Jump to content
×
×
  • Create New...

მთელ თბილისს


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, marguerite said:

აქვს, რადგან როდესაც არაა მოდაში, არც მაღაზიებში იყიდება

გამოწერა უკვე ყველაფრისა შეიძლება.
თუ არ დაიზარებ, აქაც იპოვი ისეთ მაღაზიას, სადაც იშვიათი საქონელი აქვთ.
მკერავს შეაკერინებ ბოლოს და ბოლოს. :დ 

როგორც წესი, მოდაში რაცაა იმის ჩაცმას მირჩევნია, შიშველმა ვიარო. :დ 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Alfred Albion said:

მოდაში რაცაა იმის ჩაცმას მირჩევნია, შიშველმა ვიარო

და მნიშვნელობა არ აქვს, რა არის მოდაში?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

იმჰო 80-იანები და ნაწილობრივ 90-იანები ნამდვილი ოქროს ხანა იყო უამრავი განსხვავებული ჩაცმის სტილით, მუსიკალური მიმდინარეობითა თუ სუბკულტურით მთლიანად.
უფრო თავისუფლად ეცვა ხალხს, თავისუფალ თვითშემოქმედებას მიმართავდნენ, თავისუფლად აზროვნებდნენ... 
 

<3 
 
 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, ფორთოხალი said:

და მნიშვნელობა არ აქვს, რა არის მოდაში?

ზოგჯერ შეიძლება, ჰქონდეს კიდეც, მაგრამ ეგ მთავარი და არსებითი არ უნდა იყოს.
ვეთანხმები საილერს: უნდა გეცვას ის, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებს მიუხედევად იმისა, არის იგი მოდაში თუ არა.
 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, Alfred Albion said:

უნდა გეცვას ის, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებს მიუხედევად იმისა, არის იგი მოდაში თუ არა.

მხოლოდ ეს პრინციპი დაზუსტებას საჭიროებს.
ბევრს სწორედ ის მოსწონს (მართლა მოსწონს), რაც მოდაშია ან პირიქით, სწორედ ის არ მოსწონს, რაც მოდურად ითვლება. 
ესე იგი რაღაც თავისთავად მშვენიერი ფორმები კი არ გააჩნია სამოსს ან ადამიანს კი არ აქვს იდეალურ ფორმათა სუბიექტური ნიმუშები, რასაც ობიექტები უნდა შეუსაბამოს, არამედ ამ ფორმებს საერთოდაც არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მშვენიერია მხოლოდ ის, რაც მოდაშია (ან არ არის), სრულიად შემთხვევითი შტამპები და შაბლონები.
ამიტომ თუ გუშინ ვთქვათ, ინგლისური კოსტუმი ითვლებოდა დახვეწილი სამოსის ეტალონად, დღეს შეიძლება, ის ჩაითვალოს ასეთად, რასაც მაგალითად, დემნა გვასალია აცმევს ბომონდის წარმომადგენლებს, თუმცა კი ვერანაირი ესთეტიკის მოძღვრება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას ვერ მოუძებნის ამ "განვითარებას". :დ 
 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, Sylar said:

უმარტივეს რაღაცას ვლაპარაკობ დილიდან და ვერ იგებენ თუ არ უნდათ გაგება, შენი აზრით?

არ ვიცი.
ერთი შეხედვით მარტივი და თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებებია, მაგრამ მერე უეცრად ყველაფერი რთულდება. :დ 
ცოტა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებენ ძვირფასი თანაბადელები :დ <3 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, Alfred Albion said:

მაგრამ ეგ მთავარი და არსებითი არ უნდა იყოს.

უცებ ეგ თქვენი პირამიდა შარვლები რომ შემოვიდეს მოდაში და ყოველ მეორეს ეცვას, რა უნდა ქნათ? :D

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share