამ ადგილიდან გავყვეთ , მხოლოდ გავითვალისწინოთ ის სამი პოსტულატი რაც გვაქვს : 1. ღმერთი არის ყველასი 2. იმისათვის რომ განიღმრთო (გახდე ღვთის მზგავსი) საჭიროა გამოავლინო საკუთარი თავისუფალი ნება და 3. იმოქმედო მხოლოდ ღვთის "რეკომენდაციების" საფუძველზე რათა მიაღწიო ცხოვნებას (იგივე : განღმრთობას, იგივე : გახდე ღვთის მზგავსი)  -------- 

ღმერთი - შენი ნება - რეკომენდაციები (გავარჩიოთ სამივე მათგანი)

... ადამის მოდგმა ოდითგანვე შეუდგა ზემოთაღნიშნულის გაცნობას, გააზრებას და შესრულებას ... 

გაგრძელება იქნება ... 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

გაგრძელება ... 

... მაგრამ, მხოლოდ მცირე მათგანმა შეინარჩენა და შეინახა ის რაც ადამის დროიდან მიეცათ, - ზოგნი მიწიერი საქმეებით გაერთნენ, ზოგმა საჭიროდ აღარ მიიჩნია ღმერთთან ურთირთობა, ზოგმაც უბრალოდ მიივიწყა, თუმცა არასოდეს ყოფილა დრო როდესაც ზემოთნახსენები "რეკომენდაციები" სრულად გამქრალიყოს.

რა "რეკომენდაციებზეა" საუბარი ??? - ესაა ორი უმთავრესი მცნება :

..."შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა , ესე არს დიდი და პირველი მცნებაი, და მეორე მსგავსი ამისა : შეიყვარე მოყვასი ჩენი , ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან "... (მათე 22, 35-40) - აი ჭეშმარიტი კანონი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა 

პირველი მცნება ღვთისმოყვარებას ეხება, მეორე - კაცთმოყვარებას. 

რა არის ღვთისმოყვარება და რატომ დაადგინა შემომქმედმა იგი  როგორც "პირველი და დიდი" ??? 

იმიტომ რომ იგი პასუხობს შეკითხვას : - ვინ არის ღმერთი ?, ვისი განმარტებაც კაცთა შორის ვერავინ შეძლო, - მას მხოლოდ ქრისტემ , თავისი ცხოვრებით, საქმით და სიტყვით გასცა პასუხი : - "ღმერთი სიყვარული არს" - აი მთელი სახარება !!!

რას წარმოადგენს ადამიანი , ამაზე ქრისტეს პასუხი იყო : - "ადამიანიც სიყვარული არს" !!! დაე ნურავინ დაეჭვდებით, რადგან ღვთიური სიყვარულის ხატად შექმნილი ადამიანი, ღვთიური სიყვარულის სრული ანარეკლია .  ანუ, მარტოოდენ ღმერთი და ადამიანი, - ეს ორნი არსებობენ ჩვენთვის და ამ ქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი არა არის რა - ვიდრე ღმერთი და მე , - ვიდრე ღმერთი და შენ  !!!

მაგრამ, მოდით ასე შევატრიალოთ კითხვა : - ვიტომ რატომ უნდა ითხოვდეს ღმერთი ამსოფლად სიკვდილის, ბოროტებისა და ეშმაკის საქმეთა შემყურე ადამიანისაგან მთელი სულითა და გულითა და გონებით შეიყვაროს იგი ???? - ადამიანიც ხომ ამას ამბობს, რომ არ ძალუძს ღმერთის სიყვარული, ამქვეყნად არსებული ცოდვისა და ბოროტების გამო . - ყველა ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩებოდა, ძე ღვთისა რომ არ განკაცებულიყო , მის მოსვლამდე ჯერ კიდევ შეეძლო ადამიანს ეთქვა :  "მე, როგორც ცოდვის, ბოროტების, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მონას ,  არ შემიძლია მიყვარდე", მაგრამ მას შემდეგ რაც ქრისტე გარდამოხდა ამ სოფლად, აღდგა და სიკვდილი დასთრგუნა, ადამიანს უკვე აღარ მართებს ამგვარი ლაპარაკი, რათა ქრისტემ სამყაროს უკვე ამცნო ჭეშმარიტება, რომ ღმერთი ჭეშმარიტად სიყვარული არს !!! და გვითხრა თუ როგორ მივაღწიოთ მას : - "იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ"-ო , ანუ ისე შეიყვარეთ ერთმანეთიო, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენო, და როგორ შეგვიყვარა მან ჩვენ ??? - თავი გასწირა და  მოკვდა ჩვენი გულისათვის !!! 

სიყვარული = თავგანწირვა 

თავგანწირვის გარეშე - სიყვარული არ არსებობს !!! 

ისმის კითხვა : - " კი მაგრამ, ხომ უყვარს მშობელს შვილი, ცოლს ქმარი, უყვართ სამშობლო , განა ეს სიყვარული არ არის ?!" 

მართალია ყოველივე ამას სიყვარულს ვუწოდებთ , მაგრამ შეეფერება კი ამ გრძნობებს ეს სახელი ?! - არ შეეფერება თუ ქრისტე არ არის ის ძალა რომლითაც გვიყვარს !!!

რა არის ქრისტეს სიყვარული ??? - რწმენა  !!! (ირწმუნეთ ის ვინც მან მოავლინა) 

ანუ მხოლოდ რწმენით ჩადენილი საქმეები ყოფილა - სიყვარული !!!

ძესა და მამაზე ვისაუბრეთ, ვისაუბროთ სულიწმიდაზეც და ამით განვასრულოთ ...

გაგრძელება იქნება ...

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

On 2/4/2022 at 6:33 PM, kvipriane said:

მართალია ყოველივე ამას სიყვარულს ვუწოდებთ , მაგრამ შეეფერება კი ამ გრძნობებს ეს სახელი ?! - არ შეეფერება თუ ქრისტე არ არის ის ძალა რომლითაც გვიყვარს !!!

რა ამაღლებულია..  :gurabe:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share