Jump to content
×
×
  • Create New...

კარგი / ცუდი


Recommended Posts

  • ფორუმელი

ისე არის აბურდული დავიბენი უკვე ...

ვერსიების კორიანტელია , მოგვების, ნათელმხილველების, ასტრონომების, კომეტებზე დაკვირვების და რა ვიცი , უამრავი ვერსიაა

 მართლმადიდებელი ეკლესის ვერსია : - იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისააგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

კატოლიკები ამბობენ 337 წელს რომის პაპმა იულიუს I-მა შემოიღო და ვერსიაც დევს , რაღაც ამგვარი, რომში მზის დღესასწაული იწყებოდა მად პერიოდში 

ვერსად ვიპოვნე ოქროპირის და ნოსელის ახსნა რატომ გადმოიტანეს 25 დეკემბერს და კონკრეტულად რას დაეყრდნენ ... 

საერტოდ ებრაელები როგორც სჩანს დაბადების დღეს არ დღესასწაულობდნენ და პირველი საუკუნის 72 წლამდე , სანამ 6 მილიონი ებრაელი არ განიბნა ტიტეს მიე იერუსალიმის აღებისას , მანამდე არც არავის აწუხებდა ეს თარიღი, ანუ ქრისტე რომელ დღეს იშვა , ხოდა მერე აიბურდა, ოქროპირმა და ნოსელმა სცადეს რეალური თარიღის დადგენა და არგუმენტებიც ექნებათ, - ეს არგუმენტები ვერ ვნახე ვერსად ....

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
22 minutes წინ, kvipriane said:

არგუმენტები ვერ ვნახე ვერსად ....

როგორც კი არგუმენტების ძებნას დავიწყებთ, იქ იწყება მოვლენის უგულებელყოფა ჩვენდაუნებურად!

არანაირი არგუმენტები არ გვჭირდება - ასე გვწამს. მორჩა!

არგუმენტები მოიძიონ იმათ, ვისაც ეს არგუმენტები ჭირდებათ!

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი

კიდევ კარგი სამურაი ცოცხალია, თორემ საფლავში იბრუნებდა ამ თემის ასე განვითარება რომ ენახა :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

18 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

კიდევ კარგი სამურაი ცოცხალია, თორემ საფლავში იბრუნებდა ამ თემის ასე განვითარება რომ ენახა :uxe:

ხოოოოო, თან სამურაი . . . 

წევედი, წევედი თუ არა არ მომიწიოს სამურაის ხმალზე წამოგებულს საფლავში ბრუნვა!:gigi:

 

კაით!

Share on other sites

  • ფორუმელი
57 minutes წინ, ASIA said:

არანაირი არგუმენტები არ გვჭირდება - ასე გვწამს. მორჩა!

აბსოლიტურად გეთანხმებით სენიორა , მაგრამ კარგი იქნებოდა იოანე ოქროპირის და გრიგოლ ნოსელის განმარტებებთან გაცნობა ამ თემასთან დაკავშირებით , დარწმუნებული ვარ მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ყოველივე ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, kvipriane said:

არწმუნებული ვარ მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ყოველივე ...

:yeah: რასაკვირველია.

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, ASIA said:

სენიორ სეთ, ვერცერთი კრება, არც ერთი მოვლენა - თვით ჩვენი პოსტაობაც კი შემოქმედის ნების გარეშე ვერ მოხდება - ეს მე ჩემი რწმენის წიგნში მიწერია და ვიღებ ზუსტად ისე, როგორც მიწერია! არ ვაპროტესტებ თარიღებს, კრებებს და მიწიერ ამბებს, რაც მთავვარი მოვლენის ირგვლივ ტრიალებს ან ატრიალებენ ზოგჯერ ზუსტად იმიტომ, რომ მთავარი მოვლენის არსი ჩაიკარგოს და თარიღებზე გადავიდეს მთელი ყურადღება!

ასე რომ მე ვიღებ სახარებას ისეთს, როგორიც გვაქვს და ეს ჩემი რწმენის საკითხია! მე მჯერა, რომ ვერცერთი კრება ვერ შეძლებდა მიეღო მიუღებელი, თუკი ზემოდან არ დაიშვებოდა! რაც ზემოდან დაიშვა, ის სახარება გვაქვს და ეს ჩემი რწმენის მთავარი წიგნია!

