Jump to content
×
×
  • Create New...

კარგი / ცუდი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, ASIA said:

ისტორიას გამარჯვებულები წერენ და დამარცხებულები აყალბებენ ..

:დ ქრისტიანობამ გაიმარჯვა პატივცემულო და გამარჯვებულებმა დაწერეს... 300 წლის მერე :დ

 

 

პ.ს. ებრაელებს და ყველა სხვა ხალხებს უამრავი რამ აქვთ შენახული მათ შორის მათი რელიგიების ისტორიის შესახებ ;)

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)
26 minutes წინ, Seth said:

300 წლის მერე

 

როცა გაიმყარეს პოზიციები მაშინ მიცეს დოკუმენტური სახე.  მანამდე დევნილობაში იყვნენ, მათი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი არა ქრისტიანების არსებობა იყო რისკის ქვეშ. 

300 წლის შემდეგ  . . . თუნდაც!:yeah:

 

ხოდა ეგეც დამაფიქრებელია ერთის მხრივ - აი რატომ არ არის? რატომ? ანუ ძალიან არ აწყობდათ, თან არავის არ აწყობდა გარდა მცირერიცხვოვანი მოციქულებისა და მრევლისა და ამ მცირერიცხვოვნებამ ხელი ვერ შეუშალათ და ახლა დახედეთ რუკას ,,,

თუმცა მტერს არასოდეს არ ძინავს!

 

ჩვენ ვერ შევთანხმდებით და შევთანხმდეთ, რომ ვერ შევთანხმდებით!

:D

 

წარმატებები ...

 

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ASIA said:

მანამდე დევნილობაში იყვნენ, მათი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი არა ქრისტიანების არსებობა იყო რისკის ქვეშ. 

:) არც ერთი დოკუმენტი? ერთიც კი არა? რთულად დასაჯერებელია... მით უმეტეს რომ სხვა რელიგიებიც იდევნებოდა მაგრამ დოკუმენტები შემორჩენილია... მაგალითად იუდაიზმი.

 

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
31 minutes წინ, Seth said:

არც ერთი დოკუმენტი?

აი ახლა დოკუმენტები რომ იყოს მე და თქვენ ხომ იცით რაზეც ვიდავებდით ....:gigi:

 

და ჯობია რომ არც არის - ყველამ თავად აირჩიოს საით მიეჩქარება!

 

 

მომწონს შირლი . . .  ამაში მაინც თუ მეთანხმებიტ?:D

if you go away მომწონს შირლის შესრულებით და მამაკაცებში ოსკარ ბენტონის!

 

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, ASIA said:

ვიდავებდით

აბა დავა? :)

 

ჩემთვის მანდ ყველაფერი ნათელია სენიორა, ისევე როგორც თქვენთვის :დ

 

პ.ს. მე და შირლი შორს ვართ ერთმანეთისგან :დ

Share on other sites

Posted (შესწორებული)
28 minutes წინ, Seth said:

ჩემთვის მანდ ყველაფერი ნათელია სენიორა, ისევე როგორც თქვენთვის :დ

მთავარია რომელია ჩვენ შორის მართალი - ამას ვერც აქ და ვერც ამ ფორმატში ვერ გავარკვევთ, ხოდა ოდესმე შევხვდებით ზემოთ, სუუუუუულ ზემოთ!

ხოოოოოდა იქ გავარკვიოთ ან იქ გაგვარკვევინებენ!:gigi:

 

28 minutes წინ, Seth said:

აბა დავა? :)

სიტყვას მოყვა ...:yes: არც არსად.

 

28 minutes წინ, Seth said:

მე და შირლი შორს ვართ ერთმანეთისგან

მეწყინა!:yeah: მაგარია ჩემი აზრით.

 

აქაც არ მეთანხმებით . . .:gigi:

 

 

 

 

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Seth said:

ეს მოვლენები მათ თანამედროვეებს კიარა მათ ბაბუებსაც კი არ ექნებოდათ ნანახი ხომ?

https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_ღვთისმეტყველი

https://ka.wikipedia.org/wiki/ონისიმე_(სამოცდაათთაგანი)

https://ka.wikipedia.org/wiki/ეგნატე_ანტიოქიელი

თავისი დაბადების თარიღებით, ისტორიებით და ნამოღვაწარითუთ

რაც შეეხება ნიკეის კრებას, - ეხლა მე ვერ ვპოულობ იმ მონაცემებს რომელზედაც ნიკეის კრების წინ მოხდა ყველა დამადასტურებელი ფაქტის მოპოვება რომ გაჩვენოთ, შეიძლება ინტერნეტში არც დევს, მაგრამ რამდენადაც მახსოვს - ქალაქ ანკირში  323 თუ 324 წელს მოხდა ყველა იმ პიროვნებებისა თუ ფაქტების მოძიება რაც შემდგომ ნიკეის 325 წლის კრებამ დაადგინა , - ანკირის კრებაზე მოხდა მოსმენა , განხილვა, შეფასება და გადარჩევა, ამ პროცესს წელიწადი მოანდომეს , ხოლო შემდგომ ნიკეის კრებაზე , რომელიც 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ხელახლა გადამოწმდა, გადაფასდა და საბოლოოდ დადგინდა ყველა ის საკითხი რომელიც დღეს არის ქრისტიანულ დოგმატიკად მიჩნეული, მათ შორის პირველი ერესიც ნიკეის კრებაზე განაშორეს ქრისტიანობას, ცნობილი არიოზის ერესის სახით, - ასე რომ იმ დროისათვის გულდასმით იქნა გამოკვლეული ყველა ის წერილობით მტკიცებულებანი რომელთა საფუძველზეც მოხდა დადგინება იმისა რაც ვიცით, პლიუს ამას არცერთი იქ მოღვაწე მამა არ იმსახურებს ჩვენი მხრიდან უნდობლობას არანაირი მხრიდან არც პირადი ცხოვრებით და არც აზროვნებით, მითუმეტეს რომ მათი ნაშრომები დღესაც კი აქტუალურია :)

რაც შეეხება მოციქულების მოგზაურობას, მათ ეპისტოლეებს და ასე შემდეგ , და მთავარი რაც შეეხება იმას , როგორც თქვენ ბრძანებთ მუსიე სეტ : თითქოს ცრუ-ღმერთად მოვიხსენიე უფალი, - კიდევ გავიმეორებ, მოციქულებს, მათ მოწაფეებს, ქრისტეს მიმდევრებს და მთლიანად იმ პირველ-ქრისტიანთა უდიდეს კოჰორტას, რომლებიც თუნდაც ნერონის დროს ქრისტესათვის წამებულებად ითვლებიან და ეს დასტურდება, რომ დარწმუნებით არ სცოდნოდატ რომ ქრისტე ნამდვილი , რეალური პიროვნება და ჭეშმარიტი ღმერთია , სხვაგვარად სიკვდილზე არ წავიდოდნენ, ცრუ-ღმერთისათვის სიკვდილზე არავინ წავიდოა , დარწმუნებული იყო ის ხალხი რომ ღმერთის გამო კლავდნენ, მითუმეტეს რომ ზემოთ მოყვანილ ეგნატე ღმერთშემოსილს რომელიც ხელში ეჭირა ქრისტეს (სახარებაშიც არის ეს ადგილი, ბავშვები რომ მიუყვანეს ქრისტეს), სულ რაღაც საკმევლის დადებას სთხოვდნენ კეპთშესაწირისათვის რაზეც მან უარი განაცხადა, - განა მზგავს საქციელს არარსებული პიროვნების გამო ვინმე ჩაიდენდა ??? იმედია ამაში მაინც მეთანხმებით, რადგან ის ვებერთელა სამუშაო რაც მოციქულებმა, მოწაფეებმა , მოციქულთა სწორებმა და მოწამეებმა გასწიეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებისათვის და ჭეშმარიტი ღვთის დახმარებით ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
43 minutes წინ, Seth said:

არც ერთი დოკუმენტი? ერთიც კი არა? რთულად დასაჯერებელია.

მუსიე სეტ, ერთი რამეა კიდევ, შევეცდები ავხსნა :

- განათლებული კაცი ბრძანდებით, პატივს გცემთ და კი იცით მსიამოვნებს თქვენთან საუბარი, - ამიტომ მივეცი თავს უფლება ასეთი კუთხით შეგახედოთ საკითხისადმი : - განა ადამიანს მხოლოდ მხედველობითი და სმენითი გრძნობები აქვს რომ,  მხოლოდ ეს გრძნობები მივიჩნიოთ უმთავრესად ???????  უბრალო მაგალითს მოგიყვანთ (ოღონდ რათქმაუნდა სწორად გამიგებთ დარწმუნებული ვარ) : - ჩვენ აქ ვსაუბრობთ მუსიე სეტ, ვმსჯელობთ, აგერ, ვკითხულობ თქვენს ნიკს "Seth" , ვიცი რომ ვესაუბრები მამაკაცს, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა არ მაქვს ხომ ??? იქნებ ქალბატონს ვესაუბრები ??? - მაგრამ გარდა ვიზუალური ფაქტორისა, პლიუს კიდევ შეგრძნება მაქვს თქვენთან საუბრისას იმგვარი, რომ  ვესაუბრები კაცს და მისხალი ეჭვიც არ შემაქვს ამაში  !!! ... რწმენა იმდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია ადამიანისა და ღვთის ურთიერთობისათვის , რომ ჯობია ვიზუალურად არ გენახოს და გწამდეს , ვიდრე ხედავდე და კაცმა არ იცის მერე იწამებ თუ არა. : -  ამას სთხოვდნენ ჯვარზე გაკრულ ქრისტეს, ხომ ხარ ღმერთი როგორც თავად ამბობ, გადმოდი მაგ ჯვრიდან და გირწმუნებთო , - რომ გადმოსულიყო ირწმუნებდნენ კიიი ??? 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   124 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 123 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(10)