ძალიან კარგი. მე პირადად ამაზე არასდროს ვდავობ პატივცემულო. ყველა და ყველანაირ რწმენას პატივს ვცემ და მიმაჩნია რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა სწამდეს ვინც და რაც მიაჩნია საჭიროდ.

მე ვამბობ ძალიან მარტივ რამეს - ქრისტიანებმა აიღეს და პაგანური რელიგიების საფუძველზე შექმნეს ახალი ტიპის რელიგია. ვიღაც თვლის რომ უკეთესი რელიგიაა ვიღაც თვლის რომ უარესი, მაგრამ ამას ამ წუთას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ პაგანები როდესაც ე.წ. winter solstice ზეიმობდნენ და რომაელები სატურნალიებს მართავდნენ და ეგვიპტელები რა-ს დღეს აღნიშნავდნენ, ქრისტიანებმა აიღეს და იგივე დღე გამოაცხადეს იესოს დაბადების დღედ. შეუძლებელია რომ იესო ამ დღეს დაბადებულიყო? არ არის. დაიბადა? არავინ არ იცის. არცერთი ფაქტი არ არსებობს მისი ამ დღეს დაბადების (და საერთოდ დაბადების). ზუსტად იგივე ხდება ჩასახვის ისტორიასთან მიმართებაში, უამრავ მსგავს ისტორიას მოისმენთ როგორც შუამდინარეთში ასევე ეგვიპტეში :დ

ამასთანავე ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ეწინააღმდეგება დღემდე :დ ეკლესია ამგვარად დანახულ ქრისტიანობის ისტორიას (გაცილებით უფრო რეალისტურს ვიდრე ეგ პატივცემულები გვასწავლიან, სხვათაშორის ;) ) პაგანური რელიგიები თავის დროზე წარმოიშვა მაშინდელი ცოდნის (ფილოსოფიური) საფუძველზე, ისევე როგორც ქრისტიანობა ძველ ბერძნული ფილოსოფიური იდეების საფუძველზე. სინამდვილეში ძველბერძნული ფილოსოფიაც თავის საფუძველს ხედავს (უნდა ხედავდეს) ძველ ეგვიპიტურ და ძველ შუამდინარულ წარმოდგენებში. ასე რომ პატივცემულო, გამოდის შემდეგი: ქრისტიანობის, როგორც რელიგიური მიმდინარეობის საფუძველი ისევ პაგანური რელიგიები და წარმოდგენებია :) და ეს წესით მხოლოდ უნდა ამდიდრებდეს და ამრავალფეროვნებდეს ქრისტიანობას, წესიერად და აზრიანად რომ იქნას გამოყენებული :)

სამწუხაროდ პირიქით ხდება, შუასაუკუნოებრივ მიდგომებს ჩაბღაუჭებული ქრისტიანული ეკლესია (ორივე და ყველა :დ) ისევ იგივე ჩვენებას აწვება რასაც თავის დროზე მაგალითად ტორკვემადა :დ და თუ მას მაშინ ეს პოლიტიკურად სჭირდებოდა, ესენი უბრალოდ ჩარჩენილები გამოდიან. ზუსტად ამიტომაა რომ რეალური მორწმუნეების რიცხვი კლებულობს და კლებულობს დიდი პროგრესიით.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, Seth said:

არცერთი ფაქტი არ არსებობს მისი ამ დღეს დაბადების (და საერთოდ დაბადების). ზუსტად იგივე ხდება ჩასახვის ისტორიასთან მიმართებაში, უამრავ მსგავს ისტორიას მოისმენთ როგორც შუამდინარეთში ასევე ეგვიპტეში :დ

საერთოდ დაბადებასთან დაკავშირებით ვერ მივხვდი მუსიე სეტ , - ანუ ქრისტე საერთოდ არ დაბადებულა თუ როგორ ???

ანუ, რა გამოდის, რომ თქვენ საერთოდ ახალ აღთქმაში მონათხრობს ეჭვქვეშ აყენებთ ??? 

ჩასახვის ისტორიასთან დაკავშირებითაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ ჯერ სახარების სანდოობის საკითხი გავარკვიოთ ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   115 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 114 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(24)
    • YandexBot(1)